radio 1 Tbilisi
°
|
|

31 მაისი
26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ემიგრაციის მუზეუმში შევიკრიბეთ, სადაც აღინიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და პატივი მივაგეთ იმ ღირსეულ ადამიანთა ხსოვნას, რომელთაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ შეკრებას ესწრებოდა საფრანგეთიდან ჩამობრძანებული საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთიანი ფრთის ყოფილი თავმჯდომარის ელისე პატარიძის ვაჟი,საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე, საფრანგეთში პირველი ქართული ვებ-გვერდის Samshoblo.org-ის დამაარსებელი, საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქე ბ-ნი ოთარ პატარიძე და რახან ბ-ნი ოთარი თბილისში მოვიხელთეთ, ბუნებრივია, იგი სტუდიაში მოვიწვიეთ.
სტუმრები: ოთარ პატარიძე, პროფესორები ოთარ ჯანელიძე და პაატა სურგულაძე.
ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე