°

retour Page d'accueil

 

დაბრუნება პირველ გვერდზე  

JOURNÉE DU SOUVENIR DU 18 09 2010 À LEUVILLE

18 09 2010 წ ხსოვნის დღე ლევილში

ph

Photographie de Merab Odichelidze , Bogdan Mytrowytch , Daredjane Zourabichvili , Mery Zourabichvili et Othar Pataridze

ph

Comptes rendus  en géorgien de,  Eka Khindjakadze et Nino Tandilachvili

ph

Vidéos Othar Pataridze

ph

Pétition signée par les réfugiés de territoires occupés


Photos


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Compte  rendu de Eka Khindjakadze

18/09/2010
ეკა ხიჯაკაძე, პარიზი

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება გაიხსენეს და 18 სექტემბერს ლევილში, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ქართველთა სათვისტომო საფრანგეთში ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს. მოგონების დღე ტრადიციულად ლევილის სასაფლაოზე სულთა მოსახსენებელი პანაშვიდით იწყება
რის შემდეგაც ქართველ ემიგრანტთა ისტორიული კარ-მიდამო სტუმრებს ქართული ტრადიციული სუფრითა და ღვინით უმასპინძლდება.

ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების აღნიშვნის პარალელურად, რომლის დროსაც მრავალი ქართველი მებრძოლი დაიღუპა,
ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ ასევე პატივი მიაგო იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს დასაცავად გასწირეს თავი.

საფრანგეთში მყოფმა ქართველმა დევნილებმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სიმბოლურად ხელი მოაწერეს საქართველოდან ჩამოტანილ დევნილთან საპროტესტო დოკუმენტს რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემათ.

ამ დღეს ლევილში აფრიალებული ძველი და ახალი ეროვნული დროშები, აჟღერებული ჰიმნები საქართველოს ძველ და ახალ ისტორიას ერთმანეთს მჭიდროდ აკავშირებდა. მოგონების დღეს ამშვენებდნენ ქართველ მომღერალთა გუნდები: „მარანი“, „ქართული ჰარმონია“, „ლაზი“ და სხვა ნიჭიერი მომღერლები. „უწინ გლოვის დღე იყო, თანდათანობით ტრადიციაში ცოტა სიმღერა და პოეზიაც დამკვიდრდა. აბა, სულ გლოვა და ტირილი ხომ არ შეიძლება? გულში ვტირით, სახით ვიღიმით“ - გვეუბნებოდა 1924 წლის აგვისტოს მეამბოხეთა გუნდის წევრის, ელისე პატარიძის ვაჟი, საფრანგეთში მცხოვრები ოთარ პატარიძე.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ, კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწორედ ლევილში მზადდებოდა. ორგანიზატორთა და უშუალო მონაწილეთა შორის იყვნენ ვალიკო ჯუღელი, ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დავით ონიაშვილი ...
ამბოხება 28 აგვისტოს დაიწყო, მთელს საქართველოს მოედო და ერთ კვირას გაგრძელდა. თუმცა, ბოლშევიკური მთავრობის მხრიდან მას დიდი სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა და სულ ცოტა 3 000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ქართველი კი დააპატიმრეს და შორეულ ციმბირში გადაასახლეს.

ლევილელი ქართველები დღესაც მწუხარებით აღნიშნავენ რომ საქართველოს ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი აღიარებას მოკლებულია და დღემდე მემორიალის გარეშეა დარჩენილი.
 

Compte  rendu de  Nino Tandilashvili

18 სექტემბერს საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ ლევილში ტრადიციულად «მოგონების დღე» აღნიშნა.

ყოველ წელს ქართველთა სათვისტომო იმ ქართველ მებრძოლებს მოიხსენიებს, რომელთაც, 1924 წლის აჯანყებისას თავი გასწირეს ან სისხლიან რეპრესიებში მოჰყვნენ. მათი სული მოსაგონებლად მამა არჩილმა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე პანაშვიდი გადაიხადა. ამავე დღეს პატივი მიეგო იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

მოგონეის დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოდან ლტოლვილმა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხელი მოაწერეს «დევნილთა გზავნილს ცივილიზებურ მსოფლიოსადმი».

ამ საზეიმო დღის აღსანიშნავად ლევილის შატოშო კონცერტი გამართეს ქართველ მომღერალთა გუნდებმა.

წმ. ნინოს ეკლესიის გუნდი ოთარ პატარიძის ხელმძღვანელობით
მარანი, მამაკაცთა გუნდი
მადრიქალი, ქალთა გუნდი
ქართული ჰარმონია
ლაზი
ეს ლამაზი დღე კიდევ ერთი საშუალება იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის ერთმანეთისათვის ემოციების გასაზიარებლად.18 სექტემბერს საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ ლევილში ტრადიციულად « მოგონების დღე » აღნიშნა.


ყოველ წელს ქართველთა სათვისტომო იმ ქართველ მებრძოლებს მოიხსენიებს, რომელთაც, 1924 წლის აჯანყებისას თავი გასწირეს ან სისხლიან რეპრესიებში მოჰყვნენ. მათი სული მოსაგონებლად მამა არჩილმა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე პანაშვიდი გადაიხადა. ამავე დღეს პატივი მიეგო იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

მოგონეის დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოდან ლტოლვილმა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხელი მოაწერეს «დევნილთა გზავნილს ცივილიზებურ მსოფლიოსადმი ».

ამ საზეიმო დღის აღსანიშნავად ლევილის შატოშო კონცერტი გამართეს ქართველ მომღერალთა გუნდებმა.

წმ. ნინოს ეკლესიის გუნდი ოთარ პატარიძის ხელმძღვანელობით
მარანი, მამაკაცთა გუნდი
მადრიქალი, ქალთა გუნდი
ქართული ჰარმონია
ლაზი
ეს ლამაზი დღე კიდევ ერთი საშუალება იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის ერთმანეთისათვის ემოციების გასაზიარებლად.
 

Videos

საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, საუკუნოდ იყოს ხსენება მათი,Que leur souvenir soi éternel !
Discours d'Othar Zourabichvili et signature de la pétition "... discours d'Othar Zourabichvili et signature de la pétition "O.N.U " par les réfugiés d'Abkhazie; ოთარ ზურაბიშვილის სიტყვა და დევნილთა გრაგნილის ხელმოწერ
Discours de Gotcha Djavakhichvili au nom de l'Ambassade de Géo... Discours de Gotcha Djavakhichvili au nom de l'Ambassade de Géorgie en France გოცა ჯავახიშვილის სიტყვა საელჩოს სახელით
Discours de Charles Urjewicz au nom de l'Institut Noe Jordania... Discours de Charles Urjewicz au nom de l'Institut Noe Jordania შარლ ურიევიცის სიტყვა ნოე ჯორდანიას ინსტიტუტის სახელით
Bénédiction de mama Artchill avant le repas მამა არჩილის სუფრ... Bénédiction de mama Artchill avant le repas მამა არჩილის სუფრის კურთხევა
L'ensemble Madrikali "lance" la table" მადრიქალი მღერის ჩვენთ... L'ensemble Madrikali "lance" la table" მადრიქალი მღერის ჩვენთვის და ხსნის სუფრას
"Longue vie !" par les enfants de l'ensemble LAZI მრავალ ჯამ... "Longue vie !" par les enfants de l'ensemble LAZI მრავალ ჯამიერს ასრულებს ახალგაზრდათა ანსამბლი "ლაზი"
"les montagnes de Chatili" par l'ensemble LAZI ახალგაზრდათა ა... "les montagnes de Chatili" par l'ensemble LAZI ახალგაზრდათა ანსამბლი ლაზი "შათილის მთები"
Mival Guriachi par l'ensemble Madrikali მივალ გურიაში "ანსამბ... Mival Guriachi par l'ensemble Madrikali მივალ გურიაში "ანსამბლი მადრიქალი

 

Chen khar venaxi , en mémoire de Thamar Pataridze née Alchiba... Chen khar venaxi , en mémoire de Thamar Pataridze née Alchibaya შენ ხარ ვენახი , სულის შესანდობარი ქალბატონ თამარ ალშიბაიის პატარიძესძისა

 

Belle Géorgie par l'ensemble Harmonie Géorgienne Belle Géorgie"saqarTvelo lamazo ". Sur un poème d'Ana kalandaZe...1945 "საქართველო ლამაზო " ქარი გიმღერის ნანასა..ანა კალანდაძე 1945

 

"atcharuli" puis "ganda gan "par marani et ceux qui s'est joi... "atcharuli" puis "ganda gan "par marani et ceux qui s'est joint à eux ....çà chauffe !!!! "აჭარული" და "განდა გან"ანსამბი მარანი და ვისაც ეხასიათებოდა ....გაახურეთ ბიჭებო და გოგონებო !!!!

 

Arrangement sur l'air de Tbilissi" ... Nathela Davrichachvili ... Arrangement sur l'air de Tbilissi" ... Nathela Davrichachvili . Arrangement sur l'air de Tbilissi" ნათელა დავრიშაშვილი " თბილისზე"

 

Suite..Nathela Davrichachvili . Arrangement sur l'air de Tbil... Suite..Nathela Davrichachvili . Arrangement sur l'air de Tbilissi" ნათელა დავრიშაშვილი " თბილისზე"

 

otkhi nana par "Marini" ოთხი ნანა ...ვაშა გურულება ! ვაშა ! 4 nana par "Marini" ოთხი ნანა ...ვაშა გურულება ! ვაშა !

 

"krimantchuli" par l'ensemble Marani et ceux qui pouvaient sui... "krimantchuli" par l'ensemble Marani et ceux qui pouvaient suivre !!!!!

 

 

Oh ma belle Patrie pouqoui t'est tu attristée , d'après un poèpe d'Ilia Tchavtchavadze ჩემო კარგო სამშ... Oh ma belle Patrie pouqoui t'est tu attristée ჩემო კარგო ქვეყანავ რაზედ მოგიწყენია ! ილია ჭავჭავაძე

 

 

Khemkvai par l'ensemble Madrikali ხემხვაი "ანსამბლი მადრიქალი

 

final de la journée " danse chantée Atchare ამ ღონისძიების ბოლ... final de la journée " dans chantée Atchare ამ ღონისძიების ბოლო ცეკვა "აჭარა"
 
       

 


Géorg

 

Retour début