°

 

retour Page d'accueil

retour menu

დაბრუნება პირველ გვერდზე  დაბრუნება ქართულ მენიუზე

 

აკადემიკოს გურამ შარაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  "ტ.ს.უ."  25.მაისი 2022 წ

SYMPOSIUM  dédié à la mémoire de l'académicien Gouran SHARADZE organisé par l'Université d'Etat de Tbilissi le 25 mai 2022

 

 

 

 

მწერალი, პროფესორი როსტომ ჩხეიძე Writer, Professor Rostom Chkheidze


კონფერენციის გახსნა და მისალმება

გიორგი შარვაშიძე /George Sharvashidze

ნანა გაფრინდაშვილი

Nana Gaprindashvili/

ოთარ პატარიძე/

Otar Pataridze

ელგუჯა ხინთიბიძე/

Elguja Khintibidze

გიორგი ალიბეგაშვილი/

Giorgi Alibegashvili

რუსუდან ნიშნიანიძე/

 Rusudan Nishnianidze


სხდომა I Session

ავთანდილ ნიკოლეიშვილი/Avtandil Nikoleishvili

პაატა ნაცვლიშვილი/Paata Natsvlishvili

რუსუდან ნიშნიანიძე-/Rusudan Nishnianidze-

ოთარ ჯანელიძე/Otar Janelidze

 ილია თავბერიძე/Ilia Tavberidze

ნესტან კუტივაძე/Nestan Kutivadze


სხდომა II Session

რუსუდან დაუშვილი/Rusudan Daushvili

ნიკოლოზ ჯავახიშვილი/Nikoloz Javakhishvili

თორნიკე კობიაშვილი/Tornike Kobiashvili

მანანა კვატაია/Manana Kvataia

ნათელა ჩიტაური/Natela Chitauri

მარიამ მარჯანიშვილი/Mariam Marjanishvili

 

 

 

 

მწერალი, პროფესორი როსტომ ჩხეიძე Writer, Professor Rostom Chkheidze


კონფერენციის გახსნა და მისალმება

გიორგი შარვაშიძე /George Sharvashidze

ნანა გაფრინდაშვილი

Nana Gaprindashvili/

ოთარ პატარიძე/

Otar Pataridze

ელგუჯა ხინთიბიძე/

Elguja Khintibidze

გიორგი ალიბეგაშვილი/

Giorgi Alibegashvili

რუსუდან ნიშნიანიძე/

 Rusudan Nishnianidze


სხდომა I Session

ავთანდილ ნიკოლეიშვილი/Avtandil Nikoleishvili

პაატა ნაცვლიშვილი/Paata Natsvlishvili

რუსუდან ნიშნიანიძე-/Rusudan Nishnianidze-

ოთარ ჯანელიძე/Otar Janelidze

 ილია თავბერიძე/Ilia Tavberidze

ნესტან კუტივაძე/Nestan Kutivadze


სხდომა II Session

რუსუდან დაუშვილი/Rusudan Daushvili

ნიკოლოზ ჯავახიშვილი/Nikoloz Javakhishvili

თორნიკე კობიაშვილი/Tornike Kobiashvili

მანანა კვატაია/Manana Kvataia

ნათელა ჩიტაური/Natela Chitauri

მარიამ მარჯანიშვილი/Mariam Marjanishvili

 

 

 

 

პროექტის ავტორი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე Project Author – Rusudan Nishnianidze, Associate Professor of TSU Faculty of Humanities

საორგანიზაციო კომიტეტი:

პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი

ასოც. პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე

ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

Organizing Committee:

Professor Nana Gaprindashvili

Assoc. Professor Rusudan Nishnianidze

Assoc. Professor Ekaterine Navrozashvili Doctor of Philology Nino Popiashvili

რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი

დისკუსია – 5 წუთი

სამუშაო ენა ქართული

Time Limit:

Presentation at the section meeting – 15 minutes

Participation in discussions – 5 minutes

Working language – Georgian

 

 


 

12.00 -13.00

კონფერენციის გახსნა და მისალმება

ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

გიორგი შარვაშიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ნანა გაფრინდაშვილი

საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე

ოთარ პატარიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი

ელგუჯა ხინთიბიძე

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი

გიორგი ალიბეგაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

რუსუდან ნიშნიანიძე

 

12.00 -13.00

Opening of the Conference and Welcome Speeches

1, Ilia Chavchavadze Avenue, TSU 1st Building, Auditorium 107

Rector of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Professor

George Sharvashidze

Dean of the Faculty of Humanities,

Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Professor

Nana Gaprindashvili

Former Chairman of the Georgian Community in France

Otar Pataridze

Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Professor,

Academician Elguja Khintibidze

Head of the State Language Department, Professor

Giorgi Alibegashvili

Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Assoc. Professor

 Rusudan Nishnianidze

 

13.00 – 14.00

წიგნის წარდგინება/Book Presentation

ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

1 Ilia Chavchavadze Avenue, TSU 1 st Building, Auditorium 107

 

მოდერატორი მწერალი, პროფესორი როსტომ ჩხეიძე Moderator – Writer, Professor Rostom Chkheidze

ქართველი ემიგრანტის, გიორგი გამყრელიძის წიგნი „გიორგი გამყრელიძე – წერილები არქივიდან“ Book by Georgian Emigrant Giorgi Gamkrelidze "Giorgi Gamkrelidze – Letters from the Archive"

რეცენზენტები: ლალი ცომაია, რუსუდან ნიშნიანიძე, კონსტანტინე ზ. გამსახურდია, მაია ჯალიაშვილი

Reviewers: Lali Tsomaia, Rusudan Nishnianidze, Konstantine Z. Gamsakhurdia, Maia Jaliashvili

 

14.00 –14.30

 შესვენება/Break

14.30–17.10

სხდომა I Session

ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

1 Ilia Chavchavadze Avenue, TSU 1 st Building, Auditorium 107

სხდომის თავმჯდომარე – ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე

Session Chaired by Assoc. Professor Rusudan Nishnianidze

 

14.30 –14.50

ავთანდილ ნიკოლეიშვილი/Avtandil Nikoleishvili

ლადო არველაძე – ემიგრაციაში მოღვაწე მწერალი (ახალი მასალები)/Lado Arveladze – Writer Working in Emigration (New Materials)

14.50 -15.10

პაატა ნაცვლიშვილი/Paata Natsvlishvili

დავით საღირაშვილის გალექსილი მემუარები/Memoirs of David Sagirashvili in Verse

15.30 –15.50

რუსუდან ნიშნიანიძე-/Rusudan Nishnianidze-

ლიტერატურული კონტრასტები სამანს აქეთ და სამანს იქით/Literary Contrasts within Borders and Beyond

15.50 –16.10

ოთარ ჯანელიძე/Otar Janelidze

ყარსის ხელშეკრულება და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია/The Treaty of Kars and Georgian Political Emigration

16.30 –16.50 ილია თავბერიძე/Ilia Tavberidze

ჯორჯ ბალანჩინი საქართველოში/George Balanchine in Georgia

16.50 – 17.10

ნესტან კუტივაძე/Nestan Kutivadze

თამარ პაპავას პუბლიკაციები გერმანიიდან/Tamar Papava Publications from Germany

17.10 –19.10

სხდომა II Session

ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

1 Ilia Chavchavadze Avenue, TSU 1 st Building, Auditorium 107

სხდომის თავმჯდომარე – ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი პაატა ნაცვლიშვილი

Session Chaired by – Director of the Georgian Emigration History and Geography Institute Paata Natsvlishvili

17.10 –17.30 რუსუდან დაუშვილი/Rusudan Daushvili

ქართველი ოპერის მომღერლები ემიგრაციაში/Georgian Opera Singers in Emigration

17.30 –17.50 ნიკოლოზ ჯავახიშვილი/Nikoloz Javakhishvili

ლატვიის ქართული დიასპორის ისტორიიდან (XX საუკუნის 20-იანი წლებიდან – 40-იანი წლების დასაწყისამდე)/From the History of Georgian Diaspora in Latvia (from the 20th – to the 40th of XX Century)

17.50 –18.10 თორნიკე კობიაშვილი/Tornike Kobiashvili

იოსებ ელიგულაშვილი – ეროვნული საგანძურის კვალდაკვალ/Ioseb Eligulashvili – In the Footsteps of the National Treasure

18.10 – 18.30 მანანა კვატაია/Manana Kvataia

გრიგოლ რობაქიძის „ჩემი განმარტების“ პარადიგმატიკისათვის/For the Paradigmatic „My Explanation“ of Grigol Robakidze

18.30 – 18.50 ნათელა ჩიტაური/Natela Chitauri

იდენტობა – მიგრაციული მწერლობის იმაგოლოგიურ ჭრილში/Identity – In the Migration Literature Imagological Context

18.50 – 19.10 მარიამ მარჯანიშვილი/Mariam Marjanishvili

მათე კერესელიძის ეპისტოლეები მოგვითხრობენ/Mate Kereselidze’s Epistles Tell Us

 

19.10 – 19.30

კონფერენციის დახურვა/Closing of the Conference

დაიბეჭდა თსუ გამომცემლობის სტამბაში 0128 Tbilisi, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1 1 Ilia Tchavtchavadze Avenue, Tbilisi 0128 Tel 995 (32) 225 04 84, 6284/6279 995 (32) 225 27 36

 

 

1 მწერალი, პროფესორი როსტომ ჩხეიძე Writer, Professor Rostom Chkheidze
 
2 გიორგი შარვაშიძე /George Sharvashidze
 
3  ნანა გაფრინდაშვილი / ნანა გაფრინდაშვილი
 
4  ოთარ პატარიძე/Otar Pataridze

traduction française

» https://www.youtube.com/watch?v=B-Nfx0mKGSw

 

ქალბატონებო და ბატონებო , მოგესალმებით შორეულ საფრანგეთიდან...

და გამართულ სიმპოზიუმს წარმატებას ვუსურვებ  !

*

დარწმუნებული ვარ რომ ბატონი გურამი საიქიოდან გვიცქერის მის ლეგენდარულ ღიმილით

საუკუნოდ იყოს ხსენება და კუთხევა მისი

*

 

ხვალ , 26 მაისი გაგვითენდება

მაგრამ დღეს მე მსურს თწვენთან ერთად მივესალმოთ ამ დიად, მშვენიერ და ბრწყინვალე დღეს.

ორ საუკუნის მიჯნაზე ცა ერთხელ  კიდევ გაიხსნა,

და საქართველოს მიწაზე მონობის ხუნტი დაიმსხვრა,

ილიას გულის ნადები ღვთიურის ძალით აიხსნა,

და დიდებისა სიმღერა კიდით-კიდემდის გაისმა .

ელისე პატარიძე 26 მაისი 1938

èDIDEBA :

https://www.youtube.com/watch?v=Ohcw2H2kENU

 

o   აი იმ ისტორიულ აქთს აღნიშნავს ქარველი ხალხი მთელი მისი ღირსებით და

სულისკვეთებით.

უკვე 104 წელია რაც ქართველმა ერმა მისი ისტორიული მისტრაფება და მიზანი აღისრულა.

მაშინ რუსეთის მიერ მოშლილი სახელმწიფოებრიობა კლავ აღიდგა დემოკრატიულ რესპუბკიკის სახით და 117 წლის მონობის შემდეგ , ვით სუვერენული ერი დაუბრუნდა მთელი მისი მამაცობით, ღირსებით და რწმენით  თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ოჯახს !

ნუთუ ასე ადვილი იყო საერთაშორისო ისტორიიდან  3 წლის მოსპობა და ჩვენი ენის, კულტურის და რწმენის განადგურება !

14 აპრის „ხომ მოვიდნენ ბიჭები !“

èhttps://www.samshoblo.org/deda_enis_dre.htm

 

è დიახ ! 26 მაისი აერთიანებს მთელ ქართველობას არა მარტო სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც !

26 მაისი ჩვენი ეროვნული ღირსების, თავმოყვარეობის, თავისუფლების , ჩვენი ეროვნული ერთობის სიმბოლო და თარიღია !

 

მე კი საფრანგეთში დაბადებულმა და ილუზიებით სავსე როდესაც პირველად გავეცანი ჩემს სამშობლოს 26 მაისს 1991 წ ჩემს გამოთქმულ სიტყვაზში კრწანისში ბატონი ზვიადის მოგების შემდეგ ამით დავამთავრე და დღესაც ვიმეორებ ...

 

 

 „ რა თვისებები მინდა მივანიჭო ქართველ ხალხს   ? :

o   ღვთის რწმენა

o   ერთმანეთის პატივისცემა

o   ჭირში და ლხინში ერთმანეთის გატანა

o   სხვის აზრის ანგარიშის გაწევა.

o   ლმობიერება და შემწყნარებლობა !

èვის უკავია ჭეშმარიტება ხელში ? ვის აქვს უფლება გასაჯოს ვიაა  კარგი ან ცუდი ქართველი ?

ამის შემდეგ ოცნებაში რომ გადავიდე დარწმუნებული ვარ რომ მთელ მსოფლიოში საქართველოზე უკეთესი ქვეყანა ვერ მოიპოვება !!!!

 

პატივცემულნო და ძვირფასნო ქალბატონებო და ბატონებო !

     èჩემთვის მოულოდნელი და ამავე დროს დიდი პატივი იყო  ქალბატონ რუსუდან ნიშნიანიძემ რომ შემომთავაზა მისი წიგნის რედაქტირება, რადგან მე არც პოეტი  და არც მწერალი გახლავართ და როგორც ცნობილ შაირშია ნამღერი:

                         „არც ფანდური მაქვს, არც თარი, რა უნდა დავამღერო ?“

     მე მუდამ ის პატარა ქართველი დავრჩი, რომელიც 1943 წელს ქალაქ პარიზში ერთ მშვენიერ დღეს ემიგრაციაში დაიბადა და იმის შემდეგ, ნამდვილ ქართულ ოჯახში შევისწავლე ჩვენი ოქრო დედა ენა.

     რეგულარულად დედ – მამასთან და დებთან (თინათინ და გულიკო)- კვირა დღეს დავდიოდით წმინდა ნინოს ეკლესიაში, სადაც  ძალიან ადრე დავიწყეთ გალობა. წირვის შემდეგ ვიკრიბებოდით სუფრის ირგვლივ, როგორც ყოველ ქართველ ოჯახებში პარიზში. გვესტუმრებოდნენ დედ-მამის მეგობრები და უოჯახო ან ხანშიშესული ქართველები. ქეიფს და პოლიტიკურ მსჯელობას ვესწრებოდით და ზნე – ჩვეულებებს, სიმღერებს ვუკვირდებოდით და ვსწავლობდით.

       მათ ელანდებოდათ დაკარგული საქართველოს მიწა–წყალი, და სამშობლოს დალოცვაზე სევდიანად ასრულებდნენ  შემდეგ სიმღერას :

       „რა კარგი რამ ხარ ჩემო სამშობლო“ ...რომელიც ეგრე თავდებოდა „შეს საძებნაში დავლიოთ სული“

https://www.youtube.com/watch?v=-_N6Zjea2GQ

       è აქედან გამომდინარე ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენ (ემიგრაციაში დაბადებულები), ვოცნებობდით თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოზე, როგორც ჩვენმა წინაპრებმა სულში, გულში და ტვინში ჩაგვინერგეს.

       14 წელიწადი რომ შემისრულდა, ვცადე მეტ-ნაკლებად მემსახურა, მთელი ჩემი რწმენით და ვნებით ჩვენი შორეული  სამშობლოსათვის.

*

o    რამოდენიმე წლის წინ, დილის რვა საათზე პირდაპირ ეთერში გავედი რადიო 1 ზე , „დილა მშვიდობის თბილისო“ (ქალბატონ ეკა წამალაშვილის გადაცემაში) . პიკის საათს რომ დავუახლვდით, ქალბატონმა ეკამ შემდეგი კითხვა დამისვა ;

      „–ბატონო ოთარ, თქვენთვის რაა განსხვავება პარიზსა და თბილისს შორისო ?“

ჩემი პასუხი :

        „პარიზში დილაა , თბილისში დილ–დილაა !“

èჩემი კრედოა:

       „თავმდაბლობაში პირველობა და პირველობაშიც კი თავმდაბლობა !“

და რაც მთავარია , მამის ანდერძი არ მავიწყდება :

      „ჩვენ ქართველებად დავიბადენით და ამ აქტით, უზენაესი მოვალეობა მივიღეთ, ჩვენს წინაპართაგან საუკუნოების განმავლობაში შექმნილი და ჩვენთვის  ნაანდერძევი ქართველი ერის და საქართველოს წინაშე“ (ელისე პატარიძე დემოკრატიზმი 1938).

 

èქალბატონ რუსუდანის შესანიშნავი და არაჩვეულებრივი წიგნის წაკითხვის შემდეგ, სადაც წამდაუწუმ ილიას, აკაკის, ვაჟას, გრიგოლის, ვიქტორის და გალაკტიონის სულები ტრიალებენ, უნდა  ვაღიარო, რომ  იმის შემდეგ, რაც პირველად სამშობლოში ჩავედი (26 მაისი 1991წ) ჩემი „ქართველობა“ გაძლიერდდა (ჯერ ჩემ თბილისურ ოჯახებში და შემდეგ  ამ შრომის წაკითხვით, აუარებელი ხარვეზი შევავსე ჩემს ქართული კულტურის და უმთავრესად, ლიტერატურულ დარგში (და ამასაც თავმდაბლად ვაღიარებ: ჩემი სიტყვების მარაგი ფანტასტიურად გაიზარდა !)

      ამიტომ, მხურვალე მადლობას ვუძღვნი ჩემს აქაურ ოჯახებს და ქალბატონ რუსუდანს:

           მათი წყალობით სულ სხვა ადამიანი გავხდი.

       

è ცხადია,  რომ  არც დროს და არც საიქიოს  ვერ გაექცევი.

           ამ ბოლო ხანებში, როდესაც 79 წლის ასაკის „საათმა დაჰკრა“ ყოველ დილას რომ ვიღვიძებ და ყოველ საღამოს,  შეუგნებლად   ქართულად ვფიქრობ და გვარებს, სახელებს და მოვლენებს არეულ-დარეულად ვიხსენებ ... მართლაც კი საოცარია !

                 „რისგან მოდის,  რისგანაო ?“

    è ქალბატონ რუსუდანის წიგნის წაკითხვის შემდეგ, უფრო ღრმად განვიცდი შემდეგ გამოთქმებს ან სიტყვებს:

     ჯვარი ვაზისა,  მიწა, ჭიშკარი, დრო, საქართველო, დედა, მამა–პაპური ლაშქრობა, ფესვები, წასვლა, გამომშვიდობება, იქ თუ აქ  ჟრუანტელი ...

     « Partir, c’est mourir un peu » „წასვლა ერთგვარ სიკვდილს წარმოადგენს“,– დაწერა ცნობილმა ფრანგმა პოეტმა და მწერალმა  ედმონდ ჰაროკურტმა ( 1856-1941). Edmond Harocourt

      მსოფლიოში „იძულებით“ წასვლა საკუთარ სამშობლოსგან ყოველი  ადამიანისთვის ტრაგედიას წარმოადგენს,  მაგრამ მგონი, რომ ქართველი განსაკუთრებით გულის ტკივილს და ტანჯვას  განიცდის ამ შემთხვევაში !

      èპატივცემულნო და ძვირფასნო ქალბატონებო და ბატონებო თუ ოდესმე  ლევილში  გამოივლით, აუცილებლად დაუკვირდით  ცხონებულ გიორგი დადიანის საფლავს ( N° 597) სადაც ასეთ წარწერას დაინახავთ :

    „მითხარ შენდობა...[ და ჩემს მხარესა | ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა, |  სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე  | ძვლებიც კი ფიქრობს  საქართველოზე“.

       მაშინ ალბათ,  თქვენთვისაც სიტყვებს- იქ -თუ - აქ -სულ სხვანაირი ჟღერა ექნებათ.

მეგობრებო !

        èარ დავივიწყოთ ჩვენი წარსული და ისტორია !

       èნუ დავივიწყებთ ჩვენს ზნე-ჩვეულებებს და შეუდარებელი სიმღერის, ცეკვისა და სუფრის ტრადიციებს !

        èნუ ვუღალატებს ჩვენს წინაპრებს რომლებმაც ამდენი მსხვერპლის გაიღების შემდეგ, იქ თუ აქ , დაუღალავ ლაშქრობაში თავიანთი სიცოცხლე გასწირეს სამშობლოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის.

          მაშ     „დაილოცოს საქართველო“ !

 

ქართველებო !

1.    ბრძოლა გრძელდება ! მათთვის აღზდგა საქართველო და თუ საჭირო იქნება,  კიდევაც „მოვლიან ბიჭები“ !

2.    დავიმახსოვროთ 9 აპრილი !

: https://www.samshoblo.org/Trag%C3%A9die%20du%209%20avril%201989.htm

3.    ჩვენ უბრძოლველად სამშობლოს არვის მივცემთ გულაკლავად

https://www.youtube.com/watch?v=kBYmYR2pqxI

4.    უკრაინაში განვითარებული მოვლენები სიფთხილეს გვაიძულებს,

 

      èდა ბოლოს, დიდმა გალაკტიონა ანდერძად რომ დავიტოვა :

 

დიდება ქართველ ერს . გაუმარჯოს   დამოუკიდებელ და მთლიანად თავისუფალ საქართველოს !!!

ოთარ პატარიძე  25 მაისს 2022

ყოფილი თავმჯდომარე საფრანგეთში მყოფ ლტოვილთა სათვისტომოს


Traduction Française

 

 Mesdames et Messieurs ,

Je vous salue depuis la France lointaine...

Et souhaite beaucoup de succès à votre  symposium !

« Oh mon bon pays pourquoi donc  t’es-tu attristé?... » *

https://www.youtube.com/watch?v=B-Nfx0mKGSw

Je suis convaincu que Guram ( Mon ami Guram Sharadze assassiné voilà déjà 20 ans )nous observe de « là-haut » avec son sourire légendaire et que son âme plane dans cet salle !

Que sa  mémoire soit éternelle  .

 

Demain, nous célébrerons le 26 mai .

Mais c’est aujourd’hui que j’aimerais saluer avec vous cette date historique .

//c’est au tournant de deux siècles que  le ciel s’ouvrit à nouveau,

Et mit  fin à l’asservissement de la terre de Géorgie,

Alors, la réponse au désarroi «  d’Ilia » fût miraculeusement  réglée par la puissance Divine,

L’hymne « Dideba » se fit entendre dans tout le pays…//.

 

Elise Pataridze 26 mai 1938

èDIDEBA :

https://www.youtube.com/watch?v=Ohcw2H2kENU

 

o  Cet acte d’indépendance est célébré par tout le peuple Géorgien, avec toute sa ferveur, sa conscience et sa foi.

Voilà  104 ans que la nation géorgienne réalisa son profond désir .

C’est alors que la nation géorgienne après 117 ans asservissement  par la Russie, est redevenue souveraine sous la forme d’une république démocratique et indépendante  et a fait son retour dans le concert des nations libres et indépendantes , avec toute sa dignité son courage et sa foi !

14 avril « Les garçons ont bien osé défier les autorités !»

èVoir :

èhttps://www.samshoblo.org/deda_enis_dre.htm

 

 Oui ! Le 26 mai rassemble tous les Géorgiens non seulement dans leur patrie, mais aussi à l’étranger !

Le 26 mai est le symbole et une date marquante  pour  notre dignité nationale,  notre « amour propre », de notre liberté, et de notre unité nationale !

Natif  de France et plein d’illusions quand j’ai découvert ma patrie pour la première fois le 26 mai 1991, après la victoire de M. Zviad à Krtsanissi, j’ai terminé mon allocution avec ces mots ,

et je les répète encore aujourd’hui ...

 

« De quelles vertus pourrait-on rêver  pour le peuple géorgien ?

O Avoir la  Foi en Dieu

o Le respect mutuel

o Pour le meilleur et le pire supportons nous les uns les autres

o Sachons accepter l’opinion d’autrui.

o Et pour conclure : soyons tolérants  !

Qui détient la vérité entre ses mains ? Qui a le droit de juger qui est  le bon  ou le mauvais géorgien ?

Par la suite , pour passer du  rêve à la réalité,  je suis convaincu qu’un  tel n’aurait pas son égale sur cette terre  !!!!

 

Mesdames et Messieurs !

     Ce fût  une surprise  inattendue et en même temps un grand honneur pour moi de pouvoir préfacer l’ouvrage madame Russudan  , car je ne suis ni poète ni écrivain, et comme dans les paroles de ce célèbre Shaïri (chant exécuté par un soliste  accompagné de son Pandouri)

 

     Régulièrement avec des mères et des sœurs (Tinatin et Guliko) - le dimanche, nous nous renions à l’église Saint-Nino, où nous avons commencé à chanter très tôt. Après le service, nous nous réunissions  autour de la table, comme dans tous les foyers géorgiens de Paris. Les amis et de la famille avec des Géorgiens plus âgés où sans famille étaient de la partie. Nous assistions sans mot dire  à des discussions et des  joute politiques  , et pris conscience des us et coutumes , et écouté des chansons . Et s’est au moment de porter un toast à la Patrie perdue qu’il entonnaient ce chant poignant et langoureux :

       «  Que tu es  belle ma Patrie » … qui se terminait par «  Et nous te rechercherons éperdument jusqu’à  notre dernier souffle ( jusqu’à rendre l’âme) »

https://www.youtube.com/watch?v=-_N6Zjea2GQ

       en  conséquentce , vous ne serez nullement   étonnés que nous (ceux qui sont nés dans l’émigration) rêvions d’une Géorgie libre et indépendante, comme nos ancêtres nous l’ont inculqué dans l’âme, le cœur et le cerveau.

       A l’âge de 14 ans, j’ai essayé de servir plus ou moins notre lointaine Patrie avec foi et passion.

Maintenant, une anecdote :

Il y a quelques années, à huit heures du matin, je me suis produit  en direct sur Radio 1, dans l’émission de Mme Eka Tsamalashvili « Bonjour Tbilisi ». Lorsque nous sommes arrivés à «  l’heure de pointe » (Pikis saathi), Mme  Eka m’a posé la question suivante;

      « - Mr Othar, qu’est-ce qui différencie Paris et Tbilissi pour vous ? »

Ma réponse :

        «  à Paris C’est le matin, à Tbilissi c’est Dil Dila  ! » (que l’on trouve souvent dans des chansons)

 

Mon credo est :

       « être le 1 er  dans l’humilité et même et même en étant le 1 er savoir rester humble ! » l’humilité en premier lieu! »

Et surtout, je n’oublie pas la phrase que mon père m’a laissé en héritage :

      « Nous sommes nés géorgiens, et de ce fait nous avons été doté d’un Devoir Suprême, transmis en  héritage pendant des siècles par  nos ancêtres, nous rendant responsables devant la Nation et le Peuple Géorgien !»

Voir brochure éditée à Paris (Elyssè Pataridze  Le Démocratisme 1938).

Après avoir lu le livre remarquable de Mme Rusudan, où planent  les âmes « d’Ilia, Akaki, Vazha, Gregory, Victor et Galaktion, «  je dois admettre qu’après mon arrivée dans ma patrie (26 mai 1991), ma « géorgianité » a été renforcée (tout d’abord dans mes familles de Tbilissi, puis en lisant cet ouvrage , j’ai comblé des lacunes  dans ma culture géorgienne et principalement  dans le domaine littéraire (et je l’admets humblement:  Mon vocabulaire s’est considérablement amélioré !)

 

      Je remercie donc  ferveur mes familles et Mme Rusudan :

          C’est en partie grâce à eux que  je suis devenu une personne complètement différente.

 

è Il y a une évidence : l’on ne peut échapper ni au  temps ni ni à l’au-delà…

       Et à présent ,  alors que sonne « l’horloge de mes  79 ans a sonné » ,  que je réveille tous les matins, et jusqu'au  soirs, je pense inconsciemment en géorgien et je me remémore pêle-mêle  des noms de famille, des mots et expression ainsi que des événements

 Quelle sensation merveilleuse  merveilleuse !!!!

                 « D’où comment et pourquoi cela provient-il donc ? »

          

     Après avoir lu le livre de Mme Rusudan, je ressens les expressions ou les mots suivants beaucoup plus profondément:

     Dgvari Vazisa ( allusion à Sainte Nino qui en l'an  348 évangélisa la  la Géorgie en l'an 348 et fît un crucifix de sarments de vigne qu'elle noua avec ses nattes; La vigne,  la terre, le portail, le temps, la Géorgie, la mère, les luttes de nos ancêtres  , les racines, allez, adieu, ici ou -bas , les frissons, la chair de poule !!!.

     « Partir, c’est mourir un peu » ... écrivit le célèbre poète et écrivain Français Edmond Harocourtrt (1856-1941).

     Quitter « coercitivement » sa Patrie pour se rendre à l’autre bout du monde est une tragédie pour tout être humain, mais je pense que les Géorgiens éprouvent particulièrement du chagrin et de la souffrance dans ce cas !

       Mesdames et Messieurs, lorsque vous aurez l’occasion de vous rendre à Leuville, ne manquez pas  la tombe de  George Dadiani (N° 597) sur laquelle est gravée cette inscription:

Quand tu lèveras ton verre à ma mémoire…


Et là-bas, chez nous, quand tu conteras d’amères nouvelles,


Dis leur que tu as vu une inscription sur une pierre tombale


« Ici, même les os pensent à la Géorgie »

( traduit par mon ami Gotcha Djavakhichvili )

 

. »

       Alors peut-être que pour vous aussi, les mots – ICI et Là-Bas  - sonneront différemment pour vous .

Mes chers Amis!

        N’oublions pas notre passé et notre histoire !

       N’oubliez pas nos us et coutumes , nos traditions incomparables de chants, de danses et de table !

        Ne trahissez pas nos ancêtres qui, après avoir fait tant de sacrifices, ICI ou  Là-Bas  ,  dans une lutte ininterrompue  ont sacrifié leur vie pour la Liberté et l’Indépendance de la Patrie.

 

« Alors « Bénie soit  la Géorgie » !

Géorgiens !

1. Le combat continue ! Pour Eux,  la Géorgie s’est levée, et si nécessaire, « les gars reviendront » !

2. Souvenez-vous du 9 avril !

èVoir : https://www.samshoblo.org/Trag%C3%A9die%20du%209%20avril%201989.htm

 

3.  « Dussions-nous lutter , nous ne permettrons à personne de tuer le cœur de la Patrie »

4. Les derniers développements en Ukraine nous incitent à la  vigilance ,

 

Gloire à la Nation Géorgienne. Vive la Géorgie Indépendante et Totalement  Libre !!!

Tbilissi le 25 Mai 2022

Othar Pataridze

Ancien Président de l’Association Géorgienne en France

 

5 ელგუჯა ხინთიბიძე/Elguja Khintibidze
 
6 გიორგი ალიბეგაშვილი/Giorgi Alibegashvili
 
7 რუსუდან ნიშნიანიძე/ Rusudan Nishnianidze
 
8 ავთანდილ ნიკოლეიშვილი/Avtandil Nikoleishvili

 

9 პაატა ნაცვლიშვილი/Paata Natsvlishvili

დავით საღირაშვილის გალექსილი მემუარები

პაატა ნაცვლიშვილი,

ფილოსოფიის დოქტორი სოციალურ მეცნიერებებში,

ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი

 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

„ფოტოგრაფია ამერიკის შეერთებულ შტატებში“ – ასე ერქვა დიდუბის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ გამოფენას, რომელმაც 1977 წლის ზამთარში მთელი თბილისი აალაპარაკა. ეს იყო ამერიკული ფოტოგრაფიის, ფოტოტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების შთამბეჭდავი დემონსტრაცია თავისი კოდაკებით, პოლაროიდებითა თუ ჰოლოგრამებით, და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, შოთა საღირაშვილით – გამოფენის ერთ-ერთი ამერიკელი გიდით, რომელიც ბევრ თბილისელზე უფრო დახვეწილი ქართულით ლაპარაკობდა. ვეება რიგის მიუხედავად, რამდენჯერმე მოვინახულე ეს გამოფენა, რომ მეტი და მეტი სამკერდე ნიშნები თუ მშვენიერი ბუკლეტები მეგდო ხელთ და კიდევ და კიდევ გავსაუბრებოდი შოთა საღირაშვილს, რომელიც ჩემთვის მაშინ მთელ ქართულ ემიგრაციას განასახიერებდა.

ამასობაში გავიგე, რომ შოთა საღირაშვილი ბერლინში დაბადებულა, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ავსტრიაში, იტალიასა და ესპანეთში უცხოვრია და იმ დროს, როცა თბილისში ამერიკელებმა ის გამოფენა ჩამოიტანეს, „ამერიკის ხმის“ თანამშრომელი ყოფილა ვაშინგტონში.

მაგრამ მესამე შესვლაზე შოთა საღირაშვილი გამოფენაზე აღარ დამხვდა – ამერიკაში გაბრუნდაო, მითხრეს ჩემსავით მის სანახავად მისულებმა. თურმე ამერიკიდან რომელიღაც საბჭოთა დიპლომატის გამოძევების საპასუხოდ საბჭოთა კავშირიდან გაუძევებიათ, როგორც სამშობლოს მოღალატის შვილი.

 მაშინ არანაირი ინფორმაცია ამ მქონია, დღეს კი მეც ვიცი და სხვებმაც იციან, რომ მამამისი არათუ სამშობლოს მოღალატე, სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ერთი ღირსეული მამულიშვილი გახლდათ. დავით საღირაშვილი – ქართული ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე – თვალსაჩინო ფიგურა იყო ემიგრაციამდეც. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმ მცირერიცხოვანი დელეგაციის წევრი იყო, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1920 წლის მაისში მოსკოვს მიავლინა საბჭოთა რუსეთთან მოსალაპარაკებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 დავით საღირაშვილი 1887 წელს დაიბადა თბილისში. ადრეული ახალგაზრდობიდანვე ჩაება მუშათა მოძრაობაში. სხვა ქართველ მოხალისეებთან ერთად მონაწილეობდა 1909-1910 წლების ირანის რევოლუციაში. შემდეგ იყო პატიმრობა თბილისის, დონის როსტოვის, ხარკოვისა და ისევ თბილისის ციხეებში. 1913 ლადო დარჩიაშვილთან და ლადო ახმეტელ(აშვილ)თან ერთად დააარსა სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი „ფიქრი“. ამ დროს იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 1914 წელს ხარკოვში გადაასახლეს. იქ ყოფნისას სწავლა გადაწყვიტა და ხარკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1915 წელს სტუდენტურ მღელვარებებში მონაწილეობისათვის ისევ დააპატიმრეს და ხარკოვის ციხის შემდეგ ჯერ ბელგოროდში, მერე კი ცარიცინში (შემდეგ – 2 სტალინგრადი, დღეს – ვოლგოგრადი) გადაასახლეს. ცარიცინში მოუსწრო 1917 წლის ორივე რევოლუციამ და მეორე რევოლუციის შემდეგ ცარიცინის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. შემდეგ იყო მუშაობა რევოლუციურ პეტროგრადში, სადაც ის საბჭოების ყრილობაზე მთავარი ცენტრის წევრად აირჩიეს. ამასობაში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დავით საღირაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. მერე გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებაში საბჭოთა რუსეთთან, რის საფუძველზეც 1920 წლის 7 მაისს ორ ქვეყანას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ლენინის მთავრობამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. თუმცა მალევე, სულ რამდენიმე თვეში, საბჭოთა მთავრობამ უხეშად დაარღვია ეს ხელშეკრულება და საქართველოს ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. ქართული ჯარის მიერ თბილისის დატოვების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბევრი თვალსაჩინო ფიგურა ემიგრაციაში წავიდა. დავით საღირაშვილმა კი სამშობლოში დარჩენა ამჯობინა. მაგრამ მალე იგი კვლავ მეტეხის ციხეში აღმოჩნდა, ამჯერად – ქართული საზოგადოების ექვს ათეულ გამოჩენილ წარმომადგენელთან ერთად, ვინც ახალი ხელისუფლება ვერ იგუა. მათ შორის იყვნენ ნოე ცინცაძე, პავლე სარჯველაძე, ერეთეოზ რამიშვილი, რაფიელ ინგილო-ივანიცკი, კალისტრატე სალია, გიორგი ნაკაშიძე, ნიკო ნაკაშიძე, ვასილ ნოდია, ბიქტორ ცენტერაძე, შალვა აბდუშელი და სხვები. ისინი ჯერ დასახვრეტად, შემდეგ კი ციმბირში გადასახლებისთვის იყვნენ განწირული, მაგრამ დავით საღირაშვილის ძველმა მეგობარმა, იმხანად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯერ კიდევ მოქმედმა ელჩმა გერმანიაში ლადო ახმეტელმა ყველა ღონე იხმარა, რომ პოლიტიკური პატიმრები გერმანიაში გაესახლებინათ. მართლაც, 1922 წელს 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ 62 ქართველი პოლიტპატიმარი, და დავით საღირაშვილიც მათ შორის, გერმანიამ შეიფარა.

 1927 წელს დავით საღირაშვილი გავიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და მას მერე არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე იგი გერმანიაში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის განმავლობაში სათავეში ედგა გერმანიის ქართველთა კოლონიას. 1933 წელს პარიზში დავით ხელაძესთან ერთად დააარსა ქართული სტამბა. 1934-1937 წლებში შალვა ამირეჯიბთან, ზურაბ ავალიშვილთან, ლადო ახმეტელთან, გიორგი კვინიტაძესთან, მიხეილ კედიასთან და სხვებთან ერთად იყო მულტიეროვნული პოლიტიკური გაერთიანება „კავკასიის“ წევრი, რედაქტორობდა ჟურნალ „კავკასიის“ გერმანულ გამოცემას, ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ, ჟურნალისტურ და ლიტერატურულ საქმიანობას, იყო ძლიერი ორატორი, ერთხანს მგალობლადაც მდგარა ეკლესიაში, აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში, ქართულის გარდა წერდა რუსულ და გერმანულ ენებზე. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ოჯახთან ერთად ჯერ ავსტრიაში გადავიდა, შემდეგ – იტალიასა და ესპანეთში, 1958 წელს კი ისე დაბრუნდა გერმანიაში, სადაც არჩილ მეტრეველთან ერთად მიუნხენში გამოსცემდა გაზეთს „სამშობლოში დაბრუნებისათვის“, რომლის რედაქტორიც თავადვე იყო.

 დავით საღირაშვილს ცოლად ჰყავდა ფინელი ალმა საირანენი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა – შოთა და ეთერი. ალმა საირანენი 1945 წელს გარდაიცვალა მილანში 50 წლისა. 1960 წელს დავით საღირაშვილი შოთასთან და მის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. 1961 წლის დასაწყისში დამბლა 3 დასცემია. აი, რას სწერს იგი აკაკი პაპავას 1961 წლის 1 თებერვალს: „ძმაო, აკაკი! ამ წერილს ვწერ მარცხენა ხელით. მარჯვენა მხარე: ფეხი, ხელი და ენაც კი დაშავებულია. ეს მოხდა სამი დღის წინეთ, ჩვენი საყვარელი სანდრო კორძაია რომ გახდა ავად და შემდეგ გარდაიცვალა. ეხლა ცოტა უკეთესად ვარ, მაგრამ ჩემი დღეები დათვლილია. არ ვნანობ“. ამ წერილის შემდეგ დავით საღირაშვილმა კიდევ წელიწადზე მეტი იცოცხლა და 1962 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა საძვალეში.

 დავით საღირაშვილის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ცხოვრება და საქმიანობა საქართველოსა თუ ემიგრაციაში დღემდე სათანადოდ არ არის შესწავლილი და შეფასებული. ორიოდე საგაზეთო პუბლიკაციის გარდა, მისი მოკლე და სქემატური ბიოგრაფია შეგვიძლია ვნახოთ გურამ შარაძის წიგნში „ამერიკელი ქართველები (თვალის ერთი გადავლებით)“ (თბილისი, 1992) და მისივე „ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის“ პირველ ტომში (თბილისი, 2001). იგივე ტექსტი დევს ვიკიპედიაში და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე. დავით საღირაშვილის სახელი არ არის შეტანილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია-ლექსიკონში, რომელი 2018 წელს გამოსცა თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ. 2013 წელს მამამისის მცირე არქივი (წერილები მისადმი და რამდენიმე ფოტო, სულ – 69 ერთეული) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა ეთერ საღირაშვილმა. დავით საღირაშვილის ოთხი წერილი დაცულია თამარ და აკაკი პაპავების კაბინეტში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თუ რამ არ გამომრჩა, მგონი, სულ ეს არის.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1961 წელს მადრიდში გამოვიდა დავით საღირაშვილის წიგნი სათაურით „ფიქრთა და მოგონებათა რვეული“. მადრიდში ცხოვრობდა დავით საღირაშვილის მეგობარი რაფიელ ინგილო-ივანიცკი. იმხანად იქ ცხოვრობდა აგრეთვე ვიქტორ ნოზაძე და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წიგნის მადრიდში გამოცემა სწორედ ამან განაპირობა. ხელნაწერი სასტამბოდ დიდი ალბათობით მათი მომზადებულია – იგულისხმება ტექსტის აკრეფა და მისი რედაქტირება თუ კორექტურა. წიგნი რომ დაიბეჭდა, დავით საღირაშვილი უკვე მძიმედ იყო ავად.

„ფიქრთა და მოგონებათა რვეული“ არასტანდარტული ფორმატის 288-გვერდისგან შედგება, ერთვის ავტორის ფოტო თავში და „განმარტება ზოგიერთი სიტყვისა და ამბისა“ – ბოლოში. დაბეჭდილია მაღალხარისხოვან თხელ ცარცის ქაღალდზე და აკინძულია რბილ გარეკანში. ჩართული აქვს სამი ილუსტრაცია: ქეთევან წამებული (რეპროდუქცია საბინინის წიგნიდან) 35-ე გვერდზე, ჯგუფური ფოტო (ნოე ჟორდანია, ვლასა მგელაძე, პაველ აქსელროდი, გიორგი აიოლო, ირაკლი წერეთელი, ნოე რამიშვილი და დავით საღირაშვილი) 161-ე გვერდზე და მეტეხის ციხის 48 პოლიტიკური პატიმრის პორტრეტები, გადაღებული თუ დაბეჭდილი 1922 წლის 9 ოქტომბერს) 216-217-ე გვერდებზე

 „ფიქრთა და მოგონებათა რვეული“ წარმოადგენს დოკუმენტურ პოემას, დავით საღირაშვილის გალექსილ მოგონებებს, მის ერთგვარ ავტობიოგრაფიას, რომელიც განფენილია XX საუკუნის დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მიმდინარე ისტორიულ მოვლენათა ფონზე. როგორც თხზულების ბოლოს მიწერილი თარიღიდან ჩანს, თხზულებაზე ავტორს 1945-1946 წლებში უმუშავია მილანსა და რომში, სადაც იგი, გერმანეთის (როგორც თავად წერს) დამარცხებით იმედგაცრუებული, ბერლინიდან ლტოლვილი აფარებდა თავს. ამდენად, იგი ავტობიოგრაფიასთან ერთად, ერთგვარი 4 ისტორიული პანორამაცაა იმ ისტორიული მოვლენებისა, რომლებშიც ავტორი პირადად მონაწილეობდა.

ნიშანდობლივია რომ ტიტულზე წიგნის სათაური არ არის თარგმნილი და ლათინური ასოებით ავტორის გვარისა და სახელის გარდა ერთადერთი სიტყვა აწერია: ესპანური „Memorias“ ანუ მემუარები, მოგონებები. ასე რომ, სალექსო ფორმის მიუხედავად, დავით საღირაშვილმა ტიტულიდანვე განსაზღვრა თავისი ნაშრომის ჟანრი.

წიგნის სტრუქტურა ავტორის ბიოგრაფიის ქრონოლოგიურ ქარგას მისდევს.

საკუთრივ პოემა შედგება 11 ეპიზოდისგან ანუ 11 კარისგან და წინ უძღვის ავტორისეული წინასიტყვაობა („ავტორისაგან“) და პროლოგი, ერთვის აგრეთვე ავტორისეული ეპილოგიც.

 თითოეული კარი დასათაურებულია. რვა სათაური გეოგრაფიულია, ორი – მოვლენური (მე-6 და მე-11) და ერთიც – თითქოს ფილოსოფიური (მე-10) და ამდენად, ერთგვარად ამოვარდნილი საერთო სტრუქტურიდან.

 კარი პირველი (საქართველოში) – გვ.გვ. 11-29; კარი მეორე (სპარსეთში) – გვ.გვ. 30-76; კარი მესამე (კვლავ საქართველოში) – გვ.გვ. 77-86; კარი მეოთხე (რუსეთში) – გვ.გვ. 87-105; კარი მეხუთე (ისევ საქართველოში) – გვ.გვ. 106-110; კარი მეექვსე (პირველი მსოფლიო ომი) – გვ.გვ. 111-153; კარი მეშვიდე (დამოუკიდებელ საქართველოში) – გვ.გვ. 154-206; კარი მერვე (კიდევ მეტეხის ციხეში) – გვ.გვ. 207-230; კარი მეცხრე (ევროპა) – გვ.გვ. 231-243; კარი მეათე (გონების აღრევა) – გვ.გვ. 244-257; კარი მეთერთმეტე (მეორე მსოფლიო ომი) – გვ.გვ. 258-282.

 ამათგან ყველაზე ვრცელია მეშვიდე, მეორე და მეექვსე კარები (შესაბამისად – 53, 47 და 43 გვერდი), ხოლო ყველაზე მოკლე – მეხუთე კარი (5 გვერდი).

მოვლენური სათაურები უწინ მეექვსე და მეთერთმეტე ეპიზოდების დროით ფარგლებს განსაზღვრავს, ვიდრე იმ მოვლენათა შინაარსს, რომლებიც სათაურებადაცაა გამოტანილი. ხოლო იმ „ფილოსოფიურსათაურიან“ მე-10 თავში („გონების აღრევა“) აღწერილია დაძაბულობა და დაპირისპირება ქართულ ემიგრაციაში, რაც კარგადაა არეკლილი თუნდაც აი, ამ ერთი სტროფში, რომელიც ემიგრანტთა ერთ-ერთი შეკრების ფინალს აღწერს:

„და ჟორდანიამ ვეღარ გაუძლო / უშნო აღრევას უსაგნო აზრთა, / ადგა და ქუდი თავს დაიხურა, / დასტოვა კრება მართლაც მარდადა“ (გვ. 252).

 პოემის ავტორი თხრობას იწყებს თავისი ბავშვობის, სიყმაწვილისა და სიჭაბუკის ამბებით – როგორ გაიტაცა 12 წლისა ბიჭი წიგნების კითხვამ, როგორ გაიცნო არსენა ჯორჯიაშვილი, როგორ მიიღო მონაწილეობა მუშათა მღელვარებებში; გაზეთის ქრონიკიორის თანმიმდევრობით აღწერს იგი 1905 წლის მოვლენებს, ილიას მკვლელობას, მის დაკრძალვას. ამას მოსდევს სპარსეთის ამბები, დაპატიმრებები, გადასახლებები, ლტოლვილობანი – დონის როსტოვი, ხარკოვი, ცარიცინი, პეტერბურგი, მოსკოვი, ბერლინი, ზალცბურგი, მილანი, რომი და ავტორის თავს გადახდენილი მრავალი ამბავი ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე.

გალექსილი თხრობისას, ავტორი უმეტეს შემთხვევაში მშრალად ჩამოთვლის მოვლენებს, რომელთა თვითმხილველი ან მონაწილე ის ყოფილა, ხშირად აღწერს თავის სუბიექტურ დამოკიდებულებას ამ მოვლენებისადმი, არ ერიდება ისტორიულ წიაღსვლებს, ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობს, გააანალიზოს ნანახი თუ განცდილი და მიუჩინოს მას ადგილი როგორც ზოგადად ისტორიაში, ისე მის პირად ბიოგრაფიაში.

ჰომეროსის პოემებიდან მოყოლებული, არაერთი პოეტური ნიმუში შეიძლება დავასახელოთ, რომლებშიც ისტორიული მოვლენები თითქმის დოკუმენტური სიზუსტით არის გადმოცემული. ქართული ლიტერატურიდან აქ შეიძლება დავით გურამიშვილის „დავითიანი“ ან ირაკლი აბაშიძის „რას გადაურჩა თბილისი“ გაგვახსენდეს, მაგრამ დავით საღირაშვილის პოემა პოეტური ნიმუშების ამ რიგში მხოლოდ თემატური ან შინაარსობრივი თავისებურების გამო თუ მოიაზრება. სხვა მხრივ „ფიქრთა და მოგონებათა რვეული“ უფრო ისტორიულ თხზულებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე ლიტერატურულ ნაწარმოებად.

ეს წიგნი მართლა კარგი და, სხვათა შორის, საკმაოდ სანდო ისტორიული წყაროა მასში აღწერილი მოვლენების შესასწავლად, მასში ნახსენები მრავალი ისტორიული პიროვნების ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებით შესავსებად, თავად ავტორის ცხოვრების არაერთი მომენტის დასაზუსტებლად და აღწერილი ამბებისადმი მისი დამოკიდებულების გასარკვევად.

ამდენად ამ წიგნის ადგილი, რაგინდ გარეგნულად პოემის და ზოგადად მხატვრული ლიტერატურული თხზულების სახე ჰქონდეს, უფრო ისტორიული და მემუარული ლიტერატურის ისეთი ნიმუშების გვერდით უნდა მოვიაზროთ, როგორიცაა, ვთქვათ, ნოე ჟორდანიას, ვლასა მგელაძის, გრიგოლ ურატაძის, რევაზ გაბაშვილის, დავით ვაჩნაძის, ვალიკო ჯუღელის, ვალიკო ჩუბინიძის, ზაქარია გურულის, ალექსანდრე ასათიანის, ალექსანდრე სულხანიშვილისა თუ სხვათა მემუარები.

დავით საღირაშვილის მოგონებების დროითი და სივრცითი ფარგლები საკმაოდ ფართოა. დროის თვალსაზრისით, იგი ავტორის ცხოვრების 60-წლიანი პერიოდის გარდა ისტორიულ წიაღსვლებსაც მოიცავს ანტიკური რომიდან მოყოლებული „მესამე რაიხის“ ჩათვლით, ხოლო საქართველოდან დაწყებული თხრობის გეოგრაფიული განფენილობა ერთი მხრივ სპარსეთს სწვდება, მეორე მხრივ კი – რუსეთსა და ევროპას.

მემუარებში რამდენიმე ათეული ისტორიული პიროვნებაა დასახელებული თუ დახასიათებული ლენინიდან თუ სტალინიდან ან კერენსკიდან თუ მილიუკოვიდან მოყოლებული, ბათუმელი მუშით – ვალიკო ივანაიძით დამთავრებული. მათი უმეტესობა ავტორის პირადი ნაცნობი და მისი თავგადასავლის უშუალო თვითმხილველი თუ მონაწილეა. პოემის ისტორიულ პერსონაჟთა ჩამოთვლის თვალსაზრისით, საინტერესო და ერთგვარად სარეკორდოა ორი რვასტრიქონედი, რომლებშიც 9-9 პიროვნებაა დასახელებული.

მეოთხე კარში, წიგნის 95-ე გვერდზე, ავტორი როსტოვის ციხის პატიმრებს ჩამოთვლის: „ვის არ შეხვდებით: აქ მოხვდნენ ნოე, / თვით რამიშვილი და ჭიჭინაძე, / დევდარიანი, ცნობილი მუშა / სულხანიშვილი და პაიჭაძე. / მეგრელიშვილი, სეით რაზმაძე, / გოგი ერაძე, მუშა გოგლიძე, / მშობელი ქვეყნის გულის სიღრმიდან, / მუშა და გლეხი, მისი ღვიძლი ძე“ (გვ. 95).

ხოლო მეექვსე კარში, რომელსაც „პირველი მსოფლიო ომი“ კი ჰქვია, მაგრამ ძირითადად რუსეთისა და სოციალ-დემოკრატიული ყრილობების ამბებია მოთხრობილი, ამ ყრილობათა დელეგატი დავით საღირაშვილი წერს:

„პოლიტიკის ჩარხს გამოკვეთილად / აქ ატრიალებს ეს ორი პირი, / კაკის უმშვენებს სახელგანთქმული / ტრიო-სამეული: გოც-ლიბერ-დანი. / ლენინის ირგვლივ აქ თავს იყრიან / ტროცკ-კამენევი, სვერდლოვ-სტალინი, სხვა კიდევ ყველა ფეხში ედება, / ხან დიდად ღელავს, ხან არის წყნარი“ (გვ. 127).

ისტორიული პიროვნების საღირაშვილისეული დახასიათების მაგალითად გამოდგება ლენინის პორტრეტი იმავე მეექვსე კარში:

 „პირველად შევხვდი ბოლშევიკების / დიდ მეთაურსა, ცბიერ ლენინსა, / მას ერთი ამბით სადგურზე შეხვდნენ, / ის აქვე ამბობს სიტყვასა გრძელსა, / ყველა პარტიას სასტიკად ჰკიცხავს, / ჯანყისკენ იწვევს „პროლეტარებსა“, / საქმის უცნობი ეს დემაგოგი, / მოითხოვს ომის გათავებასა“ (გვ. 126).

წიგნს ეპიგრაფად უძღვის ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვები მისი ლექსიდან „მერანი“: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა“ და ა.შ. – მთელი სტროფი.

 ბარათაშვილის ეპიგრაფი ავტორის, როგორც პოეტის ერთგვარ პრეტენზიას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ დავით საღირაშვილის პოემა ამ მხრივ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შეიძლება ითქვას, რომ არც ფორმით და არც შინაარსით ამ წიგნში არაფერი მხატვრული და მით უმეტეს – პოეტური არ არის. გარდა ამისა, ავტორი ვერ ფლობს ლექსწყობის ელემენტარულ ტექნიკას. თუმცა არცთუ იშვიათად ამახინჯებს და ხელოვნურად კვეცავს სიტყვებს („კუნძულ კორსიკზე დაბადებული, / ნაპოლეონი, ფრანგზე მეტ ფრანგი“ – გვ. 253; აგრეთვე –გვ.გვ. 265, 269, 270, 271...), დავით საღირაშვილი ვერ იცავს მის მიერ არჩეულ 10- მარცვლიანი საზომს, ზოგან ერთი მარცვალი აკლდება (გვ.გვ. 218, 266...), ზოგან – პირიქით, მეტი მოსდის (გვ. 127, 233, 246, 247, 256, 257, 262, 276, 280...). რვა-რვა სტრიქონებად დალაგებულ სტროფებში ცდილობს, გარითმოს ლუწი სტრიქონები, მაგრამ მისი რითმები უმეტეს შემთხვევაში ერთმარცვლიანი, უმწიფარი და ნაძალადევია. მთელ პოემაში არ არის არც ერთი დასამახსოვრებელი რითმა. ის კი არა, საზომის ჩარჩოებს და ნაძალადევ რითმებს ხშირ შემთხვევაში აზრის სიცხადეც ეწირება. მაგალითების საგანგებოდ მოხმობა აქ, ვფიქრობ, ზედმეტია, რადგან ნათქვამის საილუსტრაციოდ ამ სტატიაში დამოწმებული საღირაშვილის ნებისმიერი სტრიქონი გამოდგება.

მხატვრულობას პოემას ვერც მეჩხერი იუმორი და თვითირონია სძენს. ვთქვათ, ასეთი:

„მე აქ მაჩვენეს როსტოვის ციხე / მეტი ხალისის შესამცირებლად: / ექვსი თვით მომცეს აქ კარგი ბინა, / შესაფერია დასასვენებლად“.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ლიტერატურული ნაკლოვანებები თუ არასრულყოფილება სულაც არ აკნინებს დავით საღირაშვილის მემუარების, როგორც ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობასა და ღირებულებას. და ეს არის ამ წიგნის მთავარი თავისებურებაც.

ავტორი თავის პოეტურ უსუსურობასთან ერთად, თავადვე გრძნობს და ხედავს ერთგვარ შეუსაბამობას წიგნის შინაარსსა და მის მიერ არჩეულ ფორმას შორის და პოემის პირველივე სტრიქონებში თავის მცდელობას იმით ამართლებს და თავს იმით ინუგეშებს, რომ ისტორიული ამბები აღწერა:

„ესე ამბავი, აქ მოთხრობილი, / სისხლით ნაწერი გულის რვეული, / გონების თვალით გადავიკითხე, / ჟამთა სავალით მივიწყებული; / ქარდუს კარნახით ლექსად გადვიღე, / დავიმსახურე სხვის ავი თვალი, / მხოლოდ ნუგეშად მე ისღა მრჩება: / ამბები მითქვამს ისტორიული“ (გვ. 5).

და იქვე განმარტავს: ისტორიული ამბები და არა ზუსტი ისტორიაო, რითაც თავს იზღვევს შესაძლო კრიტიკისაგან ფაქტებისა და მოვლენების სუბიექტურად ასახვის გამო:

 „გთხოვთ ყურადღებას! ისტორიული / და არა ზუსტად თვით ისტორია, / სამოცი წელის გრძნობა-განცდანი, / რაც ეკლის გზაზე მე შემხვედრია“ (გვ. 5).

ამ სტრიქონებშივე უნდა ვეძებოთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ავტორმა ეს ფორმა, რატომ გადაწყვიტა გაელექსა თავისი მოგონებები. როგორც ჩანს, მას ეს „ქარდუს კარნახით“ ანუ გრიგოლ რობაქიძის რჩევით გაუკეთებია. ხოლო თუ რატომ ურჩია ამგვარი ფორმა რობაქიძემ, ძნელი დასადგენია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საგირაშვილი მერყეობდა, დაეწერა თუ არა საერთოდ მოგონებები, ხოლო ამ ფორმაში მოქცევით ჩათვალა, რომ მემუარები ნაკლებ პრეტენზიული იქნებოდა, უფრო ლიტერატურული პროდუქტის სახეს მიიღებდა და ალბათ ნაკლებ კრიტიკასაც და გაკილვასაც გამოიწვევდა ძალზე ჭრელი და ურთიერთდაპირისპირებულ ემიგრანტული ჯგუფებისაგან. ის კი ძნელი დასაჯერებელია, რომ გრიგოლ რობაქიძემ დავით საღირაშვილში რაიმე პოეტური ნიჭი დაინახა და ამიტომ შეაგულიანა იგი, მოგონებები ლექსად დაეწერა.

კარგი იქნება, დავით საღირაშვილის გალექსილი სტრიქონები ჩვეულებრივი თხრობით გადმოიცეს, დაერთოს მას პიროვნებათა თუ გეოგრაფიულ ტერმინთა საძიებლები თუ განმარტებები და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ წიგნში აღწერილ მოვლენათა საღირაშვილისეული აღქმა თუ ინტერპრეტაცია შედარდება შესაბამისი ეპიზოდების აღქმებსა თუ ინტერპრეტაციებს სხვა მემუარისტთა ნაწერებში. ვფიქრობ, ეს არაერთი საინტერესო ინფორმაციით გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას. უაღრესად საინტერესოა, მაგალითად, დავით საღირაშვილის მიერ ლექსად მოთხრობილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იმოგზაურა 1920 წელს სტუმრად ჩამოსულმა ემილ ვანდერველდემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და როგორ უშედეგოდ სცადა მან მყინვარწვერის დაპყრობა. ძალზე საინტერესოა აგრეთვე დავით საღირაშვილის შეხვედრა ხარკოვის ციხეში ტაშკენტიდან გადმოყვანილ შეძლებულ პატიმართან, რომელსაც იგი ავთანდილ თაყაიშვილად მოიხსენიებს და რომელიც, ჩემი ვარაუდით, სინამდვილეში შეიძლება საიდუმლოებით მოცული ავთანდილ მერაბაშვილი იყოს – ემიგრაციაში დავით საღირაშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობართაგანი. თუმცა ეს ყველაფერი მომავალი კვლევა-ძიების საქმეა.

ამჯერად ჩემი მიზანი იყო, ყურადღება გამემახვილებინა დავით საღირაშვილის გალექსილი მემუარების წიგნის არსებობის თავად ფაქტზე, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წიგნი იმის ნახევარი ინტერესითა და ყურადღების მაინც არის წაკითხული, ვიდრე სინამდვილეში იგი იმსახურებს. არადა, ამ წიგნის შინაარსის ისტორიული კუთხით შესწავლის შედეგად, მისი ავტორი გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან ფიგურად შეიძლება წარმოგვიდგეს, ვიდრე ის დღემდე არის მიჩნეული. დავით საღირაშვილის წიგნი დიახაც ძნელი და მოსაწყენი საკითხავია, როგორ პოეტური ქმნილება, მაგრამ ძალზე საინტერესოა, როგორც ისტორიული ნარატივი. ამ დოკუმენტური პოემის ერთი-ორი სტროფის გადაკითხვისთანავე ჩანს, რომ ლიტერატურის, თუნდაც ემიგრანტული ლიტერატურის მკვლევართათვის იგი ნაკლებად საინტერესოა ან სულაც არ არის საინტერესო, ხოლო ისტორიკოსებმა დღემდე ვერ მიაქციეს ჯეროვანი ყურადღება, სწორედ როგორც ლიტერატურულ, მხატვრულ ნაწარმოებს და ამდენად, ეს ნაშრომი საერთოდ მკვლევართა ინტერესის მიღმა დარჩა.

ამ სტატიის წინასწარ შეთანხმებული მოცულობა და ფორმატი არ იძლევა საშუალებას უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს წიგნი, მისი ესა თუ ეპიზოდი ან ღირსებანაკლოვანებანი, მაგრამ თუ ამჯერად ის მაინც მოხერხდება, რომ სტატია ინტერესს აღძრავს და დავით საღირაშვილის გალექსილი მემუარები ამა თუ იმ ფორმით ჩაერთვება სამეცნიერო მიმოქცევაში, ჩემი მიზანი მიღწეული იქნება.

 

 

 

Memoirs of David Sagirashvili in Verse

Paata Natsvlishvili, Ph.D. / Social Sciences,

Director of The Institute of History & Geography of The Georgian Emigration

Grigol Robakidze University, Tbilisi, Georgia

 

David Sagirashvili (1887-1962) - a prominent figure of the Georgian political emigration, was also a well-known figure in the Georgian Democratic Republic (1918-1921), as a party leader, one of the founders of the National Guard, and a diplomat.

Being for many years a well-known journalist and editor of various publications, he wrote a book of memoirs in verse, which was printed in Madrid in 1961. The memoirs cover the period from the beginning of the 20th century to the end of the Second World War and the geographical space from Georgia to Russia and from Persia to Europe.

The 288-page book consists of 11 episodes, or chapters: 1 – In Georgia; 2 – In Persia; 3 – Again in Georgia; 4 – In Russia; 5 – Back in Georgia; 6 – World War I; 7 – In Independent Georgia; 8 – Again in the Metekhi prison; 9 – Europe; 10 – Confusion of the mind; 11 – World War II.

The poetic and literary value of this book is not great and therefore did not interest the researchers of Georgian emigrant literature. On the other hand, historians did not pay attention to her as a model of poetic creativity.

In fact, David Sagirashvili's book is an interesting and reliable source for studying the historical realities described in it and for clarifying the biographical details of many historical figures mentioned by the author. Among these events are the revolutionary events in the Russian Empire in 1905 and 1917, the Iranian revolution, the first and second world wars ... All these events affected all of their participants and David Sagirashvili in particular.

It would not be bad to retell the whole poem in prosaic language and provide the version with dictionary-reference notes of personalia and geographical names as well. This would have contributed to the inclusion of David Sagirashvili's book into scientific circulation.

 

 

10 რუსუდან ნიშნიანიძე-/Rusudan Nishnianidze-

G


 

wignis ,,giorgi gamyreliZe –werilebi arqividan” redaqtoris, asoc. profesoris

rusudan niSnianiZis sityva wignis wardginebaze:

 G

     giorgi gamyreliZeze saubari minda erTi leqsiT daviwyo:               

                  Ramea bneli

                         Dda nordostis mZafri susxia,

                  lega Rrublebi

                          bneli frTebiT sadRac midian...

                   cas samkauli

                           mSvenieri Camouxsnia

                   da legendarul

                           gveleSapze gauyidia.

                   gulSi sivrcea

                            sarkofagis, suli svelia.

                   fiqrebs ucnaurs,

                            ukan misdev, rogorc marxili.

                   ho, ra siCume, simartove,

                            ra sibnelea!

                   me mival Cumad...

                            mowyenili... da Tavdaxrili.

 

   sarkofagis bneli siCume araerTxel Camomdgara qarTveli emigrantebis sulSi. manamde, didi xniT adre, axalgazrdobisdroindel fotos ucxoeTidan gamogzavnamde raRac sabediswerod  Tavadve waawera:

    ,,Zvirfas dedikos Tavisi dakarguli Svili gugulisagan”

 gugulis SinaurobaSi eZaxdnen.

      erTi emocia, erTi dardi da TiTqos SeCerebuli droc. Ees foto sagangebod wignis ydaze gamovitaneT.

giorgi gamyreliZe _ qarTuli emigraciis erT-erTi umniSvnelovanesi warmomadgeneli. misi literaturuli areali sakmaod vrceli da mravalferovania: Targmanebi amerikuli da franguli poeziidan, germanuli mwerlobis nimuSebi. upirvelesi mainc sakuTari, originaluri leqsebis Txzvaa.

    sofeli zodi _ giorgi gamyreliZis dabadebis adgili (1903); adgili, saidanac misi poeturi fsevdonimi iRebs saTaves _ ,,zodeli.” Aadgili, romelic mTeli danarCeni, ganvlili cxovrebis ganmavlobaSi sanatreli gauxdeba. Zlieri ojaxi: mama _ Savi qvis mrewveli, romelsac sakuTari maRaroebi hqonda  da Savi qvis sarecxi qarxana. GxelgaSlili maspinZlis ojaxSi bevrs uyvarda stumroba, gansakuTrebiT axalgazrdebs. araerTi imaTTaganis swavla daufinansebia mixeil gamyreliZes. xmaurian, xalisian dReebs dasasruli TiTqos ar uCanda... 60-ian wlebSi ki  akaki beliaSvili mogonebebis wignSi ,,amerikaSi parizze gavliT” roca im realur awmyos gaixsenebs, romelic saqarTveloSi datova, dawers:

     ,,amJamad oTxmocdameore welSi gadamdgari moxuci kvlav elodeba Svilis dabrunebas. igi martodmarto zis Tavis Zvelebur mamapapiseul saxlSi sofel zodSi.”

     giorgi gamyreliZe swavlobda quTaisis saTavadaznauro gimnaziaSi; iqve daaarsa da Tavadve redaqtorobda Jurnals _ ,,baRdadis weroebi”. saqarTvelo meoce saukunis 20-ian wlebSi datova. cnobilia,  1923 wels saswavleblad wavida germaniaSi; rogorc vTqvi, ojaxs hqonda amis SesaZlebloba. Caabara samTo-sainJinro fakultetze q. kiotenSi.  daojaxda. 1937 wels Tavisi specialobis mixedviT CexoslovakiaSi wavida samuSaod da qarxanaSi gaagrZela saqmianoba. 40-iani wlebidan, kerZod, 1941 wels sacxovreblad amerikis SeerTebul StatebSi gadadis meuRlesTan erTad. jer texasis StatSia, qalaq dalasSi, 1957 wlidan  _ vaSingtonSi. aqve daicva disertacia xelovnebaTmcodneobaSi da muSaoba vaSingtonis biblioTekaSi, aRmosavluri  mxatvruli literaturis ganyofilebaSi gaagrZela. gardacvalebamde ramdenime wliT adre (1972) dabrunda evropaSi, kerZod, germaniaSi. 1975 wels gardaicvala qalaq miunxenSi.               

    1920 wels saqarTveloSi gamoica misi leqsebis wigni ,,Semodgomis Wianurebi,” 1922 wels _ ,,dalursmuli xelebi;” am wigns ydaze aweria: ,,grigol zodeli.” Aam fsevdonimiT ibeWdeboda qarTvel simbolistTa JurnalSi ,,meocnebe niamorebi” da imJamad gamocemuli krebulic fsevdonimiT gamoaqveyna.

  lado gudiaSvilis mier gaformebuli Jurnali _ miseuli ,,niamorebi”-T da pirvelive gverdze dabeWdili grigol robaqiZis leqsi: ,,avtomedalioni” _ minaweriT: pasuxad paolos. es 1922 wlis noemberSi gamocemuli ,,meocnebe niamorebis” meSvide wignia. Jurnalis furclebze dastambuliMmeore avtori grigol zodelia (igive giorgi gamyreliZe) leqsiT: ,,ucxo Tvalebi SuSabandSi.”

           1932 wels safrangeTSi, kerZod, parizSi qarTul enaze gamoica giorgi gamyreliZis poeturi krebuli saTauriT: ,,lurji monokli”. wigni ramdenime qveTavadaa dayofili.

K cotaTi gavuswreb movlenebs da vityvi: akaki beliaSvili da giorgi gamyreliZe megobrebi iyvnen da amasTan, akakis meuRle _ TinaTin gamyreliZe giorgis da gaxldaT. sxva urTierToba hqondaT, sxva siTbo da axlobloba. roca qarTveli mwerali ukve amerikaSi mcxovreb megobars Sexvda, bevr rameze isaubres, araerTi adamianic gaixsenes. Sexvedrisas  ori SekiTxva daisva, Uucnauri; ucnauri Soridan, Torem iq, Zalian bunebriv konteqstSi gaCenili; iseTi, erTmaneTs rom avseben rogorc tkiviliT, aseve, RimiliTac:

    Ppirveli: ,,samSoblo ar genatreba?”

     meore: ,,ar genatreba Cveneburi cicqa?”

     ori qarTveli megobari, TmaSevercxlilebi... pasuxi TiTqos erT kiTxvas _ saqarTveloSi Camosvlas gaecema, magram ,,meorisTvisac”  igulisxmeba: ,,nuRar ityvi.” Tumca, iqve samomavlo survili da SiSic gulwrfelad gamJRavndeba:

    ,,Tu odnav davdeqi fexze, unda davbrunde Cems qveyanaSi. xelcariels miWirs dabruneba. meSinia, vaiTu, ver Seveguo am siberis dros Tqveni yofa-cxovrebis Taviseburebas da gamiWirdes.”

     da mainc: ,,nuRar ityvi.” rogor gavigoT _ nuRar gaimeoreb, Tu sityvebi ar geyofa imis gamosaxatavad, rogor?

    1960 wels ukve ara mxolod sxva saxelmwifoSi, aramed sxva kontinentze, santiago de CileSi daistambeba poeturi krebuli ,,gviani rTveli”. ydaze gamotanili saTauri ukve ipyrobs mkiTxvelis yuradRebas. ,,rTveli” _ roca mosavali damwifebulia da dasabinavebeli; magram ratom ,,gviani”? aki wigni cnobili rusTvelologis, viktor nozaZis piradi mondomebiT daistamba, da rom ara didi mecnieris zrunva, kidev didxans iqneboda Taroze Semodebuli. yuradRebas wignis gaformebac iqcevs: erTi SexedviT, martivi, erovnuli: yurZniTa da qarTuli CuqurTmiT.

      (es krebuli mogvianebiT saqarTveloSi xelaxla gamoica 2011 wels, redaqtori - konstantine z. gamsaxurdia).   

    1963 wels vaSingtonSi qarTul enaze gamoqveynda wigni, saTauriT: ,,leqsebi, moTxrobebi da narkvevebi frinvelebze”, sadac originalur leqsebTan erTad, araerTi gamoCenili poetis (edgar alan po, joise kilmeri, luis untermaieri, robert frosti, karl sandbergi, pol verleni, artur rembo, Sarl bodleri, hugo fon hofmanstali, rainer maria rilke, hainrix haine, iohan volfgang goeTe, fridrix Sileri...) leqsebis Targmani dabeWda.

       Aamjerad, mkiTxvels vTavazobT giorgi gamyreliZis epistolarul memkvidreobas; werilebsa da fotoebs, romlebic daculia giorgi leoniZis saxelobis qarTuli literaturis saxelmwifo muzeumSi. Ggiorgi gamyreliZis warmodgenili werilebi da fotoebi gaxlavT akaki beliaSvilis arqivSi, romelic literaturis saxelmwifo muzeums mwerlis qaliSvilma – q-n manana beliaSvilma gadasca.

M zogierTi Ria baraTia, zogi xelnaweri, maT Soris nabeWdicaa, magram gamogzavnamde xeliT Casworebuli. Aamdeni wlis Semdegac zustad axsovs sxvadasxva avtoris teqsti, fragmentebsac daimowmebs, maTi Targmanebis Sesabamis paralelebsac moitans. Mmiseuli SemoqmedebiTi procesis Tvalis midevnebacaa SesaZlebeli. muqi SriftiT awyobili sityvebi werilebSi xazgasmulia. daculia stili, leqsikoni, orTografia. wigns axlavs pirTa saZiebeli, komentarebi. Ppirvelad ibeWdeba lado beliaSvilis da masTan dakavSirebuli ramdenime baraTic. rogorc mogaxseneT, epistolaruli memkvidreoba qveyndeba pirvelad da wignSi warmodgenili araerTi fotoc ucnobi gaxlavT sazogadoebisaTvis.Mminda didi madloba gadavuxado giorgi leoniZis saxelobis qarTuli literaturis saxelmwifo muzeums _ q-n Tea TvalavaZes, b-n laSa baqraZes, literatorTa mTel gunds, romelTa ZalisxmeviTac moxda am wignis gamocema.   

           saqarTveloSi mkiTxveli sWirdeboda, qarTveli mkiTxveli. Bbolo wignic araerT adamians Tu dawesebulebas gamougzavna.

   ,,iwerebi – ras vwer an vTargmni? imdens vakeTeb, rac SemiZlia da nebas maZlevs dro _ vwer sakuTars da xandisxan Tu ram sxvisi momewona vTargmni kidec, magram aq Tu mxedvelobaSi ar miviRebT oriod adamians, aravis arc survili da arc gagebis Tavi misi ara aqvs, mad ki Cemi naweris kidevac rom movides erTi an ori egzemplari vin icis, vin waikiTxavs an vin ityvis rames? Dda mainc adamiani fiqrobs xolme - ,,cudad xom mainc ar Caivlis es ganwirulis sulis kveTeba”.

     Kgiorgi gamyreliZe Tavisi leqsebis da Targmanebis wamkiTxvels gulisxmobda. AalbaT, Znelad warmoidgenda, mis werilebsac rom gaecnoboda mkiTxveli odesme. werilebs, sadac is SemoqmedebiT procesze, Targmanis sirTuleze da TiToeuli avtoris individualuri xelweris gaTvaliswinebaze wers; wers, ra Tqma unda, sakuTar janmrTelobazec da naTesavebis pirad ambebsac moikiTxavs, amanaTebsac gamogzavnis da momdevno werilSi imaTi ,,bediTac” dainteresdeba. Mmokled, es is tipuri suraTia, romelic mokiTxvis baraTsac gulisxmobs da fiqris gaziarebasac, biografiis calkeuli detalis gacnobasac da SemoqmedebiT Tavgadasavalsac.  kidev erTi wignis gamocemas apirebda:

   ,,Tu gamoveci erT tomeuli, romelic iqneba Cemi ukanaskneli leqsebis wigni...” ( 1964 wlis 26 agvisto); an kidev: ,,xSirad vfiqrob Tqvenze guldawyvetili _ magram uTuod gnaxavT male. Mmale Cems erTsa da ukanasknel wigns kidev gamovcem” ( 1.01 1965w.).

     samwuxarod, verc erTi survili ver Seisrula: verc saqarTveloSi Camovida da veRarc erTtomeulis gamocema moaxerxa.

 

                     vgevar: qaravans mowyvetil weros,

                     CamorCenils da daRlil frTebians, _

 D

dawers erT leqsSi (,,me Savi zRvisken gavyevi qarebs”) da es kadriviT SeCerebuli  lamazi mxatvruli saxe egeb, asec wagvekiTxa: XX saukunis udidesi qarTuli erovnuli mwerloba da emigraciaSi Seqmnili poeturi Tu prozauli teqstebi, romlebic am ,,qaravanis” nawilia, magram jer kidev naklebad Seswavlili da miT ufro, gaTavisebuli.

  vfiqrob, warmodgenili krebuli ,,giorgi gamyreliZe – werilebi arqividan” saintereso iqneba rogorc profesionaluri, aseve, farTo sazogadoebisaTvis.

 

 

11 ოთარ ჯანელიძე/Otar Janelidze

ოთარ ჯანელიძე

ყარსის ხელშეკრულება და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია

 

1921 წლის მარტში ემიგრაციაში გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სხვა პოლიტიკოსები უყურადღებოდ არ ტოვებდნენ სამშობლოში მომხდარ არც ერთ რეზონანსულ მოვლენასა თუ ფაქტს, მყისიერად ეხმაურებოდნენ და არგუმენტირებულად ამხელდნენ საბჭოთა ხელისუფლების ყოველ ანტიქართულ ღონისძიებას. ოღონდ ეგ იყო, კომუნიკაციის მაშინდელ პირობებში, მით უფრო, როდესაც საგანგებო კომისიას (ჩეკა) უკვე დაეწყო თვალის დევნება საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი კორესპოდენციებისათვის, ცნობები არათუ პარიზში, – კონსტანტინოპოლამდეც კი დაგვიანებით აღწევდა. 1921 წლის გაზაფხულიდან ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას საქართველოს დეოკუპაციისათვის სამბრძოლველად უცხოეთში ორი საკოორდინაციო ცენტრი გააჩნდა – კონსტანტინოპოლსა და პარიზში. თავდაპირველად უფრო აქტიური საქართველოსთან შედარებით ახლომდებარე ოსმალეთის დედაქალაქის – კონსტანტინოპოლის ცენტრი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა საქმიანობა, როგორც სულთნის, ისე ანგორის ხელისუფლებასთან შეწყდა, თუმცა კონსტანტინოპოლში დარჩა მთავრობის რწმუნებული კონსტანტინე გვარჯალაძე და იქვე მოქმედებდა საკონსულოც (კონსული იოსებ გოგოლაშვილი). კონსტანტინოპოლშივე ჩამოყალიბდა სამთავრობო  (თავმჯდომარე კონსტანტინე კანდელაკი), ლტოლვილთა (თავმჯდომარე ბენია ჩხიკვიშვილი) და პოლიტიკური კომისიები (თავმჯდომარე ჯერ ნოე ხომერიკი, შემდეგ რაჟდენ არსენიძე).

მიუხედავად იმისა, რომ ნოე ჟორდანიამ, კარლო ჩხეიძემ, ევგენი გეგეჭკორმა, კონსტანტინე კანდელაკმა და სხვ. ოსმალეთი მალევე დატოვეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ, ქართული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი, ევროპის სახელმწიფოთა ვიზების მოლოდინში, კარგა ხანს კონსტანტინოპოლში რჩებოდა. მაგალითად, 1921 წლის ოქტომბრისათვის ჯერ კიდევ აქ იმყოფებოდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები: რაჟდენ არსენიძე, ნოე ხომერიკი, გიორგი ერაძე, ვალიკო ჯუღელი, რუბენ ყიფიანი, კონსტანტინე სულაქველიძე, მელიტონ რუსია, რუბენ აუშტროვი, ნიკო ელიავა, ივანე ჭავჭანიძე, ვასო წულაძე, არზაყან ემუხვარი, ფილიპე ლორია და სხვ. (თავისუფალი საქართველო, 1921, # 12, გვ. 6-7). ამის გამო იყო, რომ ბოლშევიკური პრესა კონსტანტინოპოლს „თეთრგვარდიელთა და მათ შორის მენშევიკური ემიგრაციის ერთ ბუნაგთაგანს“ უწოდებდა.

კონსტანტინოპოლში ჯერ კიდევ სულთან მეჰმედ VI-ის ხელისუფლება ვრცელდებოდა, მაგრამ ფაქტობრივად ქალაქი ანტანტის სახელმწიფოთა სამხედრო შენაერთებით იყო ოკუპირებული. პარალელურად, ძალას იკრებდა ანატოლიაში დაწყებული განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც სათავეში გენერალი მუსტაფა ქემალი და თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობა ედგა.

ოსმალეთში მიმდინარე პროცესები, ცხადია, დიდ ინტერესს იწვევდა საქართველოშიც. ცნობილია, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული მიწა-წყალი, რომელიც 1878 წელს სან-სტეფანოს ზავითა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, რუსეთის იმპერიას გადაეცა, რეალურად კი საქართველოს შემოუერთდა, პირველი მსოფლიო ომის დროსა და მის მომდევნო პერიოდში ბრესტის (1918 წ. 3 მარტი), ბათუმის (1918 წ. 4 ივნისის), მუდროსისა (1918 წ. 30 ოქტომბერი) თუ სევრის (1920 წ. 10 აგვისტო) საზავო ხელშეკრულებების თანახმად, ხელიდან ხელში გადადიოდა.

ოსმალეთთ-საქართველოს ტერიტორიული გამიჯვნისა და საზღვრების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ 1921 წლის შემოდგომისათვის, ყარსის მოლაპარაკებებისას დაისვა. ამ წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში, რომელსაც იმ ხანად ქემალისტები აკონტროლებდნენ, ერთი მხრივ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა და მეორე მხრივ, ანგორის მთავრობამ, საბჭოთა რუსეთის ჩართულობით, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელმაც ოსმალეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობანი განსაზღვრა.

ხელშეკრულების გასაფორმებლად ყარსში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკების დელეგაციები 1921 წლის 25 სექტემბერს ჩავიდნენ. ანგორის მთავრობასთან მოლაპარაკებაში სრულუფლებიან მხარედ მონაწილეობდა მოსკოვიდან წარგზავნილი საბჭოთა რუსეთის დელეგაციაც. ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ: საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე და მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა.

საქართველო-ოსმალეთის საზღვრის ის კონფიგურაცია, რომელიც  ყარსის ხელშეკრულებით დამტკიცდა (ბათუმი და ბათუმის ოლქი საქართველოს უნდა დარჩენოდა, ართვინ-არტაანი კი ოსმალეთის კუთვნილებად ცხადდებოდა), მის გაფორმებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსკოვში, კრემლსა და ანგორის მთავრობას შორის დადებულ 1921 წლის 16 მარტის „ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულებით“ შეთანხმდა. ცნობილია, რომ მოსკოვის ხელშეკრულებას წინ ხელმომწერ მხარეთა მოლაპარაკების ორი რაუნდი (1920 წლის 24 ივლისი - 24 აგვისტო და 1921 წლის 26 თებერვალი - 15 მარტი) უძღოდა, სადაც საზღვრის საკითხიც საქართველოს ზურგსუკან  მოიხაზა და გამოიკვეთა. 

კრემლი თავის მონაწილეობას საქართველოს მიწა-წყლის გასხვისებაში საგანგებოდ მალავდა, მაგრამ ხსენებულ მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლის ნაწილი ახლა გამოქვეყნებულია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ერთი ამგვარი დოკუმენტის თანახმად, „ხელმძღვანელობდა რა მეზობელ ქვეყანათან (ოსმალეთთან, – ო. ჯ.) კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის დამყარების კეთილშობილური მიზნებით, საბჭოთა მთავრობა გარკვეულ დათმობაზე წავიდა“ (დათუნაშვილი, 1987, გვ. 168). კიდევ უფრო კონკრეტიკის შემცველია რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ჩიჩერინის 1921 წლის 4 მარტის დეპეშა ანგორაში საბჭოთა დიპლომატიური წარმომადგენლის ბუდუ მდივნისადმი, რომელშიც აღნიშნულია: „ახლა მიმდინარეობს ვაჭრობა. ჩვენ მივცემთ ყარსსა და არტაანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია გადავცეთ ბათუმი. ბათუმში იქნება საქართველო, ალექსანდროპოლსა და ერევანში – სომხეთი, ხოლო ნახიჩევანი უშუალოდ დამოკიდებული გახდება რუსეთზე“ (Барсегов/ბარსეგოვი, 2005, с. 41).

დამხობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები ემიგრაციაში ისე გაიხიზნენ, რომ მოსკოვის ხსენებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ ამ ფაქტის თაობაზე მხოლოდ კონსტანტინოპოლში ჩასვლისას შეიტყვეს. ცხადია, დევნილნი მათი მიმღებ და შემფარებელ ქვეყანას ღია პროტესტს ვერ გამოუცხადებდნენ და არც გამოუცხადებიათ, – ემიგრირებულ მთავრობას დემარშისათვის არ მიუმართავს.

ყარსში მოსკოვის ხელშეკრულების გადასინჯვა ნაკლებად იყო მოსალოდნელი, –საბჭოთა რუსეთმა სწორედ ამ დოკუმენტით ივალდებულა, რომ იგი ამიერკავკასიის რესპუბლიკებს დაიყოლებდა, „უეჭველად ეცნოთ თურქეთსა და რუსეთს შორის დადებული  ხელშეკრულების ის მუხლები, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებოდათ“ (ალექსიძე და კობახიძე, 1994, გვ. 240). საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ორი სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულებით მესამე მხრისათვის უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, მაგრამ კრემლი ამას დიდად არ დაგიდევდათ.

სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლები არ იყვნენ უფლებამოსილნი, ყარსში რაიმე შეეცვალათ. მათ, იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკება თითქმის ორ კვირას გაგრძელდა, რეალურად მხოლოდ ხელშეკრულებაზე ფორმალური ხელისმოწერა და დოკუმენტის პრომულგაცია ევალებოდათ. თუმცა გაზეთი „კომუნისტი“ საზოგადოებაში ილუზიას თესდა, რომ თითქოს ყარსის მოლაპარაკების მიზანი ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის პარალელურად, „საზღვრების გამოსწორებაც“ იყო. „ღრმად დარწმუნებული ვართ, რომ ეს კითხვები იქნებიან გადაჭრილი ორივე მხარის სასარგებლოთ, მათ მეგობრულ ურთიერთობათა უფრო განსამტკიცებლათ“, – წერდა ეს ბოლშევიკური გამოცემა (კომუნისტი, 1921, # 173).

საქართველოში ჯერ კიდევ ლეგალურად მოქმედ მემარცხენე ფედერალისტებსაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ საზღვრის პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლოდ გადაიჭრებოდა. „ოსმალეთთან ჩვენ დიდი სადავო საკითხები გვაქვს და ეს კითხვები უნდა გადასწყდეს დღეს ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე. …ყარსის ხელშეკრულებამ უნდა გადასინჯოს მოსკოვის დადგენილება და ართვინ-არდაგანი უნდა დაუბრუნოს თავის პატრონს“, – აცხადებდა ამ პოლიტიკური ძალის გაზეთი „ტრიბუნა“ (ტრიბუნა”, 1921, #  43; 51).

როგორც მოსალოდნელი იყო, საზღვრის საკითხში ყარსის ხელშეკრულებამ თითქმის უცვლელად გაიმეორა რუსეთ-ოსმალეთის 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების შესაბამისი მუხლები (შეიცვალა მხოლოდ მუხლების ნუმერაცია).

დიპლომატიის ისტორიის სამტომეულში (История дипломатии/დიპლომატიის ისტორია), რომელიც საბჭოთა დროს გამოიცა,  ყარსის ხელშეკრულების შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ კომუნისტურ პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში ხელშეკრულების მიზანი შემდეგნაირად იყო წარმოჩენილი: „ამ ხელშეკრულებამ უნდა დაამყაროს მუდმივი და მტკიცე ურთიერთობა ჩვენ ახლო აღმოსავლეთის საზღვარზე და უზრუნველყოს ამიერკავკასიის რესპუბლიკების მშვიდობიანი თანამშრომლობა ოსმალეთთან“ (კომუნისტი, 1921, # 181).

          ბოლშევიკური პრესის თანახმად, „საქართველოს მშრომელებს ამიერიდან აღარ მოელით საფრთხე სამხრეთიდან. ხელშეკრულებამ ოფიციალური დასტური მისცა იმ განწყობილებას და ურთიერთობას, რომელიც ბუნებრივია იმ ორი ბანაკისთვის, რომელიც ერთი და იგივე მიზანს ისახავენ დღეს აღმოსავლეთის გამოღვიძებაში. საბჭოთა რესპუბლიკები და ახალი თურქეთი ერთნაირად არიან დაინტერესებული იმპერიალიზმის ფრთის შეკვეცით ახლო და შორეულ აღმოსავლეთში...“  (კომუნისტი, 1921, # 181). 

ქართველ საზოგადოებას „აღმოსავლეთის გამოღვიძებაზე“ მეტად თავისი მიწა-წყლის საკითხი აღელვებდა და ინტერესით მოელოდა ყარსის მოლაპარაკების დასრულებას. ამ განწყობილების საპირისპიროდ, ბოლშევიკური პროპაგანდა ყარსის ხელეკრულებასაც პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და კლასობრივი სოლიდარობის თვალსაზრისით განიხილავდა და მის ხელმოწერას დიდ მიღწევად თვლიდა. გაზეთი „კომუნისტი“ მოწინავე სტატიაში მიუთითებდა: „მშრომელთა განთავისუფლება, მათი განვითარებისა და ბედნიერებისათვის შესაფერი პირობების შექმნა, – აი საბჭოთა ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპი.  ტერიტორიის საკითხის ასე თუ ისე გადაჭრას, სახელმწიფო საზღვრების გაწევ გამოწევას ნაკლები მნივნელობა აქვს, თუ კი მშრომელთა გათავისუფლების საქმე საიმედოთ ეწყობა. ამ მხრით კი ახლო მომავალი საბჭოთა ხელისუფლების იდეას ეკუთვნის. მთელი აღმოსავლეთი სასოებით შეჰყურებს საბჭოთა რუსეთს, მის ბრძოლას, მის გამარჯვებას. ...ყარსის ხელშეკრულება ჰქმნის ...მშვიდობიანი მუშაობის შესაძლებლობას. საბჭოთა აღმშენებლობის გაძლიერებას და ამიტომაც ღრმა კმაყოფილებით მიიღებს მას საქართველოს მშრომელი ხალხი“ (კომუნისტი, 1921, # 181).

„ყარსის ხელშეკრულების საფუძვლიანი გაცნობა ყველასათვის აშკარად ყოფს, რომ დღეიდან ყველა რესპუბლიკების ინტერესები ერთგვარად დაცული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის წითელი არმია სიხარულით შეხვდება ამ საინტერესო ფაქტს, როგორც მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ გადაგმულ ნაბიჯს“, – კვერს უკრავდა ოფიციოზს თბილისში გამომავალი სამხედრო გაზეთი „წითელარმიელიც“ (წითელარმიელი, 1921, # 10).

ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის ყარსის ხელშეკრულება არასოდეს ყოფილა აქტუალური პრობლემა, მაგრამ მისი შედეგი ასე იყო შეფასებული: „ყარსის ხელშეკრულება ...განამტკიცებდა ამიერკავკასიის უშიშროებას სამხრეთის საზღვრებზე და საქრთველოს უდავო უფლებებს ბათუმსა და ბათუმის ოლქზე“ (საქართველოს, 1976, გვ. 88).

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ბევრი წარმომადგენელი ყარსის მოლაპარაკების პერიოდში ოსმალეთში (ძირითადად კონსტანტინოპოლში) იმყოფებოდა, მოლაპარაკების მსვლელობაზე მათ რაიმე ზეგავლენა არ შეეძლოთ. ამ ადამიანებისათვის მოვლენებზე რეაგირების საშუალებები შეზღუდული იყო. პირველ ხანებში მათ საზღვარგარეთ მხოლოდ ერთი, ისიც ქართულენოვანი ჟურნალის – „თავისუფალი საქართველოს“ დაფუძნება მოახერხეს. ეს ჟურნალი 1921 წლის 15 მაისიდან, რაჟდენ არსენიძის რედაქტორობით, კონსტანტინოპოლში იბეჭდებოდა, ხოლო იმავე წლის ბოლოდან – გამოცემამ პარიზში გადაინაცვლა. ჟურნალზე ყურადღება იმიტომ შევაჩერეთ, რომ სტატიაში განსახილველ პერიოდში სწორედ ბეჭდვითი სიტყვის ხსენებული ორგანო იყო ძირითადი საშუალება, რითაც ემიგრირებულ ხელისუფლებას თავისი აზრის გამოხატვა და გავრცელება შეეძლო.

            „თავისუფალი საქართველოს“ პირველივე ნომერში გამოქვეყნდა ქართული ემიგრაციის გამოხმაურება მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებაზე, რომელიც ჟურნალის შეფასებით, იყო „უმსგავსო, გაშიშვლებულ იმპერიალისტურ მაკიაველიზმის ნაყოფი“. „გათავხედებული საბჭოთა კომისრები აღარ ფარავენ თავიანთ გულის ნადებს. ისინი ცინიკურათ დასცინიან პატარა ერებს, ფეხქვეშ სთელავენ სამართლიანობის ელემენტარულ წესებს და პრინციპებს, ურცხვად უარყოფენ თავის გუშინდელ სიტყვას და პირობას“, - აღნიშნულია ჟურნალში. ამავე გამოცემისათვის  მიცემულ ინტერვიუში ქართველი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე აკაკი ჩხენკელი აღნიშნავდა, რომ ამ ხელშეკრულებით მოსკოვმა და ანგორამ „სამაჰმადიანო საქართველო ორათ გასჭრეს, სხეულს თავი წაგლიჯეს” (თავისუფალი საქართველო, 1921, # 8, გვ. 8).

უფრო მძაფრი, მწვავედ კრიტიკული და სრულიად უარყოფითი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დამოკიდებულება ყარსის ხელშეკრულებისადმი. ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ თანახმად, ეს იყო „სამარცხვინო“ ხელშეკრულება, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების „მონურ ქედის მოხრას“, „პოლტიკურ დაცემასა და გალაქიავებას“ ნიშნავდა. სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების კომუნისტებმა ხელი მოაწერეს თავიანთ „სრულ კაპიტულაციას ოსმალეთის ფაშების წინაშე“. „რა არის ეს? გამარჯვებულის კრახი, თუ ჩვენი კომუნისტების სიბეცე?“ – კითხულობდა ჟურნალი და დასძენდა: „სამწუხაროთ ერთიცა და მეორეც. თვით ბოლშევიკებიც არ მალავენ, რომ ხელშეკრულება ოსმალეთთან ნაკარნახევი იყო მოსკოვის ხელშეკრულებით, რომელიც მარტში დაიდვა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. ეს ხელშეკრულება საფასური იყო ანგორისთვის მიცემული, საქართველოს დაპყრობაში დახმარების აღმოჩენისთვის“ (თავისუფალი საქართველო, 1921, # 12, გვ. 3-4).

1922 წლის 6 მარტს საზღვარგარეთ გამოქვეყნებული საქართველოს „პოლიტიკურ პარტიათა დეკლარაცია“ ხაზგასმით მიუთითებდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით უცხო სახელმწიფოებთან მოლაპარაკება და ხელშეკრულების დადება დამფუძნებელი კრების მიერ არჩეული ნოე ჟორდანიას მთავრობის პრეროგატივაა. რუსეთის საოკუპაციო მმართველობის მიერ ამ წესის დარღვევით გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება „ქართველი ხალხისათვის სავალდებულო არ არის და ყოველივე მნიშვნელობას მოკლებულია“ (თავისუფალი საქართველო. 1922, # 20, გვ. 4). ქართველ ემიგრანტ პოლიტიკოსთა ხედვით, ასეთი იყო ყარსის ხელშეკრულებაც, რომელსაც ხელი საქართველოს სსრ-ს სახელით მოეწერა და არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის. 

            ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ყარსის ხელეკრულების საკითხს კიდევ ერთხელ 1923 წლის სექტემბერში დაუბრუნდა, როდესაც პარიზში, ემიგრირებული მთავრობისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს დასავლეთ ევროპაში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის მოხსენება თურქეთის მუსტაფა ქემალის მთავრობასთან დამოკიდებულების საკითხზე. ჩხენკელმა ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ უსამართლობას, რაც იმაში გამოიხატა, რომ კრემლმა დაპყრობილი და გასაბჭოებული საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში გააერთიანა ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით. დიპლომატის სიტყვით, ეს ნაბიჯი ყარსის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, თუმცა ამის გამო ანგორას მოსკოვისათვის პროტესტიც კი არ განუცხადებია, რადგან  მუსტაფა ქემალს საბჭოეთი ჭირდება თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად (ეროვნული არქივი, საქმ. # 1062).

ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ სწორად შეაფასა ყარსის ხელშეკრულება, მიუთითა მის უსამართლო, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უფლების შემლახველ და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო შინაარსზე, განსაკუთრებით ტერიტორიული გამიჯვნის ნაწილში.

 

Otar Janelidze

The Treaty of Kars and Georgian political emigration

Summary

On October 13, 1921, in the Turkish city of Kars, on the one hand, the Socialist Soviet Republics of Georgia, Armenia, and Azerbaijan, and on the other hand, the Angora Government, with the participation of the delegation of Soviet Russia, signed an agreement that defined border-territorial issues and political-economic relations between Turkey and the countries of the South Caucasus.

The borders were agreed upon by the Moscow Treaty of March 16, 1921 "on brotherhood and friendship" between the Kremlin and the Angora Government. The Treaty of Kars almost completely repeated the outlines of the territorial divisions and borders drawn behind Georgia's back (Batumi and the Batumi region remained Georgia, and Artvin-Artaan was declared part of the Turkish Empire).

Many members of Georgia's democratic government and Georgian political emigrants, who were forcibly relocated abroad due to Soviet Russia's military attack on Georgia, were still in Constantinople during the Kars negotiations. Although the means of responding to the events were limited for these people, they did not carelessly ignore any resonant issues or facts about Georgia, responding immediately and exposing every anti-Georgian action of the Soviet authorities.

The situation in Turkey was specific: the forced migrants could not protest and did not openly oppose the country that accepted the Georgian refugees. The Georgian government in exile did not turn to demarche but did not leave the Kars agreement without evaluation either.

The Georgian émigré magazine "Free Georgia", founded in Constantinople, the first issue of which was published on May 15, 1921, played an important role in this regard. According to the publications in this magazine, the Treaty of Kars was a "disgraceful" treaty, which meant "Slave obedience and" political fall "of the Soviet government. It was a fee given to Angora by Moscow for its assistance in conquering Georgia. The communists of the South Caucasus republics signed their "complete capitulation to the Ottoman pashas."

The Georgian political emigration believed that negotiating with foreign states on behalf of independent Georgia and concluding agreements was the prerogative of the government of Noe Zhordania, elected by the Constituent Assembly. Therefore, none of the agreements signed by the Russian occupation government in violation of this rule "is binding on the Georgian people and does not make sense." According to Georgian political emigrants, this was also the Kars Agreement, which was signed not on behalf of the Georgian Democratic Republic, but on behalf of the Georgian SSR.

 

გამოყენებული ლიტერატურა

ალექსიძე, ლ. და კობახიძე, დ. (1994). ყარსის ხელშეკრულება, ქართული დიპლომატია (წელიწდეული), ტ.1, თბილისი, თსუ გამოცემლობა.

დათუნაშვილი, ი. (1987). სნეული იმპერიის ნანგრევებზე, კრებულშიოქტომბერი და აღმოსავლეთი  (ირანი, თურქეთი და ავღანეთი), თბილისი, მეცნიერება.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, (1976), ტ., VII, თბილი, საბჭოთა საქართველო.

ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდი, საქმ. # 1062.

გაზ. „კომუნისტი“, 1921 წ., 30 სექტემბერი.

გაზ. „კომუნისტი“, 1921 წ., 9 ოქტომბერი.

გაზ. „კომუნისტი“, 1921 წ., 21 ოქტემბერი. 

გაზ. „ტრიბუნა”, 1921 წ., 11, 20 ოქტომბერი.

გაზ. „წითელარმიელი“, 1921 წ., 22 ოქტომბერი.

ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“, სტამბოლი, 1921, სტამბოლი, 15 სექტემბერი.

ჟურნ. „თავისუფალი საქართველო”, სტამბოლი, 1921, 12, 31 ოქტომბერი.

ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“, პარიზი, 1922, 15 აპრილი.

Барсегов Ю. (2005). Геноцид армян. Ответственность Турции и обязательства мирового сообщества, т. II, часть 1, Москва, Гардарики.

История дипломатии (1941-1945). В 3-х тт. Под ред. В. П. Потемкина, т. 1, 2, 3, Москва, Государственное издательство политической литературы.

 

 

 

12 ილია თავბერიძე/Ilia Tavberidze
 

 

13 ნესტან კუტივაძე/Nestan Kutivadze
 

 

14 რუსუდან დაუშვილი/Rusudan Daushvili
 

 

15 ნიკოლოზ ჯავახიშვილი/Nikoloz Javakhishvili
 

 

16 თორნიკე კობიაშვილი/Tornike Kobiashvili
 

 

 17 მანანა კვატაია/Manana Kvataia
 

 

18 ნათელა ჩიტაური/Natela Chitauri
 

 

19 მარიამ მარჯანიშვილი/Mariam Marjanishvili

                                                                                          მარიამ მარჯანიშვილი

                                                                                     ფილოლოგიის დოქტორი

                                                                   ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული

                                                                     მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

             

                მათე კერესელიძის ეპისტოლეები მოგვითხრობენ

    დიდი ქართული საქმისათვის უცხოეთში გახიზნული მამულიშვილები, მათ შორის ლეგენდარული ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, ჯერ საქართველოს თავისუფლებისათვის, ხოლო შემდეგ კი ქართულ პოლიტიკურ ემიგრანტებთან ერთად დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ჩირაღდნებივით ენთნენ. ამ დიდ ნათებაში სანთლებივით იწვოდნენ მათი შვილებიც.

     ,,ვენაში ჯარისკაცთა სახლში“ ვნახე უაღრესად სასიამოვნო, განათლებული ქართველი, ბატონი მათე კერესელიძე, პარიზელი ემიგრანტი.

... მათე კერესელიძეს ისევ შევხვდი 50-60-იან წლებში - ამჟამად დიუსელდორფში... ის, რაც მან და მისმა თანამებრძოლებმა ნამდვილი მეორე მსოფლიო ომის დროს მოიმოქმედეს, ქართველთა ეროვნული ინტერესების დასაცავად იყო გამიზნული, ისინი თავსაც წირავდნენ ამისათვის, თუმცა მათი ეს ღვაწლი შეუფასებელი დარჩა (გაბლიანი, 1998, გვ.129-131).

       დიდი პირუთვნელობითა და ანალიტიკური სიღრმით დაწერილმა გივი გაბლიანის მოგონებამ ზემოთ აღნიშნული დეტალით იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ცნობილი ბიძისა და მამის ჩრდილქვეშ დიდხანს მდგომი მათე კერესელიძე უკვე პოლიტიკურად და ინტელექტუალურადაც გამორჩეული პიროვნება გამხდარიყო.

       ცნობილია, რომ 1924 წლის 24 ოქტომბერს პარიზში გამართულ დამფუძნებელ კრებაზე საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა ,,თეთრი გიორგი“-ის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ხოლო, რაც შეეხება, ,,თეთრი გიორგის“ ორგანიზაციის ბეჭდვით ორგანოს გაზეთ ,,თეთრი გიორგი“-ს, მისი პირველი ნომერი 1926 წლის 25 აგვისტოდან გამოდიოდა, რომლის ფურცლებზე მათე კერესელიძის თარგმანები სისტემატიურად იბეჭდებოდა.

       მათე კერესელიძეს ბავშვობიდანვე სულს უფორიაქებდა ემიგრაციაში ცხოვრება. იგი მოზღვავებულ კითხვებზე პასუხს მოითხოვდა: ,,რატომ არ ჰქონდა სამშობლო?... ვინა ვართ?... რატომ დაგვემართა ასე?... საქართველოს ბედი რისთვის ქანაობდა რაღაც უცნაურ საბედისწერო ,,საქანელაზე?“...

      ცხოვრება დუღდა, ერთი დიდმნიშვნელოვანი მოვლენა მეორეს ცვლიდა, ერები იბრძოდნენ, იკაფავდნენ გზას... ამ ორომტრიალში, თამაშების სამყაროში უცხოეთში გადახვეწილი ქარველობაც ამხედრებულიყვნენ.

      მათე კერესელიძე კარგად ხედავდა, რომ საქართველოში 20-იანი წლების დრამატული სპექტაკლები საბედისწეროდ იყო გათამაშებული და არ სურდა მისი ქვეყანა კვლავაც დიდ თეატრად დარჩენილიყო.

      და, აი, ხუთი წლის შემდეგ, 1930 წლის თებერვალში ,,თეთრი გიორგის“ დამაარსებელი მამების შვილებმა, ბერლინში მსგავსი პატრიოტული ორგანიზაცია იგივე წესდებითა და იდეოლოგიით დაამკვიდრეს. ამ ორგანიზაციის წევრები მათე კერესელიძე ძმასთან ლულუსთან (ლეო) ერთად გახდა. აქვე მოღვაწეობდა მიხაკო წერეთლის ერთადერთი ვაჟი ოთარ წერეთელიც. ახალგაზრდები უშვებდნენ გაზეთს ,,თეთრი გიორგის“, რომელშიც ძმები კერესელიძეები აქტიურად თანამშრომლობდნენ. მათ სწამდათ, რომ ,,თეთრი გიორგი“ ქართველ ერს ,,ერთ მებრძოლ არსად გააერთიანებდა... ქართველი ერი, მძლავრი თავისუფლების სურვილით, შეიარაღებული გაერთიანებით გაჰგმირავდა მონობას“.        

     საყურადღებოა, ბერლინში დაარსებული გაზეთ ,,თეთრი გიორგის“ რედაქციისათვის გაგზავნილი მათე კერესელიძის წერილი: ,,ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას და თქვენს გაზეთს აღუთქვამ თანამშრომლობას. თუმც ჯერ ფიცი არ დამიდია და ,,თეთრი გიორგის“ წევრი არა ვარ, მაგრამ სულით, გულით და მთელი ჩემი შეგნებით თანაგიგრძნობთ. გიგზავნით ჩემს პირველ წერილს: ,,25 თებერვალი“. თუ მკითხველის ყურადღების ღირსია, გთხოვთ თქვენი გაზეთის თებერვლის ნომერში მოათავსოთ“.

     ხსენებულ სტატიაში  მათე კერესელიძე აღნიშნავდა: ,,ემიგრაციაში აღზრდილს, მე, საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც უცხოეთში მომიხდა დარჩენა. ზედმეტია აღწერა იმ გრძნობებისა, რომელნიც საქართველოს განთავისუფლების ამბავმა ჩემში განაღვიძა: გრძნობა ამაყი, თავისუფალ მშვენიერ ქვეყნის - თაავისუფალი შვილისა.     

     მსგავსი აღფრთოვანების გადმოცემა ხომ შეუძლებელია. ძილიდან, რომელსაც დასტიროდა ჩვენი ილია გვეღირსა ჩვენ გამოღვიძება. საშინელ ღამის შემდეგ მზე ისევ ამოვიდა და გაანათა ახალი სიმშვენიერით ჩვენი მამული. წარსული შავ სიზმრადღა გვეჩვენებოდა...

      რა უღრმესი პატივისცემა მქონდა ჟორდანიასი... საქართველოს განმათავისუფლებლისა... იმ ადამიანის, რომელიც  კვლავ ხელთ იღებდა ერეკლეს, თამარის, დავითის დროშას - რათა თავისუფლად გაეფრიალებინა თავისუფალ მშვენიერ ქართველთ მამა- პაპეულში...

      მახსოვს რა სიამაყით უყურებდით საქართველოს რუკას მე და ჩემი მასწავლებელი, ალექსანდრე გოზალიშვილი. ჩვენს ოცნებაში იხატებოდა ის დრო, როდესაც ჟორდანია საქართველოს შემოუერთებს ჩვენი სახელმწიფოს ფარგალთა გარეშე დარჩენილ ჩვენი ძმების მიწა-წყალს...

     მოკლე ხნის სიხარული გამოდგა. რუსები თბილისში შემოვიდნენო! - როგორ? რა მოხდა?... ყალბი ცნობები იქნებიან, შეუძლებელი რამ არის... გულს არ სჯერა ამდენი უბედურება.

      და ჩემს, ჯერ კიდევ ბავშვურ, წარმოდგენაში ასი ათასობით ვხედავდი შემოსეულ ბარბაროსების ბრბოებს...

       ერთ საზიზღარ დღეს მოდის ამბავი: მთავრობამ დაჰკრა ფეხი და დედა-ბუდიანად პარიზში ამოყო თავი...

       აი იშვიათი შემთხვევა მოგზაურობისათვის...

       საქართველო პირველი მაგალითი არის სულის ასეთი სიდიადისა: თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს და მთავრობის პაციფისტურ სულისკვეთებას...“

      მათე კერესელიძე სტატიაში დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას, მისი ბედუკუღმართობის ხანას და საბოლოოდ ასეთ დასკვნას აკეთებს: ,,25 თებერვალი... რამდენი ტანჯვა და რამდენი წლების ისტორიაა ამ მოკლე სიტყვებში. 9 წელიწადია რაც საქართველო თავის ეროვნულ გოლგოთას ადის და ვინ იცის როდის აივლის მას... ვინ იცის რამდენ მსხვერპლს მოითხოვს კიდევ უთანასწორო ბრძოლა თავისუფლებისათვის.

      ჩვენმა თაობამ თავისუფლება მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იგემა. მაგრამ ეს ისეთი ტკივილი იყო, მას ისეთი გარდამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ერის მიძინებულ ნაწილებშიც კი, რომ მტერი თუნდ ათჯერაც უფრო გაძლიერდეს, ჩვენ მაინც ქართული სიამაყით შევძახებთ: ან სიკვდილი, ან გამარჯვება....“

    ,,თეთრი გიორგის“ შემდეგ ნომერში, რომელიც 26 მაისს გამოვიდა დაბეჭდილია მათე კერესელიძის ანალიტიკური სტატია ,,მარქსისტული მეცნიერება“. ავტორს წარსულ საუკუნეში მომხდარ მოვლენებიდან ყურადღება გამახვილებული აქვს ორ ფაქტზე: ,,წარსულ საუკუნეში მედიცინამ აღმოაჩინა ისეთი წამალი, რომლითაც სიცხის დაცემა შეიძლებოდა: ეს იყო ანტიპირინი. ექიმებს სიცხე ავადმყოფობა ეგონათ. ვერ მიუხვდენ, რომ სწორედ სიცხე არჩენს ადამიანს ავადმყოფობისგან, რათგან მავნე მიკრობები ვერ იტანენ ამაღლებულ ტემპერატურას. გაეხარდათ ჩვენს ექიმებს და დაიწყეს ამ წამლის დარიგება. ავადმყოფებს უფრო ავად ჰხდიდნენ და ასობით წუთისოფელსაც გამოასალმეს. საკვირველი იყო ექიმთა სისულელე. ავადმყოფი კვდებოდა ხოლმე განკურნებული. მას ხომ სიცხე აღარ ჰქონდა! - ასე ჰფიქრობდნენ მეცნიერები“.

    ამავე სტატიაში მათე კერესელიძე ავლებს პარალელს იგივე საუკუნეში შობილ მეორე სენზე, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ: ,,ეს იყო კარლ მარქსი. გადაავლო თვალი ასი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს და შეჰქმნა თეორია ისეთს აქსიომებზედ აშენებული, რომელთაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ. ამ წუთიდან მან უკვე გადაწყვეტით იცის, რომ მოხდება კაპიტალის პროგრესული კონცენტრაცია, მშობელი მამა პროლეტარიზაციისა...

      მარქსისტთა მეცნიერება მაგონებს ალქიმიას. ეძებენ ისეთ რამეს, რაც არ არსებობს: ფილოსოფურ ქვას, რომელიც ოქროთ გადააქცევს ყოველ ლითონს და ადამიანს ყოველივე ბედნიერებას მიანიჭებს.

      ხოლო ალქიმისტი ამ ძებნაში სულ ბევრი თავის თავს დაღუპავდა ხოლმე, - მარქსისტები კი - მილიონობით ადამიანებს და მთელ ერებსაც...

      როდის დადგება ის დრო, როცა სოციალისტთა ალქიმიას ქიმია შესცვლის და ამ ორიოდე სასარგებლოს, რაც შეიძლება მათ ალქიმიაში იმალებოდეს, განსწმენდს აუარებელ სიყალბიდგან და კაცობრიობას ცოტაოდენ კეთილს მაინც შესძენს?“

    ბერლინის ,,თეთრი გიორგის“ თავმჯდომარე გახლდათ გარდაცვალებამდე მიხაკო წერეთლის ვაჟი ოთარ წერეთელი.

  ...  გადალახა თუ არა გერმანიის ჯარებმა რუსეთის იმპერიის საზღვრები, უკვე აშკარად გამოიკვეთა გერმანია-საქართველოს ინტერესები. ემიგრანტების დიდმა ნაწილმა თავისი დაუოკებელი ჟინით ორი საქართველოს გასამთლიანებლად და საკაცობრიო ცხოვრებაში ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახლა დასამკვიდრებლად დიდ სახელმწიფოთა შორის რუსეთის იმპერიის დამშლელად გერმანია მიიჩნია და ამიტომაც მეორე მსოფლიო ომში მაშინვე გერმანიის მხარე დაიჭირა.

      გერმანელებსაც თავის მხრივ კავკასიაში გადასასროლად ემიგრანტებისა და ტყვედჩავარდნილთა ჯგუფი სჭირდებოდა.

      ანტისაბჭოთა დაჯგუფებაში მყოფი ქართველი ემიგრანტები გერმანელთა მხარეს ფორმალურად - სხვისი ინტერესებისათვის, ხოლო გულში ყველა საქართველოს აღდგენისათვის ფიქრით იბრძოდა.

     საერთოდ, ქართველი ემიგრანტები მეორე მსოფლიო ომის დროს უმთავრესად ,,იმ შეგნებით იკვებებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა მხოლოდ რუსეთის დამარცხებას, ანუ გერმანიის გამარჯვებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა; ხოლო გერმანელებს გერმანიის გამარჯვებისათვის აუცილებლად მიაჩნდათ ჰიტლერის რეჟიმის შეცვლა და ისინი გულში იმედს ატარებდნენ, რომ ამ შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ევროპა-ამერიკასთან შეთანხმება, რაც გერმანიას გამოუვალ მდგომარეობიდან გამოიყვანდა“ (ქავთარაძე, 2007, გვ.154).

     გამოდის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ორად გათიშული გერმანია: ერთი, რომელიც ტევტონების მანიით - გერმანელი რასის უპირატესობით იყო შეპყრობილი - ანუ ფაშისტური გერმანია, და ,,მეორე - ევროპის გაერთიანების იდეით შეპყრობილი გერმანია, რომელსაც უნდოდა ევროპის გაერთიანება, რათა მისი ცალკეული სახელმწიფოები ამერიკის, რუსეთის და ჩინეთის სათამაშოდ არ გადაქცეულიყვნენ, ამიტომ არსებობდა ძლიერი წინააღმდეგობა გერმანიის მხედრობაში ჰიტლერის რეჟიმისადმი“ (ქავთარაძე, 2007, გვ.154).

    ამის დასტური გახლდათ ჰიტლერზე თავდასხმა, რასაც 5000 გერმანელი ოფიცრის ჩამოხრჩობა მოჰყვა.

   მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანიაში უკვე დაარსებული და ორგანიზებული იყო ე.წ. დამაკავშირებელი შტაბი. ამ შტაბის დანიშნულება იყო ქართველთა და გერმანელთა შორის დასმული პრობლემების საერთო შეთანხმებით გადაწყვეტა. იმ ხანად გერმანულ მუნდირს 40 000-მდე ქართველი ატარებდა. ნახევარი ამათგან საბრძოლო ბატალიონებისა და სხვადასხვა გერმანულ შენაერთებში მყოფი ქართველებისაგან შედგებოდა. მეორე ნახევარი კი სამუშაო ბატალიონი იყო.

    ანტიფაშისტურ დაჯგუფებაში პარიზელ ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ჩაეწერა, მათ შორის ,,თეთრი გიორგის“ წევრებიც, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ,,თამარ I“  და ,,თამარ II“.

     ,,თამარ I“ - ის შემადგენლობაში იყვნენ: ბახტაძე მიხეილი, ბეგიაშვილი იროდიონი, ბერძენიშვილი გიორგი, ბურძგლა მიხეილი, გოგორიშვილი მიხეილი, გრიგოლია მიხეილი, გაბუნია გიორგი, აბაშიძე ზურაბი, კაკულია ლეო, კანკავა ალექსანდრე, კერესელიძე მათე (თარჯიმანი), ივანიძე გიორგი, მაღლაკელიძე შალვა, მიროტაძე გრიშა, მონიავა ვიქტორი, ხარისჭირაშვილი დათიკო, რომელსაც ემატებოდა ათი კავკასიელიც.

   გერმანელებთან წარსულის ნდობის ფაქტორმა განსაზღვრა ისიც, რომ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში ჩაერთნენ არა მარტო მათე კერესელიძე, არამედ ბიძამისი ,,თეთრი გიორგის” ხელმძღვანელი ლეო კერესელიძე და მისი ქალიშვილი მარიამ კერესელიძეც, რომელიც მამის დახმარებით აქტიურ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა. აგრეთვე მათეს უმცროსი ძმა საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის ოფიცერი ლეო (ლულუ) კერესელიძე.

   ,,თამარ I“ -ის შენაერთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად საქართველოში პარაშუტებით გადასხმისათვის ემზადებოდა მათე კერესელიძე.  ოპერაციას ჰერმანი ამზადებდა.

    ,,მათე კერესელიძის ჯგუფი თამარ I-ის შენაერთიდან მართლაც გადასხდა საქართველოს ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში 1942 წლის გაზაფხულის დამლევს თუ ზაფხულის დასაწყისში. ზოგი დაიღუპა, ზოგიც დაიჭრა საბჭოთა ძალებთან შეტაკებისას, დანარჩენები ტყვედ ჩაიგდეს. მათე იმ უმცირესობაში მოჰყვა, რომლებიც, ყველას გასაოცრად, საბჭოთა ხელისუფლებამ გაათავისუფლა 14-15 წლიანი პატიმრობის შემდეგ და დასავლეთში დაბრუნების ნება დართო. მათე კერესელიძე, ჯერ ერთი, არასდროს ყოფილა საბჭოთა მოქალაქე, თანაც მას ან ხრუშჩოვის კანონმა უშველა, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რომ გამოვიდა, ან კანცლერ ადენაუერის მცდელობამ, რომელიც მოსკოვში ჩასვლისას გერმანელი ტყვეების თაობაზე მართავდა მოლაპარაკებას“ (გაბლიანი, 1998, გვ. 130).

    მეორე ვერსიის თანახმად: ,,1942 წლის ზაფხულში, მთელი კავკასიის მასშტაბით დაიწყო ,,დივერსანტ პარაშუტისტთა“ გადაგზავნა ამ რეგიონში. პატარა ჯგუფები თვითმფრინავებით გადასროლილი იქნენ საქართველოშიც. ძირითადი ასაფრენი ბაზა ყირიმში მდებარეობდა. ჯგუფის წევრები კარგად ეკიპირებული იყვნენ. ზოგიერთ ჯგუფში ჩართეს გერმანელი ინსტრუქტორებიც. ,,ერთ უკუნეთ ღამეში ყველანი პლანერებით გადაგვისროლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.“, - იგონებს მათე კერესელიძე. არადა, არც ერთი ქართველი ადრე პარაშუტით არ გადაფრენილა. მათ ამისათვის მხოლოდ თეორიული მომზადება ჰქონდათ გავლილი“ (სულაძე, 2012, გვ. 350).

     ცნობილია, რომ საქართველოში გადასროლილ ,,დივერსანტ პარაშუტისტებს“ საქართველოს შინსახკომი სასტიკად უსწორდებოდა, რომელიც მაშინვე გახდა ცნობილი, როგორც გერმანიის სარდლობისა, ისე ქართველი ემიგრანტებისთვისაც.

    არსებული ჩავარდნების მიუხედავად გერმანელები შეუფერხებლად აგზავნიდნენ კავკასიაში თავიანთ მომზადებულ დივერსანტებს. მათ მიმართ სასტიკ დასჯას ახორციელებდა საბჭოთა უშიშროება, რომელშიც იგულისხმებოდა ლიკვიდაცია და იმათ ვინც ნებაყოფლობით ბარდებოდნენ სამართალდამცავ ორგანოებს ასეთივე სისასტიკით პასუხობდნენ. მცირე გამონაკლის იჩენდნენ  დივერსანტ-პარაშუტისტთა ჯგუფში მონაწილე ემიგრანტების მიმართ.

    მათე კერესელიძის ნაამბობის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოში მასთან ერთად გადასროლილი ყოფილან: ,,დათიკო ხარისჭილაშვილი (ტყვედ ბარდებოდა, მაგრამ გამანადგურებელი ბატალიონის წევრებს მაინც დაუხვრეტიათ ადგილზე), ბურძგლა, შალიკო მაღლაკელიძე, კუკური ქოჩაკიძე და ალექსანდრე კანკავა.

  მათთან ერთად ყოფილან გერმანელი ინსტრუქტორები: უნტეროფიცერი ბღოლცი და გერმან მიულერი (ეს უკანასკნელნი დახვრეტილები ხეებზე უპოვიათ)(სულაძე, 2012, გვ. 351).

    1942 წლიდან ტყვედ ჩავარდნილი მათე კერესელიძის ბედი ოჯახისათვის უცნობი იყო. 1956 წლის 16 თიბათვეს, ვეზინეში ბარათი მოვიდა: ,,ეს მათეს პირველი წერილი იყო, რომელმაც დიდი სიხარული გამოიწვია, ვინაიდგან, - 13 წლის საშინელი განცდების შემდეგ - გავიგე და დავრწმუნდი მათეს კარგად ყოფნაში... მათე მწერს თუ მამიდა ელენე და ლიზა თუ არა ამდეხანს სიცოცხლესაც ვერ შევინარჩუნებდიო“  (კერესელიძე, ვეზინე,  16 თიბათვე 1956).

        ,,ჩემო ძვირფასო ელენე!

    მივიღე შენს მიერ და ლიზას მიერ გამოგზავნილი ფული. ხომ ვიცი, როგორ გიძნელდებათ და პირდაპირ გული მეწვის. რადგანაც ჩემი აქ ყოფნა გაგრძელდა და ვინ იცის კიდევ რამდენი ხანი მომიხდება ცდა, ყოველ ძალას ვადებ, როგორმე სამუშაო გამოვნახო. ფიზიკური შრომის მიღება რასაკვირველია უფრო ადვილია, არც მეშინიან. ამ 14 წელიწადში შევეჩვიე; ხოლო მოგება მეტად დაბალია და თანაც ვშიშობდი ავად არ გამხდარიყავ, ისიც მაფიქრებდა,  რომ უკვე სხვა გზის გამონახვა გამიძნელდებოდა და თითქმის შეუძლებელი გახდებოდა.

    ეხლა კი პერსპექტივები გაუმჯობესდა. ახალ აღმოჩენილ ნაცნობებში ჩემი თარგმნის ნიჭის ავტორიტეტი მკვიდრად დავამყარე. ბევრს მშველის ფრანგული ზრდილობა-დიპლომატიის უნარი, რომელიც, როგორც მეუბნებიან, თურმე მაღალ დონეზე მქონია შეთვისებული. ისიც დაუმატე, რომ ფრ. კონსულის ნაჩუქარი, პარიზში შეკერილი, კოხტა თუმცა ცოტა შეხუნებული კოსტიუმი მაცვია, და დროზე ვიცი ანანასით ძღვენის მოტანა (რის შემდეგ მართალია 3-4 დღის მარხვის შენახვა მჭირდება ხოლმე). ერთი სიტყვით, თუ ძალიან არ ვცდები, საქმე საიმედო გზაზეა დაყენებული.

    შემიძლია ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენებიდან ვთარგმნო, აგრეთვე ფრანგულ და გერმანულ ენაზე წერა, რომელიც რასაკვირველია ბევრად უფრო ხელსაყრელია. ხელთ მაქვს ინგლისური რომანი, რომელიც ჩემის დარწმუნებით აქ მისაღებია და ერთნაირ ყურადღებას მოიმსახურებს, ამაზე მოლაპარაკება მაქვს ,,ვაკრუგ სვეტის“ თანამშრომელთან...“ (კერესელიძე, 1.07.57).

      ,,ამ ერთი კვირის წინ დიდი იმედი მომეცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცოტად ავჩქარდი. საქმე ის არის, რომ ჩვენი ჯგუფიდან ამ მოკლე ხანში 6 კაცი უნდა წავიდეს, ერთი მათგანი ბელგიაში მიემართება, - ჩემ ოთახში ცხოვრობს. და მას ეჩვენა, რომ უცხოელთა განყოფილების უფროსმა სთქვა, რომ განყოფილებამ განკარგულება მიიღო ფესტივლის წინ ყველანი გავეშვით. როგორც გამოვარკვიე, ეს განკარგულება ეხებოდა ამ 6 კაცს. მართლაც უნდა წავიდნენ 23-ში. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რიგიც მალე მოვა. იგივე დროს ჩავაბარე განცხადება გასვლის შესახებ. პარიზიდან, დიდი ხლაფორთის შემდეგ ჩემი დაბრუნების ფული საელჩოში გადმორიცხეს.

       ჩემი ძმის ლულუს, წერილმა შემაფიქრიანა. თურმე მამა ავად ყოფილა. ლულუ იწერება არაფერი სერიოზული არ არისო... მინდა დავიჯერო, რომ სახიფათო არაფერია, მით უმეტეს, რომ მამა ყოველთვის რკინის ჯანმრთელობის იყო“ (კერესელიძე. კალინინი,  20.09.57).

     კალინინიდან  სულ მალე მათეს კიდევ ერთი ახალი წერილი მოვიდა, რომელშიც იტყობინებოდა: ,,ამ ოთხ საათში გავფრინდები. მე ვაპირებდი მატარებლით გამგზავრებას, მაგრამ კონსულმა ოფიციალურად მოითხოვა ჩემი თვითმფრინავით წასვლა. ამის გამო ფული იქიდან გამოგზავნილი და დაცემული კურსით გადმოცემული არ მეყო, მით უმეტეს, რომ ვალებში ჩავარდნილი ვიყავი, ისე, რომ მიუხედავად მთელი ჩემი გულისტკივილისა, იძულებული გავხდი, შენი და ლიზას მიერ ტელეგრაფით გამოგზავნილი ფული გამომეტანა. თუმცა ჯერ ვაპირებდი უკან გამოგზავნას. ერთი რამ მანუგეშებს, მეტს აღარ გაწვალებ, და თუ რამედ კიდევ ვივარგე და კაცობა ისევ დამრჩა, დაგიმტკიცებ, რომ შენი სიკეთე არ დამავიწყდება.

     რომ გამახსენდება ვერ გნახე, ვერ შემოგეხვიე, შენ და შენს საყვარლებს და ვერ გაკოცეთ - გული მიკვდება. მაგრამ ვინ იცის, ბედი კიდევ რას მოგვიტანს?

     მამა უკანასკნელ წერილში გამომიტყდა, რომ დიდხანს ავად იყო, და როგორც გავიგე მძიმედ, ეხლა ბევრად უკეთ არის. ხვალ შემოვეხვევი. და თუ ჯანმრთელი ჩავედი, ეს შენი და ლიზას მადლია“

     მათე კალინინიდან გაგზავნილ უკანასკნელ წერილში მამიდას - ელენე გლურჯიძეს სთხოვდა: ,,სვიმონ ყაუხჩიშვილი თუ ნახო გადაეცი მოკითხვა. გამსახურდიას თუ ხვდები გადაეცი ჩემი პატივისცემა, მგონი არ დაავიწყდა თავისი  მოწაფე“ (კერესელიძე, კალინინი, 3.09.57).

     დილის 3 საათზე დაწერილი ეს ბარათი იმედებითა და რწმენით იყო აღსავსე. მათე კერესელიძე 15 წლის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახს.

      მთელი ამ წლების განმავლობაში, უკანასკნელ წლების კავშირს თუ არ ჩავთვლით, იგი არა მხოლოდ ამანათებს, არამედ წერილებსაც ვერ ღებულობდა ახლობლებისაგან. გიორგი კერესელიძესაც ეგონა, რომ მათე დახვრეტილი იყო, მაგრამ შინაგანად მშობლის გული მაინც ელოდა.

      მათე კერესელიძის სურვილი იყო პატიმრობის გასვლის შემდეგ თავის სამშობლოში ჩასულიყო, რათა ბავშვობის ოცნება და ნატვრა აესრულებია, მაგრამ იგი მკაცრად გააფრთხილეს: - თუ უკან შებრუნება არ უნდოდა, მაშინ ამ განძრახვაზე ხელი უნდა აეღო.

,,ჩემო ძვირფასო ელენე!

     დიდი ბოდიში, რომ აქამდის არ მოგწერე. თუმცა ათ დღეზე მეტია, რომ აქ ვარ. საქმე მარტო ის კი არ არის, რომ შეხვედრის სიხარულმა, მეგობრებთან შეხვედრამ, სტუმრების განუწყვეტელმა მისვლა-მოსვლამ, ჩემებთან მთელი ღამეებით ბაასმა არ მომცა დრო წერილის დაწერისა. არამედ ისიც ემატება, რომ აქ თურმე ჩემზე არესტის ბრძანება არსებობდა და ჩამოსვლის მეორე დღეს ციხეში ამომაყოფინეს თავი! თურმე აქაც მქონია 20 წლის კატორღის განაჩენი, რადგანაც შაბათი იყო, საქმეს გამონახვის თავი არავის ქონდა და დიდი ბოდიშით ამიხსნეს, რომ ორი-სამიოდე დღით მომიხდება სახელმწიფო ხარჯზე დასვენება.

    მართლაც, მესამე დღეს გამიშვეს და გამომიცხადეს, რომ ამ მოკლე ხანში ჩემი საქმე წარედგინება სასამართლოს. ამ მთელ ამბავში ის არის სამწუხარო, რომ ადვოკატის აყვანა საჭირო გახდა. და 40 ათასი ფრანკია გადასახდელი. ისე რომ, აქაც არამარტო ოჯახის ხარჯზე ვცხოვრობ, არამედ კიდევ ამისთანა ტვირთით დავაწექი...

     ზედმეტია აგიწერო ჩვენი ბედნიერება, სიხარული და მეგობრების გულთბილი შეხვედრა, შენც კარგად წარმოიდგენ. მამა ისე ღელავდა, რომ ლულუმ აეროპორტზე არ წამოიყვანა, რათა ავად არ გახდესო. შემხვდნენ ლულუ, ნინო და გიორგი. ნინო მარტო იმით ვიცანი, რომ ლულუს გვერდში იდგა და ხელებით შორიდან მესალმებოდა. პირველ წუთს ვერც მოვისაზრე, რომ მაღალი ტანმოყვანილი ახალგაზრდა მისი შვილი უკან იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამი დღის განმავლობაში კარგად გამოვიძინე. სტუმრების გასტუმრების შემდეგ მამას გათენებამდე ვებაასებოდი.

     ნინოს ნელ-ნელა ვეცნობოდი და მგონი დავიმეგობრე. ეს შეხვედრა მართალი გითხრა, ცოტა მაფიქრებდა, მაგრამ მთელი მისი ნდობა და სიყვარული დავიპყარი.

გიორგიც დავიმეგობრე და ახლა მთლად მენდობა“ (კერესელიძე. ვეზინე, 7.10.57).

    მათე კერესელიძეს 15 წელი არ ჰყავდა შვილი ნანახი და მთელი ამ წლების განმავლობაში 2 წლის გოგონას ხატებას ატარებდა, რომელიც დედასთან ერთად დატოვა. მათეს მეუღლე მაია (მარია) დრუჟინინა რუსი ემიგრანტის ქალიშვილი გახლდათ და იგი იყო მთელი ოჯახის ბურჯი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კერესელიძეები უფროსი ძმიდან იასონიდან დაწყებული ლეო, გიორგი და მათეთი გათავებული რუსეთს ებრძოდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მეუღლედ რუსი ეროვნების ქალი მოიყვანა, რაც იმის დასტური გახლდათ, რომ ქართველ ხალხს იმპერიალისტური რუსეთი და მისი ბოროტების მანქანას სძულდათ და არა რუსი ერი.

     მათე კერესელიძემ საცხოვრებლად გერმანია აირჩია. იგი მამიდას ატყობინებდა:     ,,50 წელს გადასული, 15 წელზე მეტი უპრაქტიკო, არავითარი ნამდვილი სპეციალური ცოდნის კაცისთვის, რომლის პასპორტის საკითხიც კი, ჯერ კიდევ გარჩევაშია, საიდანღაც ჩამოსული უცხოელისთვის რასაკვირველია ძნელია მყისვე მოწყობა. მაგრამ ბოლოს მგონი ეხლა შემიძლიან დავმშვიდდე და ჩემი ჯიუტობით ბედმაც ძალიან გამიღიმა - მგონი. ფეხი მყარ ნიადაგზე დავდგი. ჰამბურგში ერთ ქვიშის და ცემენტის ქარხანაში მოვეწყე, ვიმუშავებ კონტორაში. თანაც თარგმანებზე კერძოდ ვიმუშავებ, ისე რომ ოჯახს მოვუვლი“ (კერესელიძე, ჰამბურგი, 31.10.59).

    მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გიორგი კერესელიძე სამშობლოდან შორს გარდაიცვალა და უცხო მიწაში დაკრძალეს... ,,ალბად, ჩვენც უცხო მიწაში უნდა გადავიკარგოთ. ჩვენი შვილები კი და შვილიშვილები ნელ-ნელა გადაგვარდებიან და უცხოეთი მათთვის უცხოეთი აღარ იქნება“ (კერესელიძე, ვეზინე, 16.06.60).

    მათე კერესელიძისათვის მამის დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იყო. მას იმედად ისღა დარჩენოდა, როგორც თვითონ წერდა: ,,მარიამს ლეოს ქაღალდები აქვს, მამასაც ბევრი ნაწერი დაუტოვებია, ძალიან მსურს ოდესმე გადავსინჯო და მოგონების ღირსი არ დაიკარგოს“ (კერესელიძე, ვეზინე, 13.08.60).

       მათე კერესელიძეც უცხო მიწაში იმ რწმენით ჩაესვენა, რომ საქართველოს საბოლოოდ ღმერთი არ გასწირავდა. ნანატრ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას კვლავ აღუდგენდა.


დამოწმება:

1. გაბლიანი, გ (1998). ,,ჩემი მოგონებანი“, ტ I, ქუთაისი.

2. კერესელიძე, მ (1946; 1948). პირადი წერილები, ყარაგანდა.

3. კერესელიძე, გ (1956, 57, 59, 60). პირადი წერილი, ვეზინე.

4. კერესელიძე, მ (1959). პირადი წერილი, ჰამბურგი.

5. სულაძე, გ (2012). ,,ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები“,  

    თბილისი.

6. ქავთარაძე, მ (2007). ,,ცხოვრების 100 წელი“, თბილისი.

 

 

 

                                                                                             Mariam Marjanishvili

                                                                                                Doctor of Philology

                                                                                                   Scientific worker

                                                                              Kutaisi State Historical Museum                                                                                       

 

                         Mate Kereselidze's epistles tell us

    During the World War II a large number of young Parisian emigrants joined anti-soviet organisations. They hoped that Germny would defeat Russia, which will give the Georgian emigrants the opportunity to restore Georgia’s independence.

     Giorgi Kereselidze’s eldest son, Mate was the first to join the anti-soviet organisation “Tamar I” as an interpreter.

     The Georgians from this group were trained as saboteurs-parachutists who were to land in Caucasus.

     “Indeed, in late spring or early summer of 1942, Mate Kereselidze’s group from Tamar I landed in north-west part of Georgia. Some were killed and some were wounded during the fight against soviet forces, others were taken hostage. Mate was among the minority who, surprisingly, were released after 14-15 years of imprisonment and were let to returm to the West”.

     In 1946 Mate Kereselidze sent his first letter from the camp to his aunt who lived in Tbilisi, in which he asked his relatives and friends for help.

      In a small town near Paris, Mate’s father, his wife and children, his brother and nephews were looking forward to his return and this day finally came on September 20, 1957.

      Russian imprisonment didn’t seem to be enough so the French government sentenced him to 20 more years of hard labour. The court acquitted Mate and he moved to Germany where he made his living by translating.  

     Mate Kereselidze’s dream to returm to Georgia remained unfulfilled: “Perhaps, we will be lost in strange lands. And our children and grandchildren will gradually change and strange lands will no longer be strange for them”.

 

 

 

 

Retour début