°

retour Page d'accueil

 

დაბრუნება პირველ გვერდზე  

 

SAMSHOBLO  ==>La PATRIE

 

°

 

 

უსულის კანონის პროექტი

Projet de la la loi russe en discussion

 

რუსული კანონი

↓↓↓

La loi russe

↓↓↓

La loi russe est toujours au Parlement. Que prévoit le projet de loi ?

Le « Rêve géorgien » a déjà déposé la loi russe au parlement. Le projet de loi et la fiche explicative ont déjà été mis en ligne sur le site Internet du Parlement.

Comme nous le lisons dans la note explicative du projet de loi, l'objectif du projet de loi est de "garantir la transparence de l'influence étrangère".

Selon le projet, les organisations suivantes sont considérées comme des organisations qui défendent les intérêts d'une puissance étrangère :

1.     Une personne morale non entrepreneuriale (non commerciale), non constituée par un organe administratif, dont la source est une puissance étrangère pour plus de 20 % du revenu total perçu au cours de l'année civile ;

2.     Un radiodiffuseur prévu par la loi géorgienne « sur la radiodiffusion » dont la source de plus de 20 % du revenu total perçu au cours de l'année civile est une puissance étrangère.

3.     Une personne morale qui, seule ou conjointement, possède un média imprimé d'information de masse opérant en Géorgie et dont la source de plus de 20 % du revenu total perçu au cours de l'année civile est une puissance étrangère.

4.     Une personne morale qui, seule ou conjointement, possède et/ou utilise un domaine Internet et/ou un hébergement Internet pour des médias Internet diffusant des informations de masse dans la langue officielle de la Géorgie et dont la source de plus de 20 % du revenu total perçu au cours d'une année civile est une puissance étrangère.

Selon le projet de loi, une puissance étrangère est : une entité constitutive du système de gouvernement d'un État étranger ; une personne physique qui n'est pas citoyenne géorgienne ; Une personne morale qui n'est pas établie sur la base de la législation géorgienne ; Une formation organisationnelle (y compris une fondation, une association, une société, un syndicat, tout autre type d'organisation) ou un autre type d'association de personnes établie en vertu du droit d'un État étranger et/ou du droit international.

Selon le projet de loi, les entités qui répondent aux critères d'une organisation portant les intérêts d'une puissance étrangère sont tenues de demander à l'Agence nationale du registre public d'être enregistrées en tant qu'organisation portant les intérêts d'une puissance étrangère au cours du mois de janvier de l'année dernière. année civile suivant celle au cours de laquelle ils satisfont à ces critères  .

Une entité enregistrée en tant qu'organisation défendant les intérêts d'une puissance étrangère est tenue de remplir une déclaration financière par voie électronique conformément au formulaire établi par le ministre de la Justice de Géorgie et de la soumettre à l'agence en janvier de chaque année suivante .

Le projet de loi envisage d'imposer une amende au contrevenant en cas de fraude à l'enregistrement en tant qu'organisation défendant les intérêts d'une puissance étrangère ou en cas de non-respect des exigences pertinentes définies par le projet de loi. Le montant de ces amendes dépendra du nombre de faits ayant conduit à la commission desdites infractions.

Le fait de ne pas s'enregistrer en tant qu'organisation défendant les intérêts d'une puissance étrangère pour la première fois entraînera une amende de 25 000 GEL.

L'initiateur et l'auteur du projet de loi est "Georgian Dream".

 

 

რუსული კანონი ჯერ კიდევ პარლამენტშია. რას უზრუნველყოფს კანონპროექტი?

 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რუსული კანონი უკვე დაარეგისტრირა. კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

პროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა:

1.     ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

2.     მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

3.     ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

4.     ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

კანონის პროექტის მიხედვით, უცხოური ძალა არის: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონის პროექტის მიხედვით, სუბიექტები, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული არიან, მათ მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში  მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სამართალდამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტების რაოდენობაზე.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი ქართული ოცნებაა.“