http://www.youtube.com/watch?v=F3sOqumPinI
Conférence Géorgie 2011 à Paris
"20 ans d'indépendance"
Bilan et perspectives
Intervenants :Othar
Zourabichvili, Président de l'Association Géorgienne en France
Mamuka Kudava, Ambassadeur de Géorgie en France
Guiorgi Baramidze, Vice-Premier Ministre d'Etat à
l'intégration Euroopéenne et Euro Atlantique
კონფერენცია საქართველო 2011
ქალაქ პარიზში
"დამოუკიდებლობის 20 წელი"
შედეგები და პერსპექტივები |
http://www.youtube.com/watch?v=UL2GoWU0BxM
Conférence
Géorgie 2011 à Paris
"20 ans d'indépendance"
Bilan et perspectives
Question : Mirian Meloua
Réponse :
Guiorgi Baramidze, Vice-Premier Ministre d'Etat à
l'intégration Euroopéenne et Euro Atlantique
კონფერენცია საქართველო 2011 ქალაქ პარიზში
"დამოუკიდებლობის 20 წელი"
შედეგები და პერსპექტივები
|
http://www.youtube.com/watch?v=bGzmTVjKjRs
Conférence Géorgie 2011 à Paris
"20 ans d'indépendance"
Bilan et perspectives
Intervenant : Tornike Gordadze ,
Vice Ministre des Affaires trangères de Géorgie
კონფერენცია საქართველო 2011
ქალაქ პარიზში
"დამოუკიდებლობის 20 წელი"
შედეგები და პერსპექტივები
|
http://www.youtube.com/watch?v=8W5KueFu8KI
Conférence Géorgie 2011 à Paris
"20 ans d'indépendance"
Bilan et perspectives
Extrait de l'intervention du Professeur
Malkhaz Matsaberidze, de l'Université d'Etat de Tbilissi
კონფერენცია საქართველო 2011 ქალაქ პარიზში
"დამოუკიდებლობის 20 წელი"
შედეგები და პერსპექტივები |
http://www.youtube.com/watch?v=JgZHtWAwc3g
Conférence Géorgie 2011 à Paris
"20 ans d'indépendance"
Bilan et perspectives
Fin de l'intervention du Professeur
Malkhaz Matsaberidze, de l'Université d'Etat de Tbilissi
et extrait de l'intervention du Professeur Beka Kobakhidze de
l'Université d'Etat de Tbilissi
კონფერენცია საქართველო 2011
ქალაქ პარიზში
"დამოუკიდებლობის 20 წელი"
შედეგები და პერსპექტივები |
მერაბ ოდიშელიძის
გაგაღებული ფოტოსურათები
სიტყვები
ოთარ ზურაბიშვილის სიტყვა ;
გიორგი ბარამიძის მიერ წაკითხული პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის სიტყვა;
თორნიკე გორდაძის სიტყვა
;
ალექსანდრე კვიტაშვილის სიტყვა
;
მალხაზ მაცაბერიძის სიტყვა ; ბექა კობახიძის სიტყვა
ოთარ ზურაბიშვილის სიტყვა
ოთარ ზურაბიშვილი
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტია
თავისი
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საქართველო პოლიტიკური
ვნებათაღელვის ობიექტი იყო. თვალს თუ გადავავლებთ ამ უკანასკნელი
პერიოდის მოვლენებს, ცხადი გახდება, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
ყოველთვის, როცა მას მოიხსენიებენ, როგორც ევროპის საზღვარს, ან როგორც
პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით შორდება რუსულ
საბჭოთა წარმონაქმნს, საქართველო და მისი პრობლემები იწვევს კითხვებს;
იგი ხდება დებატების ობიექტი, რაც ერთნაირად ეხება, როგორც რუსეთს,
ასევე ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თქვენს წინაშე გამოსული
ისტორიკოსები და პოლიტიკოსები შეეცდებიან ნათელი მოჰფინონ ამ საკითხებს.
90 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს რუსებმა
მოახდინეს საქართველოს ანექსია; ამავე დროს 20 წელი შესრულდა მას
შემდეგ, რაც 1991 წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა;
ამჟამად ჩვენ გვეძლევა ამ მოვლენების გაანალიზების საშუალება და იმ
მსგავსებათა და განსხვავებათა დღის სინათლეზე გამოტანა, რომლებიც
დღევანდელი მიზნების უკეთ გაგების საშუალებას მოგვცემს.
ამრიგად, 2011 წელი ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია. კონფერენცია,
რომელზე დასწრებითაც თქვენ ჩვენ პატივი დაგვდეთ, ამ ორი თარიღის
აღნიშნვას და გაანალიზებას ეძღვნება.
მსურს მივესალმო და მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც
კონფერენციაში მონაწილეობით პატივი დაგვდო.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი, რომელიც
დაარსდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის წელს (1918), აქ
წარმოდგენილია უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის სახით. Mმადლობას
ვუხდით მას ამ პატივისათვის.
2007 წელს ოფიციალური კავშირი დამყარდა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა
სათვისტომოსა და უნივერსიტეტს შორის. სწორედ ამას უკავშირდება
სათვისტომოს მიერ ფრანგული ლიტერატურის სტუდენტებისათვის სტიპენდიის
დაარსება.
თქვენს წინაშე წარსდგება უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე,
რომელიც პირველი რესპუბლიკის და დღევანდელი საქართველოს სტქრუქტურათა
შედარებით ანალიზსს წარმოადგენს.
ბ. ბექა კობახიძე მიეკუთვნება უნივერსიტეტის სრულიად ახალგაზრდა თაობას,
რომლებიც თბილისის და უცხოეთის უნივერსიტეტებში ყალიბდებიან. იგი
გაანალიზებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობასთან დაკავშირებულ
ცვლილებებს.
თორნიკე გორდაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. Mმან
განათლება მიიღოPპარიზის უმაღლეს პოლიტიკურ სასწავლებელში და
სამინისტროში ევროპის საქმეებს განაგებს. იგი ჩვენ გაგვაცნობს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობის ევოლუციას.
ვიმედოვნებ, რომ თქვენს წინაშე გამოსულ მომხსენებელთა მოსაზრებები და
ანალიზი გაამდიდრებს თქვენს ცოდნას საქართველოს შესახებ და უკეთ
გაგაცნობთ ამ ქვეყნის მისწრაფებებს.
ოთარ ზურაბიშვილი
ქართველი ემიგრანტების შთამომავალია მისი მამა ლევან ზურაბიშვილი
მრავალი წლის მანძილზე სათვისტომოს პრეზიდენტი იყო და თავისი სიცოცხლე
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას მიუძღვნა, მისი
ბაბუა ვანო ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატი. ო.
ზურაბიშვილი ნ. ნიკოლაძის შვილთაშვილია.
ოთარ ზურაბიშვილი ახალგაზრდობიდანვე ქართული პოლიტიკური ემიგრანტების
აქტიურ ცხოვრებაში იყო ჩართული საფრანგეთში.
1973 წელს იგი საფრანგეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და
მხარს უჭერდა ქართველების ბრძოლას თავისუფლებისათვის; ამ ბრძოლას
სათავეში ედგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1991 წელს
პარლამენტმა იგი დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წარმომადგენლად
დაასახელა საფრანგეთში. Oო.ზურაბიშვილი წინ აღუდგა როგორც სახელმწიფო
გადატრიალებას, ასევე ედუარდ შევარდნაძის მოსვლას ხელისუფლებაში.
ოთარ ზურაბიშვილი 2006 წლიდან საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა
ასოციაციის პრეზიდენტია.
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომო
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომო ქართველმა პოლიტიკურმა
ემიგრანტებმა 1922 წელს დაარსეს. 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებელ
რესპუბლიკაში წითელი არმიის შემოჭრის მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ,
რამდენიმე ინტელექტუალმა და პოლიტიკოსთა ჯგუფმა გადაწყვიტეს ბრძოლა
გაეგრძელებინათ საფრანგეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის
თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა.
წარმოშობით ქართველი, ფრანგი მოქალაქეების მესამე თაობა, რომელსაც
ახალი ქართველი ემიგრანტები შეუერთდნენ, ანუ მთელი ქართული სათვისტომო,
ამავე პრინციპების ერთგული რჩება.
|
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოლოცვა წაკითხული გიორგი ბარამიზესმიერ
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის მოლოცვა წაკითხული
გიორგი ბარამიზისგან , ვიცე პრემიერ მინისტრი
Guiorgi Baramidze, Vice-Premier Ministre d'Etat à
l'intégration Euroopéenne et Euro Atlantique
იშვიათია, როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფი ისე ცოცხლად განასახიერებს
საკუთარი ერის ისტორიულ დრამატიზმის, როგორც ეს არის 1921 წლის საბჭოთა
ოკუპაციის შედეგად საფრანგეთში იმიგრირებული ქართველობის შემთხვევაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი
ერთ-ერთი დიდი ქართული დიასპორაა მსოფლიოში, დიდი არა რაოდენობით,
არამედ საკუთარი მნიშვნელობითა და ეროვნულ-კულტურული ფასეულობით.
ადამიანთა ამ ჯგუფთან ასოცირდება არა მხოლოდ ის ფიზიკური საგანძური,
რომელიც ჩვენი დიდი გმირების წარმოუდგენელი თავგანწირვის ხარჯზე
შეუნარჩუნდა და დაუბრუნდა სამშობლოს, არამედ ის ინტელექტუალური,
იდეოლოგიური და მოქალაქეობრივი საგანძური, რასაც თავად ეს საზოგადოება
წარმოადგენს.
არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში იდგა ჟამი სინანულისა,
როდესაც მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, საბჭოთა კავშირს მთლიანად
განადგურებული ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი,
ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას თითქმის მთლიანად წაუშალეს ეროვნული
მეხსიერება და ცოდნა დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ. შეძლეს
მოეკლათ ქართული სახელმწიფოებრიობის გული საქართველოში, მაგრამ მთელი
ამ დროის განმავლობაში იყო ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ქართული
სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ღირსებისა და დამოუკიდებლობის გული
განაგრძობდა ფეთქვას – ეს იყო ლევილი და საფრანგეთის ქართველობა.
ეს იყო გულისცემა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს მაინც ჩამოაღწია
საქართველომდე, მაინც გაგვაერთიანა ქართველობა და მაინც აგვანთო ერთი
ოცნებით – ოცნებით საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.
ეს იყო გულისცემა, როემლიც არ შეეგუა დამარცხებას, არ დანებდა, არ
დათმო, არ ჩაქრა მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის განმავლობაში
სამართლიანობის აღდგენის მიზანი ხშირად მხოლოდ უტოპიას ჰგავდა.
ეს გულისცემა იყო ერთადერთი ხმა, რაც გვახსენებდა იმას, თუ როგორ
გათელეს ჩვენი ეროვნული ღირსება, როგორ წაგვართვეს სახელმწიფოებრიობა.
ერთადერთი ხმა, რომელიც გვახსენებდა ნამდვილ ისტორიას და მოგვიწოდებდა
ბრძოლისა და გამარჯვებისაკენ.
მას შემდეგ, რაც ჩვენმა სამშობლომ დამოუკიდებლობა დაკარგა, თითქმის
ერთი საუკუნე გავიდა. შეიცვალა ეპოქა, შეიცვალა მსოფლიო, მაგრამ ჩვენი
ქვეყანა იმავე განსაცდელის წინაშე დგას.
საქართველოს ისევ უტევს ჩრდილოეთიდან იმპერია. საქართველოს
თავისუფლებას ისევ საფრთხე ემუქრება.
ჩვენ ერთად ვუსწორებთ თვალს აწმყოს რეალობას და იმისათვის, რომ
უზრუნველვყოთ ჩვენი ერისა და ქვეყნის საოცნებო მომავალი, არ ვივიწყებთ
წარსულს, რათა ყოველთვის გვახსოვდეს ისტორიის მწარე გაკვეთილები.
ჩვენი სამშობლო გასულ საუკუნეში ასიდან მხოლოდ თორმეტი წელი იყო
სუვერენული. ამ 12 წლის განმავლობაში სამჯერ დაესხა იმპერია თავს
საქართველოს დამოუკიდებლობას.
სამივე შემთხვევა ჩვენთვის გაკვეთილი, მძიმე გამოცდილება და
დასკვენების გაკეთების საშუალებაა, რათა სწორედ ვორიენტირებდეთ აწმყოსა
და მომავალში.
იმპერიის 93-95 წლების შემოტევა საქართველოზე დამთავრდა იმით, რომ
ყველაზე მძიმე წუთებში, როდესაც საბოლოოდ მოიშალა ჩვენი თავდაცვის
სისტემა და საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გადაეშვა, როდესაც
ბრძოლები ქართველებს შორის უკვე ქუთაისსა და ფოთში წარმოებდა, გამოუვალ
მდგომარეობაში მყოფმა ხელისუფლებამ თავად მოიწვია რუსული არმია და
მისცა მოსკოვს უფლება, რომ დაენიშნა საქართველოს თავდაცვის,
უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები; საქართველო შევიდა დსთ-ში
და რუსეთმა მიიღო პირობა, რომ მისი არმია 25 წლით დარჩებოდა
საქართველოში.
91 წელს, როდესაც მოსკოვში კა-გე-ბე-მ გორბაჩოვის წინააღმდეგ სამხედრო
გადატრიალება მოაწყო და კრემლში პირდაპირი ტექსტით გაცხადდა, რომ
საბჭოთა კავშირი უნდა აღედგინათ, საქართველოს ძალიან ახალგაზრდა
ხელისუფლებამ იგრძნო, რომ ჯერ ისევ ჩვილი ბავშვივით უსუსურ სახელმწიფოს
წინააღმდეგობის გაწევის არანაირი შანსი არ ჰქონდა და ამ უძლურების
ფონზე გასცა ბრძანება ახლადშექმნილი ქართული გვარდიისა და სამხედრო
თავდაცვითი შენაერთების გაუქმების შესახებ. უმძიმეს მდგომარეობაში
ჩავარდნილმა პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ
წინააღმდეგობა არ გაეწიათ საოკუპაციო ჯარებისათვის. კა-გე-ბე-ს
გადატრიალება დამარცხდა, მაგრამ საქართველოს მოსკოვის წყალობით ისევ არ
ასცდა სამოქალაქო ომის მორევი და ქვეყანა სრულ ქაოსში აღმოჩნდა.
18-21 წლებში ასევე ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკამ აგრესიისაგან
თავის დაცვის იმედით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რუსეთთან კომპრომისის
ძიებაში საქართველოში კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციას დათანხმდა,
რითაც მოქმედების საშუალება მიეცა მეხუთე კოლონას. ერთ წელიწადში კი,
ყველა შეთანხმების დარღვევით, საბჭოთა იმპერიამ საქართველოს
დასაპყრობად არმია გამოგზავნა და მას ქართველი ჩაუყენა სათავეში.
საქართველოს ხელისუფლება შეეცადა დამპყრობელი საბჭოთა არმიისათვის
წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მაშინ სრულიად მარტო
აღმოჩნდა, ჩვენ არ გვქონდა არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა,
ხელისუფლება იძულებული შეიქნა ჯერ თბილისი, შემდეგ კი ქვეყანაც
დაეტოვებინა. შედეგად, საბჭოთა დროშა თბილისის თავზე 70 წლით აფრიალდა.
სამივეჯერ თბილისს დაათმობინეს და საქართველო დამარცხდა. სამივეჯერ ან
დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ან სამოქალაქო ომის მორევში გადავეშვით.
XXI საუკუნეშიც გაგრძელდა იმპერიის შეტევა ჩვენი თავისუფლების
წინააღმდეგ. 2008 წლის ზაფხულში ჩვენც აღმოვჩნდით უმძიმესი არჩევანის
წინაშე, მაგრამ ამჯერედ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აღარ დაგვეთმო და
გაგვეწია წინააღმდეგობა მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა.
ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩვენი არც სურვილი და არც არჩევანი, ეს იყო
ჩვენი ერთადერთი და უზენაესი ეროვნული ვალდებულება.
სწორი იყო ეს თუ არა, ამას ისტორია შეაფასებს, ისტორიავე განსჯის იმას,
თუ რა წავაგეთ და რა მოვიგეთ, თუმცა უკვე დღეს დანამდვილებით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა,
თბილისის თავზე ქართული დროშა ფრიალებს, სახელმწიფო ფუნქციონირებს და
ქართველები ერთმანეთს არ ესვრიან.
ამ ომმა დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს სახელწიფოს ჩვენი საზოგადოების
სიმშვიდესა და სტაბილურ განვითარებას.
ამ ომშიწაგვართვეს 170 გმირი ჯარისკაცის, 14 სამაგალითო პოლიციელის და
228 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე
დატოვეს უსახლკაროდ.
მაგრამ ვერ გათელეს ჩვენი თავისუფლების სიყვარული, ვერ წაგვართვეს
დამოუკიდებლობა, ვერ შეარყიეს ეროვნული სიმტკიცე, ვერ გატეხეს ჩვენი
ჯარი, რომელიც მიუხედავად ძალთა დიდი უთანასწორობისა, გმირულად იბრძოდა
სამშობლოს დასაცავად და დღესაც მზად არის დადგეს თავისუფლების
სადარაჯოზე.
ვერ გამოაგრძელეს სვლა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ასაღებად იმიტომ, რომ
მთელი მსოფლიო გვერდით დაუდგა პატარა საქართველოს. შესაბამისად, ვერ
შეაჩერეს ჩვენი ქვეყნის სვლა დემოკრატიული ცივილიზაციისაკენ.
ვერ გააჩაღეს სამოქალაქო დაპირისპირება ქართველებს შორის, როგორც ეს
ხშირად ხდებოდა არდე.
ჩვენ წავიფორხილეთ, მაგრამ ისევ ფეხზე ვართ და ვაგრძელებთ წინსვლას.
იმიტომ, რომ წარსულის მძიმე წლებისაგან განსხვავებით, დღეს საქართველო
მარტო აღარ არის, დღეს ჩვენს გვერდით დგას მთელი ცივილიზებული, მთელი
დემოკრატიული სამყარო.
რაც მთავარია, იმიტომ ვაგრძელებთ წინსვლას, რომ განსხვავებით ძველი
დროებისაგან, ჩვენ ახლა უკვე სულ სხვა სიმტკიცის ერი და სახელმწიფო
ვართ. ჩვენ აღარ გვემუქრება ქაოსი და არეულობა, ჩვენ ვეღარანაირი ძალა
ვერ ჩაგვითრევს სამოქალაქო ომის მორევში, სახელმწიფო ფუნქციონირებს და
მზად არის დაიცვას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და საზოგადოებრივი
წესრიგი ნებისმიერ ვითარებაში.
ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას, აღვიდგენთ ენერგიას, გავიმართებით
წელში და გავაგრძელებთ წინსვლას.
მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად, ომისა და
ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
ჩვენი გზა არის თავისუფლებისათვის ბრძოლის გზა, მაგრამ ჩვენი მტკიცე
არჩევანია, რომ ეს გზა მშვიდობით და სტაბილურობით გავიაროთ.
ამიტომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, უპირველესი მოვალეობა ახლა
მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაა.
კონფრონტაციით და ომით ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ და მე მინდა, რომ
ჩვენს მოწინააღმდეგესაც ესმოდეს, რომ ვერც იგი მიაღწევს სისხლისღვრით
და ძალადობით მიზანს.
ამასთანავე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არსებობს პირობები, რაზეც არც
ერთი ქართველი პატრიოტი, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, არც ერთი
ქართული ხელისუფლება და არც ერთი ქართველი პრეზიდენტი არასოდეს
დათანხმდება.
პირველ რიგში ეს არის საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობა, ამ საკითხზე
არასოდეს საქართველოს მხრიდან კომპრომისი არ იქნება.
ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა - არასოდეს საქართველო არ შეეგუება
საოკუპაციო ჯარებს მის ტერიტორიაზე.
ეს არის არჩევანის თავისუფლება - საქართველო არასოდეს აღარ დათმობს
უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი თავისი ეროვნული და არა სხვა
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ არ გვინდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი
სურვილია, ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს ნორმალური დიპლომატიური
შეტყობინება, მუშაობდნენ საელჩოები ორივე დედაქალაქში. ჩვენს ხალხებს
შორის არსებულ ურთიერთობას ეს ძალიან სჭირდება.
მაგრამ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს შევეგუებით იმას, რომ
საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს რუსეთის სამი საელჩო -
თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში.
ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ კრემლს, როდესაც ის ტანკებით გვიტევს როგორც
დამპყრობელი, მაგრამ ასევე მზად ვართ, რომ ვაწარმოოთ მასთან დიალოგი,
თუ იგი მოვა არა როგორც ოკუპანტი, არამედ როგორც ცივილიზებული,
თანასწორი მეზობელი. იმიტომ, რომ არავინ ქართველებზე უკეთ არ იცის
მეგობრობის, მეზობლობისა და თანამშრომლობის ფასი.
ჩვენ გვინდა მშვიდობა.
მაგრამ სანამ რუსეთი ოკუპაციისა და აგრესიის პოლიტიკით ხელმძღვანელობს,
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად განვამტკიცოთ საქართველოს
საერთაშორისო კავშირები.
გავაგრძელოთ სვლა დემოკრატიული სამყაროსაკენ, გავაგრძელოთ ინტეგრაცია
ევროპასთან და უფრო დავუახლოვდეთ ნატოს.
ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ საერთაშორისო
გარანტიები და ჩაბმულობა მშვიდობის დასაცავად.
გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმების და ლიბერალური ეკონომიკის,
გახსნილობისა და თავისუფლების კურსი.
სწორედ დიდი საერთაშორისო აქტივობა ქმნის დღეს ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოების ყველაზე მყარ გარანტიას. ამიტომ არის დღეს საქართველო
უფრო მეტად დაცული კონფლიქტის ესკალაციისაგან, ვიდრე იყო ომამდე.
ჩვენი მიზანია, რომ სერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მაქსიმალურად
შევამციროთ საფრთხეები და ამას ჯერჯერობით წარმატებით ვახერხებთ.
ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს მონიტორინგის
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, “სტანდარდ ენდ პუარსმა”
რომელიც ბიზნესისათვის პოლიტიკური რისკების დონეს აფასებს,
საქართველოსთან მიმართებით ბოლო თვეების განმავლობაში რისკების
მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბლა დაწია.
ამაზე მეტყველებს ის, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო ბიზნესის კეთების
სიმარტივით მსოფლიოში მეთერთმეტე ქვეყნად დაასახელა. ხოლო ევროკავშირის
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო კრიმინოგენული ვითარების მიხედვით
ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში.
ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი დღეს არის ეკონომიკა. ჩვენი ცენტრალური
ამოცანაა გავუძლოთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, გადავარჩინოთ სამუშაო
ადგილები, შევქმნათ მეტი საშუალებები ხალხის დასასაქმებლად;
შევინარჩუნოთ საბიუჯეტო სტაბილურობა ისე, რომ შესრულდეს ყველა
სოციალური ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული ხალხის
წინაშე; არ დაგვიანდეს არც ერთი ხელფასი და პენსია, გაგრძელდეს
ეკონომიკის სტიმულირების და ხალხის დასაქმების ჩვენი პროგრამები.
ეს არ იქნება ადვილი. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა სტაბილურობა
ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი საზოგადოების ერთიანობა. ამისთვის საჭიროა
ყველა ჭეშმარიტი ქართველის, იმისდა მიუხედავად, თუ მსოფლიოს რომელ
კუთხეში იმყოფება იგი, მონდომება და დიდი ძალისხმევა ერთიანი მიზნის
მისაღწევად.
დღეს მსოფლიოში დიდი ეკონომიკური შტორმი ბობოქრობს. ჩვენი ქვეყანა კი
პატარა ნავივითაა, რომელმაც ამ ღელვას უნდა გაუძლოს. უნდა მოვახერხოთ,
რომ შევინარჩუნოთ წონასწორობა უზარმაზარ ტალღებზე და უსაფრთხოდ ავუაროთ
გვერდი დიდ გემებს, რომელთაც თავად აქვთ მართვა დაკარგული.
განსაკუთრებით კი ერთ დიდ გემს უნდა ვერიდოთ, რომელიც ჩვენთან ახლოს
იძირება და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც თან არ ჩაგვითრიოს. ჯერ
ჩვენ ამ შტორმის შუაგულში არ ვართ. ამიტომ ახლა ყველამ ერთად უნდა
ვისწავლოთ ჩვენი პატარა ნავის მართვა, ყველამ ერთად, ერთიანი ძალით
უნდა მოვუსვათ ნიჩბები. გამოვიჩინოთ დისციპლინა და მანევრირების უნარი.
თუ ჩვენ მოვინდომებთ, თუ შევინარჩუნებთ ერთიანობას და სიმტკიცეს, თუ
ვიმოქმედებთ გონივრულად, ფრთხილად და გააზრებულად, თუ არ დავივიწყებთ
ისტორიის გაკვეთილებს, გვემახსოვრება 1921 წელი, გვემახსოვრება 90-იანი
წლები, თუ ვიფიქრებთ შენებასა და არა ნგრევაზე და შევინარჩუნებთ
მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კურსს, ჩვენ გავუძლებთ ყველანაირ
შტორმს, გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას
სამშვიდობოზე, სადაც თავისუფლებას, კეთილდღეობას და ტერიტორიულ
მთლიანობას ვეღარაფერი შეუქმნის საფრთხეს.
მიხეილ სააკაშვილი
დაიბადა თბილისში, დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო
ურთიერთობათა ფაკულტეტი. იგი სწავლობდა სტრასბურგისა და ვაშინგტონის
უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის
წოდება.
1999 წ იგი არჩეულ იქნა დეპუტატად, 2000 წლიდან კი, ის იუსტიციის
მინისტრია; ე. შევარდნაძესთან მომხდარი უთანხმოების გამო ეს პოსტი მან
მალე დატოვა.
2002 წელს იგი არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2003
წ-ის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო მოძრაობა,
“ვარდების რევოლუცია, “ რომელსაც სათავეში მ. სააკაშვილი ჩაუდგა.
2004 წლის 4 იანვარს იგი არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის
პრეზიდენტად. 2008 წლის 5 იანვარს მ. სააკააშვილი ხელმეორედ აირჩიეს
პრეზიდენტად.
|
თორნიკე გორდაძის სიტყვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის გამოსვლა საქართველოს ოკუპაციის
90
წლისთავისადმი
მიძღვნილ
კონფერენციაზე
Tornike gordaZe
sagareo saqmeTa ministris
moadgile
თითქმის
ერთი
საუკუნე
გა ვიდა
მას
შემდეგ
რაც
საქართველომ,
1918 წელს,
მოიპოვა
დამოუკიდებლობა
ცარისტული
რუსეთისაგან
და
შექმნა
ერთ–ერთი
პირველი
სოციალ–დემოკრატიული
სახელმწიფო
ევროპაში.
საქართველოს
პირველმა
რესპუბლიკამ,
ურთულესი
შიდა
და
საგარეო
პოლიტიკური
გარემოს
მიუხედავად,
თავისი
არსებობის
ხანმოკლე
პერიოდში
შეძლო
მრავალი,
მეტად
მნიშვნელოვანი
და
პროგრესული
რეფორმები
განეხორციელებინა,
რაც
აუცილებელი
იყო
ახალაგზრდა
დემოკრატიული
სახელმწიფოს
საფუძვლების
შესაქმნელად
და
საერთაშორისო
აღიარების
უზრუნველსაყოფად.
ქვეყნის
მაშინდელმა
ხელისუფლებამ
დაადგინა
რესპუბლიკის
სახელმწიფო
საზღვრები,
ქართული
ენა
გამოაცხადა
სახელმწიფო
ენად,
განახორციელა
სასამართლო
რეფორმა,
ჩამოაყალიბა
ეროვნული
გვარდია
და
რეგულარული
არმია,
ჩამოაყალიბა
ადგილობრივი
მართვის
ორგანოები,
პროფესიული
კავშირები,
მიიღო
რესპუბლიკის
კონსტიტუცია
და
სხვ.
არანაკლებ
მნიშვნელოვანია,
რომ
საერთაშორისო
ასპარეზზე
არსებული
უაღრესად
ტურბულენტური
და
ქაოტური
ვითარების
მიუხედავად
(საქართველოს
პირველმა
რესპუბლიკამ
იარსება
პირველი
მსოფლიო
ომის
ბოლო
და
მისი
დასრულების
პირველ
წლებში:1918–21წწ.)
მთავრობამ
შეძლო
ქვეყნის
საერთაშორის
აღიარების
მოპოვება
და
მისი
გაწევრიანება
ახლად
ჩამოყალიბებულ
ერთა
ლიგაში.
გასაოცარია
ის
სახელმწიფოებრივი
და
ეროვნული
(ნაციონალური)
თვითშეგნება,
რომელიც
გამოამჟღავნა
საქართველოს
პირველი
რესპუბლიკის
ხელისუფლებამ
და
მთლიანად
მაშინდელმა
ქართულმა
საზოგადოებამ
იმ
ქარიშხლიან
ეპოქაში,
როდესაც
ევროპის
კონტინენტს
და
მთლიანად
მსოფლიოს
სოციალური,
ეკონომიკური,
პოლიტიკური,
გეოპოლიტიკური
და
სამხედრო
კატაკლიზმები
არყევდა.
მითუმეტეს
შთამბეჭდავია
პირველი
რესპუბლიკის
მესვეურთა
მიერ
გატარებული
პოლიტიკა
იმ
ფონზე,
რომ
საქართველოს,
საუკუნეზე
მეტი
ხნის
განმავლობაში,
წართმეული
ჰქონდა
სახელმწიფოებრიობა
რუსეთის
იმპერიის
მიერ.
მოგეხსენებათ,
ცარისტული
რეჟიმი
შეუბრალებლად
დევნიდა
დამოუკიდებლობის
წყურვილის
ყოველგვარ
გამოვლინებას
იმპერიის
ფარგლებში
და
მათ
შორის
საქართველოშიც.
იმპერიის
მარწუხების
მიუხედავად,
ქართველმა
ერმა
და
ქართველმა
საზოგადოებამ
შეძლო
არამხოლოდ
შეენარჩუნებინა
სახელმწიფოებრივი
და
ეროვნული
ერთიანობის
იდეა,
არამედ
განევითარება
იგი
იმდროინდელი
პროგრესული
აზროვნების
შესაბამისად
და,
როდესაც
გახდა
შესაძლებელი
დამოუკიდებლობის
აღდგენა,
საქართველოში
ჩამოყალიბდა
არა
ფეოდალური
მონარქია
ან
ნაციონალისტური
დიქტატურა,
არამედ
ლიბერალურ
პრინციპებზე
დაფუძნებული
საპარლამენტო
დემოკრატია.
1918
წელს მიღებულ
დამოუკიდებლობის
აქტში
ნათქვამია,
რომ
„საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკა
თავის
საზღვრებში
თანაბრად
უზრუნველყოფს
ყველა
მოქალაქის
სამოქალაქო
და
პოლიტიკურ
უფლებებს
მიუხედავად
მისი
ეროვნებისა,
სარწმუნოებისა,
სოციალური
მდგომარეობისა
და
სქესისა....
ქმნის
ყველა
პირობას
მის
ტერიტორიაზე
მცხოვრები
ერების
თავისუფალი
განვითარებისათვის.“
იგივე
პრინციპები
აისახა
იმავე
წელს
მიღებულ
კონსტიტუციაში,
რომელმაც
დეტალურად
განსაზღვრა
ადამიანის
ძირითადი
უფლებები
და
თავისუფლებები,
მათ
შორის
გააუქმა
სიკვდილით
დასჯა.
დამეთანხმებით,
იმ
პერიოდის
არცთუ
ბევრ
სახელმწიფოს
ჰქონდა
ადამიანის
უფლებების
პატივისცემის
მსგავსი
ვალდებულებები
გაწერილი
ქვეყნის
მთავარ
საკანონმდებლო
დოკუმენტში.
აქვე
უნდა
აღინიშნოს,
რომ
ქართველი
ხალხის
არჩევანი,
შეექმნა
ევროპული
დემოკრატიული
სახელმწიფო,
შემთხვევითი
არ
იყო.
მთელი
თავისი
ისტორიის
მანძილზე,
რომელიც
მრავალ
საუკუნეს
ითვლის,
საქართველო
მოიაზრებდა
თავს
ევროპული
ცივილიზაციის
ნაწილად
და
თავისი
წვლილი
შეჰქონდა
მის
განვითარებასა
და
დაცვაში.
საუკუნეების
განმავლობაში
ქართველმა
ხალხმა
შეინარჩუნა
თავისი
თვითმყოფადობა,
ევროპული
იდენტურობა
და
ლიბერალური
ღირებულებები
და
როგორც
კი
საშუალება
მიეცა,
ცარიზმის
დაცემის
შედეგად,
ჩამოაყალიბა
დემოკრატიული
პოლიტიკური
სისტემის
მქონე
სახელმწიფო.
როგორც
თქვენთვის
ცნობილია,
საქართველოს
პირველმა
რესპუბლიკამ
მხოლოდ
სამი
წელი
იარსება.
ცარიზმის
ნანგრევებზე
აღმოცენებულმა
ბოლშევიკურმა
რუსეთმა,
დაარღვია
რა
ქართულ
მხარესთან
ხელმოწერილი
სამშვიდობო
ხელშეკრულება,
1921 წელს
განახორციელა
საქართველოს
სრული
ოკუპაცია,
დაამყარა
ბოლშევიკური
რეჟიმი
ქვეყანაში
და
ძალით
შეიყვანა
იგი
საბჭოთა
კავშირის
შემადგენლობაში.
70
წლიანი
საბჭოთა
ოკუპაციის
პერიოდში
ქართველმა
ერმა
გადაიტანა
შემზარავი
კომუნისტური
ტერორი,
რომლის
შედეგად
თითქმის
სრულიად
განადგურდა,
ან
ქვეყნიდან
განიდევნა
ქართული
საზოგადოების
საუკეთესო
ნაწილი.
ამ
არნახული
რეპრესიების
მიზანი
იყო
წაეშალა
ქართველი
ხალხის
თვითშეგნებიდან
ყოველივე
ეროვნული
და
ექცია
იგი
რუსეთის
კომუნისტური
იმპერიის
მორჩილ
მსახურად.
უზარმაზარი
წნეხის
მიუხედავად,
საბჭოთა
რეჟიმმა
ვერ
შეძლო
ამოეძირკვა
ქართველი
ხალხის
შეგნებიდან
თავისუფლების
წყურვილი
და
კომუნისტური
იმპერიის
საბოლოო
დაშლამდე
ორი
წლით
ადრე
საქართველომ
კვლავ
გამოაცხადა
დამოუკიდებლობა
საბჭოთა
კავშირისაგან.
დღეს,
საქართველოს
ოკუპაციიდან
90 წლის,
ხოლო
საბჭოთა
კავშირის
დაშლიდან
20 წლის
შემდეგ,
სამწუხაროდ,
ჩვენს
ქვეყანას
ისევ
უწევს
ბრძოლა
რუსული
ოკუპაციის
წინააღმდეგ.
ეს
ბრძოლა
არ
შენელებულა
1921 წლის
თებერვლის
მერე,
რადგან,
საბჭოთა
იმპერიის
დაშლის
მიუხედავად,
რუსეთის
ხელისუფლებაში
რჩებიან
კომუნისტურ–ნაციონალისტური
აზროვნების
მქონე
ადამიანები,
რომლებიც
ვერ
ეგუებიან
იმპერიის
დაცემას
და
აგრესიული
რევანშისტული
პოლიტიკის
გატარებით
ცდილობენ
შეცვალონ
არსებული
მსოფლიო
წესრიგი
და
აღადგინონ
რუსეთის
ზესახელმწიფოს
სტატუსი
და
გავლენა
საერთაშორისო
არენაზე.
2008
წლის აგვისტოში
საქართველოს
წინააღმდეგ
განხორციელებული
ფართომაშტაბიანი
სამხედრო
აგრესია
წარმოადგენდა
რუსეთის
ნეოიმპერიალისტური
პოლიტიკის
კულმინაციას.
ამ
აგრესიის
შედეგად,
საქართველოს
ტერიტორიის
20% მეტი
– აფხაზეთი
და
ცხინვალის
რეგიონი
– მოექცა
რუსული
ოკუპაციის
ქვეშ.
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე,
რუსი
სამხედროების
უშუალო
ხელშეწყობით,
განხორციელდა
ქართული
მოსახლეობის
მორიგი
ეთნიკური
წმენდა
და
განთავსდა
რუსული
სამხედრო
ბაზები.
დღეს
საქართველოს
ოკუპირებულ
რეგიონებში
უკანონოდ
იმყოფება
დაახლოებით
15 000 რუსი
სამხედრო
მოსამსახურე
და
დიდძალი
შეტევითი
შეიარაღება;
მიმდინარეობს
სამხედრო
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა
სახმელეთო,
საზღვაო
და
საჰაერო
ბაზირებისთვის.
რეალურად
ეს
რეგიონები
წარმოადგენს
რუსეთის
სამხედრო
პლაცდარმს,
რათა
უზრუნველყოს
მოსკოვის
წნეხი
საქართველოსა
და
მთლიანად
რეგიონზე.
როგორც
1921 წელს,
ისევე
2008 წელშიც
რუსეთის
სამხედრო
აგრესიას
რეალურად
ერთი
და
იგივე
მიზანი
ჰქონდა
– საქართველოში
დემოკრატიულად
არჩეული
მთავრობის
შეცვლა
და
მისი
დაბრუნება
რუსეთის
პოლიტიკურ
ორბიტაზე.
რა
თქმა
უნდა,
საერთაშორისო
ვითარება
ერთი
საუკუნის
უკან
მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა
დღევანდელისაგან,
ხოლო
საერთაშორისო
სამართალი
ფაქტიურად
ჩამოუყალიბებელი
იყო.
დამანგრეველი
მსოფლიო
ომის
შემდეგ
დასავლეთის
ქვეყნების
ინტერესში
არ
იყო
კონფრონტაციაში
შესულიყვნენ
რუსეთთან
პატარა
საქართველოს
გამო.
არც
ერთა
ლიგა
წარმოადგენდა
ქმედით
მექანიზმს.
ამიტომაც,
მიუხედავად
საერთაშორისო
აღიარებისა
და
ერთა
ლიგის
წევრობისა,
საერთაშორისო
თანამეგობრობა
ვერ,
ან
არ,
შეეწინააღმდეგა
ბოლშევიკური
რუსეთის
მიერ
საქართველოს
ოკუპაციის
ფაქტს.
21
საუკუნის
დასაწყისში
განსხვავებულ
საერთაშორისო
სისტემაში
ვიმყოფებით.
საბჭოთა
კავშირი
აღარ
არსებობს
და,
რუსეთის
დღევანდელი
ხელისუფლების
მცდელობების
თუ
სურვილების
მიუხედავად,
მისი
აღდგენა
შეუძლებელია.
ყოფილი
ვარშავის
ბლოკის
და
საბჭოთა
კავშირის
მრავალი
ქვეყანა
ჩრდილო–ატლანტიკური
ხელშეკრულების
ორგანიზაციის
(ნატო)
და
ევროკავშირის
წევრები
არიან.
ნატოს
2008 წლის
ბუქარესტის
სამიტზე
მოკავშირეები
შეთანხმდნენ,
რომ
საქართველო
გახდებოდა
ამ
ორგანიზაციის
წევრი.
საქართველო
არის
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
(გაერო),
ევროპის
საბჭოს,
ევროპაში
უსაფრთხოების
და
თანამშრომლობის
ორგანიზაციის
(ეუთო)
წევრი,
აწარმოებს
ინტენსიურ
ორმხრივი
თუ
მარავლმხრივი
დიპლომატიას
და
პროგრესირებს
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციის
გზაზე.
რაც
არანაკლებ
მნიშვნელოვანია,
დამოუკიდებლობის
აღდგენის
და
განსაკუთრებით
ვარდების
რევოლუციის
შემდეგ,
საქართველომ
დაიმკვიდრა
ევროპული
ქვეყნის
იმიჯი,
რომელიც
აშენებს
დემოკრატიულ
სახელმწიფოს
და
რომლის
ადგილიც
ერთიან
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
ოჯახშია.
სწორედ
საქართველოს
მიერ
ვარდების
რევოლუციის
შემდეგ
განხორციელებული
წარმატებული
დემოკრატიული
რეფორმების
და
დასავლურ
ინსტიტუტებში
ინტეგრაციისკენ
მიმართული
საგარეო
პოლიტიკის
შედეგად
გახდა
შესაძლებელი
ამის
მიღწევა.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
და
რა
თქმა
უნდა
საქართველოს
გეოპოლიტიკური
მნიშვნელობის
გათვალისწინებით,
საერთაშორისო
თანამეგობრობა,
კერძოდ
კი
ევროკავშირი,
საფრანგეთის
თავმჯდომარეობით
და
ამერიკის
შეერთებეული
შტატები
(აშშ)
აქტიურად
ჩაერია
2008 წლის
აგვისტოში
რუსეთის
აგრესიის
შესაჩერებლად.
შედეგად
რუსეთმა
ვერ
შეძლო
მიეღწია
თავისი
სტრატეგიული
მიზნებისათვის,
ხოლო
საქართველოს
სახელმწიფო
და
მისი
დემოკრატიულად
არჩეული
ხელისუფლება
განაგრძობს
ფუნქციონირებას
და
შესაბამისად,
განაგრძობს
დემოკრატიულ
რეფორმებს
და
დასავლურ
საგარეო–პოლიტიკურ
კურსს.
წინა
საუკუნისაგან
განსხვავებით,
საერთაშორისო
თანამეგობრობამ
მიუღებლად
მიიჩნია
მოსკოვის
მოთხოვნა
საქართველოს
და
მთლიანად
რეგიონის
რუსეთის
„პრივილიგირებული
ინტერესების
ზონად“
ცნობის
თაობაზე.
საქართველოს
პარტნიორებმა
ასევე
ერთხმად
უარყვეს
რუსეთის
მოთხოვნა
ეღიარებინათ
ოკუპირებულ
ტერიტორიების
ე.წ.
დამოუკიდებლობა
და
რუსეთის
მიერ
იქ
დასმული
მარიონეტული
რეჟიმების
ლეგიტიმურობა.
მოსკოვის
უზარმაზარი
პოლიტიკური
და
ფინანსური
ძალისხმევის
მიუხედავად,
ოკუპირებული
რეგიონები
ცნო
მხოლოდ
ვენესუელამ,
ნიკარაგუამ
და
ნაურუმ.
საქართველოს
ხელისუფლების
პასუხი
ქვეყნის
ტერიტორიების
ოკუპაციასა
და
იქ
მძლავრი
რუსული
სამხედრო
კონტიგენტის
განთავსებაზე
არის
კიდევ
უფორ
მეტი
ძალისხმევა
ქართული
სახელმწიფოს
დემოკრატიული
საფუძვლების
განსამტკიცებლად
და
ევროპულ
და
ევროპულ
და
ვეროატლანტიკურ
სტრუქტურებში
მის
ინტეგრაციის
უზრუნველსაყოფად.
რუსეთის
მხრიდან
ოკუპაციის
და
ცალმხრივად
დაწესებული
სრულმაშტაბიანი
ეკონომიკური
ემბარგოს
მიუხედავად,
საქართველო
ვითარდება:
ძლიერდება
სახელმწიფოებრივი
ინსტიტუტები,
იზრდება
ეკონომიკა,
მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის
განვითარება,
განსაკუთრებით
ტურიზმის
სფეროში
– იქმნება
თავისუფალი
ეკონომიკური,
ინდუსტრიული
და
ტურისტული
ზონები.
აღსანიშნავია,
რომ
ერთ
დროს
ენერგეტიკულად
რუსეთზე
დამოკიდებული
ქვეყანა
ბოლო
წლებია
თავად
აწარმოებს
ელექტროენერგიის
ექსპორტს
სხვადასხვა
ქვეყნებში,
რუსეთის
ჩათვლით.
მოსკოვის
მიერ
ქართული
ღვინისა
და
სხვა
პროდუქტების
იმპორტზე
დაწესებული
ემბარგოს
პირობებში,
მოხდა
ექსპორტის
დივერსიფიცირება,
მათ
შორის
ევროკავშირის
ქვეყნებშიც,
რამაც
კიდევ
უფრო
გააუმჯობესა
ამ
პროდუქტების
ხარისხი.
საქართველომ
ხელი
მოაწერა
ევროკავშირთან
ვიზების
გამარტივების
და
რეადმისიის
ხელეკრულებას,
წარმატებით
მიმდინარეობს
მოლაპარაკებები
ასოცირების
შეთანხმებაზე,
უახლოეს
მომავალში
ველოდებით
მოლაპარაკებების
დაწყებას
ღრმა
და
ყოვლისმომცველი
თავისუფალი
ვაჭრობის
ხელშეკრულებაზე.
ევროკავშირთან
ხელმოწერილია
ასევე
სხვადასხვა
ეკონომიკური
ტიპის
შეთანხმებები.
საქართველო
აქტიურად
მონაწილეობს
ევროკავშირის
ინიციატივაში
„აღმოსავლეთ
პარტნიორობა.“
რაც
შეეხება
ნატოს,
სწორედ
აგრესიიდან
ერთი
თვის
თავზე,
2008 წლის
სექტემბერში
შეიქმნა
ნატო–საქართველოს
კომისია,
რომელიც
ზედამხედველობას
უწევს
საქართველოს
ალიანსში
გაწევრიანების
პროცესს.
დღეს,
საქართველოს
ოკუპაციის
90 წლისთავზე,
ქვეყანაში
მიმდინარე
აღმშენებლობის
პროცესი,
არსებული
საერთაშორისო
კონტექსტი
და,
რაც
მთავარია,
ქართველი
ერის
მტკიცე
ნება
გვაძლევს
რწმენას
რომ
შევძლებთ
ბოლომდე
მივიყვანოთ
პირველი
რესპუბლიკის
მიერ
დაწყებული
პროცესი
რომელიც
საქართველოს
დემოკრატიულ
სახელმწიფოდ
ჩამოყალიბებას
და
ევროპულ
ოჯახში
მის
დამკვიდრებას
გულისხმობს.
|
ალექსანდრე კვიტაშვილის სიტყვა
დამოუკიდებელი
საქართველო
და
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტი
ალესანდრე კვიტაშვილი
თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორი
მოგესალმებით
ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
სახელით.
მოგეხსენებათ,
ჩვენი
ქვეყნის
ისტორიაში
უმნიშვნელოვანეს
მოვლენას
_ დამოუკიდებლობის
გამოცხადებას
და
საქართველოს
პირველი
დამოუკიდებელი
რესპუბლიკის
შექმნას
ორი
მნიშვნელოვანი
მოვლენა
უსწრებდა
_ ქართული
ეკლესიის
ავტოკეფალიის
აღდგენა
და
საქართველოსა
და
კავკასიაში
პირველი
უნივერსიტეტის
დაარსება.
ცხადია,
ეს
შემთხვევითი
არ
იყო,
რადგან
სწორედ
ამ
ფაქტორებმა
შეუწყო
ხელი
იმდროინდელი
ქართული
საზოგადოების
სწორ
ორიენტაციას
საკმაოდ
რთულ
პოლიტიკურ
ვითარებაში.
ჯერ
კიდევ
მე–19
საუკუნის
პირველ
ნახევარში,
რუსეთის
იმპერიისგან
საქართველოს
გათავისუფლებისათვის
ბრძოლის
გაძლიერებასთან
ერთად
დაიბადა
ქართული
უნივერსიტეტის
დაარსების
იდეა.
საუნივერსიტეტო
მოძრაობა
საქართველოში
მძლავრ
ტალღად
იქცა. „თერგდალეულთა“
მოღვაწეობით
დაიწყო
ახალი
ეტაპი.
ილია
ჭავჭავაძის
სახელმწიფოებრივმა
ხედვამ
_ სათავადაზნაურო
ბანკის
დაარსებამ
უნივერსიტეტის
დაარსებისთვის
საჭირო
ფინანსების
მოძიების
საკითხი
ნაწილობრივ
გადაჭრა.
ეს
იყო
ერთადერთი
ბანკი
რუსეთის
იმპერიაში,
რომელიც
თავის
შემოსავალს
ერის
კულტურულ
და
საგანმანათლებლო
ინტერესებს
ახმარდა.
თუმცა,
უმაღლესი
სასწავლელის
გახსნა
მაშინ
ვერ
მოხერხდა.
თბილისის
უნივერსიტეტის
იდეის
საპირისპიროდ
რუსეთის
მთავრობამ
თბილისში
ამიერკავკასიის
უნივერსიტეტი
დააფუძნა,
რომელიც,
ფაქტობრივად,
რუსეთის
მთავრობის
პლაცდარმს
წარმოადგენდა.
რუსეთის
მთავრობის
მხრიდან
ხელშეწყობის
მიუხედავად,
ამიერკავკასიის
სახელმწიფო
უნივერსიტეტმა,
რომლის
უმთავრეს
მიზანს
ქართულ
თავისუფალ
უნივერსიტეტთან
დაპირისპირება
წარმოადგენდა,
თავისი
მოღვაწეობა
კრახით
დაასრულა.
რუსეთის
1917 წლის
თებერვლის
რევოლუციის
შემდეგ
ქართული
თავისუფალი
უნივერსიტეტის
დაარსების
შესაძლებლობაც
გაჩნდა.
1917 წლის
დასაწყისში
კინოთეატრ
„ელიტაში“
შეკრებილმა
საზოგადოებამ
საგანგებო
მსჯელობა
გამართა
უნივერსიტეტის
დაარსების
საკითხზე.
ივ.
ჯავახიშვილმა
წაიკითხა
მოხსენება
თბილისში
უნიევრსიტეტის
დაარსების
აუცილებლობაზე
და
რუსეთში
მყოფ
ქართველ
მეცნიერებს
სამშობლოში
დაბრუნებისკენ
მოუწოდა.
ფულადი
თანხები,
პირადი
ბიბლიოთეკები
და
სხვა
მრავალნაირი
ფასეულობები
მთელი
საქართველოდან
გროვდებოდა
უნივერსიტეტისათვის
შესაწირად.
ქართველი
მოწინავე
საზოგადოების
მთავარი
ამოცანა
იყო
ეროვნული
კონცეფციის
ბაზაზე
შექმნილი
ქართული
უნივერსიტეტის
დაარსება,
რომლის
მთავარი
მიზანი
იქნებოდა
ქართული
კულტურის,
განათლების,
მეცნიერების
აღორძინება.
12 მაისს
თბილისში,
პეტრე
მელიქიშვილის
ბინაში,
უნივერსიტეტის
საზოგადოების
დამფუძნებელთა
პირველი
შეკრება
გაიმართა.
ამ
დღეს
დაარსდა
„ქართული
თვისუფალი
უნივერსიტეტის“
საზოგადოება.
1918
წლის 8
თებერვალს
(ძველი
სტილით
26 იანვარს)
დავით
აღმაშენებლის
ხსენების
დღეს,
პეტერბურგის
უნივერსიტეტის
აღზრდილისა
და
მისი
პრივატ–დოცენტის
ივანე
ჯავახიშვილის
თაოსნობით,
ქართული
საავადაზნაურო
გიმნაზიის
შენობაში
საზეიმოდ
გაიხსნა
უნივერსიტეტი,
რომელმაც
საფუძველი
ჩაუყარა
კავკასიაში
ევროპული
ტიპის
პირველ
უმაღლეს
სკოლას.
უნივერსიტეტი
აკურთხა
და
გზა
დაულოცა
სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს–პატრიარქმა
კირიონ
მეორემ_
„... ამ
დღესაც
მოვესწარით,
რომ
ქართულ
უნივერსიტეტს
ვხსნით...
ლტოლვამ
სინათლისადმი,
ცოდნის
წყურვილმა
და
ჭეშმარიტების
სიყვარულმა
შეჰკრიბა
დღეს
აქ
აუარებელი
ხალხი.
კაცი
სინათლისათვის
არის
შექმნილი
და
თვით
ბუნებისაგან
ჩანერგილია
მასში
ღვთიური
ნიჭი _
ძიება
ჭეშმარიტებისა,
რომელიც
ჰქმნის
კაცს
თავისუფლად.
გილოცავთ,
ჩვენი
პირველი
უნივერსიტეტის
ხემლძღვანელნო,
და
ვისურვებ
ჩვენი
საზოგადო
საქმის
წარმატებას
საკეთილდღეოდ
ჩვენი
ერისა.“
საქართველოს
ეროვნული
საბჭოსა
და
აღმასკომის
წევრმა
აკაკი
ჩხენკელმა
უნივერსიტეტის
გახსნისადმი
მიძღვნილ
ზეიმზე
თავის
გამოსვლაში
ჩამოაყალიბა
საქართველოს
მთავრობის
საგანმანათლებლო
პოლიტიკა.
მან
უნივერსიტეტის
დამფუძნებლებს
მოუწოდა,
მთავრობასთან
ერთად,
შეემუშავებინათ
ეროვნული
განათლების
ერთიანი
სისტემა,
და
გამოეყენებინათ
ევროპის
წამყვან
სახელმწიფოთა
გამოცდილება.
ამ
საგანმანათლებლო
პოლიტიკით
მთავრობა,
უნივერსიტეტის
დამფუძნებლებთან
ერთად,
რადიკალურად
უპირისპირდებოდა
ზოგადად
რუსულ
და
ბოლშევიზმის
ინტერესებს,
რომელიც
მოგვიანებით
აქტიურად
ცდილობდა
ფეხის
მოკიდებას
უნივერსიტეტში.
თბილისში
უნივერსიტეტის
დაარსება
არა
მარტო
საქართველოსათვის
არამედ
კავკასიის
რეგიონისთვის
იყო
მნიშვნელოვანი.
„ვლადიკავკავის“
ოსური
დიასპორის
წერილს,
რომელშიც
ივანე
ჯავახიშვილს
ეკითხებოდნენ,
თუ
ვის
შეეძლო
სწავლა
უნივერსიტეტში,
უნივერსიტეტის
დამაარსებელმა
უპასუხა,
რომ
„უნივერსიტეტში
შეუძლია
ისწავლოს
ორივე
სქესის
ახალგაზრდამ,
განურჩევლად
ეროვნებისა,
აღმსარებლობისა
და
წარმომავლობისა,
სასწავლო
ენაა
ქართული.“
დამფუძნებლები
უნივერსიტეტის
მუშაობის
მთავარ
არსს
მის
ავტონომიურობაში,
სახელმწიფოსაგან
დამოუკიდებლობაში
ხედავდნენ.
მისი
შიდა
წესდება
ხელშეუხებელი
უნდა
ყოფილიყო.
უმაღლესი
სასწავლებელი,
მართალია,
საზოგადოებრივი
ცხოვრების
ფერხულს
ვერ
ჩამორჩებოდა,
მაგრამ
ეს
არ
ნიშნავდა
იმას,
რომ
მეცნიერული
გამოკვლევები
პარტიების
შეკვეთით,
ან
პირიქით,
პოლიტიკური
კურსის
მიხედვით
ყოფილიყო
შეფასებული.
ივ.
ჯავახიშვილი
სწორედ
ამ
იდეებით
ხელმძღვანელობდა,
როდესაც
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
წესდებას
და
მის
დებულებას
ამუშავებდა,
სადაც
მკაცრად
იყო
განსაზღვრული
სახელმწიფოსა
და
უნივერსიტეტის
ურთიერთობა.
წესდების
მიხედვით,
პროფესორთა
საბჭო
მკაცრად
იცავდა
მის
შიდა
საქმეებში
ჩაურევლობის
პოლიტიკას
და
ხელმძღვანელობდა
სასწავლო–სამეცნიერო
პროცესს.
თუმცა,
აქვე
უნდა
აღინიშნოს
ისიც,
რომ
უნივერსიტეტის
პროფესორთა
საბჭო
ვალდებული
იყო,
განათლების
მინისტრისადმი
ლექციების
ნუსხა
და
თანამშრომელთა
სრული
მონაცემები
განათლებისა
და
სამეცნიერო
ცენზის
შესახებ
ყოველწლიურად
გაეგზავნა.
ამრიგად,
მთავრობამ
ზოგადად
მხოლოდ
მეთვალყურისა
და
კონტროლის
განსაზღვრული
ფუნქცია
შეითავსა.
ივ.ჯავახიშვილისა
და
მის
თანამებრძოლთა
მიერ
ჩამოყალიბებული
უმაღლესი
სკოლის
კონცეფცია
ქმნიდა
განათლების
რეფორმის
მწყობრ
სისტემას,
რომელიც
შეესაბამებოდა
საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის
ევროპული
გზით
განვითარებას.
უნივერსიტეტი,
მისი
პროფესურა
და
სტუდენტობა
მუდამ
ჩართული
იყო
საქართველოში
მიმდინარე
მოვლენებში.
1918 წლის
20 დეკემბერს
სომხეთი
ომის
გამოუცხადებლად
თავს
დაესხა
ახალგაზრდა
დემოკრატიულ
სახელმწიფოს
საქართველოს.
მაშინ
არბიტრის
როლი
ერთი
მხრივ,
ინგლისის,
მეორე
მხრივ,
რუს
ბოლშევიკთა
მისიამ
იკისრა
და
ომი
შეწყდა.
დადგინდა
დემილიტარიზებული
ზონა,
მაგრამ
საქართველოსა
და
სომხეთის
მთავრობათა
შეთანხმება
ვერ
მოხერხდა.
შეიქმნა
საერთაშორისო
საარბიტრაჟო
კომისია,
მაგრამ
ვერც
მისმა
მუშაობამ
გამოიღო
შედეგი.
ამიერკავკასიის
რესპუბლიკების
ტერიტორიული
დავა
ბოლომდე
გადაუწყვეტელი
დარჩა.
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით,
შეიქმნა
კომისია
ივ.
ჯავახიშვილისა
და
პ.
ინგოროყვას
შემადგენლობით,
რომელმაც
შეიწავლა
და
დაადგინა
საქართველოს
საზღვარი
სომხეთთან,
მაგრამ
მისი
განხორციელება
შეუძლებელი
აღმოჩნდა.
საქართველომ
ამ
ომში
დაკარგა
საკუთარი
ტერიტორიის
დიდი
ნაწილი.
იგი
მსხვერპლი
გახდა
დიდი
სახელმწიფოების
ფარული
გარიგებების.
უნივერსიტეტმა
კიდევ
ერთი
უმნიშვნელოვანესი
ფუნქცია
იტვირთა:
ეროვნული
საგანძურის
გადარჩენის
ყველაზე
საიმედო
ადგილი
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტი
იყო.
აქ
იყრიდა
თავს
საისტორიო–საეთნოგრაფიო
საზოგადოება,
უნივერსიტეტის
ხელოვნების
კაბინეტი,
ქართველთა
შორის
წერა-კითხვის
გამავრცელებელი
საზოგადოება,
სიძველეთა
საეკლესიო
მუზეუმი.
მათი
მთავარი
მიზანი
იყო
დაეცვა
და
ერისთვის
შემოენახა
ხელოვნების
თითოეული
ნიმუში,
შეესწავლა
მეცნიერულად.
სიძველეთა
საეკლესიო
მუზეუმმა
უდიდესი
როლი
ითამაშა
იმ
ძნელბედობის
ჟამს.
1921 წ.
16 თებერვალს
წითელი
არმიის
შემოტევის
დროს,
ივანე
ჯავახიშვილის,
ექვთიმე
თაყაიშვილის,
სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს–პატრიარქ
ლეონიდესა
და
დროებითი
მთავრობის
გადაწყვეტილებით,
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
შენობის
მეორე
სართულზე
ეროვნული
საუნჯე
ყუთებში
ჩააწყვეს.
თითოეულ
მათგანს
დაერთო
სია,
დაილუქა
და
გაიგზავნა
სადგურში.
ამრიგად,
უნივერსიტეტის
შენობაში
გადაწყდა
ქართული
ეროვნული
საგანძურის
საზღვარგარეთ
გახიზვნის
საკითხი.
მე-11
არმიია
უკვე
თბილისის
მისადგომებთან
იდგა.
უნივერსიტეტის
რექტორმა
ივანე
ჯავახიშვილმა
საქართველოს
დამფუძნებელი
კრების
პრეზიდიუმთან
არსებულ
თვდაცვის
კომიტეტს
წერილით
მიმართა:
„პატივი
გვაქვს
წერილობით
გაცნობოთ
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პროფესორთა
საბჭოს
დადგენილება,
მიღებული
სასწრაფოდ
მოწვეულს
საგანგებო
სხდომაზე
16 თებერვალს
1921 წელს
ფრონტზე
შექმნილი
მდგომარეობის
გამო,
რომელიც
სიტყვიერად
იმავე
დღეს
მოგახსენეთ.
ა)თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პროფესორები,
დოცენტები,
ლექტორები,
ასისტენტები
და
საზოგადოდ
სამეცნიერო–სასწავლო
ნაწილის
პირადი
შემადგენლობის
წევრები
მზად
არიან
ყველანი,
მთელი
თავისი
ცოდნა,
გამოცდილება
და
სიცოცხლე
შესწირონ
საფრთხეში
მყოფის
ძვირფასი
სამშობლოს
თავისუფლების
დაცვის
საქმეს
და
სთხოვონ
კომიტეტს,
რათა
მათი
გონებრივი
თუ
ფიზიკური
ძალა
გამოიყენოს
ისე,
როგორც
მას
საუმჯობესოდ
მიაჩნია
სამშობლოს
დაცვის
მიზნებისათვის.
ბ)
უნივერსიტეტის
სამათემატიკო–საბუნებისმეტყველო
ფაკულტეტის
ლაბორატორიებისა
და
სამკურნალო
ფაკულტეტის
კლინიკების
კარები
ღიაა
ომის
საჭიროებისთვის.“
უნივერსიტეტის
რექტორმა
სტუდენტობას
სამშობლოს
დასაცავად
მოუწოდა:
„მართალია,
გვაკლია
იარაღი,
გვაკლია
საომარი
აღჭურვილობა,
გვაკლია
ბევრი
სხვა
რამეც,
მაგრამ
ჩვენ
ბრძენ
ხალხს
უთქვამს:
ვაჟკაცსა
გული
რკინისა,
აბჯარი
თუნდაც
ხისაო.
ჩვენი
ეროვნული
კულტურის
თეთრი
ტაძარი
გზას
დაულოცავს
ყველას,
ვინც
ბრძოლის
ველისკენ
მიეშურება.“
უნივერსიტეტი
ყოველთვის
იყო
ქართული
საქმის,
საქართველოში
დემოკრატიული
ფასეულობების
დანერგვის
მებაირახტრე.
სწორედ
ამიტომ
გაუსწორდა
სასტიკად
ბოლშევიკური
ხელისუფლება
უნივერსიტეტში
მოღვაწე
პროგრესულად
მოაზროვნე
პროფესურასა
და
სტუდენტობას.
საბჭოთა
პერიოდში
წითელი
ინტელიგენციის
მომძლავრებამ
ბოლომდე
მაინც
ვერ
ჩაკლა
ეროვნულობის
ნიშანი,
თავისუფალი
აზრისა
და
დემოკრატიული
უფლება-თავისუფლებებისკენ
სწრაფვა.
ამის
ნათელი
მაგალითია
1978 წლის
14 აპრილი
_ უნივერსიტეტში
დაწყებული
მოძრაობა,
რომლის
დროსაც
საქართველომ
მოახერხა
ქართული
ენის
დაცვა
და
მისთვის
სახელმწიფო
ენის
სტატუსის
შენარჩუნება;
ეროვნული
მოძრაობის
დროს,
დავით
გარეჯის
მონასტრის
გადარჩენის
მოძრაობაც
ჩვენი
უნივერსიტეტიდან
დაიწყო.
1918 wliდან
მოყოლებული
საქართველოში
განვითრებული
ყველა
მნიშვნელოვანი
მოვლენის
ეპიცენტრი
უნივერსიტეტში
იყო _
იქნებოდა
ეს
პოლიტიკური
მოვლენები,
დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლა,
მეცნიერების
განვითარება
თუ
სხვა
რამ.
უნივერსიტეტმა
უდიდესი
როლი
ითამაშა
ქვეყნის
ევროპული
მოდელით
განვითარება-ჩამოყალიბებაში.
მეოცე
საუკუნეში
ჩვენი
სამშობლოსა
და
თბილისის
უნივერსიტეტის
სვე-ბედი
ორგანულად
იყო
გადაჯაჭვული
ერთმანეთზე.
ამიტომ
თამამად
შეიძლება
ითქვას,
რომ
თბილისის
უნივერსიტეტის
ისტორია
დამოუკიდებელი
საქართველოს
ისტორიაა.
|
მალხაზ მაცაბერიძის სიტყვა
საქართველოს პირველი კონსტიტუცია
მალხაზ მაცაბერიძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორი,
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
შესავალი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელნი დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ ქვეყნის ძირითადი კანონის, კონსტიტუციის შემუშავებას და
მისი მიღება მიაჩნდათ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდეგ. კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის თითქმის მთელი
პერიოდის მანძილზე გრძელდებოდა. ქვეყნის ძირითად კანონზე მუშაობა ჯერ
კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიწყო, 1921 წლის 21 თებერვალს
კი, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო
სხდომაზე ერთხმად მიიღო კონსტიტუცია, თბილისის მისადგომებთან ბრძოლები
მიმდინარეობდა.[1]
1921 წლის კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული
საბჭოს (საქართველოს პარლამენტის) საკონსტიტუციო კომისია (1918 წ. 6
ივნისი _1919 წ. 8 მარტი) და დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო
კომისია (1919 წ. 18 მარტი _ 1921 წლის 21 თებერვალი). შეიძლება
დავასახელოთ ის პიროვნებებიც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
კონსტიტუციის შემუშავებაში: ნოე ჟორდანია, პავლე საყვარელიძე, სერგი
ჯაფარიძე, სამსონ დადიანი, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი გვაზავა,
მიხეილ რუსია, ლევან ნათაძე, იოსებ ბარათაშვილი, აკაკი ჩხენკელი,
გიორგი ნანეიშვილი და სხვები.
1921 წლის 21 თებერვალს, როდესაც კონსტიტუციას ღებულობდნენ, ქართული
საზოგადოების განწყობა არ ყოფილა დამარცხების გარდუვალობით გამსჭვალული.
პირიქით, ფიქრობდნენ, რომ მტრის შემოტევის მოგერიება ამჯერადაც
მოხერხდებოდა და საქართველო შეძლებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი
მშენებლობის გზის გაგრძელებას.
ონსტიტუციის პროექტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 24
ნოემბერს დაიწყო.[2] იმდროინდელ მმართველ პარტიას, სოციალ-დემოკრატებს,
რომელთაც დამფუძნებელ კრებაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონდათ,
შეეძლოთ კონსტიტუციის მიღება მოკლე ვადაში, მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს
კონსტიტუციურ საკითხებზე ფართო დისკუსიის გამართვა და ყველა ოპოზიციურ
ძალას მიეცა საშუალება თავისი მოსაზრებები დაწვრილებით წარმოედგინა.
ამან ბუნებრივია, კონსტიტუციის მიღება გააჭიანურა.[3]
საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა, კონსტიტუციის მიღებას, სადღაც
გაზაფხულზე დაამთავრებდნენ, შეიძლება 12 მარტისთვის _ დამფუძნებელი
კრების გახსნის დღისათვისაც დაემთხვიათ. შემოდგომაზე კი საპარლამენტო
არჩევნები ჩატარდებოდა.[4]
მოვლენები, სამწუხაროდ სხვანაირად წარიმართა..
ისე გამოვიდა, რომ ამ კონსტიტუციით საქართველომ ცხოვრება ვერ მოასწრო,
25 თებერვალს ხომ თბილისში რუსეთის წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ
და ეს დღე საქართველოს გასაბჭოების თარიღად იყო მიჩნეული. თუმცა, 1921
წლის 25 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომი არ დამთავრებულა და ის კიდევ
დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდა და ქართულ არმიას გარდა ბოლშევიკებისა,
თურქების წინააღმდეგაც მოუხდათ ბრძოლა.
რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრებას, ამ
კონსტიტუციის უშუალო მოქმედების პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ მოკლე დრო
_ 21 თებერვლიდან 17 მარტამდე, როდესაც ბათუმში მყოფმა საქართველოს
მთავრობამ დატოვა ქვეყნის ტერიტორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ომის
პირობებში მიღებული კონსტიტუციის ტექსტი ცალკე ბროშურად ბათუმში
გამოიცა.
რა თქმა უნდა, ომის პირობებში კონსტიტუციის სრულფასოვან მუშაობაზე
ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც რომ 1921 წლის
კონსტიტუციის შემუშავების დროს მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდნენ
იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკას. ის
ინსტიტუტები და პოლიტიკური ცხოვრების წესები, ადამიანის უფლებები,
მოკლედ თითქმის ყველაფერი, რასაც ამკვიდრებდა 1921 წლის კონსტიტუცია
ფაქტობრივად არსებობდა და მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაში.
საქართველოს საბჭოურმა ოკუპაციამ და კომუნიზმის მშენებლობის
ბოლშევიკურმა ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველო და ის
რეალობა, რასაც ემყარებოდა 1921 წლის კონსტიტუცია.
როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო 1921 წლის კონსტიტუციის თანახმად
საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დომინირებდნენ სოციალისტური პარტიები,
მარტო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 130 წევრიან დამფუძნებელ კრებაში 103
ადგილი ქონდა მოპოვებული. შესაბამისად, კონსტიტუციის შემუშავების დროს
მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იყო ამ პარტიის იდეოლოგიური და
პოლიტიკური დოქტრინა. იმდროინდელ მმართველ პარტიას მიაჩნდა, რომ
არსებულ პირობებში, საქართველოში შეუძლებელი იყო მათი პარტიული
დოქტრინით გათვალისწინებული "სოციალიზმის მშენებლობაზე" გადასვლა.
ხელისუფლებაში ყოფნა კი იმის შესაძლებლობას აძლევდათ, რომ შეექმნათ
ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მაქსიმალურად დაცული
იქნებოდა მოქალაქეთა უფლებები. გარდა პოლიტიკური უფლებებისა, 1921 წლის
კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები დაფიქსირდა.
საქართველოს პოლიტიკური სისტემა კი შემდეგნაირად წარმოედგინათ:
საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე პროპორციული საარჩევნო
სისტემით პარლამენტი სამი წლით უნდა არჩეულიყო. პრეზიდენტის ინსტიტუტი,
როგორც "დემოკრატიისთვის შეუფერებელი" უარყვეს, მაგრამ შესაძლო
საპარლამენტო კრიზისების და პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში
მმართველობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პარლამენტი ერთი წლით
ირჩევდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელსაც პრეზიდენტის გარკვეული
უფლებები ქონდა მინიჭებული. თავმჯდომარის არჩევა ზედიზედ ორი ვადით
შეიძლებოდა, ესეც "მაქსიმალური დემოკრატიის" უზრუნველსაყოფად.
1921 წლის კონსტიტუცია ამკვიდრებდა ფართო ადგილობრივ თვითმმართველობას,
უზრუნველყოფდა ეროვნული უმცირესობების ფართო უფლებებს, რომელთაც
ყველაფერი შეეძლოთ თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად,
გარდა "სახელმწიფოს მშენებლობისა სახელმწიფოში". 1921 წლის
კონსტიტუციის ფუძემდებლებმა უარყვეს ფედერალიზმი, როგორც
საქართველოსთვის მიუღებელი, "განაპირა მხარეების" შემოსამტკიცებლად და
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად შემოიტანეს ავტონომიის
პრინციპი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ენიჭებოდა ბათუმის მხარეს,
აფხაზეთს და საინგილოს.
გზა, რომელზედაც იდგა საქართველოს იმდროინდელი მმართველი პარტია,
არსებითად მიემართებოდა იქითკენ, რაც შემდეგ გაიარეს რიგმა ევროპულმა
ქვეყნებმა "სოციალური სახელმწიფოს" მშენებლობის მიმართულებით.
1921 წლის კონსტიტუცია და საბჭოთა რეჟიმი
საბჭოთა რეჟიმისათვის, ბუნებრივია, მიუღებელი იყო კონსტიტუცია, რომელიც
ამკვიდრებდა დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ უფლებებს. 1921 წლის
კონსტიტუცია არა მარტო "გაუქმებულად" გამოცხადდა, არამედ საგულდაგულოდ
გადაიმალა. საბჭოთა პერიოდის სახელმძღვანელოებში მასზე მხოლოდ გაკვრით
და ტენდენციურად იწერებოდა.
თუმცა, 1921 წლის კონსტიტუციისთვის გარკვეულწილად ანგარიშის გაწევა
საბჭოთა რეჟიმსაც მოუხდა. მაგალითად, საქართველოს ყველა საბჭოთა
კონსტიტუციაში შევიდა მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენად
აცხადებდა.
ქართველი ხალხისთვის კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა,
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი
უნდა ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო,
რომელსაც საბჭოთა რეჟიმმა არსებობა არ აცალა.
XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, "პერესტროიკის" დროს,
როდესაც საბჭოთა რეჟიმმა გარკვეული ლიბერალიზაცია განიცადა,
საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ აქტიურად დაიწყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის გახსენება. საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოდგებოდა როგორც საქართველოს საბჭოთა
ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის შედეგების დაძლევა. ამ პერიოდში
ბევრი რამ დაიწერა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაზეც.
1921 წლის კონსტიტუცია და თანამედროვე საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას საფუძვლად უდევს 1991 წლის 31
მარტის რეფერენდუმი, რომლის შემდეგაც 20 წელი გავიდა. რეფერენდუმზე
გამოტანილი კითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა
უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26
მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა განიხილებოდა როგორც აღდგენა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. აღდგენილი იქნა იმდროინდელი
სიმბოლიკა (დროშა, გერბი, ჰიმნი), განსხვავებული იყო 1921 წლის
კონსტიტუციისადმი დამოკიდებულება. ამ კონსტიტუციის მიღებიდან შვიდი
ათეული წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა წარმოდგენები ქვეყნის
სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ, ისევე როგორც განვითარდა მსოფლიო
კონსტიტუციონალიზმი. ამდენად ქვეყნის ახალი კონსტიტუცია უნდა
შემუშავებულიყო 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე.[5]
მემკვიდრეობითობა ბევრ რამეში პირობით ხასიათს ატარებდა, მაგრამ რიგი
მუხლები პირდაპირ იქნა გადმოტანილი საქართველოს 1995 წლის
კონსტიტუციაში.
1921 წლის კონსტიტუციაში აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა, ეპოქის მისწრაფებები და
შეხედულებები. მას შემდეგ განვლილმა ცხრა ათეულმა წელმა ბევრ
იმდროინდელ კითხვას გასცა პასუხი, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართული
საზოგადოებაც, მაგრამ 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა
თვალსაზრისის გადმოცემისას ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია რაიმეს შელამაზება
ან შესწორება, იმისდა მიხედვით, თუ, "რა მოგვეწონება" დღეს.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მიუხედავად თავისი ხანმოკლე
არსებობისა, დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცნობიერებაზე.
1918-1921 წლებში საფუძველი ჩაეყარა იმ ტრადიციას, რასაც ემყარება
თანამედროვე საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
1921 წლის კონსტიტუცია და საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციური
მოწყობა
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციურ
განვითარებას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება 1921
წლის კონსტიტუციისაგან, პრეზიდენტის ინსტიტუტის დამკვიდრებაა. 1995
წლის კონსიტუციით, საქართველო ამერიკული ყაიდის ძლიერ საპრეზიდენტო
რესპუბლიკად იქცა. 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო რეფორმამ კიდევ
უფრო გააძლიერა პრეზიდენტის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ
ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა ყალიბდებოდა. 2010 წლის 15 ოქტომბრის
საკონსტიტუციო რეფორმა კი საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული
ნაბიჯია - კონსტიტუციის ახალი რედაქცია ფაქტობრივად საპარლამენტო
მოდელზე, ან უფრო ზუსტად, შერეული მმართველობის იმგვარ მოდელზე
გადასვლას ითვალისწინებს, რომელიც უფრო საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ
იხრება. ამ აზრით ის ეხმიანება 1921 წლის კონსტიტუციას, მაგრამ
მნიშვნელოვნად განსხვავებულ მმართველობის მოდელს ამკვიდრებს.
2010 წელს საქართველოში გატარებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც
სრული სახით 2012-2013 წლებში ამოქმედდება, ცდილობს დააბალანსოს
ხელისუფლების შტოები და გაზარდოს პარლამენტის უფლებამოსილება, რაც
აშკარად შეზრუდული იყო 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო რეფორმის
შედეგად.
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა, უპირველესად, პრეზიდენტის
კონსტიტუციურ სტატუსს შეეხო. რჩება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის
ინსტიტუტი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ვღებულობთ ე.წ.
“მთვლემარე პრეზიდენტს”, რომლის უფლებამოსილებაც ფართოა კრიზისულ და
საგანგებო სიტუაციებში.[6] ზოგადად კი პრეზიდენტის უფლებამოსილების
დიდი ნაწილი გადადის პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრზე და ზოგადად
მთავრობაზე. მთავრობა ჩამოყალიბდა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს
ორგანოდ და განისაზღვრა აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელ
სახელისუფლო შტოდ ჩამოყალიბების კონსტიტუციური გარანტიები.
2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, რომელიც 2013 წლიდან
ამოქმედდება, მთავრობა გვევლინება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს
ორგანოდ, რომელიც “ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას”.[7]
მთავრობა გათავისუფლდა პრეზიდენტის წინაშე პასუხისმგებლობისაგან და იგი
მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით, მკაფიოდ გამოიკვეთა
პრემიერ-მინისტრის, როგორც მთავრობის თავმჯდომარის კონსტიტუციური
სტატუსი, რომელიც გათავისუფლდა პრეზიდენტის წინაშე
პასუხისმგებლობისაგან. პრემიერ-მინისტრი ხდება საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებული პარტიის, ან საპარლამენტო კოალიციის მიერ წამოყენებული
კანდიდატურა. მთავრობის წევრების დანიშვნის პროცესში პრემიერ-მინისტრი
გახდა დამოუკიდებელი ფიგურა და მას აღარ ესაჭიროება პრეზიდენტის
თანხმობა. მკვიდრდება მთავრობის ფორმირების ე.წ. “საპარლამენტო გზა”,
როდესაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ცალსახად
პარლამენტის ნებაზე არის დამოკიდებული.
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელოვანი სიახლე ახალი თავის
დამატებაა, რომელშიც ჩამოყალიბებულია ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები, რაც დემოკრატიისკენ გადადგმულ
მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება.
კონსტიტუციაში ცვლილებები ყველაზე ნაკლებად ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების ნაწილს შეეხო. მეორე თავის მხოლოდ რამდენიმე მუხლი
შეიცვალა ან დაზუსტდა. კერძოდ, პიროვნების ხელშეუხებლობა (მ.18),
საკუთრების უფლება (მ.21), გადაადგილების თავისუფლება (მ.22),
თანამდებობაზე არჩევის (მ.29), შრომის (მ.30), უსაფრთხო გარემოს (მ.37)
და ზარალის ანაზღაურების უფლება (მ.42).
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით ვერ გადაწყდა ყველა ის საკითხი, რაც
საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების დღის წესრიგში დგას (პირველ
რიგში ტერიტორიული მოწყობის საკითხი), მაგრამ სახელმწიფოებრივი
აღმშენებლობა რთული პროცესია და ეს კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა
საქართველოსთვის, რომლის 20-წლიანი პოსტსაბჭოთა განვითარება
განსაკუთრებით მძიმე იყო.
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია
საქართველოს კონსტიტუციურ განვითარებაში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა
1921 წლის კონსტიტუციამ.
მ. მაცაბერიძე
მ. მაცაბერიძე ცნობილი ისტორიკოსია, საქართველოს პირველი
რესპუბლიკისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომის ავტორი. იგი თბილისის
უნივერსიტეტის პროფესორია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
[1] იმდროინდელ გაზეთებში გამოქვეყნდა მოკლე ცნობები ამ
დიდმნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: "გუშინ დამფუძნებელმა კრებამ
გამართა საგანგებო სხდომა კონსტიტუციის მისაღებად", _ იუწყებოდა გაზეთი
"საქართველო" (22.02.1921). "თებერვლის 21-ს საღამოს სხდომაზე
დამფუძნებელმა კრებამ ზარბაზნების გრიალში და ომის ალში გახვეულმა
დაამთავრა კონსტიტუციის განხილვა და საბოლოოდ მიიღო ის", _ აღნიშნავდა
"სახალხო საქმე" (24.02.1921). გაზეთი "ერთობა" წერდა: "ზარბაზნების
დგანდგარში და ტყვიის ზუზუნში მოუხდა დამფუძნებელ კრებას დაწყებული
საშვილიშვილო საქმის დამთავრება... დღეს საქართველოს აქვს თავის
კონსტიტუცია, თავის პოლიტიკური სახე, რომლითაც იგი თამამად და ამაყად
წარდგება მსოფლიოს წინაშე" (23.02.1921).
[2] 24 ნოემბერს საღამოს 6 საათსა და 25 წუთზე გაიხსნა დამფუძნებელი
კრების მეორე სესიის 59-ე საგანგებო სხდომა
[3] 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი როცა დაიწყო, საქართველოს
დამფუძნებელი კრება ამთავრებდა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობას.
დასრულებული იყო პროექტის ზოგადი და თავობრივი განხილვა, მიმდინარეობდა
კონსტიტუციის პროექტის განხილვა ცალკეული მუხლების მიხედვით. 1921 წლის
16 თებერვალს დანიშნული იყო დამფუძნებელი კრების სხდომა, რომლის დღის
წესრიგში მუხლობრივი განხილვისათვის შეტანილი იყო კონსტიტუციის
პროექტის მე-7 _ მე-15 თავები, ხოლო 17 თებერვალს კონსტიტუციის
პროექტის ბოლო ორი თავი. ამით დამთავრდებოდა მუხლობრივი განხილვა. რაც
შეეხება თავებს შორის შესაძლო წინააღმდეგობათა შესწორებას და ტექსტის
საერთო რედაქციას _ ეს დიდ დროს არ დაიკავებდა.
[4] 1921 წლის კონსტიტუციის 61-ე მუხლში ნათქვამი იყო: "პარლამენტი
იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის
არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს
რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ
პარლამენტის გახსნას".
[5] 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ სახელ¬მწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებასთან ერთად, მიიღო მეორე
დადგენილებაც, რომლითაც საკონსტიტუციო კომისიას დაევალა დაეჩქარებინა
საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემუშავება 1921 წლის 21 თებერვალს
მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის
დებულებათა საფუძველზე
[6] თუ დღეისათვის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო
პოლიტიკის წარმმართველი და განმახორციელებელი, წვლილებების შემდგომ იგი
მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის, სახელისუფლო ორგანოთა შორის არბიტრის,
უმაღლესი მთავარსარდლის და საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს
წარმომადგენლის ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. შესაბამისად, მოხდა
პრეზიდენტის ინსტიტუტის დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან,
რაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს
წარმოადგენდა.
[7] Aაღნიშნული ცვლილება უნდა განვიხილოთ პრეზიდენტის კონსტიტუციურ
სტატუსთან კონტექსტში, რომელიც აღარ წარმართავს და ახორციელებს
სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
|
ბექა კობახიძის სიტყვა
საქართველოს კავკასიური როლი და რუსეთი, 1918-21 წლები და
დღევანდელობა
ბექა კობახიძე
ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე თავისი უმნიშვნელოვანესი
გეო-პოლიტიკური, გეოეკონომიკური პოზიციითა და მსოფლიო ცივილიზაციებს
შორის მდებარეობით, კავკასია ანტიკური ხანიდან მოყოლებული ყოველთვის
იქცევდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა ყურადღებას. აქ გადიოდა აბრეშუმისა
და წარსული დროის სხვა მრავალი სავაჭრო გზა. რეგიონში სხვადასხვა დროს
ამა თუ იმ ფორმით იმყოფებოდნენ ისეთი დიდი სახელმწიფოები და იმპერიები,
როგორებიცაა: საბერძნეთი, სპარსეთი, რომის იმპერია, არაბეთის სახალიფო,
მონღოლთა იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ა.შ. მეორე მხრივ კავკასიელ
ერებს ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც
განაპირობებდნენ მათ დამოკიდებულებას როგორც ერთმანეთისადმი, აგრეთვე
რეგიონით დაინტერესებულ დიდ სახელმწიფოებისადმი. აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ საქართველოს ყოველთვის ეკავა მოწინავე პოზიცია კავკასიის
რეგიონალური პოლიტიკის შემუშავების საკითხში.
საუკუნეთა მანძილზე საერთაშორისო ურთიერთობების ფორმები მრავალგზის
იცვლებოდა, მაგრამ თითქმის უცვლელი დარჩა კავკასიელ ერთა ეროვნული
ინტერესები. ამის გათვალისწინებით უაღრესად მნიშვნელოვანია ამ
ისტორიული გაკვეთილების კარგად გაანალიზება და მიღებული დასკვნების
მიმდინარე პოლიტიკაში დანერგვა, რადგან უახლოესი ისტორიული წარსულის
გამოწვევები კვლავ ძალაშია და მოვლენები ხშირ შემთხვევაში მეორდება
კიდეც,
ამ თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია გაანალიზდეს კავკასიის პირველ
რესპუბლიკათა ისტორია (1918-21წწ.).
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კავკასია ოკუპირებული იყო რუსეთის
იმპერიის მიერ, რომელიც გახლდათ ერთერთი ყველაზე უფრო დაუნდობელი
იმპერია მსოფლიოში. თუმცა მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ 1917 წელს
კავკასიელმა ერებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა. 1918 წლის შუა წლისათვის
კავკასიაში ჩამოყალიბდა 4 სახელმწიფო: საქართველო, აზერბაიჯანი,
სომხეთი და ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა,
რომ ამ სახელმწიფოთა მისწრაფებები ხშირად ერთმანეთისაგან
განსხვავდებოდა, მათ ჰყავდათ საერთო ჩრდილოელი მტერი, რომელიც არასოდეს
შეეგუებოდა კავკასიის დამოუკიდებლობის იდეას და ყველა შესაძლო
საშუალებებით მაქსიმალურად შეეცდებოდა ხელი შეეშალა რეგიონის
თავისუფლებისა და ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციისათვის.
კავკასიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საბჭოთა
რუსეთი შეეცადა მოეხდინა ქართული რეგიონის, აფხაზეთის ოკუპაცია. 1918
წლის ზაფხულში საბჭოელებმა იქ გაგზავნეს “წითელ კაზაკთა” შენაერთები და
წააქეზეს ადგილობრივი სეპარატისტები, რათა მათ გამოეცხადებინათ ე.წ.
“აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა. იმ დროისათვის
რუსეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და საბჭოელებს არ შეეძლოთ დიდი
რაოდენობით ჯარებისათვის მოეყარათ თავი აფხაზეთში. შესაბამისად
ქართველებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და გაათავისუფლეს მათგან აფხაზეთი.
მოგვიანებით ბოლშევიკთა რეჟიმი ჩრდილო კავკასიაში შეცვლილ იქნა “თეთრი
გენერლების” რეჟიმით, მაგრამ მათ მიერ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში
გატარებული პოლიტიკა არ შეუცვლიათ. 1919 წლის პირველ ნახევარში
“თეთრებმა” იგივეს განხორციელება სცადეს აფხაზეთში, მაგრამ საბედნიეროდ
იმ დროისათვის ბრიტანული ჯარები იყვნენ განლაგებულნი საქართველოს
ტერიტორიაზე და მათ უზრუნველყვეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.[1]
მსგავსი ისტორია 1918-1920 წლების განმავლობაში არაერთგზის განმეორდა ე.წ.
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეც, მაგრამ ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო იმ
ეტაპზე რუსეთმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა.
საქართველოში შემოჭრამდე რუსეთს უნდა გადაეწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიის
პრობლემა, რადგანაც ის უფრო ახლოს მდებარეობდა რუსეთთან და ბუფერული
ზონის დანიშნულებას ასრულებდა სამხრეთ კავკასიისათვის. განსაკუთრებით
ქართველი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები კარგად აანალიზებდნენ, რომ
ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობა და სიძლიერე გახლდათ დამცავი ფარი
სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკისათვისა და მათ ხელთ არსებული ყველა
რესურსით უჭერდნენ მხარს “მთიელთა რესპუბლიკას”. საქართველოს
რესპუბლიკის მეთაური, ნოე ჟორდანია წერს თავის მემუარებში ამის შესახებ:
“...განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდით მთიელთა რესპუბლიკას, არ იყო
არცერთი შემთხვევა, მათ თხოვნაზე დახმარების შესახებ უარი გვეთქვას.
თებერვალში (1919წ.—ბ.კ) გვთხოვეს სამხედრო იარაღი, მთავრობამ დაადგინა
მიეცეს მათ ყოველივე, რაც სჭირიათ სამხედრო საწყობიდან. არავისთვის
ასეთი დახმარება არ გაგვიწევია. ჩვენ თვითონ გვიჭირდა, სოფელ-სოფელ
პატრონებს ვაგროვებდით, თითოში ორ მანეთს ვაძლევდით, ისე გვაკლდა
სამხედრო მასალა, ამავე დროს მთიელთ ასე გულუხვად ვეხმარებოდით. რატომ?
ცხადია რატომ, ამას მოითხოვდა ჩვენი ჩრდილო საზღვრების უზრუნველყოფა;
ძლიერი, დამოუკიდებელი მთა იყო ჩვენი სიმაგრე, მოსკოვის წინააღმდეგ
ამართული. მის არსებობაში ვიყავით ყელამდე დაინტერესებული და ეს
გვიკარნახებდა ჩვენს დამოკიდებულებას მასთან.”[2] ეს ამონარიდი არცერთ
დროში არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას და კარგად წარმოსახავს ჩრდილოეთ
კავკასიის უმნიშვნელოვანეს როლს. Mმეორემ მხრივ აქ საქართველო კიდევ
ერთხელ წარმოგვიდგება როგორც რეგიონალური ლიდერი, რომელიც ეხმარება
მეზობელ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.
გარდა სამხედრო დახმარებისა, საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიის
მხარდაჭერა გამოიხატებოდა დიპლომატიურ დახმარებაშიც. 1919-1920 წლებში
მიმდინარეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც უნდა
შეეჯამებინა პირველი მსოფლიო ომის შედეგები და ამასთანავე გაერკვია
ცარისტული რეჟიმის დამხობის შემდგომ რუსეთის მომავალი. პარიზში
ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და მთიელებმა დაარსეს გაერთიანებული
კომისია, რომელიც ერთობლივი განცხადებებითა და დეკლარაციებით
მიმართავდა სამშვიდობო კონფერენციას. 1919 წლის 23 ივნისის განცხადებით
სამმა მეზობელმა სახელმწიფომ მოუწოდა კონფერენციას, რომ მას არ ეცნო
რუსეთის უფლებები ჩრდილოეთ კავკასიაზე.[3]
მიუხედავად ამისა, 1919 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ კავკასია დაპყრობილ
იქნა “თეთრი გენერლის”, ანტონ დენიკინის მიერ და რუსეთი უშუალოდ მოადგა
საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებს. ამან აიძულა საქართველო და
აზერბაიჯანი 1919 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერათ სამხედრო-თავდაცვითი
ხელშეკრულებისათვის, რომლის თანახმადაც მათ ერთობლივი პასუხი უნდა
გაეცათ მესამე სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიისათვის.
ამავე დროს, მხარეები თანხმდებოდნენ მათ შორის არსებული ტერიტორიული
დავების არბიტრაჟის წესით მოგვარებაზე. შეტყობინება ამ ხელშეკრულების
გაფორმების შესახებ გაეგზავნა კონფერენციის თავმჯდომარეს—საფრანგეთის
პრეზიდენტ ჟორჟ კლემანსოს. ამ წერილში ქართველები და აზერბაიჯანელები
აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულება მოქმედებაში არ მოვიდოდა იმ შემთხვევაში
თუ დენიკინი თავს არ დაესხმოდა სამხრეთ კავკასიას. ბრიტანელთა ჩარევით,
იმ ეტაპზე, რუსეთის აგრესია შეჩერებულ იქნა.
როგორც ვხედავთ “თეთრები” და “წითლები” ერთნაირად მტრულად იყვნენ
განწყობილნი კავკასიის დამოუკიდებლობის იდეისადმი და კავკასიელ ხალხს
ერთნაირად უწევდა ბრძოლა მათ წინააღმდეგ როგორც ბრძოლის, ასევე
დიპლომატიურ ველზეც. “თეთრების” და “წითლების” მიზანი მეფის რუსეთის
დროინდელი საზღვრების აღდგენა გახლდათ და კავკასია საკვანძო ადგილი იყო
ამ მიმართულებით. ამ სამხედრო აგრესიათა მიზანი გახლდათ ერთი მხრივ
რეგიონის ოკუპაცია და მეორემხრივ პარიზში მყოფ კავკასიურ
დელეგაციათათვის ხელის შეშლა საერთაშორისო აღიარებისა და “ევროპულ
ოჯახში” გაწევრიანების საქმეში.
1918-21 წლების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანის საკითხები
დასავლური ქვეყნებისათვის ერთ, მთლიან საკითხად აღიქმებოდა და თავის
მხრივ მიბმული იყო ე.წ. “რუსეთის საკითზე”. ეს ორი ქვეყანა
საერთაშორისო დონეზე ყოველთვის ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდა.[4]
ორივე ქვეყანა მდებარეობდა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე და რუსეთს ორივე
მათდამისადმი ერთნაირი იმპერიული ზრახვები ამოძრავებდა. თუმცა ამ
ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედებდა ის ფაქტორი, რომ იმ დროისათვის
მსოფლიოს უდიდესი ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი ძალზედ მიმზიდველად
გამოიყურებოდა ევროპული ქვეყნებისათვის. ეს ფაქტორი კი სისხლხორცეულად
აკავშირებდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საკითხებს საერთაშორისო
პოლიტიკაში—ბაქოს დაკარგვის შემთხვევაში ბათუმის
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბათუმის პორტი კარგავდა თავის
მნიშვნელობას და პირუკუ, ბათუმის დაკარგვის შემთხვევაში ბაქოს ნავთობი
მიუწვდომელი ხდებოდა დასავლეთისათვის. გარდა ამისა, ეს იყო “ერთა
ლიგისა” და ერთა თვითგამორკვევის ხანა, რაც დასავლეთ ევროპას უბიძგებდა
თავისი გავლენა და დემოკრატიული იდეოლოგია აღმოსავლეთის მიმართულებით
გაევრცელებინა.
ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი ამ გზაზე გახლდათ კავკასიელი
ერებისადმი მიმართული რუსული საფრთხე და სწორედ ამიტომ ქართველები,
აზერბაიჯანელები და მთიელები ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ ამ
საფრთხის გასანეიტრალებლად. მაგრამ უდიდეს გამოწვევად რჩებოდა ამ
ქვეყნებისათვის სომხეთი, რომელიც მოწყვეტილი იყო საერთო კავკასიურ
პოლიტიკურ ორბიტას და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა.
სომხეთი არ ეგუებოდა “სტატუს ქვო”-ს ტერიტორიულ საკითხებში და ამ
პატარა ერს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა ყველა მისი მეზობლისადმი (საქართველოს,
აზერბაიჯანის და განსაკუთრებით თურქეთის მიმართ).[5]
ამერიკელი კონგრესმენი, ვოლტერ მარიონ ჩენდლერიც კი, რომელიც შეერთებულ
შტატებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების
დამოუკიდებლობის ოფიციალურ ლობისტად მუშაობდა,[6] ამერიკიდან
იტყობინებოდა, რომ მას წარმატების მიღწევის ძალზედ მცირე შანსი აქვს,
რადგანაც ის ამერიკაში ყოველ ნაბიჯზე აწყდება სომხეთის ლობისტების
წინააღმდეგობას.[7]
ასეთი დამოკიდებულება ანგრევდა ერთიან კავკასიურ პლატფორმას და ხაფაგის
როლს ასრულებდა ყველა ერისათვის. მოგვიანებით, სომხეთის პრეზიდენტი
ჰოვანეს კაჩაზნუნი პოლიტიკურ ემიგრაციაში სინანულს გამოთქვამდა ამ
უმწიფარი პოლიტიკის გამო, რომელმაც რეგიონი საბჭოთა ოკუპაციამდე
მიიყვანა.[8]
ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან რუსული სამხედრო აგრესიის დრო მოვიდოდა
და კავკასიის პატარა სახელმწიფოები საგარეო დახმარების გარეშე მასთან
გამკლავებას ვერ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ ეს ქვეყნები მიისწრაფოდნენ
დასავლეთისაკენ და მიზნად დასავლური ცივილიზაციის წევრობას ისახავდნენ.
ისინი პარიზის საზავო კონფერენციაზე ცდილობდნენ ანტანტის დიდი
სახელმწიფოებისაგან დიპლომატიური და სამხედრო მფარველობა მოეპოვებინათ,
მაგრამ გადამწყვეტი მაინც გახლდათ “ერთა ლიგის” წევრობა, რომელიც, მისი
წესდების თანახმად, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის და
უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლეოდა.
ლიგის სამიტი დანიშნული იყო 1920 წლის ნოემბრისათვის და საქართველომ,
აზერბაიჯანთან ერთად, წევრობაზე შეიტანა განაცხადი. ეს იყო მათი
გადარჩენის უკანასკნელი შანსი, მაგრამ 1920 წლის აპრილში რუსეთმა
მოახდინა აზერბაიჯანის ოკუპაცია, ხოლო სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე—1920
წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის მიერ სომხეთიც იქნა ოკუპირებული.
დასავლეთის ქვეყნები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, რომ მთელი კავკასია,
საქართველოს გარდა, რუსეთის კონტროლქვეშ იყო მოქცეული და თვით
საქართველო რუსეთის ჯარებით იყო გარშემორტყმული. 1920 წლის ბოლოსათვის
საქართველო რეგიონში დარჩა მარტო და გარკვეულწილად დაკარგა თავისი
გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა.
მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც იქნა მორალურად გამხნევებული და
მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ სცნო მისი დამოუკიდებლობა.
ქვეყანას ჰყავდა დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი და მთავრობა,
ჰქონდა იმ დროისათვის მსოფლიოს ერთერთი მოწინავე კონსტიტუცია,
აღიარებული იყო უმრავლესობა სახელმწიფოების მიერ, მაგრამ ვერავინ
ბედავდა შეეჩერებინა ჩრდილოეთიდან მომავალი უხეში სამხედრო აგრესია.
ერთა ლიგის სესიაზე, საქართველოს წევრობის საკითხზე გამართულმა
კენჭისყრამ შემდეგნაირი შედეგები აჩვენა: საქართველოს წევრობას მხარი
დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ათმა წინააღმდეგ მისცა ხმა და ოთხმა თავი
შეიკავა. საქართველოს წევრობისათვის სჭირდებოდა 16 ხმა და როგორც
შედეგებმა აჩვენა საკითხი ჩავარდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,
რუსეთს აღარ გასჭირვებია 1921 წლის თებერვლიდან განეხორციელებინა
“წითელი ოკუპაცია” საქართველოსა და მთელს კავკასიაში.
დასავლეთის ქვეყნებმა კავკასიურ საკითხებში აქტიურ ჩარევაზე უარის
თქმით დასანანი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. როგორც ისტორიის
ფურცლებიდან გვახსოვს რუსული აგრესია კავკასიაზე არ შეჩერებულა. ამას
მოჰყვა ფინეთზე საბჭოთა კავშირის აგრესია 1939 წელს, ბალტიისპირეთის
ქვეყნების ოკუპაცია 1940 წელს, ტოტალიტარული რეჟიმების დამყარება
აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
მილიონობით უდანაშაულო ადამიანის რეპრესია და პოლიტიკური დევნა, რკინის
ფარდით აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის გაყოფა, ცივი ომი, რომელიც
საფრთხეს უქმნიდა მთელს დასავლურ ცივილიზებულ სამყაროს და ა.შ.
ეს იყო რუსული იმპერიალიზმის გამოვლინება, რომელიც არასოდეს
დაკმაყოფილდებოდა მიღწეულით და ადამიანებისა თუ ერებისათვის წართმეული
თავისუფლების ხარჯზე აფართოვებდა საკუთარ საზღვრებს. საჭირო იყო რუსული
მზარდი აგრესიის შეჩერება კავკასიაშივე, რათა ეს აგრესია არ მოსდებოდა
მთელს ევროპას. მაგრამ, სამწუხაროდ ამის გათვლა ევროპის სახელმწიფოთა
მხრიდან 1918-21 წლებში ვერ მოხერხდა და შესაბამისად, საბჭოთა
კავშირისაგან მომავალი საფრთხე ათწლეულების მანძილზე რჩებოდა
კაცობრიობის ნომერ პირველ გამოწვევად. ამ დასანანი შეცდომის განმეორება,
იგივე ევროპული ინტერესებიდან გამომდინარე, სამომავლოდ თავიდან უნდა
იქნეს აცილებული. კავკასიის სახელმწიფოთა გაძლიერების საქმეში ევროპულ
სახელმწიფოთა აქტიური ჩარევა ერთიმხრივ ევროპას აარიდებს მზარდ რუსულ
აგრესიას, ხოლო მეორემხრივ საშუალებას მისცემს კავკასიიდან უშუალოდ
გავიდეს ცენტრალური აზიის ენერგობაზარზე და კავკასიისა თუ ცენტრალური
აზიის რეგიონებთან მომგებიანი სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები
დაამყაროს.
დღევანდელ დღესაც კი გამოწვევები კავკასიელ ერთათვის თითქმის 1918-21
წლების ანალოგიურია. ჩრდილოელი მეზობლის იმპერიული ამბიციები არ
შეცვლილა და ამავე დროს კვლავ არსებობს გარკვეული გაუგებრობები
რეგიონის სახელმწიფოთა შორის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ისტორიის
მოვლენები მეორდება. ჩვენც მივყვეთ მათ განვითარებას...
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა მოახდინა კონფლიქტების
ინსპირირება რეგიონში. უპირველეს ყოვლისა რუსეთმა შეაიარაღა ოპოზიციური
შენაერთები და განახორციელა მისთვის არასასურველი საქართველოს
პრეზიდენტის—ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.
ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ტერიტორიული კოფლიქტების ინსპირირება, ხოლო
მეთოდოლოგია, სტილი და მიზანდასახულობა 1918-21 წლების აგრესიათა
იდენტური გახლდათ. რუსეთმა წააქეზა სამხრეთ ოსეთის ე.წ.
“ნაციონალისტური მოძრაობა”, რომელიც სინამდვილეში რუსეთთან
გაერთიანებას ითხოვდა, შეაიარაღა ისინი, დახმარება გაუწია ყველა
სამხედრო საშუალებით და განახორციელა ამ რეგიონის სამხედრო ოკუპაცია.
იგივე მოხდა აფხაზეთში 1992-93 წლებში, მაგრამ ეხლა უკვე “წითელ
კაზაკთა” შენაერთების ნაცვლად რუსებმა იქ გაგზავნეს “რუსი კაზაკები”.
როგორც ვხედავთ რუსულ პოლიტიკაში არაფერი იცვლება მრავალი წლის
განმავლობაში. ამ აგრესიათა შედეგად კი ასეულ ათასობით სხვადასხვა
ეროვნების დევნილი იქნა გამოძევებული აფხაზეთში საკუთარი სახლებიდან.
მიზნები, რომლებსაც 90-იანი წლების ძალადობრივი აქტები ემსახურებოდა არ
განსხვავდებოდა 1918-21 წლების მიზნებისაგან, ესენი გახლდათ: როგორც
მაქსიმუმი, ოკუპაცია და საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა და როგორც
მინიმუმ სახელმწიფო მშენებლობის, ეროვნული განვითარებისა და
ევროინტეგრაციის გზაზე კავკასიის ქვეყნებისათვის ხელის შეშლა.
90-იანი წლების დასაწყისისათვის საქართველო საკმაოდ დასუსტებული იყო და
ამასთანავე მას აკლდა საერთაშორისო მხარდაჭერა, ამის გათვალისწინებით,
იმ ეტაპზე რუსეთმა მოახერხა საკუთარი მიზნის მიღწევა და გარდა
ტერიტორიათა 20%-ის ოკუპაციისა, საქართველო ძალით იქნა დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეყვანილი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების
მიერ საბჭოთა კავშირის მოდერნიზებულ ვარიანტად განიხილებოდა.
ამავდროულად რუსეთი ჩართული იყო ჩეჩნეთის ომში. ჩეჩნეთი საკმაოდ ძლიერ
ძალად გამოიყურებოდა და რუსეთმა გადაწყვიტა ჯერ საქართველოს
გამკლავებოდა და შემდეგ მიბრუნებოდა ჩეჩნეთს. მათ აფხაზეთის ომში
ჩეჩნები საქართველოს წინააღმდეგაც კი გამოიყენეს. ეს იყო მეზობლებსა და
ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ტიპიური გაუგებრობის შემთხვევა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი—ზვიად გამსახურდია იდეალურ
ურთიერთობაში იმყოფებოდა ჩეჩნებთან, მაგრამ მოსკოვის ჩარევით მისი
ხელისუფლების დამხობის შემდგომ საქართველომ და ჩეჩნეთმა შეწყვიტეს მათი
პოლიტიკის კოორდინირება და როგორც შედეგი, რუსეთმა იოლად განახორციელა
ფორმულა “დივიდე ეტ იმპერა”.[9] ეს საბედისწერო შეცდომა დაშვებულ იქნა
ორივე მხარის მიერ, რამაც საშუალება მისცა საერთო მოწინააღმდეგეს
მიეღწია თავისი მიზნებისათვის და სასურველია, რომ მსგავსი მოვლენების
განვითარება სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული. აფხაზეთის ომში
მოწინააღმდეგის მხარეზე ჩეჩნების მონაწილეობა, მოგვიანებით კატასტროფად
უკან დაუბრუნდა ჩეჩნეთს ორი ჩეჩნური ომის სახით, ამის მიზეზი ის
გახლდათ, რომ თუ კავკასიის გული—საქართველო არის დამარცხებული, შემდგომ
კიდევ უფრო იოლდება რეგიონის სხვა ნაწილების დამარცხება.
XIX-XX საუკუნეების ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე—გიორგი
ლასხიშვილი, რომელიც 1918 წელს გახდა დამოუკიდებელი საქართველოს
განათლების მინისტრი, თავის მემუარებში იგონებს მის დიალოგს XIX
საუკუნის ბოლოს პოლიტიკურ გადასახლებაში, ციმბირში მასთან ერთად მყოფ
ერთ ჩერქეზ მოხუცთან: “...როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც
თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოგვკითხა ვინაობა. როცა გაიგო, ქართველები
ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის მერე ამოიოხრა და
სთქვა:
-როცა კავკასიის მზე ჩაესვენა მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. მე
ვიფიქრე—შამილს გულისხმობს მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე.
-არა ყმაწვილო; მიპასუხა მოხუცმა, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის
მზე—საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან
გაიყოლია...”[10]
მოხუცი ჩერქეზი ამ სიტყვებში რაღა თქმა უნდა 1783 წელს გაფორმებულ
გეორგიევსკის ტრაქტატს გულისხმობდა, რომელმაც რუსეთს საქართველოსა და
მთელი კავკასიის დაპყრობა გაუადვილა, რასაც ჩრდილო კავკასიელი ერების
გენოციდი და დაუსრულებელი სისხლისღვრა მოჰყვა.
ამ ისტორიული გაკვეთილებისა და ქართველი პოლიტიკოსების ზემოთმოყვანილი
ციტატების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს
სახელმწიფოს მეთაურებსა და პოლიტიკურ ელიტას კარგი დამოკიდებულება
ჰქონდათ ჩრდილო კავკასიელ ერებთან. საქართველომ, როგორც რეგიონის
ლიდერმა თუ ცენტრალურმა სახელმწიფომ, ყოველთვის უნდა გაატაროს
მეგობრული პოლიტიკა ჩრდილო კავკასიელ ხალხთან მიმართებაში და
შემოიკრიბოს ისინი კავკასიელი ერების თავისუფლების საერთო მიზნის
გარშემო, რადგან, როგორც ვხედავთ ქართველი და ჩრდილო კავკასიელი ხალხის
თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
რუსეთის ფედერაცია, არაპირდაპირ, ასევე ჩართული არის აზერბაიჯანსა და
სომხეთს შორის არსებულ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც 1988 წელს
დაიწყო და დღემდე გრძელდება. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთმა
პოსტ-საბჭოთა სივრცეზე დაკარგა პირდაპირი კონტროლი, ამჟამად ის ცდილობს
განახორციელოს კავკასიური სახელმწიფოების არაპირდაპირი კონტროლი.
კონფლიქტის მხარეებს შორის სამხედრო ბალანსის დაცვითა და ე.წ.
“მედიატორის” როლის შესრულებით, რუსეთი ორივე ქვეყნის ლოიალობის
მოპოვებას ცდილობს. ეს არის XIX საუკუნის დროინდელი გავლენათა
სფეროების შენარჩუნების პოლიტიკა, რომელიც არქაულად გამოიყურება XXI
საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკაში.
რუსეთს ამ პოლიტიკის წარმოებას უადვილებს კავკასიის შიგნით ერთიანი
პოლიტიკის უქონლობა. ისევე როგორც 1918-21 წლებში, დღესაც, სომხეთის
ფაქტორი აფერხებს კავკასიურ ერთიანობას. თითქმის ყველაფერი უცვლელია—სომხეთი
თურქეთს ედავება სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას და ამავდროულად,
მთიანი ყარაბაღის გამო, სომხეთი იმყოფება ტერიტორიულ კონფლიქტში
აზერბაიჯანთან. ამ უმწიფარი პოლიტიკის გამო სომხეთი დანარჩენი
რეგიონისაგან ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას და ვერ ერთვება ისეთ
საერთაშორისო პროექტებში, როგორებიცაა: კასპიის ზღვიდან ევროპისაკენ
მიმავალი გაზსადენისა და ნავთობსადენის პროექტები; ჩინეთიდან
ევროპისაკენ მიმავალი რკინიგზის პროექტი და მრავალი სხვა. ამავდროულად
სომხეთი კარგავს მეზობლებთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების
შესაძლებლობას.[11]
მეორემხრივ, მეზობელ სახელმწიფოებს შორის გაუგებრობის არსებობა და
თანამშრომლობის ნაკლებობა, აფერხებს რეგიონის შემდგომ პოლიტიკურ და
ეკონომიკურ განვითარებას. ეს ასევე აფერხებს ქვეყანათა ევრო-ატლანტიკურ
ინტეგრაციას და საშუალებას აძლევს ჩრდილო იმპერიას რეგიონის პოლიტიკაზე
განახორციელოს გარკვეული კონტროლი.
ე.წ. “არქეოლოგოიური პოლიტიკის” გატარება და ისტორიულ წარსულში ძიება
საზიანოა რეგიონის მომავლისათვის. XXI საუკუნეში ყველამ პატივი უნდა
სცეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკვანძო
პრინციპებს და კონცენტრაცია მოახდინოს სამომავლო განვითარებაზე.
მსგავსი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტი საქართველოს,
აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ არის შექმნილი. სამი საუკუნის მანძილზე
აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ქართული რეგიონები ოსმალეთის იმპერიის
კუთვნილებას წარმოადგენდნენ. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით კი
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი
თურქეთს მიეკუთვნა.[12] საქართველო და თურქეთი უაღრესად მტრულად იყვნენ
განწყობილნი ერთმანეთისადმი 1918-21 წლებში, რაც სამი წლის
განმავლობაში მათ შორის მომხდარი ორი ომით გამოიხატა. თუმცა,
დღეისათვის ისინი აღიარებენ ტერიტორიულ გადანაწილებაში არსებულ “სტატუს
ქვო”-ს და პატივს სცემენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ამ
სახელმწიფოთა შორის დამყარებულია მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები;
ისინი ერთობლივად ქმნიან საერთაშორისო სავაჭრო გზებს,
ენერგომატარებლების დერეფნებს და ა.შ. თურქეთი ეხმარება საქართველოს
თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში, ასევე საერთაშორისო
დონეზე უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასა და მის
ტერიტორიულ მთლიანობას.
მსგავსი ტერიტორიული დავა არსებობდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
1918-21 წლებში კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონების გარშემო,
მაგრამ დღეისათვის ქვეყნები საუკეთესო ურთიერთდამოკიდებულებაში
იმყოფებიან ერთმანეთთან. აზერბაიჯანი უმთავრესი ენერგომომწოდებელი და
ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში; ქვეყნებს ერთიანი მისწრაფებები
აქვთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს: სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის და ევროინტეგრაციის საკვანძო პრინციპებს. ისევე
როგორც 1918-21 წლებში, საქართველო და აზერბაიჯანი დანარჩენი
მსოფლიოსათვის ერთიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცედ აღიქმება.
ერთმანეთის გარეშე ეს ქვეყნები კარგავენ თავიანთ გეოპოლიტიკურ და
გეოეკონომიკურ შესაძლებლობებს და მეორემხრივ, ამ ურთიერთობათა შემდგომი
განვითარება გაზრდის მთლიანად რეგიონის მნიშვნელობას. ამ ფაქტმა უბიძგა
საქართველოს პრეზიდენს, 2009 წელს ბაქოში განეცხადებინა, რომ
საქართველოსა და აზერბაიჯანს არაფორმალური კონფედერაცია აქვთ შექმნილი.[13]
თუ შევაჯამებთ ვიტყვით, რომ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის
კავკასიური ხაზი არის მეზობელ ქვეყნებს შორის ისტორიული გაუგებრობების
გადაჭრისა და თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამ ხაზში საქართველოს,
თავისი უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობით, ცენტრალური ადგილი
უკავია და მისი მონაწილების გარეშე კავკასიის რეგიონში მრავალი
საერთაშორისო პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
იმის მიზეზი თუ რატომ განახორციელა რუსეთმა არაერთი სამხედრო აგრესია
საქართველოს მიმართ, და დღესაც ახორციელებს მისი რეგიონების ოკუპაციას,
არის სურვილი საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის
შეცვლისა, რაც გამოიწვევს ზემოხსენებული სამკუთხედის—თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის
დაშლას და ამის შედეგად, რეგიონზე სრული რუსული კონტროლის დაწესებას.
იმავე მიზეზის გამო საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა რეგიონის სხვა
ქვეყნებისა და დასავლური სამყაროს მხრიდან. კავკასიელ ერთა
კონსოლიდაცია და მათი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია თავის
გადარჩენის ერთადერთი არჩევანია პირდაპირი სამხედრო აგრესიის პირობებში.
ამ მხრივ უპრიანია აღინიშნოს, რომ საქართველო იყო პირველი კავკასიური
სახელმწიფო, რომელიც 1999 წელს გაწევრიანდა ევროსაბჭოში[14] და
ამავდროულად უკავია მოწინავე პოზიცია ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
მრავალი ისტორიული ფაქტისა და გამოცდილების გათვალისწინებით,
შეუძლებელია რუსეთის იმპერიასთან რაიმე სახის თანამშრომლობაში შესვლა
ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და მონიტორინგის გარეშე. რუსეთმა
დაარღვია საქართველოს მეფესა და რუსეთის იმპერატორს შორის 1783 წელს
დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი და 18 წლის შემდეგ, 1801 წელს მოახდინა
საქართველოს ოკუპაცია 117 წლით; ცარისტული რეჟიმის დამხობის შემდეგ
საქართველომ მოიპოვა თავისუფლება და 1920 წელს ხელი მოაწერა
საერთაშორისო ხელშეკრულებას საბჭოთა რუსეთთან, რომლის თანახმადაც
რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ სულ რამოდენიმე
თვის შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო შეთანხმება და
მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ამჯერად 70 წლით; აფხაზეთის ომის დროს
ხელმოწერილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის 2 შეთანხმება: 1992 წლის 3
სექტემბერის მოსკოვის შეთანხმება და 1993 წლის 28 ივნისის სოჭის
შეთანხმება. ორივე მათგანის თანახმად მხარეებს უნდა გაეყვანათ ჯარები
და მძიმე არტილერია რეგიონიდან,[15] მაგრამ ქართული მძიმე ტექნიკის
გასვლის შემდეგ რუსებმა შეტევა დაიწყეს მძიმე აღჭურვილობის გარეშე
დარჩენილ ქართველ ჯარისკაცებზე, რაც საბოლოოდ სოხუმის დაცემით დასრულდა;
მიმდინარე ეტაპზე კი, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს ომის
შემდგომ ხელმოწერილ ე.წ. “ექვსპუნქტიან შეთანხმებას”, რომლის ძალითაც
ის ვალდებულია გამოიყვანოს ჯარები ქართული რეგიონებიდან და
საერთაშორისო დამკვირვებლებს საშუალება მისცეს განახორციელონ
სრულფასოვანი მონიტორინგ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთელს
ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს
რეგიონების სამხედრო ოკუპაციას და ეს ტერიტორიები საერთაშორისო
დაკვირვების გარეშეა დარჩენილი.
ზემოაღწერილი ფაქტები რუსეთს გვიხასიათებს როგორც არასანდო პარტნიორს,
მაგრამ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ რეალობაში არსებული
წინაპირობები საკმაოდ განსხვავდება 1918-21 წლებში არსებული
მდგომარეობისაგან:
1. თუ 1919 წელს, ამერიკელი კონგრესმენი—ვოლტერ მაირონ ჩენდლერი
აცხადებდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის
მხარდაჭერა დასაყრდენს ვერ პოულობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და
შესაბამისად 1918-21 წლებში აშშ-მ არ აღიარა კავკასიის სახელმწიფოების
დამოუკიდებლობა, დღევანდელ ვითარებაში აშშ გახლავთ რეგიონის ქვეყნების
მთავარი მოკავშირე და მათი ეროვნული ინტერესების დამცველი.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2009 წლის 9 იანვარს
გაფორმებული “სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია” მყარ გარანტიას
იძლევა ამ ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის.[16]
2. თუ 1921 წლის დასაწყისში კავკასიის ქვეყნები ერთი-ერთზე მარტო
იყვნენ დატოვებულნი რუსეთის წინაშე, ეხლანდელი მდგომარეობით რეგიონში
ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დევს.
რეგიონის ქვეყნები გაწევრიანებულნი არიან ისეთ საერთაშორისო
ორგანიზაციებში, როგორებიც არიან: გაერო, ეუთო, ევროსაბჭო და სხვ.
საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ჩართულნი არიან ევროკავშირთან
“აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში”, რომელიც უზრუნველყოფს
ევროკავშირთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ევროკავშირის
წევრობისაკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.[17] 2008 წლის
აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდგომ ევროკავშირის
აქტიურმა ჩარევამ აჩვენა ევროპის რეალური დაინტერესება კავკასიის
რეგიონით.
3. თუ 1920 წელს საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებას მხარი მხოლოდ
ათმა სახელმწიფომ დაუჭირა, დღევანდელ დღეს საქართველოს გაცილებით მეტი
მხარდამჭერი ჰყავს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე და ქვეყანა ამ მიმართულებით
საკმაოდ წინ არის წაწეული. ნატოს ბუქარესტის დეკლარაციაში ყველა წევრმა
სახელმწიფომ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.[18]
ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსათვის შექმნის უსაფრთხოების გარანტიას,
ხოლო მეორემხრივ ეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებს გაუადვილებს ნატოსა და
სხვა ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას. ასეთ პირობებში
ჩვენ გვექნება უსაფთხო და დაცული კავკასიის მოცემულობა.
4. 2010 წლის სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
გენერალურმა ასამბლეამ მიიღო “რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ
პირთათვის სახლებში დაბრუნების უფლების აღიარების შესახებ მთელს
საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით”. ეს
არ ყოფილა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი, არამედ ეს იყო რეფერენდუმი
მთელი ცივილიზებული კაცობრიობისათვის—აპირებენ თუ არა ისინი შეეგუონ
რუსეთის მიერ წარმოებულ XIX საუკუნის პოლიტიკას. ევროკავშირისა და
ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას და
კონსოლიდაცია მოახდია საქართველოს გარშემო. რუსეთის პოზიციას მხარი
დაუჭირეს მხოლოდ ისეთმა ოდიოზურმა რეჟიმებმა, როგორებიც არიან: მუგაბეს
რეჟიმი ზიმბაბვეში, ბაშირის რეჟიმი სუდანში, ჩავესის რეჟიმი
ვენესუელაში და ა.შ.[19]
მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა საქართველოს
პოზიციას უჭერს მხარს, ხოლო რუსეთმა ოდიოზური რეჟიმები შემოიკრიბა
გარშემო. მიმდინარე ეტაპზე რუს პოლიტიკოსებს არ სურთ გაიგონონ
ცივილიზებული მსოფლიოს ხმა, მაგრამ ეს “ყრუ პოლიტიკა” სამუდამოდ ვერ
გაგრძელდება, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ გაითვალისწინონ ცივილიზებული
მსოფლიოს მოსაზრება.
5. თუ 1918-21 წლებში თურქეთი უკიდურესად მტრულად იყო განწყობილი
საქართველოსთან მიმართებაში, დღეისათვის ეს ქვეყნები ერთერთი უმთავრესი
მოკავშირეები არიან და ერთად აყალიბებენ
თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის კავკასიურ ხაზს. ეს ხაზი ამარაგებს
ევროპას აღმოსავლური ენერგორესურსებითა და ნედლეულით. ეს ფაქტი რეგიონს
კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და უზრუნველყოფს მის განვითარებას.
6. 1918-21 წლებში კავკასიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა ძალზედ სუსტი
და ფორმირების პროცესში იყო, მიმდინარე მომენტისათვის კი სახელმწიფო
დაწესებულებები ინსტიტუციონალურად გამართულად მუშაობენ და რეგიონი
წარმატების მაგალითს აჩვენებს მსოფლიოს. მაგალითად: მსოფლიო ბანკის
რეიტინგში საქართველოს 12-ე ადგილი უკავია მსოფლიოში ბიზნესის კეთების
სიადვილის კუთხით, მე-8 ადგილი ბიზნესის დაწყების სიადვილის კუთხით და
მე-2 ადგილი ქონების რეგისტრაციის სიადვილის კუთხით.[20] ქვეყნის ასეთი
შეუქცევადი განვითარება უმთავრესი წინაღობაა ჩრდილოელი მეზობლის
იმპერიული ამბიციების გზაზე.
მიმდინარე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ყველა შესაძლო მეთოდებით
აწარმოებს საბჭოთა იმპერიის საზღვრებისა თუ გავლენის სფეროების ამა თუ
იმ ფორმით აღდგენის მცდელობას. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა
2005 წელს ხმამაღლა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო XX
საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა[21] და ხელისუფლებაში
მოსვლისთანავე შეუდგა “კატასტროფის” შედეგების “გამოსწორებას”.
თუმცა, ისტორიამ მრავალგზის დაამტკიცა, რომ იმპერიებს არ შესწევთ უნარი
წარმატების პიკზე სამუდამოდ ყოფნისა; ყველა მათგანს გააჩნიათ
მწვერვალისაკენ სვლის და უეცარი დაცემის ეტაპები. რუსეთის იმპერია
სრულიად მოულოდნელად ორჯერ დაინგრა XX საუკუნის განმავლობაში: პირველად,
როდესაც ცარისტული რეჟიმი დაემხო და ფინელმა ხალხმა სამუდამოდ იზეიმა
განთავისუფლება; მეორედ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და პოლონელმა,
ბალტიისპირელმა და მთელი აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა მოიპოვეს
თავისუფლება მოსკოვის გავლენისაგან. ადრე თუ გვიან ანალოგიური
განთავისუფლება გარდაუვალია კავკასიელი ერებისთვისაც.
ბექა კობახიძე
ბექა კობახიძე, თბილისის სახ. Uნივერსიტეტის ახალგაზრდა ისტორიკოსია.
იგი დოქტორანტია. Mმისი სადოქტორო დისერტაციის თემაა “ საქართველოს
საკითხი პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე”. იგი მუშაობს, საქართველოში
ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.
|
|