Les enseignements de l'Insurrection de 1924  par Otar Janelidze

Résumé

Ce rapport répond aux questions:

  • Qu'est-ce que la rébellion de 1924 a enseigné à ses organisateurs, partis anti-soviétiques et de leurs dirigeants, et à la communauté géorgienne dans son ensemble?

  •  Quelles conclusions ont-ils tiré de cet événement?

  • Comment et par qui  a été analysée  l'épopée héroïque mais également tragique d'Août, ?

Une étude critique du soulèvement et une analyse  impartiale d' Août 1924 a mis en évidence plusieurs des leçons de l'histoire:
Dans la lutte ayant pour objectif la consolidation nationale commune ; en premier lieu ,- la force intérieure, la confiance mutuelle et l'unité des différentes couches sociales et des forces politiques,, est une chose essentielle.
 

  1. Nous ne devrions jamais être isolés de la réalité. Nous devrions évaluer adéquatement simultanément nos propres capacités et et celles de l'adversaire.

  2. Nous ne devrions pas fixer des tâches impossibles pour la nation, qui ne peut être accomplies à court terme.

  3. Nous ne devrions pas avoir des attentes exagérées et des espoirs d'assistance extérieure.


Après la défaite de l'insurrection en Géorgie les forces nationales patriotiques qui luttaient pour la liberté qui étaient restées, avaient d'autres moyens de lutte pour la libération. Après 1924 au lieu d'une confrontation armée avec le régime soviétique, Elles ont choisi des formes pacifiques de résistance et des actions déplacées vers des fronts culturels et éducatifs. 

  • Dans ce rapport  cette méthode est considérée avant tout comme une tactique constructives, "l'adaptation réaliste "," "l'attente active "et" attendre  le moment propice".

  • L'émigration politique géorgienne a également abandonné l'idée de la résistance armée pour la liberté nationale. Elle a maintenu la ligne politique de la lutte contre les bolcheviks, mais a révisé les tactiques militaires et connecté la question de la restauration de l'indépendance de la Géorgie à la crise interne et externe qui pourrait se produire dans l'empire soviétique et à la maturation des conditions internationales favorables.


1924 წლის აჯანყების გაკვეთილები

 

            რა ასწავლა 1924 წლის აჯანყებამ მის ორგანიზატორებს, ანტისაბჭოთა პარტიებსა და მათ ლიდერებს, მთლიანად ქართველ საზოგადოებას? რა გაკვეთილი მიიღეს, რა დასკვნები გამოიტანეს მათ მომხდარი მოვლენიდან? ვინ და როგორ გააანალიზა აგვისტოს გმირული, მაგრამ იმავდროულად ტრაგიკული ეპოპეა? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩვენში ბევრი დაიწერა 1924 წლის აჯანყების თემაზე, ეს საკითხი კონკტრეტული კვლევის საგნად არავის გაუხდია.

          Qu'est-ce que la rébellion de 1924 a enseigné à ses organisateurs, partis anti-soviétiques et de leurs dirigeants, et à la communauté géorgienne dans son ensemble? Quelles conclusions ont-ils tiré de cet événement? Comment et par qui  a été analysée  l'épopée héroïque mais également tragique d'Août ? On a  beaucoup a été écrit sur   l'insurrection 1924 pendant les 20 à 25 dernières années, mais personne n'avait encore fait de cette question un sujet de recherche..

წინამდებარე ტექსტში მე 1924 წლის აჯანყებისადმი რამდენიმე მთავარი აქტორის დამოკიდებულებას წარმოვაჩენ. ესენია: ხელისუფლება (საბჭოთა რეჟიმი), პოლიტიკური ემიგრაცია და ქართული საზოგადოება. საკითხს დავყოფ აჯანყების წინა პერიოდით და აჯანყების მომდევნო დროით.

En préambule du présent texte concernant l'attitude vis à vis de l'insurrection de 1924 je vais en citer les  principaux acteurs _ s'agît notamment : du gouvernement ( régime soviétique), de l'émigration politique et la société géorgienne en distinguant les périodes pré et post-'Insurrection.

დავიწყოთ საბჭოთა ხელისუფლებით:   Commençons par le gouvernement)

            1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო დამარცხდა საბჭოთა რუსეთისაგან მისთვის თავსმოხვეულ, უთანასწორო ომში, რის შედეგადაც რუსეთმა ხელმეორედ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა. დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო. ახალი ხელისუფლება, იგივე კომუნისტური რეჟიმი, რომელიც დაეყრდნო სამხედრო ძალასა და ქვეყანაში მეხუთე კოლონის არსებობას, მოსახლეობის დამორჩილებას რეპრესიების მეშვეობით შეუდგა. მართალია, თავდაპირველად გამოცხდდა ამნისტია პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ, მაგრამ მალე შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან თუ პიროვნებებთან ბრძოლის განსაკუთრებული ორგანო - საქართველოს საგანგებო კომიტეტი (,,ჩეკა“), რომელიც ენერგიულად შეუდგა მუშაობას. ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მოშლისა და ეროვნული თვითმყოფადობის შეზღუდვის პარალელურად, მასობრივი ხასიათი მიიღო  უსაბუთო ჩხრეკებმა, რეკვიზიციებმა, კონფისკაციებმა და დაპატიმრებებმა. დაიწყო დახვრეტებიც. ყოველივე ეს ზრდიდა უკმაყოფილებას მოსახლეობის იმ წრეებში, რომელთათვისაც ახალი რეჟიმი ისედაც მიუღებელი იყო. საბჭოთა ხელისუფლების ანტიქართული პოლიტიკა ქართველ ხალხში შეურიგებლობისა და წინააღმდეგობის სულისკვეთებას აძლიერებდა.

En Février-Mars 1921, la Géorgie a perdu face à la  Russie soviétique qui s'est imposée, par guerre inégale, laquelle a entraîné la reconquête  par la Russie de notre pays. La République démocratique s'est effondrée. Le nouveau gouvernement,_le régime communiste,_ qui s'appuyait sur la puissance militaire et la cinquième colonne dans le pays, a commencé à soumettre la population au moyen de répressions. Bien qu'initialement une amnistie fût annoncée pour les  opposants politiques, mais bientôt un organe spécial - "le Comité spécial (Tchèka)  "  a commencé à travailler vigoureusement avec le gouvernement soviétique pour  s'opposer aux organisations contre-révolutionnaires , groupes ou individus. Pour limiter les aspirations à l'indépendance nationale de la Géorgie , au moyen  : de fouilles,  de réquisitions, de confiscations et d'arrestations. Les exécutions ont commencé. Tout cela a accru le ressentiment de ces cercles, qui se persuadait que le nouveau régime était  inacceptable dès le début. La politique anti-géorgienne du gouvernement soviétique et la résistance du peuple ne faisait qu'en renforcer la résistance.

            როგორი იყო ქართველი საზოგადოების პოზიცია?

Quelle était la position de la société géorgienne ?

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამი წლის განმავლობაში ასე თუ ისე მოასწრო საკუთარი სახელმწიფოებრიობის განცდა და ახლა იგი ძნელად თუ შეეგუებოდა მის დაკარგვას.

დამპყრობლის წინააღმდეგ პროტესტს პირველ ხანებში მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მალე სვანეთში ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა, ხოლო 1922 წელს იარაღი ფშავ-ხევსურეთმაც აღმართა. ეს ლოკალური ამბოხებებიც წარუმატებლად დასრულდა.

            საქართველოს განთავისუფლებისათვის ძალთა დარაზმვისა და მტრის წინააღმდეგ მოქმედების სახელმძღვანელოდ 1922 წლის აპრილში თბილისში ,,დამოუკიდებლობის კომიტეტი“ (იგივე ,,პარიტეტული კომიტეტი“) ჩამოყალიბდა. იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა, გაერთიანებულმა ეროვნულ-დემოკრატიულმა, სოციალისტ-ფედერალისტთა, ესერთა და დამოუკიდებელმა სოციალ-დემოკრატიულმა (,,სხივი“) პარტიებმა შეადგინეს.

Une proportion importante de la population de la République démocratique après trois ans ou moins d'existence  avait apprécié son propre état et  il était difficile d'accepter sa perte.
Initialement, la protestation contre l'envahisseur a été pacifique , mais elle n'a pas abouti aux résultats souhaités. Bientôt la rébellion anti-soviétique dans la région de  Svanethie , et en 1922 la région de Pshav Khevsurethie s'est soulevée. Ces rébellions locales se sont avérées  infructueuses.
Afin de se libérer de  l'ennemi et armer  ses propres forces a été formé en Avril 1922 le Comité pour l'indépendance ,, "(ou, Comité paritaire») . Il a été fondé par les partis, social-démocrate, national-démocrate, social-fédéral, social-révolutionnaire.

საქართველოს ,,დამკომთან“ საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის ,,გაერთიანებული სამხედრო ცენტრი“ დაარსდა. საქართველო პარტიზანული რაზმებით მოიფინა.

,,მცირერიცხოვანი პარტიზანული რაზმების არსებობას თავდაპირველად ის დანიშნულება გააჩნდა, რომ მათ უნდა განემტკიცებინათ ხალხის მებრძოლი სულისკვეთება, რწმენა და იმედი ჩაენერგათ მის წიაღში. ... ამავე დროს მოძალადე ხელისუფლებასაც უნდა შეკვეცოდა კადნიერება, რომ თავი დაუსჯელად არ ეგრძნო“.[1]

            ალექსანდრე ასათიანის სიტყვით, დაწყებულ მზადებას არ ჰქონია მოკლე და დროებითი მიზნები. ის არ წარმოებდა უსათუოდ აჯანყებისათვის, არამედ გადამწყვეტი მომენტისათვის, როდესაც გამოისახებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური შესაძლებლობა გარეშე შურისძიებისა და სამოქალაქო ომისა.[2]

            ანტისაბჭოთა პარტიების საპროტესტო საქმიანობა ძირითადად არალეგალურად წარიმართებოდა, მაგრამ იგი საზოგადოების სხვადასხვა ფენის მხრიდან თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ჰპოვებდა. ეს გარემოება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დამატებით ძალას სძენდა და მეტ გასაქანს აძლევდა.

Avec le  "Comité pour l'Indépendance" de la Géorgie , dans le but de libérer la Géorgie a été créé le "Conseil de Sécurité" et les troupes partisanes on couvert le territoire de la  Géorgie .
,, La première mission de ces petits groupes de guérilla , était d'inculquer en son sein et de renforcer l'esprit de combat, la foi du peuple et l'espoir ..Simultanément  le gouvernement devait réduire l' impudence afin de ne pas faire ressentir  un sentiment  l'impunité ». [1]
D'après les mots d'Alexandre Asatiani , les préparatifs commencés n'avaient pas d'objectifs à court et à moyen terme. Il aurait mené la rébellion, à moment crucial, où véhiculée par la possibilité réelle de la restauration de l'indépendance et de la guerre civile, sans représailles. [2]
Les activités illégales menées principalement dans les partis de protestation anti-soviétiques, étaient soutenus par la  sympathie et le soutien de divers secteurs touchés. Ce mouvement de libération nationale de circonstance et ceux qui sont se sont ajoutés  au mouvement donnant une plus grande force et une plus grande portée.
 

რაც შეეხება პოლიტიკურ ემიგრაციას:    Concernant l'émigration politique

            საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობილი მთავრობა და დამფუძნებელ კრებაში შემავალი პარტიების ლიდერთა უმრავლესობა იძულებული გახდა უცხოეთში გახიზნულიყო. ქართულმა ემიგრაციამ ბინა ძირითადად საფრანგეთში დაიდო. ხელისუფლებისა და ოპოზიციურ ძალების საქმიანობა აქ უფრო კოორდინირებულად წარიმართა. პოლიტიკურმა ემიგრაციამ კავშირი დაამყარა საქართველოში მოქმედ განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელობასთან და პარალელურად, გაშალა მუშაობა ევროპაში პოლიტიკური, ფინანსური თუ სამხედრო ხასიათის დახმარების მისაღებად.

Le gouvernement déchu de la République démocratique  et la majorité des chefs de partis de l'Assemblée constituante ont été contraints de s'exiler à l'étranger. L'émigration géorgienne a principalement élu domicile en France.  Les forces du Gouvernement  d'opposition s'y sont organisées d'une manière plus coordonnée. La direction politique du mouvement de libération dans l'émigration est rentrée en relation  avec la direction du  mouvement de libération de la Géorgie et parallèlement, a orienté son action vers l'Europe afin afin de  d'obtenir son assistance -politique, financière et militaire.

ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საფუძველზე, 1922 წლის სექტემბერში განმათავისუფლებელი ბრძოლის გამაერთიანებელი ორგანო, დამოუკიდებლობის კომიტეტის სახით, პარიზშიც დაფუძნდა. ასე, რომ ფართო ანტისაბჭოთა აჯანყება, მიუხედავად იმისა, რომ მის იდეას ბევრი არ იზიარებდა, როგორც ,,შინ, ისე გარეთ“ მზადდებოდა[3] (ცნობილია, რომ ემიგრანტულმა მთავრობამ 1924 წლის დასაწყისში მოიწვია სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ,,თუ მდგომარეობა საკმაოდ მომზადებულია არა მხოლოდ შეთქმულებისათვის, არამედ ნამდვილად სახალხო გამოსვლისთვის კავკასიის მასშტაბით (საქართველო, აზერბაიჯანი და მთა), გამოსვლა უნდა მოხდეს. ...საერთაშორისო მდგომარეობა ყველა შემთხვევაში ხელს არ უშლის გამოსვლას“).[4]


იმ იმედით, რომ შეიარაღებულ გამოსვლას მეზობელი ხალხებიც შეუერთდებოდნენ და ევროპაც დახმარების ხელს გამოიღებდა, 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო. იმედები ფუჭი გამოდგა. საქართველოში აღმართული აჯაყების დროშა ბრძოლის ველზე ეულად დარჩა. თავგანწირულ ქართველებს არსაიდან არავინ მიშველებია. აჯანყებამ მარცხი იწვნია და უზომო მსხვერპლიც მოჰყვა. მამულის დახსნის კეთილშობილურმა იდეამ დიდძალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სასტიკად იძია შური და მებრძოლ საქართველოს მასობრივი რეპრესიებით გაუსწორდა.

C'est dans l'espoir d'un soutien des peuples voisins et de l'aide de l'Europe que le  soulèvement a commencé le 28 Août 1924 .  Ces espoirs s'évanouirent. Le  drapeau géorgien de l'insurrection  hissé sur le champ de bataille y est resté bien solitaire . Personne n'est venu au secours des Géorgiens  sacrifiés . L'insurrection à été vaincue faisant  d'innombrables victimes . La noble idée de sauver la  Patrie s'est traduite par une énorme perte en vies , et c'est par des  répressions de masse que le  gouvernement bolchevique  s'est terriblement  vengé de  la Géorgie combattante .

            გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ,,1924 წლის აჯანყებამ საბჭოთა ხელისუფლების ყველა მოლოდინი გაამართლა“.[5] აგვისტოს აჯანყებით ხელისუფლებამ მისთვის სასურველი რამდენიმე შედეგი მიიღო:          

1. ბოლო მოუღო საბჭოთა რეჟიმთან დაპირისპირებული პარტიზანულ რაზმებს და წელში გასტეხა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა;

2. სახელი შეუბღალა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას და მიაღწია მისი გავლენის შესუსტებას;

3. ფაქტობრივად გაანადგურა ანტისაბჭოთა პოლიტიკური პარტიები  საქართველოში და იქცა ერთადერთ უალტერნატივო ძალად.

On peut dire que la rébellion de 1924, a justifié toutes les attentes du gouvernement soviétique ,,»[5]

À la suite de  la rébellion d'Août  les  autorités compétentes ont pris quelques mesures adéquates :
1. Le régime soviétique à mis fin à la guérilla adverse et a brisé le  mouvement de libération nationale;
2. Elle a discrédité la réputation de l'émigration politique géorgienne et a affaibli son influence ;
3. Elle a de fait annihilé les partis antisoviétiques en Géorgie et a été  la seule alternative .

            ყოველივე ამის ფონზე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ საჭიროდ მიიჩნია, თავის წრეში ემსჯელა და განეხილა  აჯანყების პერიპეტიები. რა შეფასება მიეცა აგვისტოს აჯანყებას და გამოიტანა თუ არა რაიმე დაკვნები ხელისუფლებამ მომხდარი ფაქტიდან?

Dans ce contexte, la direction du parti communiste a jugé nécessaire d'examiner et de discuter des péripéties de  la rébellion . Comment  a été évaluée et jugée l'insurrection d'Août et quelle conclusions en a tiré le Gouvernement ?

            თავდაპირველად აჯანყების თემას  საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის კომიტეტის გაფართოებული პლენუმი მიეძღვნა, შემდეგ კი ცენტრალური კომიტეტის პლენუმიც გაიმართა. ამ პარტიულმა შეკრებებმა მოისმინეს ხელმძღვანელი ბოლშევიკების მიხეილ კახიანისა და სერგო ორჯონიკიძის  მოხსენებები და მიღებულ რეზოლუციებში დაგმეს აჯანყება, როგორც ,,კონტრრევოლუციური და ავანტიურისტული გამოსვლა“. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შესახებ იმსჯელეს აგრეთვე მოსკოვში გამართულ საკ. კპ (ბ) ოქტომბრის პლენუმზეც. საბჭოთა ხელისუფლება აჯანყებას განიხილავდა, როგორც ,,სოციალურს და ანტიკომუნისტურს: ცდას ,,მენშევიკური წყობის რესტავრაციისა“.[6]  

Tout d'abord le Comité du Parti communiste a consacré un  plénum élargi au thème de la  rébellion., suivi d'un  Plénum du Comité central; C'est au cours de ces rassemblements  du Parti bolchevique qu'ont été développés les rapports de Sergo Ordjonikidze et de Mikhail Kakhiani dont le résultat s'est soldé par les  résolutions condamnant l'insurrection en la qualifiant de "contre-révolutionnaire" et d'"aventureuse ",,  Il a également été question du  soulèvement de Août 1924  a Moscou lors du Plénum d'Octobre du Comité central du parti communiste  (b) .Les autorités soviétiques ont qualifié la rébellion comme une tentative Menchévique de restauration "antisoviétique et antisociale"[6]

აჯანყების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის კომუნისტურ ფორუმებზე წინა პლანზე სოციალური და ეკონომიკური  საკითხები წამოიწია და ძირითადი აქცენტიც მათზე გადავიდა. სოფლად ჯანმრთელობის დაცვის უკეთ მოწყობა და მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მასწავლებელებისა და მილიციის მუშაკთათვის ხელფასების მომატება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, კოოპერატიული მოძრაობის გაფართოება - აი, პრობლემათა წრე, რომელთა გადაჭრითაც, ხელისუფლების აზრით, მიიღწეოდა ანტისაბჭოთა გამოსვლებს თავიდან აცილება. ,,როდესაც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკურ-კულტურული და პოლიტიკური ფრონტების განმტკიცებას, ჩვენ დავიპყრობთ იმათაც, რომელნიც საბჭოთა ხელისუფლების უკვე მეოთხე წლისთავზეც განზე დგანან“, დაასკვნიდა მიხეილ კახიანი თავის გამოსვლაში თბილისის კომუნისტური აქტივის წინაშე.[7]       

Les facteurs qui ont conduit à soulever  les  questions sociales et économiques   au premier plan du Plénum du parti communiste  sont :  L'amélioration des soins de santé en milieu rural ainsi qu'une meilleure mise à disposition des médicaments; l'augmentation du salaire des enseignants et  de la police, ainsi que l'amélioration des conditions matérielles ; l'élargissement du mouvement coopératif - Voilà les problèmes  qui  d'après le  gouvernement n'auraient pas réussis à être traités si les manifestations antisoviétiques s'étaient poursuivies, ,, Lorsque nous serons en mesure de renforcer les fronts économiques, culturels et politiques, nous vaincrons ceux que les autorités soviétiques en place depuis quatre ans ont combattu ", Telle a été la conclusion du discours de Mikheïl  Kakhiani devant l'assemblée communiste. [7]
    
. ორჯონიკიძე ერთგვარი თვითკრიტიკით მიუთითებდა: ჩვენ შეგვიძლია აჯანყება ,,დავაბრალოთ მენშევიკებს..., მაგრამ აჯანყებისათვის იყო ნიადაგი. კარგი ცხოვრების გამო, როგორც ვიცით, არავინ ჯანყდება. როგორც ჩანს, გლეხობა ცუდ მდგომარეობაში იყო, რადგან მან დაუჯერა მენშევიკებს და აჯანყდა.[8]

               S. Ordjonikidze dans une  sorte d'autocritique, a déclaré :" Nous pouvons accuser  les mencheviks pour laa rébellion, mais il y avait des raisons pour cette insurrection  mais  comme nous le savons , personne ne se révolte  quand less conditions de vie sont favorables. Comme il y paraît celles de la paysannerie qui avait fait confiance aux mencheviques  étaient mauvaises  et c'est pour cette raison qu'elle s'est  révoltée ". [8]

კომუნისტებს სიტყვა არ დაუძრავთ აჯანყების გამომწვევ უმთავრეს მიზეზზე, იმაზე, რომ საბჭოთა რუსეთმა ძალმომრეობით ბოლო მოუღო საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ქართველი ერის თვითმყოფადობასაც წალეკვით დაემუქრა. თუმცა კრემლის წინაშე სერგო ორჯონიკიძეს მაინც მოუწია ეღიარებინა, რომ ,,აჯანყება დაიწყო ,,დამოუკიდებელი საქართველოსდროშით, ,,რუსების გაძევებისადა საქართველოს ,,რუსების ჩაგვრისაგან განთავისუფლების ლოზუნგით.[1]  მე დავძენდი, რომ აჯანყება არა მარტო დაიწყო ამ ლოზუნგებით, არამედ ეს იყო მისი ანი და ჰოეც.

 

ხელმძღვანელ ქართველ ბოლშევიკთა შორის, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ბესო ლომინაძე იყო, რომელიც, სხვებისაგან განსხვავებით, არ მალავდა და მიუთითებდა: ,,ჩვენი ეროვნული პოლიტიკით შევიტანეთ გაღიზიანება წვრილბურჟუაზიულ ინტელიგენციაშიდა უკმაყოფილება გავაღვივეთ გლეხობაშიც, ,,რომელიც თავისი ბუნებით ისედაც ნაციონალისტურიაო.[2]

            ხელისუფლება განსაკუთრებით კმაყოფილი იყო იმით, რომ, როგორც თვითონ აცხადებდა, ,,ნაციონალურ საკითხშიკომუნისტური პარტიის სწორმა პოლიტიკამ ,,ჰპოვა თავისი ისტორიული გამართლება“. რომ მათმა ,,პარტიამ დაიჭირა საუცხოო გამოცდა“. ამის საილუსტრაციოდ იშველიებდნენ ფაქტს, რომ საქართველოს ავტონომიური წარმონაქმნები არ ჩაერთვნენ ანტისაბჭოთა გამოსვლაში, პირიქით, ,,აფხაზეთი დაეხმარა სამეგრელოს, აჭარამ შეაიარაღა უპარტიო მასები გურიის კომუნარების დსახმარებლად.[3]

მაშინ არავინ აცხადებდა, მაგრამ დღეისათვის ცნობილია, რომ აჯანყებაში ქართველების გარდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც მრავლად იყვნენ ჩართულნი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიტყვით, ,,ადგილობრივ თათრები, რუსები და ზოგან სომხები ჩვენთან იყვნენ“.[4]  საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს არქივში დაცული ერთი დოკუმენტური წყაროს თანახმად, აგვისტოს აჯანყებაში მინაწილეობისათვის ,,საქჩეკამდახვრიტა 857 ადამიანი. აქედან ქართველი 829, 9 აზერბაიჯანელი, 8 სომეხი, 5 რუსი, 6 სხვა ეროვნების წარმომადგენელი“. არსებობს იმის ოფიციალური ცნობაც, რომ  აჯანყებასთან კავშირისათვის აფხაზეთში სიკვდილით დასაჯეს 11 კაცი.[5]

საკავშირო კომუნისტური პარტიის () ცენტრალური კომიტეტის 1924 წლის ოქტომბრის პლენუმზე გამოსვლისას . ორჯონიკიძემ დახვრეტილთა და მოკლულთა რაოდენობა 980-ით განსაზღვრა და დაამატა, რომ აქედან სულ მცირე ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი თავადაზნაურობა იყოო.[6] სერგო ორჯონიკიძესავე ეკუთვნის სიტყვები: ,,უკეთესია რამდენიმე ათეული მენშევიკის, ნაციონალ-დემოკრატის მსხვერპლი, ვიდრე მუშის და გლეხის ერთი წვეთი სისხლი.[7] დიახ, ბოლშევიკები მსხვერპლს ,,კლასობრივი მიდგომით“, სოციალური და პარტიული ნიშნით ახარისხებდნენ და ,,რევოლუციის ინტერესებიდან გამომდინარე“, უგულვებელყოფდნენ ტრადიციულ მორალურ და ეთიკურ ნორმებს.

საბჭოთა რეჟიმი თავს გამარჯვებულად გრძნობდა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის საბოლოოდ აღსაკვეთად, რეპრესიებთან ერთად, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მცირეოდენ გაუმჯობესებაზეც მოუწია ზრუნვა. ამასთან, გარკვეული ყურადღება აჯანყების პრობლემის გააზრებასაც დაეთმო.

            უნდა აღინიშნოს, რომ აჯანყების, როგორც მოვლენის გააზრებისას,   კომუნისტი ლიდერების მიდგომებში ანალიზს პოლიტიკა ჭარბობდა. პოლიტიკის ნაწილი იყო აგრეთვე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა საგანგებო კრებები, რომლებიც დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყების ჩახშობისთანავე დაიწყო და თითქმის 1925 წლის დადგომამდე იმართებოდა. ცალკეული სოფლების გლეხობა, ფაბრიკა-ქარხნების მუშები, სკოლების პედაგოგები, ამა თუ იმ დაწესებულებათა პროფკავშირები თუ შრომითი კოლექტივები ერთსულოვნად გმობდნენ აჯანყებას და იწონებდნენ ხელისუფლების მოქმედებას მისი ორგანიზატორებისა და მონაწილეთა დასჯის შესახებ.

შესაძლოა, ამ კრებათა ბევრი მონაწილე მართლაც ასე ფიქრობდა, მაგრამ თუნდაც იმის გამო, რომ თვით კრებები ხელისუფლების ორგანიზებული იყომათში მმართველი რეჟმის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო მიღებული რეზოლუციები წვეთი წყალივით ჰგავდა ერთმანეთს, ძნელია ვირწმუნოთ ამ ადამიანთა გულწრფელობა. ამდენად, აღნიშნული კრებების სულისკვეთება ვერ გამოდგება საზოგადოებრივი განწყობის ბარომეტრად.

იგივე უნდა ითქვას ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენელთა კოლექტიურ განცხადებაზეც, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში, ასევე, ხელისუფლების დავალებით მომზადდა და პრესაში გამოქვეყნდა. მასში ვკითხულობთ: ,,შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში მიჩნეულ უნდა იქნას ყოვლად მიუტევებელ დანაშაულად ქართველი ერის წინაშე, მისი სასიცოცხლო ინტერესების დამღუპველად და მომაკვდინებლად. ...უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო საქვეყნოდ გმობს უპასუხისმგებლო და და ავანტიურისტულ გამოსვლას არსებული ძალაუფლების წინააღმდეგ და მას სთვლის ქართველი ერის ინტერესების ღალატად.[8] განცხადებას ხელს აწერდნენ: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, გიორგი გეხტმანი, ნიკო მუსხელიშვილი, გრიგოლ ნათაძე, გიორგი ნიკოლაძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვ. ამათი უმრავლესობა ნამდვილად არ იზიარებდა აჯანყების იდეას და იგი შეცდომად მიაჩნდა, მაგრამ დეკლარაციაში რომ ზოგიერთი ფრაზა ხელისუფლების მოთხოვნითაა შეტანილი და ამძიმებს განცხადების ტონს, ესეც აშკარაა.

ნაკლებად შეიძლება ძალადაუტანებელ, თავისუფალი ნების გამოხატვად  ჩაითვალოს ქართველი სამღვდელოების აზრიც, რომელიც გამოითქვა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაკეთებულ განცხადებაში. აქ აღნიშნული იყო: ,,ვაღიარებთ საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობს ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებას, ვგმობთ 1924 წლის აგვისტოს ავანტურას“.[9]

            როგორი იყო აჯნყების თანამედროვე ქართველი საზოგადოების სხვა ცნობილ წარმომადგენლთა დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი?

            აჯანყებაში მონაწილეობისათვის 1924 წლის სექტემბერში დახვრიტეს ცნობილი მეცნიერის კორნელი კეკელიძის ვაჟი. ,,მამა იძულებული გახადეს გაეკეთებინა საჯარო განცხადება, რომ მისი შვილის დახვრეტა სავსებით სამართლიანი იყო.[10]

გალაკტიონ ტაბიძემ აგვისტოს აჯანყებას პოემა მიუძღვნა, რომლის სათაურია: ,,მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“. პოეტმა აღწერა ხალხის მღელვარება და მთავრობის უსაზღვრო რისხვა. აჯანყებულებთან სისხლიანი ანგარიშსწორება მან ,,თავისუფლების დახვრეტადმიიჩნია. ხელისუფლებამ ჟურნალ ,,მნათობისნომერი, რომელშიც ხსენებული ნაწარმოები გამოქვეყნდა, აკრძალა, ხოლო ავტორი გარკვეული დროით საპყრობილეში ჩასვა.[11]

,,თვითშეწირვის გმირული არსისაგან დაცლილ ხარაკირს“ შეადარა გრიგოლ რობაქიძემ 1924 წლის აჯანყება, რომელმაც, მწერლის შეხედულებით, ,,უმძიმესი ჭრილობა მიაყენა არა მარტო ერის სხეულს, არამედ მის თაურს, პირველარსსაც. მან კი არ გამოაწრთო, არამედ დაასუსტა და დააუძლურა ერის სული“.[12]

თვალსაჩინო ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია იგონებდა: როდესაც პარიტეტულმა კომიტეტმა შემომთავაზა, აფხაზეთში მეხელმძღვანელა აჯანყებისათვის, მე ,,კატეგორიულად ვიუარე გარკვეული მიზეზებით: ეს იქნება ავანტიურა, ხალხი გაიჟლიტება და პარიტეტული კომიტეტი კი გადარჩება მეთქი“.[13]

ნიკო ნიკოლაძე, რომელიც უცხოეთიდან აჯანყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1924 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, შეიარაღებულ გამოსვლას არ ეთანხმებოდა. ცნობილია, რომ იგი საიდუმლოდ შეხვდა საქართველოს პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე ანდრონიკაშვილს და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს შალვა ამირეჯიბს. ორივე მათგანს გააცნო თავისი უარყოფითი აზრი აჯანყების თაობაზე და გადასცა ასევე სპირიდონ კედიას დანაბარები, რომ ევროპის დახმარების იმედი ილუზორული იყო და ასეთ პირობებში გამოსვლას გამართლება არ ექნებოდა.[14]

რუსეთში გადასახლებული ერთ-ერთი უხუცესი სოციალ-დემოკრატი ისიდორე რამიშვილი 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას უწოდებდა ,,შემცდარად გადადგმულ ნაბიჯს“, ამბავს ,,არა მოყვრის გასახარებელს, არამედ მტრისას“. იგი აჯანყების გადაჭრით წინააღმდეგი იყო, გამოსვლა მიაჩნდა ,,პროვოკაციად“, ,,ფრიად საფათერაკოდ და მიზანშეუწონლად“ და მზად იყო, გადასახლების ადგილიდან საქართველოში ჩასულიყო, რათა აჯანყების განზრახვა ჩაეშალა.[15]

გერონტი ქიქოძის სიტყვით, ,,შეთქმულებმა (გულისხმობდა აჯანყების ხელმძღვანელებს,- ო. ჯ.) მეტი რომანტიზმი გამოიჩინეს, ვიდრე საღი პოლიტიკური გონიერება“.[16]

,,აჯანყების რეპრესიების შემდეგ სიძულვილი და მტრობა საოკუპაციო რეჟიმისადმი ხალხში უფრო მწვავეა, ვიდრე ეს წინათ იყო. გადალახულია შიშის გრძობა დახვრეტისა, წამების და გადასახლების. რამდენადაც ქართველი ხალხის განთავისუფლება სხვერპლს ითხოვს, იმდენად იგი დღესაც მზადაა ყოველგვარი სხვერპლი გაიღოს, ოღონდ ზურგს უნდა გრძნობდეს გამაგრებულად“, - ასე წარმოედგინა სპირიდონ კედიას საქართველოში არსებული მდგომარეობა აგვისტოს აჯანყებიდან ახლო ხანებში.[17]

,,ხალხი კვლავ მაგრად არის, მიუხედავად იმ ზარალისა, რომელიც მას აჯანყების გამო თავს დაატყდა. არავითარ ეროვნულ კატასტროფას ადგილი არა აქვს. სრულებით ეროვნული ენერგია ამ აჯანყებით არ ამოწურულა“ აცნობებდა კონსტანტინოპოლში მყოფი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სიმონ მდივანი თავის პარტიის თავმჯდომარე სამსონ ფირცხალავს 1924 წლის დეკემბერში.[18] უნდა ითქვას, რომ ეს გარედან, შორიდან დანახული სურათია, რომელშიც სასურველის რეალურად წარმოჩენის სურვილი გამოკრთის.

ამ თარიღიდან  სულ რაღაც 6 თვის შემდეგ სოციალ-დემოკრატი კონსტანტინე სულაქველიძე თბილისიდან თავის თანაპარტიელებს ემიგრაციაში აცნობებდა: ,,აუტანელია ის მორალური ატმოსფერა, რომელიც დღეს აქ არის შექმნილი. თავის ტერორით მათ (ბოლშევიკებმა - ო. ჯ.) ერთგვარად მიაღწიეს მიზანს. ხალხი, განსაკუთრებით ქალაქში, ძლიერ მოშლილია. ხალხის უდიდეს ნაწილს, რასაკვირველია, სასტიკათ ძაგს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ იმ რიგათ არის დაშინებული, რომ მზათ არის ბატონების შესახედავათ ყოველივე გააკეთოს, რაც მათ სურს. .... ხალხი, მე ქალაქზე ვლაპარაკობ, დაადგა ძველ ნაჩვევ გზას - ჩვენი ინტელიგენცია რომ შვრებოდა ნიკოლოზის დროს: პირში მათ ელაქუცება, პირს იქით კი მზათაა მათ სამარე გაუთხაროს“ .[19]

1926 . 16 ივნისს, ეროვნულ-დემოკრატი ლელი ჯაფარიძე საქართველოდან პარიზში გაგზავნილ წერილში მიუთითებდა: ,,აგვისტოს ამბების მერე ხალხის ნებისყოფა ისეა მოტეხილი, რომ მის აქტიობაზედ ფიქრი არ შეიძლება.[20]

აჯანყების დამარცხების შემდეგ რეპრესიებს გადარჩენილი საქართველოს  ეროვნულ-პატრიოტული ძალები თავისუფლებისათვის ბრძოლის ალტერნატიულ გზას დაადგნენ. საბჭოთა რეჟიმთან შეარაღებული დაპირისპირების ნაცვლად, 1924 წლის შემდეგ კურსი წინააღმდეგობის მშვიდობიანი ფორმებზე იქნა აღებული და მოქმედებამ კულტურულ-საგანმანათლებლო ფრონტზე გადაინაცვლა. როგორც სპირიდონ კედია აღნიშნავდა: ,,ქართველობამ შეიარაღებულ ბრძოლას ხელი შეუშვა და დაქანცული, შინაგანი სულიერის წინააღმდეგობის პოზიციებზე გადავიდა.[21]

თავის დროზე ამგვარ კომპრომისს შალვა ნუცუბიძემ ,,წაწოლის პოლიტიკა“ უწოდა და მასში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის  ,,თავდაცვის ხმლით გაგრძელება იგულისხმა. მას მიაჩნდა, რომ  ,,დიდი წინააღმდეგობის მუხას ძლიერი ქარიშხალი ფესვებიანად მოთხრის, მცირე წინააღმდეგობის ბალახი კი მოიხრება და გადაურჩებაო. მსგავსად ამისა, ჩვენც უნდა წაუწვეთ, ქარიშხალი რომ გადაივლის, ავდგებითო.[22]

ნოე ჟორდანიამ კომპრომისი საბჭოთა ხელისუფლებასთან ოპორტუნიზმად, ,,უვარგის საშუალებად“ მიიჩნია და იგი ,,შეძრომის პოლიტიკად“ მონათლა.  მისი სიტყვით: ,,შეძრომა სარფიანია შემძრომელთათვის, საზიანოა ხალხისათვის. ცხადია, რატომ. შეძრომა შეუძლია თითო-ოროლა პირს, გუნდს, არასოდეს ხალხს“.[23]

ჩემი აზრით, კომუნისტურ რეჟიმთან შეიარაღებულ ბრძოლაზე უარის თქმა და ალტერნატიული გზით ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა-შენარჩუნებისათვის ძალისხმევა ეს იყო ილია ჭავჭავაძისა ,,ზომიერი ნაციონალიზმის ხაზის“ - ანუ დამპყრობლის წინააღმდეგ ფრთხილი, წინდახედული, აუჩქარებელი ბრძოლის გაგრძელება მშვიდობიანი საშუალებებით, რაც საისტორიო ლიტერატურაში ,,აქტიური ლოდინის ტაქტიკად“ არის სახელდებული.[24]

რაც შეეხება პოლიტიკურ მეცნიერებას, მოსაზღვრე დიდ სახელმწიფოსთან პატარა ქვეყნის  ურთიერთობაში ასეთი პოლიტიკა  გააზრებულია, როგორც ,,რეალისტური შემგუებლობა“.[25]

არსებობს კიდევ ერთი განსაზღვრება, რომელიც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს სპირიდონ კედიას ეკუთვნის. ესაა ,,მომენტის დარაჯობა“. სხვაგვარად, ,,მოთმინება, საერთაშორისო მასშტაბით ეროვნული საქმის პროპაგანდა, მუშაობა ხელსაყრელი კონიუკტურის შესაქმნელად და მისი გამოყენებისათვის მაქსიმალური მომზადება“.[26]

ასეთი კურსის არჩევა ქართული პატრიოტული ინტელიგენციისათვის არ ყოფილა მარტივი და იგი ვერც საზოგადოების ერთგვაროვან დამოკიდებულებას ჰპოვებდა. ოთარ ჩხეიძის რომანში ,,ბორიაყი, სადაც მხატვრულადაა ასახული 1924 წლის აჯანყების დროინდელი ქართული საზოგადოებრიობის განწყობილება, ერთ-ერთი პერსონაჟი აცხადებს:ქედის მოხრა და დამორჩილება შემაძრწუნებელი სიმდაბლეა, ავადმყოფობაზე ავადმყოფობაა, დაცემულობაა სულისა.[27]

რა თქმა უნდა, იყო ამგვარი უკომპრომისობისა და შეურიგებლობის განწყობაც, თუმცა საბჭოთა რეჟიმის გაძლერებისა და განმტკიცების პირობებში იგი ფართოდ აღარ გამოვლენილა. აქვე დავძენ, რომ ,,ზომიერი ხაზის“ მიმდევრებს არ ჰქონიათ დამშვიდებული ცხოვრება, ხელისუფლება მათ მუდმივად ეჭვით უყურებდა, რადგანაც ჰქონდა უნდობლობის საფუძველი. სერგო ორჯონიკიძე ამ ადამიანების მისამართით აცხადებდა: ,,ქართველი ინტელიგენტები სხვა ტაქტიკას იყენებენ, ვიდრე რუსები. ისინი ცდილობენ საბჭოთა რეჟიმს შიგნიდან გამოუთხარონ საძირკველი“.[28]

            ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აჯანყებისადმი არაერთგვაროვანი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დამოკიდებულებაც. არაერთი თვალსაჩინო ემიგრანტი მოღვაწე არ ემხრობოდა შეიარაღებულ გამოსვლას. მათ შორის: კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, აკაკი ჩხენკელი, სპირიდონ კედია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, ალექსანდრე ასათიანი და სხვ. მათი აზრით, საქართველოს საკუთარი ძალებით პირდაპირ შეტაკებაში არ შეეძლო რუსეთის დამარცხება, მოკავშირედ შეგულებული ევროპის მხრიდან კი რეალური დახმარება არ ჩანდა. საგულისხმოა, რომ იმ მომენტისათვის არც საერთაშორისო ვითარება ყოფილა საქართველოსათვის ხელსაყრელი. ასეთ პირობებში აჯანყების მოწყობა წინასწარვე მის მარცხს ნიშნავდა.

შემთხვევითი არ იყო, რომ ემიგრირებული მთავრობა და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთი მიმართვებით დროდადრო ამხნევებდნენ ქართველ ერს, 1923 წლის 16 აპრილით დათარიღებულ მოწოდებას ამთავრებდნენ სიტყვებით: ,,არც აჩქარება, არც დაგვიანება!“[29]

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნოე ჟორდანიას პოზიციას. დევნილი მთავრობის თავმჯდომარე არ უარყოფდა აჯანყების იდეას, ოღონდ საქართველოს აჯანყება მას იმ შემთხვევაში მიაჩნდა გამართლებულად თუ იარღს ჯერ ჩრდილოეთ კავკასია და აზერბაიჯანი  შემართავდნენ. ეს აზრი მკაფიოდ იყო გამოთქმული წერილში, რომელიც ნოე ჟორდანიამ საქართველოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტს  1924 წლის 2 ივნისს გამოუგზავნა (ამ წერილის დედანს მიაკვლია პროფ. გ. ციციშვილმა).[30]  საქართველოს დამკომი ამ მხრივ მუშაობას კიდევაც აწარმოებდა, მაგრამ უშედეგოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ნოე ჟორდანიას თვალსაზრისი ვერ განხორციელდა, აჯანყება მაინც მოხდა. ქართულმა ემიგრაციამ აგვისტოს აჯანყებაზე პსუხისმგებლობა გაიზიარა.[31]

საქართველოსაგან განსხვავებით, აჯანყების შესახებ მსჯელობა ემიგრაციაში   თავისუფლად შეიძლებოდა.  ასეთი მსჯელობა რამდენჯერმე გაიმართა მთავრობის, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების, მთავრობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობით და სხვ. ამ საკითხზე ბევრი დაიწერა ემიგრანტულ ქართულ პრესაში. აგვისტოს აჯანყებას ცალკე ნაშრომები მიუძღვნეს ნოე ჟორდანიამ[32] და სოლომონ ზალდასტანიშვილმა.[33] აჯანყების თემა განხილულია ირაკლი წერეთელის ნარკვევში,[34] ალექსანდრე ასათიანის წიგნში[35] და სხვ.

სოციალისტ-ფედრალისტი სიმონ მდივანი 1924 წლის აჯანყების მნიშვნელობას იმაში ხედავდა, რომ ,,ამ გამოსვლით საქართველოს ხალხმა ... კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ზურგი უჩვენა რუსეთს“.[36]

აკაკი ჩხენკელის სიტყვით, ,,აგვისტო-სექტემბრერი 1924 წ. ... ეს იყო დაუჯერებელი... გიჟური გამბედაობა! პატარა საქართველო და დიდი რუსეთი - ორი სრულიად შეუდარებელი სიდიდე“.[37]

,,საქმე დიდებულიდა ,,საქმე საშინელი“, ,,ერის გამოფხიზლების“,  ,,სიხარულის და ჭმუნვის დღე“, ,,სიცოცხლისა და სიკვდილის პაემანიუწოდა ნოე ჟორდანიამ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას.[38] მისი სიტყვით, ეროვნული განთავისუფლების სურვილი ,,ცხადდება მხოლოდ ბრძოლით, მასის ამოქმედებით. აი ეს სურვილი ჩვენმა ქვეყანამ აჯანყებით გამოხატა და მსხვერპლის გაღებით ამცნო კაცობრიობას თავისი დროშა და მისწრაფება.[39]

სპირიდონ კედია წერდა: ,,ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდა ქართველ ხალხს  თავისუფალი ეროვნული სულის სიამაყე. მრავალი ათასი საუკეთესო ქართველი  დაიღუპა უსწორო ბრძოლაში“.[40]  ს. კედიას მიაჩნდა: ,,ის რჩეულნი და უკეთესნი, რომელნიც ათასობით დაიხვრიტნენ ცოცხლად რომ დარჩენილიყვნენ, ამ ჯანმრთელი პატრიოტული ელემენტის არსებობა, თვით საბჭოთა პირობებშიც, ქვეყანას დიდ სარგებლობას მოუტანდა - ამ კარგთა ამოწყვეტამ ცუდებსა და უვარგისებს გაუხსნა გზა“.[41]

,,ჩვენმა პარტიამ ძირიანათ უნდა გადასინჯოს თავისი ტაქტიკა. სამხედრო ორგანიზაციების მოწყობისა და აჯანყების გეზი მან უნდა საბოლოოდ უარყოს, რადგან ქართველ ხალხს საკუთარი ძალა არ შესწევს საკუთარი ძალით თავი გაითავისუფლოს“, აცხადებდა ირაკლი წერეთელი.[42]

სოციალ-ფედრალისტ სიმონ მდივანის აზრით, საკითხის გადასინჯვა ორიენტაციის შეცვლით არ უნდა მომხდარიყო. ,,საქართველოს დამოუკიდებლობა, რუსეთთან სამუდამო დაშორებით, რჩება სავალდებულოდ ყველა პარტიისათვის. ასეთია ხალხის სურვილი. აჯანყებით მოხდება ეს თუ მშვიდობიანად, ეს მომავლის საკითხია. პირადად ჩემის აზრით, - ორივესათვის უნდა ვემზადოთ“, აღნიშნავდა იგი.[43]

ცალკე უნდა გამოვყოთ გრიგოლ ვეშაპელი. ეს ცნობილი ნაციონალისტი მოღვაწე აჯანყების მომხრე და მხარდამჭერი იყო, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ მისი გადაბირება მოახერხა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმაც ძირეულად შეიცვალა პოზიცია. დაადგა რა კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის გზას, გ. ვეშაპელმა საერთოდ ანტიბოლშევიკური ფრონტის ლიკვიდაცია  და საბჭოთა ხელისუფლების ცნობა მოითხოვა.[44]

გ. ვეშაპელის შეხედულება მხოლოდ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა გაიზიარა. პოლიტიკური ემიგრაციის დიდი ნაწილი იმ აზრის იყო, რომ ,,1924 წლის აგვისტოს აჯანყება იყო შემოსეული საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის სამნახევარი წლის შეუწყვეტელი ბრძოლის აპოთეოზი. ...ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეს აგვისტოს აჯანყებამ დიდი თანაგრძნობა მოუტანა მთელს მაშინდელ მოწინავე კაცობრიობაში. ...მთელმა არაკომუნისტურმა სამყარომ აღშფოთებით დაგმო კრემლის სიმკაცრე ქართველი ხალხის მიმართ“.[45] ასევე,             ,,1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში გამოიხატა ერის სასიცოცხლო ძალა, მისი უნარი და მხნეობა. მან ამცნო ქვეყნიერებას, რომ მისი სურვილი თავისუფლების დასდაბრუნებლად გარდაუვალია. დამპყრობელთა და მას შორის ორმო გათხრილია; მისი რწმენა ურყევია. ...1924 წლის აჯანყებით ქართველმა ერმა სცადა გადაეგდო ეროვნული მონობის უღელი. იგი დამარცხდა, მაგრამ მან სისხლით ჩასწერა ისტორიაში თავისი ურყევი სურვილი: ... იყოს თავისუფალი, აღიდგინოს საკუთარი, ქართული სახელმწიფო“.[46]

აჯანყების არაერთგვაროვანი შეფასების მიუხედავად, ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ ეროვნული თავისუფლებისათვის იარღით ბრძოლაზე ხელი გადაჭრით  აიღო. მან ანტიბოლშევიკური ბრძოლის პოლიტიკური ხაზი შეინარჩუნა, მაგრამ გადასინჯა სამხედრო მოქმედების ტაქტიკა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი საბჭოთა იმპერიაში საშინაო და საგარეო კრიზისის დადგომას, ასევე ხელსაყრელი საერთაშორისო მდგომარეობის მომწიფებას დაუკავშირა.

 აგვისტოს აჯანყებისადმი დამოკიდებულების ნარგვარობას ქართული ემიგრაციისათვის ხელი არ შეუშლია დაემკვიდრებინა ერთი ჩინებული ტრადიცია: ეს არის აჯანყების ყოველი წლისთავის სათანადო პატივით აღნიშვნა, რაც დღემდე გრძელდება.


 

1924 წლის აგვისტოს აჯანყების კრიტიკულმა შესწავლამ და მიუკერძოებელმა ანალიზმა რამდენიმე ისტორიული გაკვეთილი გამოკვეთა: გამოვყოფ ზოგიერთს:

Une étude critique du soulèvement en Août 1924 et une analyse impartiale nous a enseigné quelques leçons historiques dont certaines sont exposées ci après:
 

1.      საერთო მიზნისათვის ბრძოლაში განსაკუთრებით აუცილებელია ეროვნული კონსოლიდაცია, - შიდა სიმტკიცე, საზოგადოების სხვადასხვა ფენის, უწინარესად პოლიტიკური ძალების ურთიერთნდობა და ერთიანობა.

1.  La détermination interne dans les différentes couches de la société, et avant tout ,  la confiance mutuelle et l'unité parmi les forces politiques en présence sont indispensables pour atteindre un objectif commun   dans la lutte pour la cohésion nationale, .

2.      არასოდეს უნდა მოვწყდეთ რეალობას. ადეკვატურად უნდა შევაფასოთ როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის შესაძლებლობანი. ერს იმაზე მეტი ამოცანა არ უნდა დავუსახოთ, რისი განხორციელებაც მოცემულ მომენტში მის ძალებს აღემატება.

2. Ne jamais être éloigné de la réalité et  faut  évaluer d'une manière adéquate nos  propres possibilités mais aussi celles de l' adversaire. Il n'est pas nécessaire de fixer à la nation  les limites des tâches qui seront matérialisées au moment opportun par l'engagement de ses propres forces.

3. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. არ უნდა გვქონდეს გარედან დახმარების გადაჭარბებული იმედი და მოლოდინი.

3. Personne d'autre  n'agira à notre place. Nous ne devrions pas avoir des espoirs et des attentes excessives de l'aide de l'extérieur .

4.      საერთაშორისო მდგომარეობის სწორი ანალიზი და მომენტის სათანადოდ შერჩევა (,,ბრძოლა მტერს მაშინ უნდა მისცე, როდესაც უპირატესობას გრძნობ და არა მაშინ, როდესაც ეს მას სურს და უჯობს“, სპირიდონ კედია).

4. L'analyse correcte de la situation internationale et le choix du moment de l'action (,,vous  vous devez livrer bataille à l'ennemi, quand vous sentez que vous lui êtes supérieur et pas quand il le souhaite et que cela lui est plus propice"Spiridon Kedia).
 

5.      საკმარისი არ არის ბრძოლის ერთი მეთოდით დაკმაყოფილება, საჭიროა ალტერნატივის უფრო საფუძვლიანი ძიება, მისი მიგნება და გამოყენება.

5. Il ne faut pas se satisfaire d'une seule  méthode de combat  mais il est nécessaire de  rechercher plus approfondie des solutions alternatives  plus approfondies , et d'en utiliser les conclusions.

6.      აუცილებელია წარსულის გამოცდილების ობიექტური გააზრება საჭირო შემთხვევაში მისი გათვალისწინების მიზნით.

6. Il est indispensable  de tenir compte objectivement  des  expériences du passé .

ჩემი მოხსენების ფარგლებს ცილდება და აქ ვერ ვისაუბრებ აჯანყების სხვა განზომილებებზე, რაც ცალკე კვლევის საგანია. დასასრულს კი ვიტყვი:

Les autres dimensions de la rébellion, feront  l'objet d'une étude distincte et pour conclure, je dirai::

            1924 წლის აგვისტოს აჯანყება, არსებითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთმიმართების გარკვევას, რუსეთის საბჭოთა იმპერიისაგან საქართველოს თავდაღწევისა და დამოუკიდებელი ცხოვრების განახლების მიზანს ემსახურებოდა. რუსეთისაგან მომდინარე გამოწვევების დაძლევა, ეროვნული თავისუფლება, სუვერენიტეტის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ის პრობლემებია, რომლებიც არანაკლები სიმწვავით დგას დღევანდელი საქართველოს წინაშეც. ამდენად, 1924 წლის აჯანყების ირგვლივ არსებული ცოდნის აქტუალიზება, იმ დროინდელი პოლიტიკური გამოცდილების სიღრმისეული გააზრება და ამ ცოდნა-გამოცდილების თანამედროვე სინამდვილესთან მისადაგება არ არის მხოლოდ  შემეცნებითი საკითხი. იგი იმავდროულად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემაა და, ჩემი აზრით, როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი პოლიტიკოსების მხრიდანაც მეტ ყურადღებას საჭიროებს.

En Août 1924 soulèvement, en substance, une interaction claire entre la Russie et la Géorgie, empire soviétique de Russie et le renouvellement de la vie autonome des tavdaghtsevisa fin. Les défis posés par la Russie, la liberté nationale, la souveraineté du droit, l'intégrité territoriale et la sécurité des problèmes qui ne sont aujourd'hui moins aigu en face de la. Ainsi, les connaissances actuelles de l'actualisation 1924 du soulèvement, l'ancienne expérience politique et la compréhension en profondeur de la réalité de l'adaptation moderne de cette connaissance de l'expérience ne est pas seulement un problème cognitif. Ce est aussi un problème important dans la vie politique et, à mon avis, les deux politiciens actuels et futurs nécessite ainsi plus d'attention.
        და კიდევ: თუ თვალს გადავავლებთ ჩვენსავე ისტორიას და გავიხსენებთ სხვადასხვა დამპყრობლის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლას ამა თუ იმ ეპოქაში, დავრწმუნდებით, რომ მოწინააღმდეგესთან შედარებით, რიცხვობრივად ყოველთვის ნაკლები ვიყავით, მტერს ვერც საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით აღვემატებოდით, მაგრამ იყო ერთი სასწაულმოქმედი ძალა, რომელიც აღგვავსებდა და ენერგიას გვმატებდა. ამ ძალს საკუთარი მიწა-წყლისა და თავისუფლების უსაზღვრო სიყვარული ჰქვია. სხვაგვარად, ეს იყო ეროვნული სულის სიმტკიცე და გაუტეხელი ნება იმისა, რომ ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. სამშობლო იყო უზენაესი ღირებულება და, იაკობ გოგებაშვილის სიტყვით თუ ვიტყვით, როდესც ჩვენი წინაპრები თავს აკლავდნენ მტერს, შეშმარიტი მამულიშვილი არ მოელოდა ,,არც სახელს, არც ქვეყნის ტაშს, არც სხვა რაიმე ჯილდოს. იგი ასრულებდა წმინდა მოვალეობას სინიდისის, ქვეყნის და ღვთის წინაშე“.[47]

Et encore, si nous regardons notre propre histoire et rappelons les conquêtes du peuple pour lutter contre telle ou telle époque, cependant, que l'adversaire est comparée à numéros est toujours moins que ce que nous étions, l'ennemi ne pouvait pas lutter contre l'équipement et aghvematebodit des armes, mais il y avait un pouvoir miraculeux, qui aghgvavsebda et de l'énergie nous a inspiré. La puissance de leur terre et la liberté est l'amour sans bornes. Sinon, ce était l'esprit de force et la détermination inébranlable à gvequdnes ,, notre sort ". Homeland est une valeur suprême et, I.Gogebashvili mot à dire, quand nos ancêtres ont été aklavdnen ennemi, patriote sheshmariti ne se attendait pas ,, ni le nom ni les applaudissements, ou toute autre sentence. Il a également joué un devoir sacré sinidisis, pays et Dieu ». [47]

            1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყებაც ამ ჭრილში უნდა იქნას განხილული.

Le soulèvement national d'Août 1924,  doit être également examiné dans ce contexte . [47]


 

 


 

[1] გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 ., 19 თებერვალი.

[2] . სურგულაძე, 1924 წლის აჯანყება, გაზ. სახალხო განათლება“, 1989 ., 12 ივლისი

[3] გაზ. ,,კომუნისტი“, 1924 ., 4 ოქტომბერი.

[4] სცსსა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდის მიკროფირები, საქმ. 1081, ოქმი 29; ასევე, . ჯანელიძე, დახმარება რომ გვქონოდა, გავიმარჯვებდით, ჟურნ. ,,მნათობი“, 1997, # 11-12, გვ. 197.

[5] . ენდელაძე, ტრაგიკული 1924, თბ., 2004, გვ. 33-34.

[6] გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო“, 1990 ., 25 მაისი.

[7] . ორჯონიკიძე, მენშევიკების ავანტიურა საქართველოში, თბ., 1924, გვ. 6.

[8] გაზ. ,,კომუნისტი“, 1924 ., 7 სექტემბერი.

[9] . ვარდოსანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 ..), თბ.,  2005, გვ.129.

[10] . სურგულაძე, 1924 წლის აჯანყება, გაზ. ,,სახალხო განათლება“, 1989 ., 12 ივლისი.

[11] . ჯანელიძე, დახვრეტილი თავისუფლება, თბ., 2000, გვ. 139-146.

[12] . ეძგვერაძე, წმინდა გრაალის მცველთა ზეგარდმო  მისია, ჟურნ. ,,ბაბილო“, 2001, # 1, გვ. 50.

[13] . ჩიტაია, ჩემი ცხოვრების გზებსა და ბილიკებზე, თბ., 1991, გვ. 54-55.

[14] . ჯანელიძე, სპირიდონ კედია. პოლიტიკური პორტრეტი, თბ., 2002, გვ. 157-158.

[15] ი. რამიშვილი, მოგონებები, თბ., 2012, გვ. 657-568.

[16] გ. ქიქოძე, თანამედროვის ჩანაწერები, თბ., 2003, გვ. 68.

[17] სპირიდონ. კედიას არქივი, ინახება ჩემთან.

[18] 1924 წლის აჯანყება (სიმონ მდივანის წერილი სამსონ ფირცხალავას), ჟურნ. ,,თანამემამულე“, ლონდონი, 2007, # 5 (26), გვ. 18 (გ. მამულიას პუბლიკაცია).

[19] კ. გვარჯალაძე, კოწია სულაქველიძე, გაზ. ,,ბრძოლა“, პარიზი, 1926 წ., # 10-11, გვ. 30.

[20] სპირიდონ კედიას არქივი, ინახება ჩემთან.

[21] სპირიდონ კედიას არქივი, ინახება ჩემთან.

[22] . ციციშვილი, სიმართლე ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობისა და 1924 წლის აჯანყების შესახებ (მე-80 წლისთავის გამო), თბ., 2004, გვ. 11-12.

[23] ნ. ჟორდანია, რა მოხდა, პარიზი, 1925, გვ. 23-25.

[24] . ტუხაშვილი, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდამ, 1, თბ., 1994, გვ. 268; ასევე, ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002, გვ. 32.

[25] . კნუტსენი, პატარა სახელმწიფო: უსაფრთხოების პრობლემა (დიდი სახელმწიფოების პერსპექტივები), ჟურნ. ,,პოლიტიკა“, 1991, # 8, გვ. 28.

[26] გაზ. ,,საქართველოს გუშაგი“, პარიზი, 1932 წ., # 1, სექტემბერი.

[27] . ჯალიაშვილი, ოთარ ჩხეიძის პროზაზე. http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/03/blog-post.html (ნანახია 2014 წ. 14 აგვისტოს).

[28] გ. ქიქოძე. თანამედროვის ჩანაწერები, თბ., 2003, გვ. 72.

[29] სცსსა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდის მიკროფირები, საქმ. 1062.

[30] გ. ციციშვილი, სიმართლე ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობისა და 1924 წლის აჯანყების შესახებ (მე-80 წლისთავის გამო), თბ., 2004, გვ. 61-64.

[31] სცსსა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდის მიკროფირები, საქმ. 1081, ოქმი 1.

[32] ნ. ჟორდანია, რა მოხდა, პარიზი, 1925.

[33] ს. ზალდასტანიშვილი, საქართველოს 1924 წლის ამბოხება (მოგონებანი), მიუნხენი, 1956.

[34] ი. წერეთელი, ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი, პარიზი, 1927.

[35] ალ. ასათიანი, ,,ძველი და ახალი მემკვიდრეობა“, წგნ. 1, ვალანტინეი, 1928.

[36] 1924 წლის აჯანყება (სიმონ მდივანის წერილი სამსონ ფირცხალავას), ჟურნ. ,,თანამემამულე“, ლონდონი, 2007, # 5 (26), გვ. 18 (გ. მამულიას პუბლიკაცია).

[37] ანჩინ, ქართული საკითხი, გაზ. ,,ბრძოლა“, პარიზი, 1925 წ., # 1, გვ. 19.

[38] გაზ. ,,ბრძოლა“, პარიზი, 1925 ., 29 აგვისტო.

[39] . ჟორდანია, რა მოხდა, პარიზი, 1925, გვ. 7.

[40] სპირიდონ კედიას პირადი არქივი. ინახება ჩემთან.

[41] მ. ქავთარაძე, სპირიდონ კედია. ბიოგრაფიული ცნობები და ნაკვეთები მოღვაწისა და კაცის პორტრეტისათვის, ჟურნ. ,,ივერია“,  პარიზი, 1979, # 21, გვ. 11.

[42] საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 2417, ანაწ. 1, საქმ. 76, ფურც. 1; . კალანდაძე, ირაკლი (კაკი) წერეთლის შეხედულებები 1924 წლის აჯანყების შესახებ საქართველოში, ჟურნ. ,,პოლიტიკა“, 2000, # 1, გვ. 48.

[43] 1924 წლის აჯანყება (სიმონ მდივანის წერილი სამსონ ფირცხალავას), ჟურნ. ,,თანამემამულე“, ლონდონი, 2007, # 5 (26), გვ. 18 (გ. მამულიას პუბლიკაცია).

[44] გ. ვეშაპელი, ცნობის შემდეგ, გაზ. ,,ახალი საქართველო“, პარიზი, 1924 წ., # 1.

[45] ჟურნ. ,,გუშაგი“, პარიზი, 1984, # 3, გვ. 4.

[46] ჟურნ. ,,ჩვენი დროშა“, პარიზი, 1975, # 84, გვ. 2, 6.

[47] ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. III, თბ., 1954, გვ. 118; იაკობ გოგებაშვილი, სიმართლეს ვერსად წაუხვალთ (სენტენციები, მაქსიმები, ...), შემდგენლები: ე. ცქიტიშვილი, გ. გაბუნია, თბ., 1996, გვ. 89.


Otar Janelidze

Lessons of the 1924 uprising

Summary

 

The report will answer the questions: What did the rebellion of 1924 teach its organizers, anti-Soviet parties and their leaders, Georgian community as a whole? What conclusions did they make from this event? Who, and how analyzed the August heroic, but tragic epic?

A critical study of the August 1924 uprising and impartial analysis highlighted several of the historical lessons:

In the fight for common purpose national consolidation - internal strength,   mutual trust and unity of various social layers and political forces in the first place, is a crucial thing.

We should never be isolated from the reality. We should adequately assess both our own and opponent's abilities. We should not set out impossible tasks for the nation, which cannot be accomplished at the moment. 

We should not have exaggerated expectations and hopes for outside assistance.

After the defeat of the uprising in Georgia those national-patriotic forces fighting for freedom that stayed behind, took alternative ways of fighting for liberation. After 1924 instead of armed confrontation to the Soviet regime, they chose peaceful forms of resistance and the actions moved to the cultural and educational fronts. In the report this method is thought over as a constructive tactics, realistic adaptation ",”active waiting" and “keeping the moment ".

Georgian political emigration also abandoned the idea of armed resistance for national freedom. It maintained the political line of the fight against Bolsheviks, but revised the military tactics and connected the issue of restoration of independence of Georgia with   the internal and external crisis to occur in the Soviet Empire and maturing of favorable international conditions.

 

We should never be isolated from the reality. We should adequately assess both our own and opponent's abilities. We should not set out impossible tasks for the nation, which cannot be accomplished at the moment. 

We should not have exaggerated expectations and hopes for outside assistance.

After the defeat of the uprising in Georgia those national-patriotic forces fighting for freedom that stayed behind, took alternative ways of fighting for liberation. After 1924 instead of armed confrontation to the Soviet regime, they chose peaceful forms of resistance and the actions moved to the cultural and educational fronts. In the report this method is thought over as a constructive tactics, realistic adaptation ",”active waiting" and “keeping the moment ".

Georgian political emigration also abandoned the idea of armed resistance for national freedom. It maintained the political line of the fight against Bolsheviks, but revised the military tactics and connected the issue of restoration of independence of Georgia with   the internal and external crisis to occur in the Soviet Empire and maturing of favorable international conditions.


 d


[1] . ქავთარაძე, სპირიდონ კედია. ბიოგრაფიული ცნობები და ნაკვთები მოღვაწისა და კაცის პორტრეტისათვის, ჟურნ. ,,ივერია“, პარიზი, 1979, # 21, გვ. 8.

[2] . ასათიანი, ძველი და ახალი მეკვიდრეობა, წგნ. 1, ვალანტინეი, 1928, გვ. 70.

[3] . მუჯირი, ოცდაოთხი წლის აგვისტოს ცხელი დღეები, გაზ. ,,კომუნისტი“, 1990 ., 26 აგვისტო.

[4] ნ. კირთაძე, 1924 წლის აჯანყება საქართველოში, ქუთაისი, 1996, გვ. 161-162.

[5] . წენგუაშვილი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება და მისი შეფასება ქართულ ისტორიოგრაფიაში, საისტორიო ალმანახი ,,კლიო“, 2005, N26, გვ.164-182.

[6] . კაშია, კვიმატი ჰიპოთეზები, ჟურნ. ,,ივერია“, პარიზი, 199 , # 34, გვ. 39.

[7] გაზ. ,,კომუნისტი“, 1924 ., 4 ოქტომბერი.

[8] გაზ. ,,კომუნისტი“, 1926 ., 16 იანვარი.