oგოჩა ჯავახიშვილი

 

 

 

დაბრუნება პირველ გვერდზე  

 

 

გოჩა ჯავახიშვილი

 

GOTCHA DJAVAKHISHVILI

 

 

*

**

Je remercie le Ciel de m'avoir donné la chance de rencontrer sur mon chemin le 26mai 2006 à Tbilissi , cet être exceptionnel, exemple de courage, de dignité, d'abnégation  , d'humilité et de parfait désintéressement.

Gotcha Djavakhishvili est, à mon avis, le meilleur exemple de diplomatie dont le corps diplomatique géorgien ferait bien de s'inspirer !

Othar Pataridze


*

**

მადლობას ვუხდი ზეცას, რომ მომცა საშუალება  თბილისში მეპოვა ჩემს გზაზე 2006 წლის 26 მაისს,გოჩა ჯავახიშვილი ,  ეს გამორჩეული არსება, გამბედაობის, ღირსების და თვითუარყოფის, თავმდაბლობისა და სრული უანგარობის მაგალითი.

გოჩა ჯავახიშვილისაქართველოს დიპლომატიური კორპუსისთვის ჩემი აზრით, დიპლომადიპლომატის საუკეთესო მაგალითია, ვისგანაც უნდა ავიღოთ შთაგონება!

 

 

Le Domaine de Leuville a été cédé à la Géorgie le 23 septembre 2016

conformément au testament de 1928

23 სექტებერს 2016 საქართველოს გადაეცა ლევილის მამული

 

 

 

 

célébration à Paris le 17 octobre 2023  du 30 ème anniversaire du rétablissement des relations diplomatiques entre la France et la Géorgie retour Page d


ვირა

მედიაჰოლდინგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადაეცაინტერვიუ გოჩა ჯავახიშვილთან

L'université d'Etat de Tbilissi a reçu une partie des archives personnelles d'Elissè Pataridze

Interview de Gotcha Djavakhishvili par Chalva Londaridze

 

 


 

 

 

Gotcha Djavakhishvili :  Sur Face Book

Vidéos de  Gotcha Djavaxichvili  sur  You Tube

  

 

 

 

Gotcha Djavakhishvili :  Sur Face Book          

 

2025

2024


 

23 Août 2025

დღეს ჩემი დაბადების დღეა. კიდევ ერთხელ ჩამოჰკრა კალენდრის ზარმა, რომელიც არსებობის რაობაზე დაგაფიქრებს: რა მოგვცა, რა წაგვართვა ან დაგვაკარგვინა უკვე წასულმა დრომ. ქვეყანაში ისეთი განწყობაა, რომ ნამდვილად არ მეზეიმება.

ბევრი რამ ჯერ კიდევ უნდა ვისწავლო, მაგრამ რაც უკვე ვიცი ისაა, რომ მხოლოდ დადებითი ემოციები უნდა გავიყოლო.

დრომ ჩემშიც უხილავი სიმდიდრე დამიგროვა: გამოცდილების, საინტერესო შეხვედრების, სიხარულის, განსაცდელების და მიღებული და გაცემული სიყვარულის სიმდიდრე.

მინდა დავაფასო თითოეული მომენტი, როგორც სათუთი და უნიკალური საჩუქარი, სინათლე ვეძიო ბნელ დღეებშიც კი, გავუფრთხილდე იმ ძაფებს, რომლებიც სხვებთან მაკავშირებს.

ამ განსაკუთრებულ დღეს, გულწრფელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც კეთილი სურვილებით მომილოცავთ, ვინც ვერ მოახერხებს, მაგრამ უბრალოდ ფიქრს, ჩუმ, მაგრამ გულწრფელ ღიმილს გამომიგზავნის. თქვენი მეგობრობა, თქვენი სიყვარული და თანადგომა, გვერდში დგომა, აზრიანს და საინტერესოს ხდის ამ აღმოჩენებით სავსე მოგზაურობას, ასე ვეძახი მე ცხოვრებას.

 

12 Août 2025

Voir traduction française

დიდგორის დროინდელი 12 აგვისტო სხვა სიხარულისა და დიდებული სიამაყის დღე ყოფილა, ისტორიკოსების მონათხრობით თუ შევიქმნი წარმოდგენას და საკუთარი წარმოსახვით შვავსებ. აი, 2008 წლის 12 აგვისტო კი 24 საათიანი ქრონოლოგიით ზწედმიწევნით კარგად მახსოვს.

სარკოზი უნდა ჩამოსულიყო ამ დღეს და წინა დღეებიდანვე ვემზადებოდით.

მე პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურში ვმუშაობდი (დირექტორის მოადგილედ, მაგრამ ვისი მოადგილე ვიყავი არასოდეს მინახავს. ჩემი საგარეოში გადასვლის შემდეგ, ისე გაუქმდა ეს სამსახური, დირექტორი არც დანიშნულა). სხვა ქვეყნის პრეზიდენტებიც ჩამოდიოდნენ, ყველას თავისი ჯგუფი ყავდა მიჩენილი, მე სარკოზისთვის უნდა მიმეხედა. თან მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი კი არა, ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსით ჩამოდიოდა ეს ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი. თავისი ბუნებიდან გამომდინარე დიდ იმედებს ვამყარებდი მის ვიზიტზე.

მისი ჩამოსვლა ძალიან სწრაფად გადაწყდა, ხან ფრანგი ელჩი ერიკ ფურნიე და ხან ჩვენი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა მალ მალე იწერებოდნენ ვიზიტის დაგეგმვის დეტალებს.

წინასწარი პროტოკოლისა და უსაფრთხოების დელეგაცია ცალკე თვითმფრინავით ჩამოფრინდა წინა დღეებში, ყველაფერი შეამოწმეს და მოინიშნეს, სად უნდა გაევლო, სად დაჯდებოდა, სად ისადილებდა და აშ. აღარც მახსოვს თუ მეძინა, სად, ან რამდენ ხანს. სამსახურის საქმეები ცალკე და თან მშობლები, არასრულწლოვანი ძმისშვილი და ალცაიმერიანი ბებო რუსუდანი მყავდა რუსების ტანკებით უკვე ოკუპირებულ სოფელ ფლავისმანში ჩარჩენილები.

დედაჩემს ვიდრე ტელეფონი დაუჯდებოდა, მამშვიდებდა : შვილო, ჩვენზე ნუ ინერვიულებ, არაფერს გვერჩიან, სოფლის ბირჟაზე უთქვამთ რუსებს, მაგ გიჟს მოგაშორებთ და ჩვენ ისევ ძმურად გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც მანამდე ვიყავით, ვიდრე ამერიკელები არ აურევდნენ ტვინსო. თან ისიც უთქვამთ, აქაური ოსებისგან ვიცით, თქვენი სოფლის მადლიერია ყველა და არავის არაფერს დავუშავებთო. მხოლოდ მათი სახლები გადაწვეს, ვინც ჯარში ან პოლიციაში მსახურობდაო.

ეს იყო, 8 თუ 9 აგვისტოს. ამასობაში სოფელს დენი გაუთიშეს და დედაჩემის მოსაკეცი, ნამცეცა ნოკიაც დადუმდა. დარეკვას რომ ვცდილობდი, ავტომატი რუსულად მპასუხობდა : "დაბრო პაჟალოვატ ვადაფონო "... და მერე კიდევ რაღაც ფრაზას აგრძელებდა და ის ვეღარც გავიგონე, ისე დამთრგუნა ავტომოპასუხის ამ მოულოდნელმა პასუხმა.

მესამე დღეს, მე რომ დარდისგან ვწრიალებდი, მეშინოდა 15 წლის ძმისშვილს არაფერი მოსწიონ მეთქი, თავად დამირეკა დედაჩემმა, მეზობელი ნანოს აკუმულიატორზე დაუტენია ტელეფონი - ვიცი დარდი გექნებოდა და ჩვენ ცოცხლები ვართ, კარგად ვართო. ჯუბა ფეხით წავიდა სოფელ სოფელ და უკვე სამშვიდობოსაა, ბებოს დარდი ნუ გექნებათ, ვერც იგებს რა ხდებაო. აფეთქების ხმას რომ გაიგებდა ბებო თურმე, ნაზი ხმით და ფშაური კილოთი იკითხავდა : ნეტაი რა გატყვრაო.

დედაჩემი ალაყაფის კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდა 20 მეტრში, კარალეთიდან მინდორ-მინდორ მომავალ ტანკებს, თუ ჩვენკენ გადმოუხვევდნენ, სახლის მარნის ფანჯრიდან გადავძვრებოდით და ვიცოდი სად უნდა დავმალულიყავითო. დაუძლურებულ ბებოს ზურგზე წამოიკიდებდა და ღამე ბაღის ბოლოს, თივის ზვინის ქვეშ იძინებდნენ თურმე. მხოლოდ მამაჩემი რჩებოდა სახლში, წამოსვლა შევთავაზე, სოფელ ქვეშიდან, მერე სათემოზე გამოიპარეთ ბაღებზე და წითელ ჯვარს ვთხოვ გამოგიყვანონ მეთქი. მამაჩემი კატეგორიულ უარზე იყო, გაქცევის გამო სირცხვილი მომკლავს და ეგ უარესიაო. არც მისულა აქამდე საქმე. სოფელში იდგა რუსის ჯარი, მაგრამ, სულ 3-4 სახლი დაწვეს, ისეთი სისასტიკეები არ უქნიათ, რაც სხვაგან, უშუალოდ სამაჩაბლოს ქართულ სოფლებში ჩაიდინეს.

12 აგვისტოც დადგა, აღარაფერი ვიცი ჩემი მშობლების მდგომარეობაზე, დარდი და შფოთიც ყოველდღიურობად მექცა, გამიჯდა სისხლში და საქმეებთან ერთად დავარბენინებდი, ადევნებულ შავ ფიქრებს.

პარიზიდან სარკოზის და მისი დელაგაციის მეტნაკლებად დაზუსტებულ დროს ველოდით. ვიცოდით, რომ ჯერ მოსკოვში ჩავიდა და იქ მოლაპარაკების შემდეგ უნდა ჩამოსულიყო თბილისში. სავარაუდოდ ნათქვამი 3 საათი მალე 4 გახდა, მერე 6, 7 საათზე ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსკოვიდან გამოფრენილები და როგორც იქნა გვითხრეს, გამოფრინდა მოსკოვიდანო. უკვე ვიცოდით, რომ მოსკოვში მოლაპარაკება გაუჯანჯლდათ, რაღაც სირთულეები წარმოიშვა და შიშნარევი იმედით ველოდით თბილისში სარკოზის.

მიუხედავად იმისა, რომ სარკოზის თვითმფრინავი მოსკოვიდან ახალი გამოფრენილი იყო, აეროპორტში მალევე წავედით დასახვედრად.

ყველა ნერვიულად დავბორიალობდით, ძალიან ცხელოდა, რუსთაველზე, პარლამენტის წინ უკვე დიდი ხნის წინ შეკრებილიყო ათიათასობით ადამიანი, მეგობარი ქვეყნების ლიდერები იდგნენ ტრიბუნასთან და საკუთარი მოსახლეობის სახელით თანადგომას გვიდასტურებდნენ, რუსეთს აგრესიაში ამხელდნენ და გმობდნენ. მიხაროდა, რომ ომის მიუხედავად მეგობრებმა არ მიგვატოვეს, სერიოზული რისკი გასწიეს და ჩამოვიდნენ თბილისის აეროპორტში, რომელიც ასევე, მტრის სამიზნე იყო.

მალე დაცვის ბიჭებიც აჩოჩქოლდნენ, საყელოს ქვეშიდან ბუტბუტებდნენ და მივხვდი პრეზიდენტი სააკაშვილიც მოსულიყო, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილიცერთად იდგნენ პერონზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, პროტოკოლიდან ზურა დარჩიაშვილმა გვერდით გამიყვანა და მითხრა : ფრანგებს შენებურად, დელიკატურად უნდა შევაპაროთ, რომ სარკოზი პირდაპირ პარლამენტთან მივიყვანოთ, ხალხი და ყველა მას ელოდებაო. მე ვუთხარი, ეგ გამორიცხული ამბავია და თხოვნაც არ ღირს, ფრანგები ამაზე არ დაგვთანხმდებიან და უხერხულ ვითარებას შევქმნით მეთქი. მივიდა "უფროსობასთან" და მალე ისევ უკან დამიბრუნდა, მიშას თხოვნაა, მოდი ნურც ვეტყვით დეტალებს და ეგრევე იქ წავიყვანოთო. ცუდ დღეში ჩავვარდი, ზუსტად ვიცოდი, რომ სარკოზის დიპლომატიური სამსახური და მისი უსაფრთხოების ოფიცრეები ამაზე არ დათანხმდებოდნენ. წინასწარ მესმოდა სარკოზის დიპ მრჩევლის ჟან დავიდ ლევიტის საყვედურიანი ხმა, რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება, ჩვენ ხომ შევთანხმდით ავლაბრის რეზიდენციაზე, ყველა დეტალი გავიარეთ და რატომ ხდება ასეო და მეც ვიცოდი, რომ არაფერი მექნებოდა სათქმელი. გარეგნული იერის მიუხედავად, საკმაოდ ჯიუტი ვარ და თუ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ, ვცდილობ ვიბრძოლო და მარტივად არ დავთმო. მივედი და ზურაბ დარჩიაშვილს და მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს ვუხსნიდი, რომ სარკოზი არამც და არამც არ გამოვა ათასობით ადამიანის წინაშე, მაშინ, როცა ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა, არ ვიცით რა გზავნილით მოდის მოსკოვიდან, არ აქვს სათქმელი ჩამოყალიბებული და ევროკავშირის პრეზიდენტი ასე, მხოლოდ ხალხის მისასალმებლად არ მიუშვერდა შუბლსა და მკერდს მოსალოდნელ საფრთხეს.

მიუხედავად იმისა, რომ მას იმედითა და სიყვარულით ელოდნენ, თავად სარკოზისაც რომ მოეწადინებინა, მისი უსაფრთხოების სამსახური ამის ნებას არ მისცემდა. შევატყვე რომ ეკასაც და ზურასაც კარგად ესმოდათ ჩემი საფიქრალი, მაგრამ ისიც ვიგრძენი, რომ მე ვერაფერს გავხდებოდი და ასე დავხვდი სარკოზის სახემოღუშული, რადგან შინაგანი ბორგვა და უხერხულობა სახეზე გამომეხატა.

კორტეჟმა, რომ ავლაბარს დიდი სისწრაფით ჩაუქროლა, მივხვდი, რომ მიშას გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარებოდა. უნდოდა, რომ მოლოდინში დაღლილი ხალხი სარკოზის მათ წინაშე გამოსვლით გაეხარებინა, ამ ჟესტით გაემხნევებინა ომის საშინელებით დათრგუნული, მაგრამ მაინც იმედიანი მოსახლეობა.

მანქანები მეტეორებივით შეფრინდნენ პარლამენტის გვერდითა ჭიშკარში და სცენარი დაეწყო ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი : გადმოხტა დაცვა და ყველა ერთად მეკითხება სად ვართ, ეს რა შენობაა, აქ ხომ არ უნდა მოვსულიყავითო. ყველა გადაეფარა სარკოზის და ნაბიჯს არ ადგმევინებდნენ, ვიდრე არ გაირკვეოდა, სად ამოვაყოფინეთ თავი ევროკავშირის ლიდერს. ამასობაში, დინჯი ჟან დავით ლევიტი მოვიდა და მეკითხება გოჩა, აქ რა გვინდა, აქ არის შეხვედრა ?

პრეზიდენტი სააკაშვილი ჩემგან დამოუკიდებლად ესაუბრობოდა ფრანგულად ნიკოლა სარკოზის და სთავაზობდა ორი წუთით მიემართა ხალხისთვის, გასამხნევებლად და შემდეგ წასულიყვნენ მოლაპარაკებებზე. ჟან დავიდ ლევიტმა იგივე სიტყვებით მოგვმართა : კი, მაგრამ ჯერ ხომ უნდა შეგითანხმოთ რა ამბით ჩამოვედით მოსკოვიდან, ხალხს წინასწარ ხომ ვერ ვეტყვით იმას, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია. მოდით ჯერ მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ გზავნილებზე და მერე კი ბატონო მივმართოთ ხალხსო.

დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მიშამ გასცა ბრძანება, აქვე ავიდეთ, პარლამენტის შენობაში, მალე მოვრჩებით და ბარემ ხალხს მიმართავს აქედანო. ხალხი უკვე ოვაციებით ყვიროდა : სარ-კოზი, სარკოზი ! მერე გავიგე, თურმე ბევრს ეგონა, რომ სარკოზი სიტყვით გამოდიოდა.

ავედით პრეზიდენტისთვის სპეციალურად განკუთვნილ დარბაზში, რომელიც პარლამენტის, თუ სწორედ მახსოვს მესამე სართულზე მდებარეობს იმ ფლიგელში, რომელიც ჩიტაძის ქუჩაზე გამოდის. ვინაიდან პრეზიდენტი, თავისი ფლიგელით თითქმის არასოდეს სარგებლობდა, დიდი ხნის დაკეტილი იყო, ოთახში პირველები მე და დაცვა შევედით ოთახში და ორივემ თავებით გავარღვიეთ აბლაბუდის ქსელები. ჩახუთული ჰაერი, ძველი ავეჯის სუნი, უსაფრთხოების გამო არც ფანჯრები იღებოდა, მაგიდაზე ფურცელი და კალამიც კი არ იდო, წყალს ვინღა დაეძებდა. არადა, ავლაბრის სასახლეში ყველაფერი გადასარევად იყო მომზადებული, დარბაზი გაგრილებული, ვახშამიც კი მზადდებოდა, ვიცოდი, რადგან მენიუც კი შევუთანხმეთ ფრანგულ მხარეს.

კიბეებზე რომ ავდიოდით, ნათესავმა, რომელიც თურმე პირდაპირ ეთერში გვიყურებდა, დამირეკა, მაგ კაცს გადაეცი, სახლები იწვის კარალეთში, აგერ ტყვიავში საკუთარ ეზოში მოკლეს კაციო და საშინელებები ხდება აქეთო. მაშინ მივხვდი, რომ ტელეფონის ზარი არ მქონდა გამორთული. ეს ყველაფერი სარკოზის არა, მაგრამ მიშას გადავეცი. მითხრა, კახა ლომაიას უთხარი და ახლავე გადაამოწმებსო. მართლაც გადავეცი კახა ლომაიას, რომელმაც მართლაც ოპერატიულად დამიბრუნა პასუხი. ერთი შემთხვევა მართლაც ყოფილა და ამ დროს ხალხი პანიკურად ავრცელებს ამ ამბებსო. კიდევ მოვიკითხავ დეტალებსო.

დაიწყო მოლაპარაკებები, ნელ ნელა მოჰქონდათ ცივი წყალი, ფურცლები და ფანქრები. ფრანგები ფანჯრების გაღებას ითხოვდნენ და ავუხსენით, რომ ბრონირებული ფანჯრები იყო და არ იღებოდა. აღარავინ დარჩა პიჯაკითა და ჰალსუხით, ვისაც რით შეეძლო ინიავებდა. ნამდვილი ღუმელი იყო ის ოთახი.

სარკოზიმ ნელ ნელა დაიწყო მოსკოვიდან დანაბარების გადმოცემა : საინტერესო ისაა, რომ სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა იმ პუნქტის ამოღება, სადაც ეწერა აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსი განისაზღვრება საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებშიო. მან დაიჟინა, ამ რეგიონებს არავითარი სტატუსის განსაზღვრა არ სჭირდებათ ეს საქართველოს ტერიტორიაა და ასე იქნება მომავალშიცო. ამ დროს შეახსენა სარკოზიმ პუტინის დანაბარები : არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ხომ იცი, იმას ჭკუა არ დაუშლის და იცი, რომ ერთი ადგილით გიპირებს დაკიდებასო ? მიშამ არ დათმო პოზიცია.

მედვედევის გაღვიძება გახდა საჭირო, ჟან დავიდ ლევიტი გვერდით გავიდა და 7 წუთი ესაუბრა მოსკოვში ვიღაცას, რომელიც თავდაპირველად ეუბნებოდა, დიმიტრი მედვედევს უკვე სძინავსო. არ მოეშვა ფრანგი დიპლომატი, ერთ პუნქტთან დაკავშირებით ჩიხში ვართ და ფორმულირება უნდა შევცვალოთო. შორიახლოს ვიდექი და წყვეტილ-წყვეტილად მესმოდა მისი ხმა.

გიგა ბოკერიასა და ეკა ტყეშელაშვილს შორის ვიჯექი, მიშა პირდაპირ საუბრობდა გამართული ფრანგულით, ჩემს ჩართვას ადგილ-ადგილ თუ ითხოვდა ხოლმე, რადგან უნდოდა, რომ სხვა ქართველ მონაწილეებსაც გაეგოთ რა საკითხებზე მიდიოდა მსჯელობა. მე შიგადაშიგ ვუთარგმნიდი გიგას და ეკას.

დავიწყეთ გზავნილების ფორმულირება და ფრანგული მხრიდან კუშნერის მაშინდელი მრჩეველი იზაბელ დუმონი (ამჟამად საფრანგეთის ელჩია თურქეთში) და სარკოზის მრჩეველი დამიენ ლორასი, ორივე იწერდა თავისთვის, იზაბელს მუხლზე ედო რვეული და იქ იწერდა. მეც შეთანხმებულ ფრაზებს ქართულად ვიწერდი. ვცდილობდი ტექსტის ფორმულირება ზედმიწევნით გასაგები ყოფილიყო, რათა ბუნდოვანებას სხვადასხვა ინტერპრეტაციისთვის არ დაეტოვებინა ადგილი.

ისე გვიან დასრულდა მოლაპარაკება, ქანცგაწყვეტილს აღარც ლუკმა მეყლაპებოდა, ერთი სული მქონდა დელეგაცია მშვიდობით გაგვესტუმრებინა.

ღამის 2 საათი იქნებოდა, რუსთაველზე ხალხიც დაშლილიყო და ცოტანი იყვნენ ღამისთევით დარჩენილები.

აეროპორტისკენ უკანა გზაზე სარკოზისთან მანქანაში მე ჩამსვა პროტოკოლმა, (წინა გზაზე ლადო გურგენიძე იჯდა მასთან) რადგან სარკოზის ფრანგულენოვანი ერჩივნა. ძალიან უშუალოდ მესაუბრა, ფრანგული ენის ცოდნა შემიქო, თან თავის ტელეფონს ებრძოდა, დარეკვა უნდოდა სადღაც, შემდეგ მთხოვა, ჩემი ტელეფონით ვერ ვრეკავ, არ ვიცი რაშია საქმე და თუ შეიძლება თქვენი ტელეფონით ვისარგებლოო. მეც სასწრაფოდ გავუწოდე ჩემი ტელეფონი და თან გულში უფალს ვეხვეწებოდი, დილით ჩატვირთული მაგთის 5 ლარიანი ბარათებიდან იმდენი მაინც მქონდეს დარჩენილი, რომ სარკოზიმ მეუღლესთან საუბარი შეძლოს და მერე თუნდ სამუდამოდ გაითიშოს მეთქი.

ესაუბრა კარლა ბრუნის, დაამშვიდა, მოვაგვარე ყველაფერი და მალე სახლში ვიქნებიო. მადლობა მითხრა და დამიბრუნა ტელეფონი. შვებით ამოვისუნთქე, თითქოს მართლა მოეგვარებინა ჩემი ქვეყნის ომის პრობლემა.

ჩემი მომავალი წიგნიდან, რომლის წერა ჯერაც არ დამიწყიასიბერეს ველოდები

Traduction française

Visite de Sarkozi en Géorgie _du 8 au 12 août 2008

 

Le 12 août, à DidGori, était un jour de grande victoire et de grande fierté, si j'en crois les récits des historiens, et j'essaie de me forger ma propre idée avec ma propre perception de l’événement afin de la graver dans ma mémoire. En revanche, je me souviens très bien du 12 août 2008, avec une chronologie précise de 24 heures. Sarkozy devait venir ce jour-là en Géorgie et nous nous y étions préparés depuis les jours précédents. Je travaillais alors au service des relations internationales du président (comme Directeur adjoint, mais je n'ai jamais vu le directeur dont j'étais l'adjoint. Après mon passage au ministère des Affaires étrangères, ce service a été dissous, sans que son directeur ait été nommé). D'autres présidents de pays amis venaient également, chacun ayant sa propre délégation. Je devais m'occuper de Sarkozy. Il ne venait pas seulement en tant que président de la France, mais également en tant que président de l'Union européenne. Comme beaucoup d’autres, moi aussi, je fondais beaucoup d'espoir sur sa visite.

Son arrivée a été décidée très rapidement, tantôt l'ambassadeur français Éric Fournier, tantôt notre ambassadeur en France Mamuka Koudava, s’empressaient de consigner rapidement les détails de la visite. Une délégation du protocole et de la sécurité, dit les précursseurs- est arrivée par un vol séparé quelques jours auparavant, tout avait été vérifié et noté, par où il devait passer, où il serait assis, ) côté de qui, où elle déjeunerait, etc. Je ne me souviens même plus si je dormais, où, ou pendant combien de temps. Les affaires relatives au travail étaient une chose à part, et en même temps je m’inquiétais pour mes parents, pour mon neveu mineur, et pour ma grand-mère Rusudane atteinte de la maladie d'Alzheimer, ils se trouvaient coincés dans le village de Flavismani déjà occupé par les tanks russes.

Tant que la batterie du téléphone de ma mère n’était pas complétement épuisée elle m’appelait et me rassurait : Mon fils, ne t'inquiète pas pour nous, ils ne nous veulent pas de mal, Russes nous ont sur la place du village, nous vous  débarrasserons de ce fou et nous continuerons à vivre comme des frères, comme nous le faisions avant, avant que les Américains ne sèment le trouble dans ses esprits. Ils ont aussi dit que, selon les Ossetes locaux, tout le monde est reconnaissant des habitants de notre village et qu’ils ne feraient de mal à personne. Seules les maisons de ceux qui servaient dans l'armée ou dans la police ont été brûlées.

C'était le 8 ou le 9 août. Entre-temps, les Russes ont coupé l’électricité dans notre village, et et le petit vieux Nokia usé de ma mère s’est également éteint. Quand j'ai essayé de l’appeler, le répondeur me disait en russe : « Dabro pazhalovat v vadafon » … puis il continuait avec une autre phrase en russe que je n'ai même pas entendue, tellement j'étais bouleversée par cette réponse inattendue. Le troisième jour, alors que je me rongeais d’inquiétude, craignant que rien n'arrive à mon neveu de 15 ans, ma mère m'a appelé elle-même, après avoir chargé son téléphone sur une petite électrogène de Nano, la voisine.

 Je sais que tu dois être inquiet, mais nous sommes en vie, nous allons bien. Juba (mon neveu) a réussi à quitter le village par de petits sentiers, d’un village à l’autre afin de sortir de la zone occupée. Ne t'inquiète pas pour la grand-mère, elle ne comprend même pas ce qui se passe. Apparemment, lorsque grand-mère entendait le bruit de l'explosion, elle demandait d'une voix douce : « Mais qu'est-ce que tu viens de casser ? »

Ma mère observait, depuis l'entrebâillement de la porte cochère, à 20 mètres de distance, les chars venant de Karaleti à travers les champs. S’ils s’étaient tournés vers nous, nous aurions sautés par la fenêtre de la cave et je savais où nous cacher, au fond du jardin, sous le bruissement du foin. Seul mon père restait à la maison. J'ai proposé de partir du village en contrebas, et de se faufiler dans les jardins de la commune et que je demanderais à la Croix-Rouge de les en sortir. Mon père a catégoriquement refusé, disant que la honte de fuir le tuerait et que ce serait pire. Ça n'est même pas allé aussi loin. L’armée russe était  dans le village, mais ils n'ont incendié que trois ou quatre maisons ; ils n'ont pas commis les atrocités qu'ils ont commises ailleurs, précisément dans les villages géorgiens de Samachablo.

Le 12 août arriva. Je n’avais plus aucune nouvelle de mes parents. L'inquiétude et l'anxiété étaient devenues mon quotidien, j’en avais dans le sang et je courais, je m’occupais ce que j’avais à faire au boulot complétement hanté par de sombres pensées.

Nous attendions Sarkozy et sa délégation de Paris à une heure plus ou moins précise. Nous savions qu'il irait d'abord à Moscou, puis à Tbilissi après des négociations avec les dirigeants russes. L'heure initialement prévue de 15 heures devint bientôt 16 heures, puis 18 et à 19 heures, ils n'avaient toujours pas quitté Moscou, et finalement, on nous annonça qu'il quittait Moscou. Nous savions déjà que les négociations à Moscou avaient duré trop longtemps, que des difficultés étaient apparues, et nous attendions Sarkozy à Tbilissi avec un espoir craintif.

Bien que l'avion de Sarkozy venait de décoller de Moscou (plus de 2 heures de vol), nous nous sommes rapidement rendus à l'aéroport pour l’accueillir. Nous déambulions tous nerveusement, il faisait très chaud, des dizaines de milliers de personnes étaient rassemblées depuis longtemps avenue Roustavéli, devant le Parlement. Les dirigeants des pays amis étaient également à la tribune et, au nom de leurs propres peuples, nous exprimaient leur soutien, dénonçant et condamnant l'agression russe. J'étais heureux que, malgré la guerre, nos amis ne nous aient pas abandonnés ; Prenant un risque sérieux ils sont arrivés à l'aéroport de Tbilissi, qui était également une cible de l’ennemie.

Bientôt, les agents de sécurité se mirent à bouger, murmurant à voix basse sous leurs colliers, et je compris que le président Saakachvili et la ministre des Affaires étrangères Eka Tkeshelashvili étaient également arrivés… Ils étaient debout ensemble sur le palier de la salle d’honneur de l’aéroport. Quelques minutes plus tard, Zura Darchiashvili, qui était chargé du protocole, me prit à part et me dit : « Nous devons faire, discrètement, de sorte que les français acceptent d’emmener Sarkozy directement au Parlement, le peuple et tout le monde l'attendent. » Je lui ai répondu que c'était hors de question et que cela ne valait même pas la peine de demander, que les Français n'accepteraient jamais et que nous créerions une situation embarrassante. Il alla voir ses « supérieurs » et revint bientôt vers moi en disant que c'était la demande de Misha, qu'il ne fallait même pas lui donner de détails et l'emmener immédiatement. J'étais de mauvaise humeur, car je savais pertinemment que la cellule diplomatique de Sarkozy et ses agents de sécurité n'accepteraient pas, pour moi c’était certain.

J'entendais déjà la voix réprobatrice de Jean-David Levitte, conseiller intime de Sarkozy. « Pourquoi avez-vous changé d'avis ? Nous nous sommes mis d'accord sur la résidence d'Avlabari, nous avons examiné tous les détails et pourquoi cela se passe-t-il ainsi ? » Je savais aussi que je n'aurais rien à dire. Malgré mon apparence, je suis assez têtu et si je pense avoir raison, j'essaie de me battre et de ne pas abandonner facilement. Je suis allé expliquer à Zurab Darchiashvili et à la ministre Eka Tkeshelashvili que Sarkozy ne se présenterait jamais devant des milliers de personnes, tant que les négociations n'ont pas encore eu lieu, car nous ignorons le message qu'il apporte de Moscou, il n'a pas encore négocié pour avoir un message bien formulé à rendre publique et le président de l'Union européenne, ne serait pas autorisé par ses services à s’exposerai au danger imminent devant une telle foule.

Bien qu'ils l’attendissent avec espoir et amour, même si Sarkozy lui-même avait souhaité, ses services de sécurité ne l’y'auraient pas autorisé. Je comprenais qu'Eka et Zura saisissaient bien mes pensées, mais je sentais aussi que cela ne changeait rien et que je ne pouvais rien faire. J'ai donc accueilli Sarkozy confus et embarrassé à cause de cette donne.

Alors que le cortège passait devant Avlabari à toute vitesse, j'ai compris que la décision de Misha était irréversible. Il voulait par ce geste réconforter ses concitoyens fatigués d'attendre, encourager la population, déprimée par les horreurs de la guerre, mais toujours pleine d'espoir.

Des véhicules ont fait irruption par la porte latérale du Parlement comme des météores et le scénario se déroulait exactement comme je l'avais prévu : les agents de sécurité ont sauté de la voiture et m'ont tous demandé où nous étions, quel était ce bâtiment, s’il était prévu que nous devions venir là-bas. Tout le monde couvrait Sarkozy et ne le laissait pas faire un pas avant d'avoir clairement défini où nous avions amené le chef de l'UE. Pendant ce temps, le discret et très fin diplomate Jean-David Levitte est venu vers moi et m'a demandé : « Gotcha, que faisons -nous ici ? La réunion a-t-elle lieu ici ? ». Il entendait Saakashvili proposer au Président français et il a tout compris.

En effet, le président Saakachvili parlait à Nicolas Sarkozy en français, indépendamment de moi, et lui a suggéré de s'adresser à la population pendant deux minutes pour l'encourager, puis de passer aux négociations. Jean-David Levitte nous a répété les mots du scénario que j’avais redouté : « Oui, mais nous devons d'abord nous mettre d'accord avec vous sur le message que nous vous portons de Moscou. Nous ne pouvons pas dire à la population à l'avance ce dont nous nous ne nous sommes pas encore parlé. Discutons d'abord, mettons-nous d'accord sur les messages, et ensuite, nous pourrons nous adresser à la population. »

La confusion n'a pas duré longtemps. Misha a donné l'ordre de monter au Parlement. Nous y discuterons puis, il s’adressera à la population. Les gens criaient déjà : « Sarkozy, Sarkozy !» J'ai entendu dire plus tard que beaucoup pensaient que Sarkozy y avait fait un discours. : Ce qui ne fut pas le cas

Nous sommes montés dans la salle réservée au président, située au troisième étage du Parlement, si je me souviens bien, dans l'aile donnant sur la rue Chitadze. Comme le président n'utilisait presque jamais son aile, elle était depuis longtemps fermée. Son garde de corps et moi avons été les premiers à entrer dans la pièce et nous avons tous deux brisé les toiles d’araignée avec nos têtes. L'air y était étouffant, l'odeur des vieux meubles régnait, les fenêtres étaient fermées pour des raisons de sécurité, il n'y avait même pas un morceau de papier ni un stylo sur la table, sans parler de l'eau ou d’autres commodités. Pourtant, tout était prêt pour la réunion au palais présidentiel d’Avlabari, la salle était rafraîchie et le dîner était même en préparation, je le savais car nous avions convenu du menu avec la partie française.

Alors que nous montions l'escalier, un proche, qui nous regardait en direct, m'a appelé : « Dis à cet homme que des maisons brûlent à Karaleti, qu'un homme a été tué dans son jardin à Tkviavi, et que des choses terribles se produisent ici. » J'ai alors réalisé que je n'avais pas coupé la sonnerie de mon téléphone. Je ne pouvais pas en informer Sarkozy, mais j’ai transmis le message à Misha. Il m'a dit de prévenir Kakha Lomaia (il présidait le Conseil National de Sécurité) et qu'il vérifierait immédiatement. J'ai effectivement prévenu Kakha Lomaia, qui a réagi rapidement. Il y aurait vraiment eu un cas, et les gens paniqué par la guerre en cours relayaient et propagent la nouvelle. Il a promis d’en avoir plus de détails plus tard.

Les négociations commencèrent. On apporta au fur et à mesure de l'eau froide, des feuilles de papier et des crayons. Le protocole se redressait. Les Français exigèrent d'ouvrir les fenêtres, et nous leur expliquâmes qu'elles étaient blindées et qu'elles ne pouvaient pas être ouvertes pour des raisons de sécurité. Il ne restait plus personne en costume, cravate les présidents y compris. Cette pièce était un véritable four.

Sarkozy a lentement commencé à expliquer les messages de Moscou : il est intéressant de noter que Saakachvili a exigé catégoriquement la suppression du paragraphe stipulant que le statut de l'Abkhazie et de l'Ossétie serait déterminé dans le cadre de négociations internationales. Il a insisté sur le fait que ces régions n'avaient pas besoin d'être définies, qu'il s'agissait des territoires géorgiens et qu'ils le resteraient à l'avenir. À ce moment-là, Sarkozy a rappelé les menaces de Poutine : « Je ne voulais pas le dire, mais vous savez qu'il est capable de tout, c’est un fou, et vous savez qu'il promet de vous pendre avec un endroit précis ?» Micha n'a pas renoncé à sa position, il ne reculerait pas.

Il a fallu réveiller Medvedev. Jean-David Levitte s'est écarté et a discuté pendant sept minutes avec quelqu'un à Moscou, qui lui a d'abord dit que Dimitri Medvedev dormait déjà. Le diplomate français n'a pas lâché prise : nous sommes dans l'impasse sur un point et il faut en modifier la formulation. J'étais à proximité et j'entendais sa voix par intermittence.

J'étais assis entre Giga Bokeria et Eka Tkeshelashvili. Misha s'exprimait directement dans un français courant, me demandant parfois mon avis pour que les autres participants géorgiens comprennent les sujets abordés. Je traduisais des moments essentiels de la discussion pour Giga et Eka.

Nous avons commencé à formuler les points de l’accord. Du côté français, Isabelle Dumont, alors conseillère de Kouchner (actuellement ambassadrice de France en Turquie), et Damien Loras, conseiller de Sarkozy, les transcrivaient. Isabelle avait un carnet sur ses genoux et notait les formules dictées. Je demandais des précisions sur certains formules puis je rédigeais parallèlement les phrases convenues en géorgien. J’essayais de rendre le texte aussi clair que possible afin d'éviter toute ambiguïté et de ne pas laisser place à des interprétations différentes.

Les négociations se sont terminées très tard et j’étais tellement épuisé que j’étais incapable d’avaler une bouchée ;  Mon soucis était de raccompagner la délégation.

Il était environ 2 heures du matin, les manifestants rassemblés sur l’avenue Roustavéli s'étaient dispersés et il restait peu de monde pour le reste de la nuit.

Sur le chemin du retour vers l'aéroport, le protocole m'a fait monter dans la voiture de Sarkozy (le PM de l’époque Lado Gurgenidze- parfait anglophone ; était assis à côté de lui à l'aller), car Sarkozy préférait le français. Il m'a parlé avec beaucoup de courtoisie, a vanté ma maîtrise du français, et en même temps, je voyais qu’il se débattait avec son téléphone, voulant appeler quelqu'un, puis m'a demandé : « Je ne peux pas appeler avec mon téléphone, je ne sais pas ce qui se passe, puis-je utiliser le vôtre ?» Je lui ai immédiatement tendu mon téléphone pour que Sarkozy puisse parler à sa femme ; comme il  le souhaitait. Je priais Dieu intérieurement pourvu qu'il me reste au moins assez d’unités sur la carte Magti sur laquelle j'avais chargé 5 laris quitte à ce que mon téléphone se taise définitivement après.

Il a parlé à Carla Bruni, l'a rassurée, lui a dit qu’il avait tout réglé et qu’il serait bientôt à la maison. Il m'a remercié et m'a rendu mon téléphone. J'ai poussé un soupir de soulagement, comme s'il avait vraiment résolu le problème de la guerre dans mon pays.

 

Extrait de mon prochain livre, que je n'ai pas encore commencé à écrire… attendant la vieillesse.

 

 

 

 

 

12 Août 2025

ბოლო დროს უკვე მერემდენე ადამიანმა მითხრა, ვითომ ხუმრობით : რა გაგიხდათ ეს ევროპა, ჩვენი ქვეყანა არა სჯობს, ჯერ შენი უნდა გიყვარდეს და სხვას მერე ეტრფოდეო. ჩემთვის მითქვამს, ამ საბრალოს როგორ არეული აქვს ყველაფერი, ვინ მამაძაღლი ამჯობინებს უცხო ქვეყანას საკუთარს მეთქი. ჰოდა, ახლა, რაკიღა ხშირად მიწევს თავქვეშ ხელებამოდებულს ჭერში მზერის გაშტერება და ფიქრი ყველაფერსა და არაფერზე. ამ « შეგონებად » ნასროლმა ფრაზებმა დამაფიქრა.

ერიჰაა, ეგება, ამის მთქმელს თავი ჩემზე უფრო გულდამწვარ ქართველად, ჩემი მიწა-წყლის უფრო ერთგულ და უფრო გულწრფელ ჭირისუფლად დაუგულებია თავი? ჰაი, დედასა... ამ ბოლო დროს, აგერ, დავდივარ ჩემს სამშობლოში, ხან შიდა ქართლში ვარ, ხან კახეთში, ხან გურიაში, ხან აჭარაში, ხანაც ჩემ წინაპართა აკვან მხარე სამცხე-ჯავახეთში, სვანეთი ხომ ჩემი პოზიტიური ემოციებით ამოჩემებული, სათაყვანებელი მხარეა, ფშავ ხევსურეთი- სტუდენტობიდან მოყოლებული, აგერ დანათესავების შემდეგ, ფეხით მოვლილი, ხატობების მადლითა და სუფრაზე კაფიაობის, სიბრძნითა და ბუნების სიყვარულით გაჯერებული, გრძნეული პოეზიით აღფრთოვანებულს, ამ ხალხის ლოცვა-დადიდებაზე და ამ განძის მნიშვნელობის გააზრებაზე გული მიჩუყდება.

ღმერთმანი, მართლაც, რამხელა მადლისა და სიმდიდრის მემკვიდრე- მფლობელები ვართ. ან ამ ტკივილიან ისტორიას ვინ დათმობს, ან ამ, აქამდე ძლივს მოტანილ ლამაზ ტრადიციებსა. ჩვენ ხომ ყველაფრის გალამაზება და გაზვიადება გვიყვარს, თუ არ არსებობს, მოვიგონებთ მითებს, ჩემთვის ესეც ძვირფასი ფოლკლორია, მაგრამ ბევრი სხვა ლამაზი თქმულება მოგონილიც რომ იყოს, ხომ ზუსტად ვიცით, რომ ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის ტრადიცია- ანატორის აკლდამები - ხევსურული თვითდამარხვის ტრადიციათანაგრძნობის უკვდავი სიმბოლო, რეალურად არსებობდა.

საქართველოში ადამიანების სიყვარულმა შექმნა თვითდამარხვის ეს ტრადიცია, რომ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინათ.

საქართველო და ქართველობა სიყვარულია, მისი ერთგულების რწმენა, ქვეყნის დღევანდელობასა და მომავალზე პასუხისმგებლობაა. უწინაც მითქვამს, სამშობლო ჩემთვის მთავრობა და პოლიტიკური ხელისუფლება არაა, ის ბევრად მეტია, მარადიული ღირებულებაა, რომლის წარსული გმირულია, აწმყო ძალიან რთული, ხოლო მომავალიიმედით სავსე. ძალაუფლების შარბათით მთვრალ მთავრობასთან რიგ საკითხებზე უთანხმოება სულაც არ ნიშნავს სამშობლოს ერთგულებასა და მის სამსახურზე ხელის აღებას. პირიქით, სამშობლოს მომავლის ზრუნვითა და ინტერესით საყვედურობ და აკრიტიკებ მთავრობას.

დიახაც, მეამაყება ჩემი ქართველობაც და ყველა ის ეროვნული სულიერი თუ კულტურული ორიენტირი, რომელიც ჩემს სამშობლოსთან მაკავშირებს და ამავდროულად მაძლიერებს, რომ უცხო ქვეყნებთან და კულტურებთან ხიდები, გზები და კავშირები ვაშენო. უცხოეთში რომ გიწევს ცხოვრება, იქ უფრო მძაფრად განიცდი იმ პასუხისმგებლობას, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ და შეიძლება შენით შეიქმნან მასზე პირველი შთაბეჭდილება.

ვისაც საქართველოს მომავალი ევროპაში და ევროპასთან ერთად წარმოუდგენია, სწორედაც ის მიმაჩნია გულწრფელ პატრიოტად, რომელსაც არ უნდა, უკვე გამოცდილი, მწარედ ნაწვნევი და ნანანები გარუსება, გვარების გადარუსულება, ჩვენი სულცხონებული წინაპრების მოხატული ტაძრების კირით შეთეთრება, სვეტსკურ საზოგადოებაში პუტინ-პუშკინის ენით თავისმოწონება.

საკუთარი კულტურით, მრავალხმიანობით, ღვინისა და სხვა უნიკალური კულტურით ამაყი ეს ხალხი ამ მდიდარი მემკვიდრეობით აპირებს ღირსეულ საზოგადოებაში დაიგულოს სამშობლო. ღმერთი არავის გაუწყრეს და სხვაზე უფრო პატრიოტად არ შეირაცხოს თავი, რადგან პატრიოტიზმი მოდური ლოზუნგებით სადღეგრძელოები არაა, პატრიოტიზმი ჯერ ქვეყნის ბედის გაცნობიერება, მისი მომავლისთვის სიავისა და სიკეთის გააზრებითა და სამშობლოზე პასუხისმგებლობით მოქმედებაა, მისი და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის.

საქართველოს სიყვარული არც მხოლოდ გეოგრაფიული მიკუთვნებააეს არის ღრმა ემოციური კავშირი საკუთარ ხალხთან, ტრადიციებთან, ისტორიასა და ბუნებასთან, რაც ქართულ იდენტობას განაპირობებს. ვიღაცას უსამშობლოო უწოდო, უნდა იცოდე, რა მძიმე ცოდვისთვის იმეტებ საკუთარ სინდისს.

ვინც დღეს ქუჩაშია, სწორედაც, რომ სამშობლოს გულწრფელი სიყვარულისთვის, მისი და ასევე ქართული საზოგადოების თავისუფლებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის დგას, იბრძვის, თავს, კარიერას, ჯანმრთელობას იმეტებს, ყველაფრის დაკარგვის რისკით მაინც არ ნებდება, ზარალდება ფიზიკურად, მატერიალურად, მაგრამ არ ეპუება, იბრძვის... აბა, როგორ არ არის ეს პატრიოტიზმი და ქვეყნის ერთგულება. ეს ახალი თაობაა ჩემთვის ქვეყნის წარსულსა და თავისუფალ, ღირსეულ მომავალთან დამაკავშირებელი ხიდი.

მოკლედ მინდოდა და გრძლად გამომივიდა, ახლა იმის განცდა მიღრღნის გულს, რატომ ვიმართლებ თავს ამ პათეთიკით ? განა ვინმე მთხოვს ჩემი ქართველობა დავამტკიცო, მაგრამ ვგრძნობ, ვიღაცას უნდა ქართველობასა და ევროპულობას შორის სამანი გაავლოს, დაყოს და ერთურთს გადაგვკიდოს ამ მიჯნის აქეთ-იქით აღმოჩენილი ქართველები. ვითომ არ ვიცოდეთ, ვის უნდა ჩვენი ასე დანაწევრება. ვითომ მისი სახელი არ ვიცოდეთ, ან ის, რომ ის არის ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი. ჰოდა, ვინც მტერს გულს უხარებს, მისი ყურის საამებელს ამბობს და მოყვრის გულის გახეთქვა არ ედარდება, ის თავს პატრიტიზმით იწონებდეს- ყველაფრის ყირაზე დაყენებაა.

დიდი მადლობა გიორგი მაღრაძე -, ფოტოების უმრავლესობა მისი პუბლიკაციებიდანაა

 

 


 

 8 Août 2025

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო და დღემდე პერმანენტულად აწარმოებს რუსეთი აგერ უკვე 2 საუკუნეზე მეტია. დიახ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ ხნის განმავლობაში სავსეაა დაძაბულობებით, ანექსია-ოკუპაციითა და პერიოდული კონფლიქტებით. ის, რომ კულტურული ურთიერთობებიც იყო, თერგს სვამდნენ ქართველი ცოდნას მოწყურებულები და აშ, საბოლოოდ ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილი აღმოჩნდა.

ისტორიკოსები უკეთ იტყვიან : რუსეთის იმპერიის ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში დაიწყო ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს, ხოლო ალექსანდრე I-ის მმართველობის პერიოდში (1801–1825 წლები) ოფიციალურად განხორციელდა ქართველთა სამეფოს – ქართლ-კახეთის ანექსია 1801 წელს.

რუსეთის ის "დახმარება", რომელზეც ხშირად გადარჩენის გარანტად მიგვითითებენ, საბოლოოდ გადაიქცა ანექსიად, როცა ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთმა ჩვენი ტერიტორია რუსულ გუბერნიად აქცია. შემდგომ ეტაპებზე: 1810 წელს რუსეთმა იმერეთის სამეფოც დაიპყრო. 1864 წლისთვის რუსეთის იმპერიამ მთელი საქართველოს ტერიტორია საბოლოოდ მოაქცია თავის დაქვემდებარებაში.

ომის ფორმები: "პერიოდული ცეცხლის შეწყვეტა" და "ჰიბრიდული ომი" გამოხატავს იმ დინამიკას, დღემდე გრძელდება:

1. ღია ომები: 1921 – ბოლშევიკური რუსეთის შემოსევა და ახალგაზრდა, საქართველოს დემოკრატიული ევროპაზე ორიენტირებული რესპუბლიკის ოკუპაცია.

2. 2008 – რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ დაუნდობელი და ვერაგი ომი, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ოკუპაცია.

3. ჰიბრიდული ომით რუსეთ მოხერხებულად გივეტვს საინფორმაციო ომითა და პროპაგანდით. პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამუდმებული მცდელობებით

4. ეკონომიკური ზეწოლით (მაგ., ემბარგოები), რუსეთის ბაზარზე სტრატეგიული დამოკიდებულების გაზრდით და ამიტ პოლიტიკური მანიპულაციის ბერკეტების ხელში ჩაგდებით.

5. ბორდერიზაცია – სოფლების დაყოფა, მოსახლეობის ტერორი საოკუპაციო ხაზებთან და სამხედრო ძლიერების, თოფის ტრიალითა და ყურისძირში ჩექმის ბრახუნით, არაპროგნოზირებადობით, ომის საფრთხობელით ქართველი მოსახლეობის პერმანენტული დაშინებით.

ჩვენი რუსეთთან ურთიერთობების პროცესი არ არის მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების სერია. ესაა კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, დამცირებისა და ზემოდან ყურების პოლიტიკაც, უფრო ფართო გაგებით კი ჰიბრიდული ომის კონტექსტი, რომელსაც საკუთარი სცენარით ხან ამძვინვარებს და ხან მიაძინებს და ხვრინვა-ღრენით შიშის განცდას ავრცელებს.

Je dois répéter que LA GUERRE DU MOIS D’aout n’était qu’une épisode d’une longue guerre que la Russie mène contre la Géorgie depuis plus de deux siècles. Certes, les relations russo-géorgiennes ont été marquées par des tensions, des annexions et des occupations, ainsi que par des conflits périodiques.

L'existence de relations culturelles dont on parle souvent, en particulier ; les études des jeunes géorgiens assoiffés de savoir, et cela s'est finalement avéré - à mon avis, être un élément de la guerre hybride.

Les historiens diraient mieux : l'expansion de l'Empire russe dans le Caucase du Sud a commencé à la fin du XVIIIe siècle, et sous le règne d'Alexandre Ier (1801-1825), l'annexion du royaume géorgien de Kartli-Kakhétie a été officiellement réalisée en 1801.

L'« entraide » de la Russie, souvent citée comme une garantie de survie pour la Géorgie, s'est finalement transformée en annexion lorsque le royaume de Kartli-Kakhétie a été aboli et que la Russie a transformé notre territoire en province russe. Par étapes : en 1810, la Russie a également conquis le royaume d'Iméréthie.

En 1864, l'Empire russe avait finalement pris le contrôle de l'ensemble du territoire géorgien.

Les formes de guerre : « cessez-le-feu périodique » et « guerre hybride » reflètent la dynamique qui perdure encore aujourd'hui :

1. Guerres ouvertes : 1921 – invasion de la Russie bolchevique et occupation de la jeune république démocratique et européenne de Géorgie.

2. 2008 – guerre russo-géorgienne, brève mais impitoyable et perfide, suivie de l'occupation de facto de l'Abkhazie et de la région de Tskhinvali.
3. Avec la guerre hybride, la Russie diffuse opportunément la guerre de l'information et la propagande, par des tentatives constantes de déstabilisation politique.
4. Par la pression économique (par exemple, les embargos), par une dépendance stratégique croissante envers le marché russe et par la manipulation politique.
5. grignotage de nos territoire-le borderisation- – division des villages, terreur de la population le long des lignes d'occupation et par la puissance militaire, l’exhibition des fusils et le bruit des bottes à nos oreilles, l'imprévisibilité, la menace de guerre et l'intimidation permanente de la population géorgienne.
Le processus de nos relations avec la Russie ne se résume pas à une série de conflits militaires. C'est aussi une politique de pression culturelle, politique, économique et psychologique, d'humiliation et de mépris, et, plus largement, le contexte d'une guerre hybride, qui, par son propre scénario, exaspère et apaise parfois, et répand la peur par ses ronflements et ses grognements.

 

 


 

4 Août 2025

ისეთი რამეები ხდება ჩემს სამშობლოში, ისეთი ხალხი აღზევდა, "გადიდკაცდა" - გაპარპაშდა და ისეთებს გმობენ, სჯიან, აშავებენ, აღარ მიკვირს ყველაზე საზაფხულო ხილს საზამთრო რომ ჰქვია.
ღმერთო შენ მაინც ნუ აიღებ ხელს ჩვენზე! მთლად ისეთებიც არ ვართ, როგორიც ახლა ვჩანვართ.

26 Juillet 2025

ეს პოსტი არ ეხება კლასიკურ ჰომოსოვიეტიკუსებს - საერო, თუ სასულიერო პირების მიერ წლების მანძილზე ტელევიზიებიდან და ამბიონებიდან გულმოდგინედ "დამუშავებულ" ადამიანებს... მათი აზრზე მოსვლის იმედი კარგა ხანია, რაც გადამეწურა!
ამ ტექსტს ვწერ იმ პროცენტულად საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების გასაგონად (არაერთი მათგანი აქ მეგობრებშიც მყავს), რომლებიც ხვდებიან, თუ როგორ მიაქანებს ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთისკენ (ამ ტერმინს დიდ გენოს დავესესხები😀) "ქოცნება" და, ამის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზის გამო (მათ ჩამოთვლას აქ აღარ შევუდგები), არიან ჩუმად, გატრუნულ-გაყურსულები... ფიქრობენ, რომ რეჟიმი მათ არ შეეხება...
მაგრამ ასე არ არის! ყოველ დროსა და სივრცეში ყველა ტირანს საერთო ის აქვს, რომ ღია მოწინააღმდეგეების მონელების შემდეგ, ჩუმად მყოფებს, ნეიტრალურ-ლოიალურებს მიადგება ხოლმე... მეტიც, საკუთარ ღია მხარდამჭერებსაც მიაყოლებს, თუ მის ერთგულებაში იოტისოდენად მაინც ეჭვი შეეპარება... ასეთია ტირანის ბუნება და იმიტომ!
ასეთი ამბები ყოველდღე ხდება აგერ ჩვენთანაც - იქ მაღაროელი ყვირის, პოლიტიკაში არ ვერევიო, მაგრამ ჩაგრავენ! აქეთ რომელიღაც ადამიანი ყვირის, პოლიტიკაში არ ვერევიო, მაგრამ საცხოვრებელს უნგრევენ!...
გიორგი ბაჩიაშვილის, გიორგი ჩიკვაიძის, თორნიკე რიჟვაძის და მრავალ სხვათა მწარე მაგალითები არაფერს გეუბნებათ?
სოციალური ქსელები სავსეა სამსახურებიდან "რეორგანიზაციის" მოტივით გამოშვებული ადამიანების მოზრდილი პოსტებით, რომლებიც მათ სამსახურებიდან გამოშვების შემდეგ დაწერეს... მჯერა, რომ ისინი საკუთარ სფეროებში კარგი სპეციალისტები იყვნენ, მაგრამ დღეს რომ მხოლოდ ეს არ კმარა? სანამ ურემი არ გადაბრუნდება, მკაფიო სამოქალაქო პოზიციის არქონა ისევ ტირანის წისქვილზე რომ ასხამს წყალს, ამას ვერ ხვდებით?...
თუ ხვდებით, ბატონებო და ქალბატონებო, რომ თქვენს გარშემო ცუდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები მიდის, რატომ ელოდებით მანამ, სანამ ეს ცუდი პროცესი პირადად თქვენ არ შეგეხებათ?
აგერ, გუშინ ჟურნალისტმა ია ანთაძემ დაწერა, რომ გაუჩერეს, მართლაც, კარგი პროექტი პირველ არხზე... ძალიან საინტერესო ინტერვიუები ჰქონდა სულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან აქტუალურ თემებზე... მათ შორის, ჩემთანაც, რისთვისაც, რასაკვირველია, მას მადლობას ვუხდი... ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი ამ ინტერვიუებით...
...მაგრამ გული მწყდება, რომ იას მკაფიო სამოქალაქო პოზიცია არ დაუკავებია თუნდაც მაშინ, როდესაც მის კოლეგებს - ნინო ზაუტაშვილს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და სხვებს უსამართლოდ აგდებდნენ იმავე სამსახურიდან, სადაც თვითონაც მუშაობდა; არ გამოუთქვამს ხმამაღალი პროტესტი მისი სხვა კოლეგის - მზია ამაღლობელის თავს დატრიალებული უსამართლობების დროს...
რასაკვირველია, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"... მაგრამ რატომ, თუკი ვხვდებით, რომ ცუდ პროცესებს ვადევნებთ თვალს?...
ამიტომ, დასკვნა: მეგობრებო, ვინც ხვდებით, საითკენ მიგვაქანებენ ეს ...-ები (აქ რა სიტყვაც გინდათ, ის ჩაწერეთ), ნუ დაელოდებით, სანამ პირადად თქვენ არ შეგეხებიან! მანამდე გამოთქვით ღიად და მკაფიოდ პროტესტი და იბრძოლეთ უსამართლობის წინააღმდეგ!...

 

 


 

1 er Juillet 2025

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაჩქარდა კადრების ცვლა და შეიძლება ითქვასინსტიტუციური ტვინისა და სისხლძარღვებისგამოფიტვის პროცესი. სამინისტროს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ არამხოლოდ გამორჩეული კომპეტენციისა და ინსტიტუციური მეხსიერების მქონე, მრავალწლიანი გამოცდილების პროფესიონალები, არამედ ის ენერგიული, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდა კადრებიც, რომლებიც მკაცრი კონკურსის შედეგად შეირჩნენ და მუშაობდნენ იმედით, რომ წვლილი შეეტანათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინსვლაში.

მძიმეა იმის ყურება, როგორ იცლება სამინისტრო ცოდნითა და გამოცდილებით, მომავლისთვის აუცილებელი ენთუზიაზმითა და იდეალებით. ინსტიტუციური მეხსიერებაცოდნისა და პრაქტიკის უწყვეტი გადაცემა, უზრუნველყოფს სტაბილურობას და ეფექტიანობას საგარეო პოლიტიკაშიეს არის საგარეო უწყების საფუძველი. როდესაც სისტემას ტოვებენ ისეთი კადრები, რომლებმაც სახელმწიფოს ურთულესი პერიოდები გამოიარეს და იციან ისტორიული კონტექსტი, დიპლომატიური პროცესების შიდა მექანიზმები და პარტნიორებთან ურთიერთობის დინამიკა, სახელმწიფო პრაქტიკულად კარგავს საკუთარ წარსულსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოქმედების უნარს. ეს ვითარება მალე ინსტიტუციური მეხსიერების კრიზისს შეგვიქმნის.

კადრების გაღარიბება უთუოდ აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაზე. დიპლომატი არა მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი ანოფიციალური წარმომადგენელია“, არამედ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მოლაპარაკებების პროფესიონალი და კულტურული კოდის მთარგმნელი გლობალურ კონტექსტში. ამ ინსტიტუტის დაკნინებით სუსტდება ქვეყნის დიპლომატიური წონა და ეჭვქვეშ დგება მისი საიმედოობა პარტნიორებისთვის.

გაკიცხულ-გარიცხული აღმოჩნდა ყველა ის დიპლომატი, ვინც გაბედა და საკუთარი მოსაზრება ღიად გამოხატა. ვისაც პროფესიულმა სინდისმა და ღირსებამ არ მისცა უფლება ეღალატა იმ საქმისთვის, რასაც იგი ემსახურებოდა. ვინაიდან, მათი ძალზედ კორექტულად და დიპლომატიური ეთიკის დაცვით გამოხატული განსხვავებული აზრი აღმოჩნდა ამ ძვირფასი კადრების გაშვების საბაბი, გამოდის, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ქმედებით ადასტურებს, რომ ადგილი აქვს სისტემურ პოლიტიზებას, ანუ როდესაც პროფესიული კადრების ადგილი ენიჭებათ პარტიულად ლოიალურ ინდივიდებს, ასეთ შემთხვევაში კი

დიპლომატიური სამსახური კარგავს დამოუკიდებელ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებულ მოქმედების უნარს. ამგვარად, საგარეო პოლიტიკა არა გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებზე, არამედ მოკლევადიან პარტიულ ამოცანებზე ხდება მორგებული. ასე კი სულ დავკარგავთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ნდობას გარე სამყაროსთან.

პატარა საქართველოსთვის, რომლის უსაფრთხოება და განვითარება დიდწილად საერთაშორისო მხარდაჭერაზე და სანდო პარტნიორებზეა დამოკიდებული, სუსტი დიპლომატიური სამსახური არ არის უბრალოდ შიდა პრობლემაეს არის სტრატეგიული რისკი ჩვენი ქვეყნისთვის.

 


 

29 Juin 2025

ერთი წლის წინანდელი ინტერვიუ, რომელიც მაშინ არ გამომიქვეყნებია.

"მე მირჩევნია, ვნანობდე იმას, რომ ზოგიერთი ჭარბი თავისუფლებით ბოროტად სარგებლობს ქვეყანაში, ვიდრე ვნახო, როგორ ეშინიათ თავისუფალი სიტყვის ქვეყანაში და როგორ იმალებიან ადამიანები. ეს ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდება. თუ ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკის მთქმელი ორგანიზაციები აღარ იქნება, ხელისუფლებასაც მეტი ცდუნება ექნება ძალაუფლება ისე გამოიყენოს როგორც სურს. აქედან ავტორიტარიზმამდე ბევრი ნაბიჯი არ რჩება."

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Eka Kevanishvili Eka

 


22 juin 2025

ხელისუფლება ლხინისუფლება ეგონა თურმე. ახლა ბოლთას სცემს საკანში და ნერვიულად იმეორებს:" ხალხი ითხოვს სამართალს, სა-მარ-თალს! უსამართლო სასამართლო! "

სახელმწიფო სამსახურში რომ ხარ და შენი ქვეყნის საქმე მოგანდეს, უნდა იცოდე, რომ ის ფული შენი არაა. რაც არ უნდა ცდუნება მოგეძალოს, ქრთამი უბრალოდ არ უნდა აიღო. რაც არ გერგება არ შეგერგება! წახალისდა "პრეცენდენტული სამართლით"- აბა, იმას რომ.შერჩა? ის რომ გულაობს? და მოვიდა მადა ჭამაში!

 


 

 

როცა გაბრაზებული მამა შვილს სილას გააწნავს, სასოწარკვეთილი შვილის ნებისმიერი მოქმედება მამის პასუხისმგებლობაზეა.

ისინი, ვინც სახელმწიფოსთან აიგივებენ თავს იმ დონემდე, რომ თავს ძალაუფლების აბსოლუტურ განსახიერებად თვლიან, ხშირად ივიწყებენ თავიანთ მთავარ პასუხისმგებლობას: მშობლების ვალდებულებას შვილების წინაშე, ანუ მმართველების მოქალაქეების წინაშე.

ძალაუფლებით ტკბობით გართულები, ისინი საბოლოოდ არა მხოლოდ ავტორიტარულებად, არამედ მოძალადეებად იქცევიან საკუთარი შვილების მიმართ, უფრო მეტიც, ამ ოჯახური გარემოს დამანგრევლებად და - სიმბოლურად ვიტყვი, საკუთარ შვილების მჭამელებად იქცევიან.

ამ რეალობის წინაშე, ახალგაზრდები, რომლებიც, თავს დაუცველად გრძნობენ, იძულებულნი არიან, გონიერებისა და ზომიერებისკენ მოუხმონ მშობლებს. თუმცა, დიალოგისკენ მათი მოწოდებები ხშირად იგნორირებულია, დამცირებულიც კი.

სწორედ ამიტომ, „მშობლებისრისხვისა და შეუპოვრობის წინაშე, ისინი დაუმორჩილებლობას ამჯობინებენ. არა ახირებითა და აკვიატებით, არამედ აუცილებლობის მწვავე განცდის გამო: საკუთარი თავის და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მომავლის გადასარჩენად.

მოკლედ, როდესაც ძალაუფლება ივიწყებს თავის ეთიკურ მისიას, ის საფრთხეს უქმნის მათ, ვის მეურვეობაზეც აქვს ვალდებულება აღებული.

ზოგჯერ კი სწორედ ბავშვებმა უნდა აღზარდონ მშობლები - ისე, რომ ადამიანობა გადაეცეს არა მხოლოდ სისხლით, არამედ სინდისითაც.

როცა პატარა მათე, თავისი ცხოვრების გარიჟრაჟზე ამბობს, რომ სინათლის საძიებლად სიბნელეში უნდა ჩაყვინთოს, ეს გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ეგზისტენციალურ სირთულეს. სინამდვილეში, ის გამოხატავს ღრმა წუხილს იმ სამყაროს წინაშე, რომელმაც, როგორც ჩანს, მისთვის ორიენტირები დაკარგა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიბნელეში ჩაძირვის ეს მეტაფორა მშობლებისგან მიტოვების გრძნობაა, მისდამი გაუცხოებული მშობლებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილია.

რადგან მაშინ, როდესაც წინა თაობები ზოგჯერ თვალს ხუჭავნენ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობასა და უსამართლობაზე, ახალგაზრდები ირჩევენ სიბნელეს პირდაპირ შეხვდნენ. არა ქაოსის სურვილით, არამედ მეტი სიცხადის საჭიროების გამო.

სინათლის ეს ძიება შეიძლება განიმარტოს, როგორც ინტელექტუალური და მორალური გადარჩენის აქტი. ამრიგად, ახალგაზრდები უბრალოდ მსხვერპლის ნაცვლად, ხდებიან ცხოვრების მნიშვნელობის მაძიებლები, გაურკვეველი მომავლის მზვერავები, ახალი საქართველოს შემოქმედნი.

საბოლოო ჯამში, ეს სიმბოლური ძახილი ავლენს პარადოქსს: სწორედ სიბნელეში იბადება იმედი - იმ პირობით, თუ ჩვენ გავბედავთ იქ ჩაყვინთვას იმის საპოვნელად, რაც ჯერ კიდევ შეიძლება ანათებდეს და ბრწყინავდეს, მაშინ იმედია, რომ გონიერება გაიმარჯვებს. თუ არადა, მივეცემით სიბნელეს და დავჯერდებთ იმ მბჟუტავ, უსიცოცხლო ნათებას, რომელიც ვერც ათბობს და ვერც ანათებს. სინათლის იმიტაციაა მხოლოდ. ხელოვნურია. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ეჩვევა თურმე ეს ცხოველი -ადამიანი.

Quand un papa en colère gifle son fils, tous les actes possibles du fils battu et humilié sont de la responsabilité du père violent.

Ceux qui s’identifient à l’État au point de se croire incarnations absolues du pouvoir oublient trop souvent leur responsabilité première : celle de parents vis-à-vis de leurs enfants, c’est-à-dire de gouvernants vis-à-vis de leurs citoyens.

À force de se laisser griser par la jouissance du pouvoir, ils finissent par devenir non seulement autoritaires, mais aussi violents, parfois même destructeurs — allant jusqu’à dévorer symboliquement leurs propres enfants.

Face à cela, les jeunes générations, censées être protégées, se voient contraintes d’endosser le rôle de la raison. Cependant, leurs appels au dialogue sont bien souvent ignorés, voire méprisés. C’est pourquoi, confrontés à la colère et à l’intransigeance de leurs « parents », ils choisissent de désobéir. Non pas par révolte gratuite, mais par nécessité : pour se sauver eux-mêmes, et surtout pour préserver leur avenir commun.

En somme, lorsque le pouvoir oublie sa mission éthique, il devient un danger pour ceux qu’il prétend guider. Et parfois, ce sont les enfants qui doivent éduquer les parents — afin que l’humanité ne se transmette pas seulement par le sang, mais aussi par la conscience.

Lorsque le jeune Mathé affirme devoir plonger dans l’obscurité pour y chercher — et parfois y trouver — la lumière, il exprime bien plus qu’une simple difficulté existentielle. Lui et ces jeunes qui purgent la peine en prison pour avoir protesté, Ils traduisent, en réalité, un profond désarroi face à un monde qui semble avoir perdu ses repères.

Autrement dit, cette métaphore de la plongée dans les ténèbres révèle à la fois un sentiment d’abandon et une volonté de résistance. Car si les générations précédentes, parfois, ferment les yeux sur les dérèglements du monde, les jeunes, eux, choisissent de regarder l’ombre en face. Non pas par goût du chaos, mais par nécessité de lucidité.

En ce sens, cette quête de lumière dans les zones les plus obscures de la société ou de soi-même peut être interprétée comme un acte de survie intellectuelle et morale. Ainsi, loin d’être uniquement victimes, les jeunes deviennent chercheurs de sens, éclaireurs d’un avenir incertain.

En définitive, ce cri symbolique révèle un paradoxe : c’est précisément dans l’obscurité que naît l’espoir — à condition d’oser y descendre pour en extraire ce qui peut encore briller.

 


 

ავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი • Caucasus International University

3 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა დიპლომატიის თეორიისა და დიპლომატიის სპეციალობების კურსის (საგნის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გოჩა ჯავახიშვილი) ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ მოლაპარაკებებში თემაზე: რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.

სიმულაციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის დიპლომატიური პროცესის, მოლაპარაკების სტრატეგიებისა და საერთაშორისო მედიაციის როლის პრაქტიკულად გაცნობა. სტუდენტებმა გადაინაწილეს როლები როგორც კონფლიქტის უშუალო მონაწილე მხარეების (რუსეთი, უკრაინა), ისე მოლაპარაკებების პროცესში ჩართული მედიატორი ქვეყნების - აშშ-ის, ევროკავშირის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები) და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის წარმომადგენლების სახით. პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენლები, პოლიტოლოგი ექსპერტები და საერთაშორისო მედიის კორესპონდენტები, რომლებსაც მოლაპარაკებების შესახებ უნდა მოემზადებინათ ანალიტიკური ანგარიშები და ჟურნალისტური რეპორტაჟები.

*      ღონისძიება განხორციელდა ინტერაქტიულ ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო სტუდენტების ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას, მოლაპარაკებების ტაქტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დინამიკის უკეთ გაგებას.

 


28 mai  2025

თანამდებობიდან წასულ ჩინოვნიკებს შემიძლია გულწრფელად გავუზიარო ღირებული გამოცდილებაროგორ გავატაროთ დრო შვილიშვილებთან.

ვსწავლობთ ბერძნულ მითოლოგიას, ფრანგულ ენას, საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს, ვაანალიზებთ, ვსვამთ კითხვებს და ერთად ვეძებთ პასუხებს. ამასთან ერთად, ვერთობით, ვხატავთ, ვთამაშობთ როლურ თამაშებს, ვკითხულობთ და ვხალისობთ.

ეს დრო ჩემთვის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებაა, არამედ ერთგვარი თავშესაფარიათაობებს შორის ხიდი, რომელიც სითბოსა და ურთიერთგაგებას ქმნის. ვცდილობთ, რომ ყოველი შეხვედრა იყოს განსაკუთრებული, გამორჩეული და რაც მთავარიასავსე სიხარულით.

მთავარია, წარსულის მაჯლაჯუნები არ გვესეოდნენ ნიადაგ.


 

8 mai 2025

Cours de Diplomatie

ვიტყოდივუბრუნდებიმეთქი, მაგრამ სტუდენტებთან კავშირი არც არასდროს გამიწყვეტია. ელჩობის პერიოდშიც კი ვაგრძელებდი კსუ-ში დისტანციურად საერთაშორისო პოლიტიკის, დიპლომატიის კურსის სწავლებას და შეძლებისდაგვარად ინტერაქტიულ მეცადინეობებსაც. დღესაც, ამ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლავართ.

ამჯერად, ფრანგული ინსტიტუტის ინიციატივით, ახალ პედაგოგიურ თავგადასავალს ვიწყებ. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი დაგროვილი გამოცდილებარაც უკვე 30 წელზე მეტს ითვლისგულით გავუზიარო დაინტერესებულ მსმენელს.

დასვენებული და განახლებული ენერგიით ვაპირებ მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა ჩვენი შეხვედრები იყოს შემეცნებითი, ინსპირაციული და ნაყოფიერი.

აბა, ვის უნდა ჩემთან ერთად სცადოს ეს თავგადასავალი ?

 

Je dirais que je fais un retour… mais en réalité, je n’ai jamais cessé d’être en lien avec mes étudiants. Même durant mes fonctions de Ministre conseiller ou d’Ambassadeur, j’ai continué à assurer mes cours à distance à CIU et à animer, dans la mesure du possible, des séances interactives en présentiel.

Aujourd’hui, à l’aimable initiative de l’Institut français, je me lance dans une nouvelle aventure pédagogique. C’est avec un grand enthousiasme que je m’y engage. Je compte y consacrer tout mon temps libre, toute mon énergie, et surtout toute l’expérience que j’ai pu accumuler au cours de plus de 30 années de pratique professionnelle et académique.

Je me réjouis à l’idée de partager ce parcours avec des auditeurs curieux, motivés et désireux d’apprendre.

À très bientôt dans cette belle aventure d’enseignement et d’échange !


 

26 mai 2025

ჩვენი დღე- 26 მაისიეროვნული დღესასწაული სევდიანი მღელვარების ფონზე

26 მაისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეროგორც წესი, ქვეყნის ისტორიაში ამაღლებული წუთების, ამ ქვეყნის შვილობით სიამაყისა და ღირსების განცდის დღეა. თუმცა, არის მომენტები, როცა ეს დღესასწაული ფორმალობად იქცევა, რადგან რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, დღესასწაულის განწყობას ვერ გიქმნის.

არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე თავს ძალას ვატან, რომ სადღესასწაულო განწყობა მოვიძიო საკუთარ თავში. ხომ გქონიათ შეგრძნება, როცა საზეიმოდ კი გაქვს საქმე, მაგრამ ვერ ირგებ, ლუკმა არ გადაგდის ყელში, რადგან საზეიმო განწყობას აუფერულებს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა. როცა პოლიტიკური პატიმრებით სავსე ქვეყანაში იღვიძებ, სადაც ახალგაზრდებს ციხისთვისმხოლოდ იმიტომ იმეტებენ, რომ საკუთარ მომავალზე სამართლიანად შეწუხებულებმა პროტესტი გამოხატეს. ძალიან ძნელია, დღეს ისე იდღესასწაულო, რომ გულს არ გიმძიმებდეს ის სევდა, რაც ჩვენს ქვეყანას მაჯლაჯუნასავით მოაწვა.

ამიტომაც არის ეს დღე ჩემთვისდა ალბათ ბევრისთვისსევდიანად გაორებული .

ერთი მხრივ, 1918 წლიდან დღემდე, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა დაფასება, მათთვის მადლიერებით პატივის მიგება, მეორე მხრივ კისიმძიმის განცდა, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკური რეალობა გვიქმნის.

მინდა ვიზეიმო, მინდა მეზეიმებოდეს, ყველას გვეზეიმებოდეს, ერთად გვიხაროდეს, მართლაც ჩვენ დღედ მიგვაჩნდეს ყველას, მაგრამ ასევე მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ახალგაზრდები არ შიშობდნენ თავისუფლად აზრის გამოხატვას, რომ მომავალს პროტესტითა და უარესის შიშით კი არა, ახალი შესაძლებლობებით, იმედითა და ხალისით ხვდებოდნენ.

დამოუკიდებლობა მხოლოდ ისტორიული ფაქტი არ არისის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა, სახელმწიფოსიც და თითოეული მოქალაქისაც.

ყველას გისურვებთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში გვეცხოვროს ყველას ერთად, კარგად, ლაღად და ბედნიერად!

 


 

9 mai 2025

 დღეს ერთი წელი შესრულდა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან ჩემი გადადგომიდან. ეს რთული გადაწყვეტილება, გარკვეულ სტრატეგიასთან და ღირებულებებთან შეუთავსებლობისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებით მივიღე, რაც სამწუხაროდ დღეს უკვე დადგა.

ეს წელი მრავალი თვალსაზრისით რთული და მძიმე იყო. ჯანმრთელობის, მატერიალური გამოწვევების, გაურკვევლობებისა და ბუნდოვანი პერსპექტივების მიუხედავად, არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ, რადგან არის შემთხვევები, როდესაც დუმილი თანამონაწილეობის ფორმად იქცევა, საკუთარი სინდისი მაღვიძარასავით ჯიუტად გისტვენს ყურში და გვკარნახობს, რომ თუ არ ეთანხმები უნდა წახვიდე.

თუმცა, რაზეც ყველაზე მეტად ვწუხვარ ის არის, რომ მიზეზები, რამაც ჩემი გადადგომა განაპირობა, გაუარესდა. სამწუხაროდ, ევროპულ გზაზე და ზოგადად, დემოკრატიული რეგრესის შესახებ ჩემი შიშები დადასტურდა. სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით ჩემი, საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ უფრო სუსტდება, რეპრესიების შიშის ფონზე განსხვავებული აზრი მცირდება და კანონის უზენაესობის პრინციპები მერყეობს. ქვეყანაში მოგვიმრავლდა პოლიტიკური და სინდისის პატიმრები. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის გულანთებულ, ნიჭიერ, განათლებულ ახალგაზრდებს, ყმაწვილებს, ემოციის გარეშე, გულგრილი სახით და ცივი გულით ციხეებში წლობით ისე უშვებენ, ადამიანური სითბოთი გამთბარ დარიგებას, ახსნა-განმარტებასაც კი არ მოაყოლებენ.

სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში შიშის, სიძულვილის, დასმენების, განსხვავებული აზრისათვის რეპრესიებისა და სოციალური გარიყულობის კლიმატი სუფევს. ეს თანდათან ჭამს და ძიძგნის ჩვენი თანაარსებობის, ქვეყნის ერთად შენებისა და განვითარების იმედს. პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების გამო, ასეთი დაზაფრული, მე ჩემი ხალხი არასოდეს მინახავს. ამის გაცნობიერება ყველაზე მტკივნეულია ჩემი გულისა და გონებისთვის.

ჩემმა ქვეყანამ, რომლის წარმატებები ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამაგალითო იყო, ამ პროცესიდან დისტანცირება მოახდინა. ახლა ის თავის ევროპელ თანამოსაუბრეებს - დემოკრატიზაციისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ოდესღაც მის ერთგულ და გვერდში მდგომ პარტნიორებს - მტრული ენით მიმართავს.

დიალოგის სრული კრახი, საერთო ღირებულებებისაგან დემონსტრაციულად გამიჯვნა გაუცხოებას ქმნის და საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს, სადაც ერთმანეთს სიძულვილის ენით ესაუბრებიან.

ნამდვილად არ მახარებს მეგობარი აქტის მიღება, არც არავის დასანქცირება და საერთაშორისო იზოლაცია მსიამოვნებს, ცხადია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის ნების მხარდამჭერი აქტია, კარგად ვაცნობიერებ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და რამდენი წელი დასჭირდება ქვეყანას ეს განადგურებული იმიჯი გამოისწოროს.

აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ. როგორ მოვახერხეთ და დუგინის, მედვედევისა და ზახაროვას გამორჩეულად საქებარ ქვეყნად ვიქეცით. აი, ასეთი დღევანდელობა დაგვიდგა. რა უნდა მიხაროდეს, ამდენი ხნის ნაწვალები, ჩემი ცოტა და სხვათა ბევრი ღვაწლი რუსეთიდან მოვარდნილ ქარს და წყალს მიაქვს. სამწუხაროა, რომ ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა მძევლად აიყვანა ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მზადაა ისე იმოქმედოს თუნდაც მათ შემდეგ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს. ხალხს დააჯერეს, თითქოს სამშობლოს ბედზე გულდამწვარი, ერთადერთი პატრიოტები თავად არიან და სხვა ტიპის პატრიოტიზმს არათუ არ უშვებენ, ღალატად და უსამშობლოობად ნათლავენ, რათა განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციით რადიკალურად გახლიჩონ საზოგადოება. ისტორიულადაც ხომ, ვითომდა ქვეყნის ინტერესების გამო ხდებოდა დასმენები და რეპრესიები.

მოკლედ, საშინელი წლების აჩრდილი დაძრწის და ექო ღრიალებს ირგვლივ. ქართველებმა თითქოს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი დავკარგეთ.

ნეტავ კი ვცდებოდე, მინორული განწყობის გამო მეჩვენებოდეს მხოლოდ.

 

Aujourd’hui marque un an, jour pour jour, depuis ma démission du poste d’ambassadeur de Géorgie en France. Une décision difficile, prise en conscience, pour des raisons profondes d’incompatibilité avec certaines orientations et valeurs que je ne pouvais cautionner.

Cette année fut éprouvante à bien des égards. Les défis matériels, le vide institutionnel, et les incertitudes personnelles n'ont pas manqué. Pourtant, je ne regrette pas un seul instant ce choix. Car il est des moments où le silence devient une forme de complicité, et l’honneur sonne comme un réveil et commande de partir.

Ce que je regrette, en revanche, c’est que les raisons qui m’ont poussé à démissionner se soient aggravées. Ma crainte d’une régression démocratique s’est malheureusement confirmée. Les institutions s’affaiblissent, les voix dissidentes se réduisent, et les principes de l’État de droit vacillent.

Mon pays, dont les réussites étaient exemplaires sur la voie de l’intégration européenne, s’est détaché de ce processus. Il s’adresse désormais à ses interlocuteurs européens — jadis ses fidèles partenaires dans la lutte pour la démocratisation et l’indépendance — avec un langage hostile et fermé. Cette rupture de dialogue, ce rejet de valeurs partagées, sont profondément préoccupants.

Aujourd’hui, un climat de peur, de délation, de haine, de rejet et d’exclusion sociale règne dans le pays. Il ronge peu à peu notre capacité à coexister, à construire ensemble, à espérer. Et il ronge aussi ma conscience, qui en souffre profondément.

Historiquement aussi, les dénonciations et les répressions se faisaient soi-disant au nom des intérêts du pays. L’ombre des années terribles rôde encore, et l’écho de ses hurlements résonne tout autour. Il semble que les Géorgiens aient perdu la capacité de s’aimer, de compatir, sympathiser et de se soutenir les uns les autres.

J’aurais aimé me tromper, cela ne me semblait être qu’un inconvénient mineur.

 


18 avril 2025

არ ვიცი, რატომ ვიგონებთ მითებს ჩვენი სიწმინდის გასაზვიადებლად და ევროპის გარყვნილების გასაბუქებლად?

ვიზალიბერალიზაცია უდავოდ არის საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ევროპის მხრიდან საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის დანახვა და დაფასება. ახლა, ამ მიღწეულის დაკარგვის რეალური რისკი გაჩნდა და დაიწყო ხალხის შესაგუებლად შეგონებები.

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც საინფორმაციო სივრცე სულ უფრო პოლარიზაციისკენ მიიწევს, ხშირად ვიყენებთ მითებს, შიშებს, „ჩვენსადამათშორის გამყოფ ზღვარს, რათა საკუთარი პოზიცია გავამყაროთ. ევროპის მიმართ გაცხადებული მორალური უპირატესობის რიტორიკა და სიწმინდის ნარატივი არ არის მხოლოდ მორალური მსჯელობაეს არის პოლიტიკურად გააზრებული სტრატეგია.

კითხვა უნდა დავსვათ: ვის სჭირდება ევროპა როგორც "გარყვნილების" სიმბოლო? და რატომ გვჭირდება, რომ ჩვენი საზოგადოება წარმოვადგინოთ როგორც უძველესი მორალური სიწმინდის უკანასკნელი ციხესიმაგრე? როდესაც პროპაგანდის საშუალებით სიბნელეს მივაწერთ სხვებს და სინათლეს საკუთარ თავს, ამით ვამარტივებთ რეალობას და ვუზღუდავთ ჩვენს მოქალაქეებს დამოუკიდებლად განსჯის შესაძლებლობას.

არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზანს ემსახურება მსგავსი დისკურსიეროვნული იდენტობის დაცვას თუ მმართველი პოლიტიკური ჯგუფის რეიტინგის გაძლიერებასსაზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია პოლიტიკური არაკეთილსინდისიერებაა. როდესაც მორალის სახელით ვცდილობთ ადამიანების მანიპულირებას, თავად ვხდებით იმ მორალური კომპასის უარმყოფელნი, რომელსაც ვითომ ვიცავთ.

მაშ, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და პროპაგანდას შორის? პატრიოტიზმი გულისხმობს სიყვარულს ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეს სიყვარული არ უნდა ეყრდნობოდეს სიცრუეს. თუ ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია ეფუძნება სხვების დემონიზებასა და მორალურ თვითდამკვიდრებას, მაშინ ჩვენ არ ვიცავთ ღირებულებებსჩვენ ვმანიპულირებთ მათი სახელით.

დღეს იმის თქმა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ურჩევნია საკუთარი სიწმინდის შესანარჩუნებლად, მიმაჩნია ქვეყნისთვისაც და ეროვნული ინტერესებისთვისაც საზიანო ცოდვად, რომელიც არაფრითაა უკეთესი იმ ცოდვებისგან, რომლისკენაც ხშირად იშვერენ თითს.

და თუ ხვალ ეს დღე მართლაც დადგება, იმის გააზრებით თუ რამდენს დავკარგავთ პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობ მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამდენი მიღწეულის წყალს გამტანებელმა პოლიტიკურმა გუნდმა.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ გაიაზრო და გაითვალისიწინო, მათ შორის რეალპოლიტიკის კონტექტი, რაღაცა ლოგიკით, თუნდაც პირობითად დაუშვა ევროინტეგრაციის დაპაუზებაც, ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა გონივრული დიპლომატიით, ისე, რომ მსოფლიო მტრად არ გადაგვეკიდებინა და ეს ევროპული მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციაც შეენარჩუნებინა ქვეყანას.

მაგრამშენ რომ გინდა, მას უნდა ?


9 avril 2025

უცხო კი არა, სამწუხაროდ ძალიანაც ნაცნობი, ბევრჯერ საკუთარ ტყავზე, სისხლზე და ხორცზე მწარედ ნაცადი ძალაა დღევანდელი ტრაგედიის მთავარი მიზეზი, დღევანდელი დღის საზეიმო განწყობაც, უშუალოდ ამ, პირადად გამოცდილი ბოროტი ძალისგან თავის დაღწევის იმედთანაა დაკავშირებული.

რუსეთია ეს ბოროტი ძალა და "უცხოურ ძალად" მისი მონათვლა ვერ ჩამორეცხავს იმ სისხლსა და ცოდვას, რაც ჩვენდამი მართებს.

მნიშვნელოვანი დღეა 9 აპრილი, გლოვის, ხსოვნისა და ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დიდება დიდებულ მამულიშვილთა ხსოვნას.

9 აპრილი - ხსოვნის ვალდებულება - ეროვნული ტრაგედიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე!

Notre devoir de mémoire

Le 9 avril 1989, le jour tragique de notre histore et en même temps le jour du rétablissement de l’indépendance nationale de la 🇬🇪


25  février 2025

En cette journée de commémoration, je voulais rendre hommage à nos ancêtres et aux héros géorgiens qui ont sacrifié leurs vies pour défendre la liberté et l’indépendance de notre pays.

Il y a un 104 ans jour pour jour, la Géorgie vivait une époque tragique, une époque où la liberté durement acquise après des siècles de lutte et de résistance était brutalement écrasée par une force implacable. Ce jour-là, les forces bolchéviques, l'Armée rouge, ont pénétré sur notre sol, mettant fin à une période courte mais précieuse d’indépendance. Ce n’était pas simplement une guerre militaire ; c’était un combat pour l'âme de notre nation, un combat pour notre identité, nos traditions et notre souveraineté.

Les héros géorgiens, ces jeunes cadets aux côtés de leurs ainés, étaient parfaitement conscients de la férocité de l'ennemi. Pourtant, malgré l'ampleur de la menace et la violence qui s'abattait sur eux, ils n'ont pas cédé. Ils ont combattu, avec un courage et un dévouement inébranlables. Leur résistance faisait face à un ennemi perfide, déterminé à effacer toute trace de liberté et de dignité. Leur sacrifice, leur héroïsme, leur fidélité à la Géorgie indépendante, restent gravés dans l'histoire.

Malheureusement, cette tragédie est d’autant plus douloureuse pour notre peuple car certains bolchéviks géorgiens, aveuglés par les promesses illusoire du pouvoir soviétique et l’influence de la Russie, ont joué un rôle tragique dans l'installation du régime soviétique en Géorgie. Ils ont contribué, par leurs actions, à faire entrer notre pays dans les ténèbres de l’occupation soviétique. Ce fut une période sombre, marquée par la répression, l'assimilation forcée et une profonde perte de nos libertés. Pendant 70 ans, notre nation a été privée de son autonomie, de sa voix, et de son avenir.

Aujourd’hui, alors que nous commémorons cette triste annexion, je ne peux m'empêcher de constater que l’histoire, malheureusement, semble parfois se répéter. La Géorgie, à nouveau, se trouve à un tournant décisif de son histoire. Nous faisons face à des défis semblables à ceux de 1921, avec des forces qui tentent de remettre en question notre souveraineté et notre choix de direction démocratique et européenne.

La liberté, que nos ancêtres ont chèrement acquise et défendue, est à nouveau en danger.

Il y a quelques mois, j'ai pris la décision de démissionner de mes fonctions d'ambassadeur de Géorgie en France, non pas par manque de loyauté envers mon pays, mais parce que j'ai pressenti une déviation nette du chemin démocratique et européen pour lequel tant de géorgiens ont sacrifié leurs vies. Le peuple géorgien, qui a tant combattu pour sa liberté et son indépendance, mérite mieux que ce que nous vivons aujourd'hui. Il mérite une paix durable, un avenir européen, et, plus que tout, un gouvernement responsable, fidèle aux valeurs de liberté, de démocratie, et de justice qui ont toujours été chères à notre nation.

Les héros géorgiens de 1921 ont payé le prix ultime pour nous léguer un pays libre, et nous, aujourd’hui, nous avons la responsabilité de continuer à bâtir cet héritage. Ce n’est pas uniquement une question de politique ; c’est une question de dignité nationale, de justice, et de reconnaissance pour ceux qui ont donné leur vie pour que nous puissions vivre libres.

Le peuple géorgien mérite un avenir européen, non pas seulement dans l'idée géographique, mais dans le sens de valeurs partagées : la liberté, la démocratie, l'État de droit, et la prospérité. Ces valeurs étaient celles des géorgiens en 1921, qui, jusqu'à leur dernier souffle, ont fait face à un régime brutal pour que la Géorgie soit un jour un phare de liberté dans cette région du monde.

Aujourd’hui, comme hier, nous devons être conscients de la précarité de la liberté et de la nécessité de protéger notre indépendance. Notre histoire, marquée par ces moments de lutte et de sacrifice, nous appelle à rester vigilants, à continuer d’avancer sur le chemin de la démocratie, tout en honorant ceux qui ont combattu pour cette liberté.

Je veux finir par rendre hommage, une fois encore, à tous ceux qui ont sacrifié leur vie pour notre indépendance. Leur mémoire doit être un phare qui nous guide dans les moments difficiles, pour nous rappeler qu’ils ont payé le prix ultime pour que la Géorgie soit libre, et qu’à nous de faire en sorte que leur sacrifice ne soit jamais oublié.

Vive la Géorgie  libre, indépendante et démocratique !

 


2024

29 décembre 2024

საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად განასახიერებს პრინციპულობის, გამბედაობისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი პოლიტიკა.

სამშობლოდან ბოლშევიზმს გარიდებული ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, არა მხოლოდ თავად გაზარდეს ოჯახში ქართველად, არამედ არაჩვეულებრივი შვილები გაზარდა (ქართველი მეფეების სახელები დაარქვა) ქართულად და ქართველებად, ქართული ზღაპრებითა და ქართველი გმირების ისტორიებით შვილიშვილებს ზრდის ქართველებად.

ის გაიზარდა ისეთ ოჯახში და ისეთ გარემოში, სადაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა მთავარი იდეალები იყო.

დღეს ის განასახიერებს ყველაზე ძლიერ, უშიშარ, პრინციპულ, ხალხის ნდობითა და იმედით გაძლიერებულ პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ საქართველოს, მისი სამშობლოს ევროპული მომავალი, მისი კეთილდღეობის ინტერესი ამოძრავებს. ნურავინ იტყვის, რომ მასზე უკეთ ესმის თანამედროვე გეოპოლიტიკა, გამოწვევები და შესაძლო განვითარებები და მასზე უკეთ აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს.

სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მისი ადმინისტრაცია, მისივე მითითებით, განგებ არ ბლოკავდა მის მიმართ განუწყვეტელი თავდასხმების, ბოღმა-ღვარძლის, მუქარის და ლანძღვის კომენტარებს. თმენის ვალდებულების გარდა, მოსეულ ტროლ-ბოტებს აჩვენებდა, რომ იგი ამ ყველაფერზე მაღლა აყენებდა თავისი საქმის ინტერესს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს რეალური წინააღმდეგობის მოძრაობის სათავეში დგას. ის განასახიერებს იმ ერის იმედს, რომელიც, მღელვარებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპული მომავლისაკენ ისწრაფვის. მისი ქმედებები, გამბედაობა და ლიდერობა შთააგონებს არა მხოლოდ მის ხალხს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც მას დამსახურებულად მიიჩნევს თავისუფლებისა და დემოკრატიის ქართველ ლიდერად.

 


27 décembre 2024

უწინ, როგორი სიხარულითა და სიამაყით ვაზიარებდი უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს საქართველოზე.

ახლა, ჩვენს შესახებ ისეთი იფორმაციებით გაჯერდა მსოფლიო მედია, გავაზიარო კი არა, ნეტავ მეც არ ვკითხულობდე.

ქვეყნის "მთავარი ადამიანი", რომელიც საქართველოს ფაქტობრივ მმართველად ითვლება, რომლის ნების გარეშე არაფერი მოხდება ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა დაყველაფრის მცოდნექვეყნებმა არაერთი გაფრთხილების შემდეგ დაასანქცირეს.

მთავარ მოტივად კი ასახელებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის. ქართველი კაცისთვის, რომლის მიმართ, ქვეყანაში ამოდენა მოლოდინი და იმედია კონცენტრირებული, უმძიმესი ბრალდება და უზარმაზარი თავსატეხია.

ოღონდ ნუ მეტყვით, რომ საქართველოს ჩააცივდა მსოფლიო და მტრად მოეკიდა მას. ნურავინ აიფარებს ქვეყანას ფარად და არავის მძევალი არ უნდა გახდეს ჩვენი სამშობლო.

 


24 décembre 2024

 

რაც უნდა გულჩვილობაში ჩამეთვალოს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ დღევანდელ პოლიტიკური-სოციალური დაძაბულობის მდგომარეობაშიც, მართლაც გადამწყვეტია გვახსოვდეს, რომ სიძულვილის ენა მხოლოდ გვსპობს და გვანგრევს : განხეთქილებას და ჩვენს შორის აქამდე არსებული კავშირების განადგურებას იწვევს.

პატარა საქართველო, ყოველთვის იდგა ქართველებს შორის განსაკუთრებულ სიყვარულსა და თანადგომაზე, სიძულვილს ყოველთვის სძლევდა სიყვარული, ამით ვიყავით ცნობილნი, ძლიერნი და ამაყნიც.

სხვების თუნდაც განსხვავებული აზრების ფონზე პატივისცემა, ძალადობაზე უარის თქმა არის ის პრინციპები, რომლებიც ძალას გვაძლევს დავრჩეთ საზოგადოებად, თუნდაც ყველაზე რთულ დროს. ეტყობა მტერმა იცის ჩვენი სუსტი ადგილები და სწორედ იქ გვიტევს.

ეს მშვენიერი, მშვიდობიანი დემონსტრაციები, არის ძლიერი გზა, მოვითხოვოთ ცვლილებები და ჩვენი ხმა გულწრფელობით, სიმართლით და მიზანდასახულობით გავხადოთ შეუვალი, ადამიანურობისა და განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ ღირსების შენარჩუნებით. აკი, ამას აღნიშნავს, გამორჩევით მსოფლიო მედიაც.

უნდა უარვყოთ აგრესია, ძალადობა მისი ყველა ფორმით, თორემ ყველაფერი როცა კარგად იქნება, გადაივლის ეს ქარიშხალიც, ქვეყანაც დაწყნარდება და მიყრილ-მოყრილი ნაგავივით დაგვხვდება ეს ზიზღისა და აგრესიის სიტყვები, რომელიც ერთმანეთისთვის არ უნდა გვეთქვა. შერიგებაში შეგვიშლის ხელს.

სოციალურ ქსელში აი, ახლაც ერთმანეთისთვის გამეტებული ისეთი სიტყვები შემხვდა, ძალიან მაწუხებდა და რომ არ მეთქვა ვერ გავძლებდი.

ეს ვერ შეკავებული აგრესია ყველაზე მეტად გვაკარგვინებს ქართველობას.

ეტყობა მე ვარ არანორმალური, რომ არავინ მძულდება განსხვავებული აზრის ან ქცევის გამო. იმ რღმად მორწმუნესავით თუ გავივლებ ხოლმე გულში : ეჰ, როგორ სცდება მეთქი, მაგრამ ვოლტერისა არ იყოს : ამ განსხვავების მიუხედავად, შევაკვდები, რომ მას საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლება ჰქონდეს.

 

23 décembre  2024

ერთი უწყინარი კითხვა შეიძლება?

ხვალ, რომ ბატონმა ბიძინამ გამოაცხადოს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში გაჩენილი სამოქალაქო დაპირისპირების რეალური საფრთხის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, თანახმაა საქართველოს პრეზიდენთან ქნ სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები გამართოს, მათ შორის ხელახალი არჩევნების შესახებ, როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი გაუპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას ?

გულში არ ვგულისხმობ, ღიადრამდენ გადადგომას ან საჯაროდ ამ პოზიციის დაგმობის განცხადებას უშვებთ თქვენს მდიდარ წარმოსახვაში ?


22 décembre 2024

როცა არ გინდა კარგი დაინახო, მუდამ იპოვი რაღაცა განსაქიქებელს. ამ გულის საგულედან ამოსავარდნი კადრების შემდეგ: ჩვენი სათაყვანებელი ახალგაზრდები, ეროვნული სამოსით, ქართული საგალობლებით, მშობლიური ფოლკლორით, როგორ ეფერებიან სამშობლოს და ზოგს რომ მაინც შეუძლია თქვას, უსამშობლოები, დაბოლილები ღლიცინობენო, სად ქალები და სად ხორუმიო, ტვინგამორეცხილებიო და აშ?

შეიძლება სხვაგვარად გეფიქრებოდეს შენი სამშობლოს გადარჩენის გზა, მაგრამ ამ გულანთებული ახალგაზრდების დემონიზება უსიყვარულობის დიაგნოზია, რომელიც თურმე იმ ქვეყნადაც არ ინკურნება.

ის გამახსენდა, ერთხელ პარიზული აივნების განსაკუთრებულობაზე, მათ ელეგანტურობასა და ორიგინალურობაზე ვწერდი და რამდენიმე ადამიანმა დამიკომენტარა, ისიც დაწერე, რომ მაგ აივნებს ტუალეტის დანიშნულება ჰქონდა და ზემოდან ისროდნენ რაღაცებსო... გამიკვირდა, ადამიანი, რომელიც ამ სილამაზეს უყურებს და ტუალეტს ხედავს ... ... .... ... ... უნდა ვუთანაგრძნო.

 

აკი ვამბობდი ევროპული გზაა ჩვენი ხორუმი მეთქი. მთელი მსოფლიო ჩვენს კრეატიულობაზე საუბრობს, ფრანგი ჟურნალისტები ყვითელ ჟილეტიენებს ამუნათებენ, ნახეთ და ისწავლეთ ქართველებისგან, როგორ უნდა მშვიდობიანი მანიფესტაციების მოწყობაო. ის, რაც თბილისსა და საქართველოში ხდება, არ შეიძლება კეთილ და მგრძნობიარე გულის სიმებს არ არხევდეს.

შემოგევლე ჩემო მრავალტანჯულო, ბედის უკუღმართობით ნაწვალებო, ბევრი ღალატითა და ფარისევლობით დასუსტებულო, მაიგრამ მაინც მხნევ და მაინც შემართულო, გაუხედვნავი კვიცივით ურჩო და დაუდეგარო საქართველოვ!

 

1 er décembre 2024

"ჩვენ, საქართველოს ყოფილი ელჩები, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს;

სრულად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების, 28 ნოემბრის, ერთობლივ განცხადებას;

მივესალმებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას;

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს.

მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები მიგვანიშნებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მალე შეიძლება შეჩერდეს. ამას კი, მყისიერად მოჰყვება ევროპის ახალი პოლიტიკური რუკის შექმნა. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში, საიდანაც თავის დაღწევას ჩვენი შთამომავლები კარგა ხანს ვერ შეძლებენ.

მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. არც უსაფრთხოების, არც მატერიალური და არც კულტურული ფასეულობების თვალსაზრისით, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია.

არათუ ევროპულ, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება ის სისასტიკე, რასაც საიდენტიფიკაციო ნიშნის არ მქონე შავფორმიანები ავლენენ მომიტინგეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს მომავალს."

ირაკლი კოპლატაძე

2. დავით დონდუა

3. ეკატერინე სირაძე-დელონე

4. გოჩა ჯავახიშვილი

5. შოთა ღვინერია

6. ეკატერინე მაერინგ-მიქაძე

7. გიორგი შარვაშიძე

8. მალხაზ მიქელაძე

9. გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენი

10. არჩილ გეგეშიძე

11. ბათუ ქუთელია

12. გიგი გიგიაძე

13. ელგუჯა ხოკრიშვილი

14 .ვასილ სიხარულიძე

15. ზურაბ ერისთავი

16. ტარიელ ლებანიძე

17. თამარ გრძელიძე

18. არჩილ კეკელია

19. გიორგი ნიკოლაიშვილი

20. ვალერი ჩეჩელაშვილი

21. თეა კატუკია

22. თეიმურაზ კეკელიძე

23. მაია ყიფშიძე

24. მერაბ ანთაძე

25. გიორგი ბადრიძე

მადლობა კოლეგებო:

 


 

30 novembre 2024

მსოფლიო მედია აშუქებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

სამწუხარო ისაა, რომ უკლებლივ ყველა, კონტექსტს აღწერს, როგორც პრორუსული (და ან პუტინთან დაახლოებული) მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარის თქმა და პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის მიმართ სასტიკი რეპრესიები...

აჩვენებენ დასისხლიანებულ, გულწასულ ახალგაზრდებს და კადრებში ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება პოლიცია მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება მართლაც ეგზალტირებულნიც იყვნენ. მათი მომავლის საკითხი წყდება, მათი აზრი იგნორირებულია მათივე მომავლის განსაზღვრაზე და რა გასაკვირია ბრაზი გამოხატონ, მათ არ აქვთ თმენის იგივე ვალდებულება.

ჟურნალისტები მოგეხსენებათ რამდენად მგრძნობიარე და უკომპრომისო თემაა. ეს კონტექსტი და ეს კადრები ( მათ შორის დასისხლიანებული ჟურნალისტები) ძალიან დიდხანს დარჩება მსოფლიოს მეხსიერებაში და მათი ნდობის აღდგენა ან ძალიან რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება. ქართველ დიპლომატებს დიდხანს მოუწევთ ამ დღეებში ჩადენილი ძალადობის შესახებ საყვედურების, კრიტიკის მოსმენა და თავის მართლება.

ის ვინც ამ პოლიტიკას მხარს უჭერს და სეირებს ხალისით უყურებს, მათთან არაფერი მაქვს სათქმელი. მე მათ აზრს მაინც ვერ შვაცვლევინებ. მაგრამ ის საჯარო მოხელეები, დიპლომატები, რომლებმაც კარგად იციან სინამდვილეში რას ნიშნავს დღევანდელი პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის, აქამდე რომ ახერხებდნენ სტრატეგიულ დუმილს ან მოგონილი მოტივებით გამართლებას, მოურიდებლად და მოუბოდიშებლად გეტყვით, რომ « მე ჩემს პროფესიულ საქმეს ვაკეთებო » -აქ აღარ მუშაობს, უკვე გაუგებარია რაღაა თქვენი საქმე, რა მიზანს ემსახურებით? .

იცოდეთ, დუმილით ძალადობის თანამონაწილენი ხდებით, რომ რობოკოპების შავნიღბიან თავებზე თქვენი სახეები ირეკლება, თქვენ ურტყავთ ხელკეტებს თქვენს შვილებს, თქვენ იმეტებთ ამ ჯოჯოხეთისთვის იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი მშვიდი სიბერე უნდა უზრუნველყონ.

მგონი, დუმილის უფლების ყველა ლიმიტი ამოგეწურათ. თუ პრივილეგიების დათმობა კიდევ არ გემეტებათ, ის მაინც ამოღერღეთ როგორმე, რომ არ მოგწონთ ეს ვითარება, რომ არ ეთანხმებით იმ ძალადობას, რამაც საქართველოს ქალაქები მოიცვა, რომ ერთგული რჩებით საქართველოს ევროპული ორიენტაციის, რომ 4 წლიანი დაპაუზება იცით რომელ ნაპირზეც გარიყავს ქვეყანას, როგორც ეს რამდენიმე თქვენმა, თქვენზე გაბედულმა და საკუთარ სინდისთან უკვე მართალმა კოლეგამ გაბედა და გააკეთა. ხელისუფლებას თუ ეგონა, რომ რაკი აქამდე და ამდენი მოითმინეთ, ამასაც მარტივად გადაყლაპავთ, უნდა გაიგონ, რომ წითელი ხაზების გადაკვეთა არავის შერჩება.

ჩემი მეგობრული და კოლეგიალური სოლიდარობა ოთო ბერძენიშვილს, დათო სოლომონიას, ორივეს დიდი წვილილი მიუძღვის ქართულ დიპლომატიაში. შემიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ. დიდი შვებაა, საკუთარ სინდისთან პირნათელი იყო.

 

29 novembre 2024

ახლა ვნახე, კიდევ გაზრდილა იმ დიპლომატთა რიცხვი, რომლებიც წუხან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით. ეს ის ხალხია, რომელთათვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა, სამშობლოს სამსახურთან ერთად, მთავარი სტიმული იყო ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაისთვის ხელშეწყობა.

ეს ის ხალხია, რომელსაც ვერც შეფუთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ანალიზით გააკვირვებ და არც ევროპის ავკარგიანობაზე საჭიროებენ ვინმეს ახსნა-განმარტებებს.

ეს ადამიანები არიან დასავლური აზროვნების, კულტურული და პატრიოტი პროფესიონალები, რომლებიც მერიტოკრატიული ევოლუციით არიან იქ, სადაც დღეს ემსახურებიან ერთგულად ჩვენი ქვეყნის ერთადერთ საკეთილდღეო პოლიტიკას.

მიხარია და ვაფასებ მათ გადაწყვეტილებას, რადგან მორჩილი დუმილით არ შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების მნიშვნელოვან ცვლილებას.

კიდევ ბევრი წესიერი, თავმოყვარე პროფესიონალი მეგულება დიპლომატიურ კორპუსში, რომლებიც განიცდიან დღევანდელ მდგომარეობას და ვერ შეეგუებიან ამ ქვეყნისთის ვინ იცის საბედისწერო ცვლილებას.

სამწუხაროდ ამავე კორპუსში ისეთებსაც ვიცნობ, რომელთათვისაც პირადი კომფორტი და პრივილეგიები კვლავაც დარჩება მათ პრიორიტეტად.

დიდი სიამოვნებით გავოცდებოდი მათი ამ წერილზე ხელმოწერით შემოერთებით.

ვფიქრობ წერილი არის ძალიან მოზომილი, გაწონასწორებული, დიპ კორპუსში მყოფი ადამიანი თუ აცნობიერებს საკუთარი საქმის დანიშნულებასა და გააჩნია პროფესიულ თავმოყვარეობა, წერილის ეს სრულიად უწყინარი ტექსტი ვერ იქნება მისთვის მიუღებელი.

კიდევ იმით ვამაყობ, რომ ხელმომწერ დიპლომატთა შორის 6 ჩემი ყოფილი სტუდენტია

 

28 novembre 2024

თუ ვინმესთვის კიდევ არის კითხვის ნიშნები დარჩენილი თუ საით მივდივართ, დიაგნოზი: რეალობის ჯიუტად უარყოფაა.

მეტი რაღა უნდა მოხდეს, ან რა ითქვას, ან რა გაკეთდეს, რომ დაიჯეროთ? გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ხედვითა და ალალად გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკით დღევანდელი ბრიფინგის ანონსი იყო ჩემთვის. კონსტიტუციით განმტკიცებული ევროპული ოცნება გვემსხვრეევა.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. პირიქით, პრემიერს ვუსმენდი და უნებლიედ წამომცდა: ეგრე, რა... დასაფასებელია გულწრფელობა. წერტილი დაესვა ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს-. აქამდეც უნდა გეთქვათ ასე, გულწრფელად ეს სიმართლე. რახანია ცხადია, რომ ეს პოზიცია გახდა ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება. ბევრი მეგობარი მეუბნებოდა, არა, რას ამბობ, ევროპა როგორ არ უნდათ, უბრალოდ, ზედმეტად ერევა ევროპა ჩვენს შიდა საქმეებშიო. სულ მეშინოდა, რომ მსგავს განცხადებას ოფიციალური პირებისგან მოვისმენდი ერთ დღეს, რომელიც სულაც არ იქნებოდა ჩემთვის მშვენიერი დღე. და ეს დღეც დადგა. ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვის გარეშე, გარკვევით გვითხრეს არ გვაინტერესებს ხალხის უმრავლესობას რა უნდა. დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია გასაკეთებლადო. კიდევ კარგი ამ დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი.

განცხადების რეზიუმე: - პაემანი 2028 ში და ერთი გნახავთ როგორი ევროკავშირი დაგვხვდებითო. მანამდე კი ჩვენი სუსი კარგად იყოს და თქვენი სუსი არ გავიგოთო. თქვენი თაფლიანი კოვზიც არ გვინდაო. - ვერ დააბრალებ ევროპის ფული უნდათ და კრიტიკის მოსმენა არ უნდათო. ჩაეხსნა ქართული ვაგონი ევროპულ მატარებელს. გული მტკივა, რომ საქმე აქამდე მივიდა. რეალისტები ვართ და ვაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ხვალინდელი პერსპექტივა არ იყო. თუმცა ამ მთავარი სტრატეგიული მიზნით სვლა და გაწევრიანებისთვის მზადება გვზრდიდა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაში, მუდმივად ამ მზაობაში გვამყოფებდა და რუსული ალტერნატივის მიმართ ავგაროზივით გვიცავდა.

რუსეთს გულგასახარად, მისი ჰიბრიდული სტრატეგიის წარმატებად ესეც ეყოფა. საქართველოაპაუზებსევროინტეგრაციას. წარმომიდგენია უკვე მერამდენეჯერ, როგორ გავახარეთ მტრის გული.

მერე რა იქნება ვინ იცის. ამ ხელისუფლებისა და შემდეგი პრეზიდენტის მანდატის ამოწურვის შემდეგ არსებითად სულ სხვა საქართველო გვექნება. სხვა დემოგრაფიით. ელიტების ცვლილება, იდეოლოგიური პრიორიტეტები სულ სხვა განწყობებს შექმნის შინ თუ გარეთ.

ამ პოლიტიკას ბევრი საქართველოსთვის ძალიან ღირებული, ინტელექტუალური რესურსის მქონე ადამიანი გაერიდება, მათ ამ პოლიტიკით მოხიბლული ახლო მეზობლები ჩაანაცვლებენ. ამასობაში, გლობალური გეოპოლიტიკური ქაოსიც იქნებ დალაგდეს, ბურუსი გადაივლის, გრიგალი ჩადგება, ამინდიც შეიცვლება და საქართველო რომელ ნაპირზე აღმოჩნდება ვნახოთ. იქნება კი კვლავ აქტუალური საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?

ნიცშეს რომ არ ეთანხმებოდა ეს ადამიანი და ბევრს ამაზე ეცინებოდა.

არ მოგვწონს? ვბრაზდებით? განა მან არ იცის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნება მისი სტრატეგია? მაგრამ რუსთაველი მკვდარია... არც აშშ- მომავალი პრეზიდენტიეთანხმება ნიცშესდა ევროკავშირს უამრავი სხვა შიდა და გარე პრობლემა ასუსტებს. ამიტომ მისი რეალპოლიტიკა დღეს ასეთია. ამავე პოლიტიკას თუ დასჭირდა, ყველა ტექსტს გადავსინჯავთ მშობლიურ ისტორიასა და ლიტერატურაში, რომელიც რუსეთს გაგვინაწყენებს და გვეტყვის, აბა როგორ ვიმეგობროთ, ჩემს წინააღმდეგ განაწყობთ თაობებსო. ევროპადემოკრატიითგავაოცეთ და პუტინი სიმამაცით თურმე.

ჩვენც რომ არ დაგვემართოს რეალობის უარყოფა: ჭადრაკის ამ მოცემულობით, იმ დიდოსტატებით ვინც თამაშობს, ვფიქრობ ევროპული პარტია ამჯერად დასრულებულია. ყაიმით თუ მატით? ამას დრო გვიჩვენებს. აღარც კონსტიტუცია ფასობს, აღარც მოსახლეობის უმრავლესობის ნება.

ჩემს სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას დააბრალეთ ეს პესიმიზმი და თქვენ გამამხნევეთ რაიმე ოპტიმისტურით ვისაც და თუ შეგიძლიათ.

 


18 novembre 2024

ახალგაზრდობა ჩვენს ჰორიზონტად უნდა იქცეს!

პირადი გამოცდილებიდან პარალელები ყოველთვის როდია რელევანტური, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობის პროტესტს რომ ვუყურებ, უნებლიედ ჩემი სტუდენტობის პერიოდი მახსენდება, დამოუკიდებლობის აღდგენამდე რამდენიმე წლით ადრე. 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა და სხვა აქციები და ჩვენი პროფესორებისა და უფროსი თაობის რეაქციები, შეგონებები, აკრძალვები და აშ. მაშინ ეროვნული მოძრაობა იყო და სიტყვიერი გაფრთხილებების მიღმა, ჩვენდამი სოლიდარობაც იგრძნობოდა.

იმდროინდელმა რექტორმა, სტდენტებთან ერთერთ დიდ შეხვედრაზე ჩემი გამოსვლისას ნათქვამი ფრაზის : « თუ ახალგაზრდები არიან მზად თავი გასწირონ სამშობლოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, თქვენ რატომ დგახართ განზე, განა თქვენ მათზე მეტი გაქვთ დასაკარგი მეთქი ? »- პასუხად მითხრა : იცი რას გეტყვი კაიგვარისშვილო ყმაწვილო, ახალგაზრდა ჯანსუღ ჩარკვიანმა მწერალთა კავშირში ერთერთ შეხვედრაზე დაახლოებით იგივე უთხრა ძველი თაობის ბესო ჟღენტს და მან იცით როგორ უპასუხაო ?- « ზოგჯერ მწიფე ნაყოფს რომ ესვრიან, მკუხე ვარდებაო ». ხსენებული რექტორი, ღვაწლმოსილი, დარბაისელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. დღემდე შემომრჩა მეხსიერებაში მისი სიტყვები.

ჩვენ თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი შვილებიც კი ისეთები ვერ იქნებიან მუდამ, როგორებიც ჩვენ გვინდა იყვნენ, თუ ეგოისტურად, ან ჩვენი, სულ სხვა ეპოქასა და გარემოებებში, სხვა რეალობების წარსულის მაგალითებით, ან ჩვენი თარგებით, ჩვენი მორალისა და ხედვის სტანდარტით მოვთხოვეთ სრულიად შეცვლილ, საბედნიეროდ, ჩვენგან განსხვავებულ, ციფრულ სამყაროში დაბადებულ და გაზრდილ ახალგაზრდებს, აუცილებლად ჩვენ ვიქნებით მტყუანი ამ გულწრფელ, პრაგმატულად მოაზროვნე, ნიჭიერი და ლამაზი თაობის შვილებთან, რომელთაც ჩვენზე უკეთ იციან რა უნდათ, როგორ ქვეყანაში უნდათ იცხოვრონ, დღეს რა უნდა გაკეთდეს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, იციან როგორ ბრუნავს სამყარო და მათი ტვინი კომპიუტერის სისწრაფით გენერირებს იდეებსა და პრობლემისგან გამოსავალს.

უფროსი თაობისა და მთავრობის მიმართაც იმიტომ არიან მომთხოვნები, რომ მათი მომავალი დევს სასწორზე. უნდა გავუგოთ, ძალიან რთულ, გლობალური გამოწვევების, მუდმივი სტრესისა და გაურკვეველი პერსპექტივების ხანაში უწევთ ცხოვრება.

ყველაფერს თუ ვერ შევუსრულებთ, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენგან იგრძნონ რომ ვაფასებთ, გვერდში ვუდგავართ და ვენდობით.

ზოჯერ, ჩვენ, უფროსებს, ცხოვრებით დაღლილსა და ნერვებგაცვეთილებს ზედმეტად გვეჩვენება სიცოცხლის ენერგიით მჩქეფარე, ხმაურიანი, ზოგჯერ ცოტა ქედმაღალი, გაუხედნავი კვიცივით ურჩი თაობა. არადა, მათია მომავალი, ჩვენს გასაკეთებელსაც მათ შეუდგეს მხარი. უნდა შევეშველოთ, მხარი მივაშველოთ. მშობლიური მზრუნველობით ვუთხრათ : ზომიერება გონიერების საზომია, თუმცა დღეს მეორე უპირატესია პირველზე.

 

 

26 octobre 2024

აი, როგორია ამომრჩევლის აქტიურობა პარიზში, სადაც როგორც იცით ორი უბანი კი გაიხსნა, მაგრამ ორივე საელჩოს შენობაში. ამომრჩეველი საფრანგეთის შორეული რეგიონებიდანაც ჩამოდის ხმის მისაცემად. შესაბამისად უზარმაზარი რიგია უბანზე შესვლამდე და შიგნით კი შენობა გადაჭედილი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კომისიის წევრები თავაზიანად და ორგანიზებულად აკვალიანებენ მისულ ამომრჩეველს და ცდილობენ შეძლებისდაგვარად მარჯვედ გაატარონ ამომრჩეველს ყველა პროცედურა. არ მახსოვს პარიზში არჩევნებზე რიგი ყოფილიყოს. 2012 წელს იყო ყველაზე მაღალი აქტივობა და სულ 312 ამომრჩეველი იყო მოსული. დღეს ამ რაოდენობას დილის 11 საათზე ჰქონდა ალბათ უკვე ხმა უკვე მიცემული ხმა.

სტრასბურგიდან, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გვაქვს, შენობით, ვერ მოხერხდა უბნის გახსნა. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცესკო- თავმჯდომარის კომენტარი მახსენდება, სტრასბურგში უბნის გახსნის მიზანშეწონილობაზე რომ ჰკითხა ( ჩემი აზრით სრულიად საფუძვლიანად) კომისიის ერთერთმა წევრმა- სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ითხოვენო, - აბა, ახლა რაზე გვაკარგინებ დროს, მარსზე და პლუტონზე რომ მოითხოვონ უბნის გახსნა, ამაზე მსჯელობაზე უნდა დაკარგოს კომისიამ დროო? შესაძლოა ბატონი თავმჯდომარე, საარჩევნო კოდექსის კარგი მცოდნეა, მაგრამ სტრასბურგში, სადაც დიპლომატიური. წარმომადგენლობაც გაქვს ( არა საკონსულო, მართალია) და უბნის გახსნის რესურსი, საჭიროებაც და ვფიქრობ, ვალდებულებაც და კოსმოსში გახსნის ტოლფას აბსურდს უწოდებ ამ საკითხს, სულ ცოტა კეთილი ნება არ ჩანს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან, სხვა, უფრო უსიამოვნო ინტერპრეტაციისგან რომ შევიკავო თავი.

ალიონზე ჩამოსულ სტრასბურგელ ქართველებს საელჩოში უბნის გახსნის ლოდინში დაათენდათ, დღის განმავლობაში კი ორი სავსე ავტობუსი ჩამოიყვანს 100 მდე ადამიანს. ეს პატიოსანი ადამიანები სამართლიანად ჩიოდნენ, რომ შეეძლოთ იქვე, ახლოს საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაში მიეცათ ხმა.

როცა გსურს საქმის გაკეთება, ეძებ საშუალებებს და როცა არ გსურს, ეძებ მიზეზებს.

 


 

26 octobre 2024

 

დილაადრიან გავეშურეთ მთელი ოჯახი უბანზე და საკუთარი არჩევანი გავაკეთეთ. არც მიკითხავს ვინ რა ნომერი შემოხაზა, მთავარია, ვიცი, რომ ყველას გვინდა ბედნიერ, მშვიდ, ცივილიზებულ საქართველოში ცხოვრება. ბიულეტენს თილისმასავით გავაყოლე ლოცვა სურვილი, რომ ერთმანეთის თანადგომით, მათ შორის განსხვავებული აზრის შემთხვევაშიც სიყვარულისა და პატივისცემის განწყობით ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა განსაცდელს.

დასავლეთს ჩვენგან ჩვენი კარგად ყოფნის მეტი არა უნდა რა, აი, ალტერნატივა კი იცით რას გვიპირებს.

ძალიან გამახარა ამომრჩეველთა გრძელმა რიგმა. ხალხი ძალიან შორიდანაა ჩამოსული.

დედა ეკლესიის პატივისცემაც, ჩვენი ქართველობაც, დედასავით ერთადერთი სამშობლოს სიყვარულიცა და მისთვის თავდადებაც ჩვენი იდენტობაა, ჩვენს სულიერებასა და ყოფიერებაში მყარად ჩაკირული და ამას ვერავინ წაგვართმევს, მერწმუნეთ.

ტყუილი საფრთხობელაა, პოლიტიკას სჭირდება ამაზე აპელირება, თორემ თქვენ ხომ ზუსტად იცით რაც გსურთ და ვერავინ მოგახვევთ თავს თქვენთვის არასასურველს.

გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, განათლებულ, კულტურულ, ცივილიზებულ, საკუთარი წარსულით ამაყსა და უკეთესი მომავლის იმედით ფერხულში ჩამდგარ, მტერ-მოყვარის გამრჩევ, ყველასთვის საკადრისის მიმგებ, საფრთხეების მიმართ ფხიზელ საქართველოს

 

 

19 octobre 2024

 « ვერასოდეს იმდენ ტყუილსა და ტრაბახს ვერ გაიგებთ, როგორც არჩევნებამდე, ომის დროსა და ნადირობის შემდეგ »

ჟორჟ კლემანსო

ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვიახლოვდება. მოკლედ მინდა ვთქვა, მაგრამ ვიცი ვერ გამომივა.

ხშირად, პოლიტიკა საკუთარი მორალით მოქმედებს, რომელიც სამწუხაროდ არ ემთხვევა უნივერსალურ მორალს. ეს ცხადია, აღარავის გვიკვირს. დღეს პოლიტიკას დასჭირდა და პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის ცნების უზურპაციას ვხედავთ. ორივე ცნება საარჩევნო მანიპულირების იარაღად გამოიყენება და ბადებს რიგ ეთიკურ და მორალურ კითხვებს.

პოლიტიკური პარტია (ნებისმიერი) დიდ რისკზე მიდის, როცა ამ მნიშვნელოვანი ღირებულებებით აპელირებს და იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას, მახინჯდება და ყალბდება დემოკრატიული დებატები. თითქოს პატრიოტიზმი მხოლოდ ერთი პარტიის ექსკლუზივი იყოს.

სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური კომუნიკაციის ბერკეტს აქტიურად იყენებენ ხელისუფალი პოლიტიკოსები, რათა ნებისმიერი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი უსამშობლოსა და სამშობლოს მტრის იარლიყით კეთროვნად აქციოს. ამის განმეორებითა და ტირაჟირებით კი საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებენ. ეს ზიანი კი გრძელვადიანი ქმედებისაა და დიდხანს, ძალიან დიდხანს გაჰყვება ჩვენს ერთ მუჭა, ფაქტობრივად ერთმანეთის მონათესავე საზოგადოებას.

დილემის იმგვარად წარმოჩენა : ან ევროპული მომავალი გინდა ან მშვიდობა, რუსეთთან ჰარმონიული ურთიერთობის ხარჯზე (შესაბამისად დასავლეთთან კონფრონტაციულ ორბიტაზე).

ომის საფრთხობელის ეფექტურად გამოყენებაც დასანანი მანიპულაციაა. რომელ ჭკუათმყოფელ პოლიტიკურ გუნდს ექნება მიზნად, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა ომი დაიწყოს. ასეთ პარტიას ან ვინ დაუჭერს მხარს 2008 წლის ომით ტრამვირებული მოსახლეობიდან.

საარჩევნო ბანერებზე უკრაინის გულმოსაკლავი სანახაობის ფონზე საკუთარი მიღწევებით ბაქიაობაც, პოლიტიკური მორალისთვისაც კი უხერხული და ვერ დასაკვეხნია. მხოლოდ კეთილი საქმეები ყოფილიყო იმ ბანერებზე წარწერით : მშვიდობამ მოგვცა ამის გაკეთების საშუალებაო და ამით ავიცილებდით იმხელა უხერხულობას, თვალს რომ ვეღარ ვუსწორებთ მართალ ადამიანს.

26 ოქტომბერს ყველამ, საკუთარი სინდისით, რწმენით, იმედითა და გაბედულებით უნდა მისცეს ხმა. არავის მოვუწოდებ რომელიმე კონკრეტულ პარტიას მისცეთ ხმა. დამეფიცება, არასოდეს, საკუთარი ოჯახის წევრთათვისაც კი არ მიკარნახია ვისთვის მიეცათ ხმა. თუ ვინმეს გაგახსენდებათ ოდესმე, ასე გამეკეთებინოს, აგერ, სახალხოდ შემაჩვენეთ.

თუმცა, აქ ცნებებისა და ტერმინების აღრევის მიუხედავად (თუ რომელ მხარესაა ნამდვილი პატრიოტიზმი) შედარება და შესაბამისად, დასკვნა მარტივი გასაკეთებელია.

პატრიორიზმი ხომ არის სამშობლოს სიყვარული და მის უკეთეს მომავალზე ზრუნვა ? ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის, მისი სუვერენიტეტის დაცვა, მისი კეთილდღეობა ევროპული ოჯახის გარდა სხვაგან სად წარმოგიდგენიათ » ჩემზე უფრო პატრიოტებო » ? იმ ქვეყნის ორბიტაზე სატელიტად ყოფნაში, რომელიც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გამალებული ებრძვის ჩვენს პატრიოტიზმსაც და ჩვენს დამოუკიდებლობასაც ?

მშვიდობის თემას, ასე ყაირათიანად რომ ყიდით ვინ გახადა ასე აქტუალური ? ვისგან მოდის ომის საფრთხე ?

ბოლო საუკუნეების ყველა ომი განა მისგან არ გვქონდა თავს მოხვეული ?

ჩვენი ქვეყნის დასასუსტებლად და ჩვენი მომავლის გასაპარტახებლად, განა მან არ წააქეზა სეპარატიზმი ჩვენს რეგიონებში? თურმე ბოდიში ჩვენ რომ უნდა მოვიხადოთ - იმ ომებისთვის, რომელიც მან დაგეგმა, განახორციელა და ჩვენ ვერაგი ხრიკებით ჩაგვითრია ?

მანვე არ შეგვიქმნა კრიზისები და თავად იგდო ხელთ გადაწყვეტის გასაღები ? თუ გჯერათ, რომ თავისუფლების გარეშე მშვიდობა დიდხანს გაგვიძლებს ?

შერიგებას და თანაცხოვრებას, რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ევროპული, ღირსეული მომავალი გაუჩენს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს თანაცხოვრების სურვილს, მშვიდობიან ერთიან, ევროპულ, განვითარებულ, ადამიანის ღირებულებების პატივისმცემელ ქვეყანაში.

ოპოზიციურმა კოალიციამ კი ნათლად უნდა დაანახოს ამომრჩეველს, რომ აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნათელი გეგმა და შეუძლია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

იმ ხერხს, ღონეს რომ სჯობს ყველა გონიერი პოლიტიკური ჯგუფი მოიგონებს, რომ სწორედაც რომ ღირსებით, მშვიდობიანი გზით ევროპისკენ სწორად მიმავალი გზით ჩვენი უნიკალური კულტურით, იდენტობით, ჩვენი ენით, კრიმანჭულითა და უძველესი ქრისტიანული ღირებულებებით და თავი დავიგულოთ კეთილისმსურველ და მშობლიურ გარემოში.

იქ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არავინ უყურებს შურით ან ალმაცერად. ოდესმე იქ, ვინმეს მისი განმტკიცების გარდა, რამე ცუდი განუზრახავს ?

დღეს დასავლელი პარტნიორების, საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრების საყვედურებს « ბატონის მუქარად " ასაღებენ, არადა, იმ ხალხს როგორ ჰყვარებია თურმე საქართველო, როგორ ესმით, რამდენად კრიტიკულ ზღვარზე ვართ, რომ დიპლომატიური სიფრთხილის ზღვარზე პანიკურად გვაფრთხილებენ, თქვენს ისტორიულ გზას ნუ ასცდებით, მგლის ხახაში ნუ ჩავარდებითო. რა ხანი გვემუდარებოდნენ, არ ვისმინეთ და ახლა, დიახაც გვემუქრებიან იმით, რაც რეალურად მოხდება თუ ჩვენ ევროპა მტრის ბანაკად გამოვაცხადეთ და ჩვენ წინაპართა ნაანდერძები გზიდან გადავუხვიეთ.

არადა, რომ დავფიქრდეთ, განა რას ითხოვს ის ხალხი ჩვენგან დემოკრატიის გარდა?. « დემოს-ის კრატიის »- ქვეყნის მართვაში ხალხის მონაწილეობის გარდა ? იქნებ დავფიქრდეთ აშშ-სა და ევროკავშირს ხომ არ ეხამუშებათ, რომ გრძნობენ რეალურად ხალხი თუ არ იღებს გადაწყვეტილებებს. შიშობენ ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარმა მოსახლეობამ, რომელთა გადასახადებიდან გვეხმარებიან მილიარდებით წლების განმავლობაში, პასუხი არ მოსთხოვონ : ეს რა ტიპის დემოკრატიულ სისტემას აძლიერებთ ამ ქვეყანაში, სადაც ერთი კაცის ნებასა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება.

რაც არ უნდა კეთილშობლიური მიზნები და ზრახვები ჰქონდეს მას (ცხადია, ყველა კეთილი საქმეც უნდა დავუმადლოთ, სიკეთეც ბევრი აქვს გაკეთებული), ვერ ჯდება ეს სისტემა დასავლური დემოკრატიის ფორმატში.

ჩემი აზრით, საბოლოოდ ასე კონცენტრირდება ქართული პოლიტიკური რეალობა : დასავლეთს აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილის საქართველო ჰყავდეს პარტნიორად, მას დაახარჯოს უზარმაზარი ენერგია, ინვესტიცია და ვერ ენდობოდეს, ვერ განიხილავდეს მყარ საყრდენად ამ პარტნორობაში, რადგან იგი შესაძლოა, პოლიტიკას ბიზნესის გათვლებით მართავდეს და ბიზნესში კი ბაზარი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ვექტორია და შესაბამისად, პარტნიორებსაც ამ პრიორიტეტებით აირჩევს.

29 აპრილის მანიფესტაციაზე წარმოთქმული სიტყვა წყალგამყოფი აღმოჩნდა. ეს იყო დასავლეთისთვის გზავნილი : « აჰ, თქვენ ჩემი ტყავი გსურთ ? აგერ, შეხედეთ ამ ზღვა ხალხს, ეს ჩემი ქვეყანაა და ეს ხალხი იმას გააკეთებს, რაც მე მსურს, თუნდაც ქვეყანას მოუწიოს კურსის ცვლილება. იმ კურსისა, რომელიც ალბათ ხვდებით, მე არც თავიდანვე მეპიტნავებოდა. ბევრი გელოლიავეთ და ვერაფერი შეგაგნებინეთ და ახლა, თქვენვე თავზე გექცევათ თქვენი ევროპა და გარყვნილებაში იძირებით, მე ჩემს ქვეყანას, (სისპეტაკის ერთადერთ კუნძულს კონტინენტზე) თქვენგან, ანუ ომის დამქაშებისგან გადავარჩენ და იმ გზით წავიყვან, რომელიც მე მიმაჩნია ქვეყნისთვის სწორადო ».

სხვაგვარად, თუნდაც უტრირებულად რომ ვთქვათ, ეს ქვეყნის მძევლად აყვანას ჰგავს, თუნდაც კეთილი განზრახვებით. დადემოკრატია სადღაა ამასობაში ? უმრავლესობიდან უმრავლესობა მზადაა მას ზვარაკად შეეწიროს, შეიძლება ბოლომდე არც ეთანხმებოდეს ამ სტრატეგიას, « მაგრამ რა ქნან » ?

ვაღიარებ, მეც კარგა ხანს თავს ვიმშვიდებდი : არა უშავს, მთავარია მე ჩემი, საქართველოს ევროპული გზისკენ მიმართული საქმე გულით და სამშობლოს ერთგულებით გავაკეთო და სხვები თავისას მიხედავენ მეთქი. დღეს, როცა იმ კოლეგებზე ვფიქრობ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რუდუნებით აშენებდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს, თანაგრძნობით და მეგობრული სიყვარულით ვკითხულობ, ნეტავ, რა არის ახლა თქვენი საქმე, რასაც დღემდე ერთგულობთ ? ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ იმას ვნატრობ, მე ვცდებოდე. მხოლოდ მე მომიწოს ჩემი პოზიციის გამო სინანული და ქვეყნის ევროპული მომავალი ხელიდან არ გვეცლებოდეს.

გარდა ამისა, მშვიდობის ასოცირება მიმდინარე ძალაუფლების უწყვეტობასთან და ომის გარდაუვლობაში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, არა მხოლოდ არაეთიკური საარჩევნო სტრატეგიაა, არამედ დისკურსი, რომელიც მოსახლეობაში შიშსა თესავს და განხეთქილებას იწვევს.

პატიოსანი კამპანია უნდა იყოს იდეების ღიად განხილვა, სადაც ამომრჩევლებს შეუძლიათ აწონ-დაწონონ სხვადასხვა ვარიანტები ფაქტებზე დაყრდნობით და არა ემოციური მანიპულირებით.

დემოკრატია ძლიერია მაშინ, როცა მოქალაქეები არიან ობიექტურად ინფორმირებულნი და შეუძლიათ ძალდაუტანებლად, თავისუფლად გააკეთონ საკუთარი რწმენითა და ნებით გაკეთებული არჩევანი თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის.


25 septembre 2024

 

მეგობრებო, ძველო და ახალო ნაცნობებო, რაკი ხშირად მწერთ და მეკითხებით 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხომ არ შეგექმნებათ პრობლემა საფრანგეთის ხელისუფლებასთან, ვცდილობ ყველა გადავამისამართო საკონსულო სამსახურთან, რადგან საკონსულოა ყველაზე კომპეტენტური არჩევნებთან დაკავშირებით, რათა დიასპორის წარმომადგენლები დააკვალიანოს.

Ø ჩემი მოკრძალებული აზრი კი ის გახლავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ ჩაგეთვლებათ საკონსულო მომსახურების მიღებად. საკონსულოც და საელჩოც არჩევნების დღეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უბანი და არა დიპლომატიური წარმომადგენლობა. შესაბამისად, ქართველი იქნება თუ სხვა, ნებისმიერი ქვეყნიდან დევნილსა და თავშესაფრის მაძიებელს უსაფრთხოდ შეუძლია საფრანგეთში თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. სხვათაშორის, ასეც ხდება, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ევროპასა და ამერიკაში შეფარებული ლტოლვილები სწორედ ამ გზით ცდილობენ იმ მთავრობის შეცვლაში მიიღონ მონაწილეობა, რომელთაც ისინი გამოექცნენ და ეს მოხდეს დემოკრატიული გზითა და უსაფრთხო გარემოში.

Ø

არჩევნებში ხმის მიცემა არის დემოკრატიისთვის ისტორიული ბრძოლების შედეგად მოპოვებული უფლება და დასანანია, მოქალაქემ ამ ძვირფასი მონაპოვრით არ ისარგებლოს. თქვენს ამ უფლებას იმ ქვეყნის ხელისუფლებაც დაიცავს და პატივს სცემს, რომელშიც ამჟამად იმყოფებით.

ხმის მიცემით შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენი, და თქვენი ოჯახის, ჩვენი საერთო ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე.

ხმის მიცემით აირჩევთ თქვენს რჩეულ წარმომადგენლებს, ანუ მათ, ვინც იზიარებენ თქვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს და პროგრამით წარმოაჩენენ იმ მიზნებს, რომელიც თქვენთვის მისაღებია.

არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი კი განამტკიცებს დემოკრატიული სისტემის ლეგიტიმაციას. ყოველი ხმა უაღრესად მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ხალხის ხმის გაძლიერებას.

არჩევნებში მონაწილეობა არის თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებული დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, თქვენივე ძალაუფლების, უფლებისა და ვალდებულების განხორციელება.

დიახ, გახსოვდეს და გწამდეს, სწორედ შენი 1 ხმაა გადამწყვეტი. შენი 1 ხმა დაეხმარება შენს რჩეულ პარტიას განახორციელოს შენთვის სასურველი პროგრამა და ამ გზით ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაში პირადადაც მიიღო მონაწილეობა.

ნუ იფიქრებ, რომ უშენოდაც აირჩევენუმოქმედობით ნუ დააზარალებ შენი ქვეყნის დემოკრატიის ჯანმრთელობას. იგრძენი შენი წილი პასუხისმგებლობა შენი დიდი ოჯახის, შენი ქვეყნის წინაშე. დარეგისტრირდი საარჩევნო სიაში, მიდი არჩევნებზე, ხმა მიეცი შენს რჩეულს და იგრძენი სამშობლოს წინაშე ვალმოხდილის შვება.


14 septembre 2024

1924 წლის ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური, ეროვნული აჯანყებიდან ერთი საუკუნე გავიდა.

ჩვენი სამშობლოს ეს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი ქართულ ემიგრაციაში მუდამ აღინიშნებოდა, როგორც ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის აზვირთებული საერთო-სახალხო შემართება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქართველი ერისთვის თავისუფლება არა უბრალო, არამედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რომ საქართველო ვერ იგუებს და არ შეურიგდება თავსმოხვეულ ოკუპაციას.

პარიზში წელსაც, კერძოდ კი ხვალ, წმინდა ნინოს ეკლესიაში საფრანგეთში მცხოვრები ქართველები 28 აგვისტოს ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლ, აჯანყების გმირთა და მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ემიგრაციაში გაზრდილი ქართველები ამ თარიღსსიამაყისა და სევდის დღესუწოდებდნენ და მიაჩნდათ, რომსაქვეყნო მიზნისათვის გაღებული მსხვერპლი უშედეგოდ და უნაყოფოდ არასოდეს იკარგება“.

„1924 წლის აჯანყებით ქართველმა ერმა სცადა გადაეგდო ეროვნული მონობის უღელი. იგი დამარცხდა, მაგრამ მან სისხლით ჩასწერა ისტორიაში თავისი ურყევი სურვილი: ...იყოს თავისუფალი, აღიდგინოს საკუთარი, ქართული სახელმწიფო“ (ჟურნალიჩვენი დროშა“, პარიზი, 1975, # 84).

საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, – წერდა ივანე ჯავახიშვილი. მართლაც, ძალმომრეობისადმი შეურიგებლობა, დამპყრობლისადმი დაუმორჩილებლობა, თავისუფლებისათვის მუდმივი შემართება და მომავლის იმედი იყო ის მთავარი მახასიათებლები, რამაც ქართველ ხალხს მრავალ განსაცდელში გააძლებინა და საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით დღემდე მოიყვანა.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება, არსებითად, საბჭოთა იმპერიისაგან საქართველოს თავდაღწევისა და დამოუკიდებელი ცხოვრების განახლების მიზანს ემსახურებოდა. საქართველოს წინაშე ამ აჯანყებიდან ასი წლის შემდეგაც მწვავედ დგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა. ჩვენი მიწა-წყლის 20 პროცენტი დროებით ისევ რუსეთს აქვს ოკუპირებული. ამდენად, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების 100 წლისთავზე, აუცილებელია იმის გააზრება და გაცნობიერება, რომ ეს მოვლენა მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის, ის დღევანდელობას და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესაც უკავშირდება.

1924 წლის 28 აგვისტოს მონაწილეთა მემკვიდრეები ვართ და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, მათ გმირობას, როცა იცოდნენ, რომ სიკვდილთან პაემანზე მიდიოდნენ, მაგრამ არ დაიმალნენ, სხვაგვარად არ გაუშვებდათ ქართველობის სინდის-ნამუსი.

ხან, ვფიქრობთ, სხვა რომ აღნიშნავს, ჩვენ ფიქრით შევუერთდებით და ამით ჩვენც ვალს მოვიხდით. არადა, ორი ნაბიჯის, 2 საათის გამოყოფაა საჭირო, რომ ამოდენა მსხვეპლის გამღებთა მიმართ, ელემენტარული ყურადღება გამოვიჩინოთ და ჩვენი მეხსიერების ვალის წილ- პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და საკუთარი სინდისიც მშვიდად დავიგულოთ. სინდისის სიმშვიდე კი ყველაზე დიდი სულიერი კომფორტია.

 

9 mai 2024

ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია:

ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა.

ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.

30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში.

იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის.

პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.

ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.

ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი.

თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი.

მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი.

 

 

 


17 octobre 2023

 

 

 

X

Vidéos de  Gotcha Djavaxichvili  sur  YouTube

 

1 Discours Eka Siradze 10 09 2016 Leuville

Traduction :Gotcha Djavakhishvili

 

2015

2 გოჩა ჯავახიშვილის სიტყვა არზაყან ემუხვარის დაბადებიდან 135 წლისთავი წამოთამული წმინდა ნინოს ეკლესიაში

https://www.youtube.com/watch?v=8QpHAtXwZTg

3 Hommage aux victimes de fev 1921 Gotcha djavakhichvili 01 03 2015

https://www.youtube.com/watch?v=MkpMTJd_deo

 

2014

4 ოთარ ჯანელიძის მოხსენება წაკითხული გოჩა ჯავახიშვილის მიერ 13 12 2O14 INALCO და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მიერ გამართულ კონფერენციაზე მიძღვნილი "1924 აგვისტოს აჯანყებას" Otar Janelidze" Les répercussions internationales de l'Insurrection géorgienne d'Août 1924" lu à l'occasion du colloque organisé à Paris par l'INALCO et l'Institut Noè Jordania le 13 12 2014 pour le 90ème anniversaire de l'Insurrection géorgienne d'Août 1924

https://www.youtube.com/watch?v=nIvRS0tuaGA

2011

5 Commémoration de l’Insurrection d’aout 1924-Leuville 24 09 2011.Commémoration de l’Insurrection d’aout 1924

https://www.youtube.com/watch?v=mzJ2Yw2PIYQ

2010

6  LeuvilleJournée du souvenir 18 09 2010_ Commémoration de l’Insurrection d’aout 1924

https://www.youtube.com/watch?v=HCk5CpYSEHI

  


Cession du domaine de Leuville

 

Le Domaine de Leuville a été cédé à la Géorgie le 23 septembre 2016

conformément au testament de 1928

Ce moment appartient à l’histoire de la Géorgie auquel Gotcha Djavaxishvili a largement  apporté sa contribution ainsi que lors de son dévouement au sein du comité de coordination des travaux et de ses différentes commissions

2016 23 სექტემბრის   ცერემონია

ეს მომენტი  საქართველოს ისტორიას ეკუთვნის

და რომელზედაც გოჩა ჯავახიშვილმა ირღაწლა ამ  გადაცემაში რის შემდეგ  მისი საკუთარი წილი შეიტქნა  საკორდინაიო კომიტეტში და კომისიაში


გოჩა ჯავახიშვილი საქართველოს საელჩოში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ჩაერთო ლევილის ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში.

მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობასა და პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლებს შორის ხელმოსაწერი მემორანდუმის შემუშავებაში, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წლის 23 მაისს. ამ მემორანდუმის საფუძველზე იგი იყო საქართველოს მხრიდან უცვლელი წევრი პარიტეტულ კომისიაში, რომელმაც მოამზადა მამულის საბოლოო გადაცემის ნოტარიული აქტი, რომელსაც ხელი მოეწერა 2016 წლის 23 სექტემბერს, ნოტარიულ აქტზე ასევე არის მისი, როგორც მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის მონაწილის ხელმოწერაც.

მამულის გადაცემის შემდეგ იგი 2021 წლის ბოლომდე იყო ლევილის მმართველი საბჭოს უცვლელი წევრი. კოორდინაციას უწევდა ლევილის მამულში, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე საფრანგეთის ხელისუფლებასთან კომპეტენციის მიხედვით ადმინისტრაციულ საკითხებზე მოლაპარაკებებს.

 

Peu après sa nomination comme envoyé extraordinaire et plénipotentiaire à l'Ambassade de Géorgie en France, Gocha Djavakhishvili s'est impliqué dans le processus de transfert du domaine historique de Leuville à la Géorgie.

Il a participé à l'élaboration du Memorandum entre le gouvernement géorgien et les représentants des familles des membres du gouvernement de la Première République, signé plus tard, le 23 mai 2011.

Sur la base de ce Mémorandum, il a été membre permanent de la commission paritaire géorgienne, qui a préparé l'acte notarié de la donation à charge du domaine, signé le 23 septembre 2016. Cet acte notarié porte également sa signature, en tant que participant aux négociations entre les parties.

Après la dévolution du domaine à la Géorgie, il a été membre permanent du Conseil de Gestion du domaine de Leuville jusqu'à fin 2021.

Il a ainsi coordonné les travaux de réhabilitation menés par le gouvernement géorgien sur le domaine de Leuville, ainsi que les négociations avec le gouvernement français sur les questions administratives relevant de sa compétence.

 

 

 


ვირა

მედიაჰოლდინგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადაეცაინტერვიუ გოჩა ჯავახიშვილთან

L'université d'Etat de Tbilissi a reçu une partie des archives personnelles d'Elissè Pataridze

Interview de Gotcha Djavakhishvili par Chalva Londaridze

ამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.

არქივი ქართულ მხარეს ელისე პატარიძის შვილების: ოთარ და თინათინ პატარიძეების გადაწყვეტილებით გადმოეცა.

საარქივო მასალა მოიცავს ქართველი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინტერვიუ ვთხოვეთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილს. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.

.. – ბატონო გოჩა, პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ დრო და დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ხართ.

.. – მადლობა, რომ მომიწვიეთ.

.. – რამდენიმე დღის წინ ქართულმა მხარემ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელისე პატარიძის არქივის ნაწილი გადმოეცა. ამ დღეებში ვაპირებ, რომ  ბატონ ოთარს პირადად დავუკავშირდე და აღნიშნული მასალების შესახებ ვრცელი კომენტარი ვთხოვო, თუმცა, მანამდე თქვენთან ინტერვიუთი ვისარგებლებ. რა მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზეა საუბარი?

.. – პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ბატონი ოთარი ძალიან გულმოდგინე და გულწრფელი ადამიანია, იგი საქართველოს უდიდესი გულშემატკივარია, რომელიც ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთგვარ მემატიანესაც კი  წარმოადგენს. მას აქვს შექმნილი ბლოგი – „სამშობლო“, სადაც ინტენსიურად ხდება ემიგრაციაში მყოფი ქართველების ისტორიული მეხსიერების განთავსება, რაც თავისი დატვირთვითა და შინაარსითფასდაუდებელია!

 .. – მე ვიტყოდი, ბატონი ოთარი არის ერთგვარი ჟამთააღმწერელი და ცოცხალი არქივარიუსი, რომელიც დღემდე ფლობს არაერთ  უნიკალურ ინფორმაციას და მჯერა, რომ მისი სახელი მომავალშიც საინტერესო მასალებთან იქნება დაკავშირებული.

.. – ზუსტად ასეა. იგი იმდენად გულწრფელია, როდესაც საქართველოზე საუბრობს, რომ ამას ცრემლის გარეშე ვერ ახერხებს. მინდა, ვისარგებლო დღევანდელი ჩვენი შეხვედრით და მას კიდევ ერთხელ გადავუხადო განსაკუთრებული  მადლობა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის.

 .ბატონ ოთარს მართლაც უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმ საქმიანობისთვის, რომელსაც იგი ემიგრაციაში ეწევა, თუმცა, ახლა ერთ ნიუანსზე მსურს, ყურადღება გავამახვილო. საზოგადოებას ამ დღეებში ეცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს, ბატონი ოთარის ინიციატივით, არქივის ნაწილი გადმოეცა. ვინაიდან სიტყვა – „ნაწილიფიგურირებსეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაწილი საფრანგეთში რჩებახომ არ არის იმაზე საუბარი, რომ ეს ორი ნაწილი შეერთდეს და ამ დოკუმენტაციამ ერთი სრული სახე მიიღოს, რომელიც საქართველოში იქნება დაცული?..

.. – მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მოღვაწეობა დავიწყე, მიზნად გავიხადე, რომ მაქსიმალურად ვიყო ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში და მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიო ქართველ ემიგრანტებთან, თუმცა, მათი მხრიდან, როდესაც რაიმე მასალების გადმოცემის საკითხს ვეხებით, დგება ერთი მეტად გასათვალისწინებელი მომენტი. ემიგრანტებისთვის ყოველი ფოტო, წერილი, ნივთი, თუ კიდევ რაიმე სხვამშობლების ხსოვნასთან არის დაკავშირებული, რაც ამ ადამიანებისთვის ერთგვარ თილისმას და ავგაროზს წარმოადგენს, ეს რელიკვია კი ემიგრანტების მშობლებს ისტორიულ წარსულში აცოცხლებსგარდა ამისა, მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ უნიკალური მასალების გადაცემის შემთხვევაში, ეს საგანძური არ დაიკარგება. ეს ადამიანები გარკვეულწილად პასუხისმგებლობასაც გრძნობენ მშობლების, წინაპრების წინაშე. რაც მათ დღემდე შემოინახეს, არ უნდა დაიკარგოს და განადგურდესარქივების გადმოცემის საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობასთანაცემიგრანტები იმასაც კი კითხულობდნენ, რა ბედი ეწია იმ საარქივო მასალებს, რომელიც თავის დროზე  საქართველოში გურამ შარაძის დიდი მცდელობით დაბრუნდა

 .. – ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების, თუმცა, ის, რაც მათთვის კონკრეტული ისტორიული, თუ ემოციური ფაქტორია, საქართველოსთვის შესაძლოა, ეპოქალური მნიშვნელობის იყოს. გარდა ამისა, მგონია, რომ სახელმწიფო გაცილებით უსაფრთხოდ დაიცავს ნებისმიერ მნიშვნელოვან მასალას, ვიდრე ეს კერძო პირობებშია შესაძლებელი.

.. – სრულიად გეთანხმებით. ყოფილა მომენტი, როდესაც ოჯახს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მასალის გადმოცემის მზადყოფნა გამოუთქვამს. ჩავსულვართ სახლის სარდაფში და დამტვერილ ჩემოდანში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გვინახავსარადა ერთმა ფოტომაც კი შესაძლოა, მთელი ისტორია შეცვალოს.

 .. –  მშობლების, წინაპრების მიერ დაწერილი წერილები, შედგენილი დოკუმენტაციები, ანთუნდაც კუთვნილი ფოტოები, ემიგრაციაში მცხოვრები შვილისთვის მართლაც მთელი რელიკვიაა, თუმცა ასევე  მინდა, ყოველი ემიგრანტი დავარწმუნო, ვისზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ მათ ხელთ არსებული უნიკალური მასალები არის ასევე ფასდაუდებელი რელიკვია მთელი საქართველოსთვის!

.გეთანხმებით! დღეს განსხვავებული ვითარებაა. ემიგრანტებში სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ნდობა გაიზარდა. ისინი ყველაფერს კარგად ხედავენ და შესაბამისად აფასებენ. მაგალითად, ეროვნული არქივის, ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, რომლებიც  აქტიურად არიან ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მნიშვნელოვანი სივრცე შეიქმნა, რომელიც პირველი რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს. ასე რომ, პროცესები გრძელდება და შესაძლოა, ძალიან საინტერესო პროექტებშიც კი გადაიზარდოს. მაგალითად, შეიქმნას ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტაციას აღრიცხავს. ასეთი პროექტით ბევრი რამ იქნება ცნობილი, თუ რა მასალებს ფლობს ქართული მხარე  – აქ და რა მასალებს ფლობენ ქართველი ემიგრანტები საფრანგეთში.

 .. – ასეთი ბაზით შესაძლებელია, ძალიან გაადვილდეს წვდომა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტაციაზე. ეს იქნება ორიგინალისა, თუ ასლების დონეზე

.. – დიახ, სამომავლოდ არაერთი საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელებაა შესაძლებელი. ლევილის მამულში დაგეგმილია ბიბლიოთეკის, სამკითხველო დარბაზისა და პირველი რესპუბლიკის მუზეუმის გახსნაც. კულტურის სამინისტროს მიერ ამ პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.

.. – დღევანდელი საუბარი სრულიად აპოლიტიკურია, თუმცა, საინტერესოა ჩვენი ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების დღევანდელი ხედვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, თუნდაც, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მიმართულებებზე. რა ემოციური და აზრობრივი ბმა აქვთ ამ ადამიანებს ჩვენს სამშობლოსთან?

.. – რა საკვირველია, ისინი ძალიან მგრძნობიარედ უყურებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით, მათში აზრთა სხვადასხვაობაც არის. ზოგს მიაჩნია, რომ საქართველომ გაცილებით მეტად უნდა იაქტიუროს, ზოგიც ფიქრობს, რომ საქართველოს ზომიერი პოლიტიკა საუკეთესო გამოსავალია, მაგრამრაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს შეეხება, ამ საკითხში ყველა ერთიანია!

 .. – ჩვენი საუბრის ძირითადი დრო მსურს, ერთ მნიშვნელოვან თემას დავუთმოთ. ცოტა ლირიკაშიც კი გადავალ და ასე გკითხავთ, რა მდგომარეობაშია ფრანგული წარმოშობის ქართული მიწა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის ლევილის მამულად არის ცნობილი. არცთუ ისე შორეულ წარსულში გავრცელდა ინფორმაცია, თუ დეზინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო იქ არსებულ ბიბლიოთეკასთან. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ნადგურდებოდა წიგნები, დოკუმენტაცია, არქივებიმინდა, ვისარგებლო თქვენთან შეხვედრით და მოვისმინო ის ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს იქ არსებულ რეალობას.

.. – დავიწყებ იმით, რომლევილისმამული და იქ არსებული შენობა, საქართველოს, ნოტარიული აქტით,  2016 წლის 23 სექტემბერს გადმოეცა. მანამდე ამ შენობას არანაირი ტექნიკური დოკუმენტაციაც კი არ გააჩნდა. რამდენ კვ. მეტრს შეადგენდა საერთო სივრცე ისიც კი არ იყო ცნობილი

 .. – უკაცრავად, მაგრამ ერთი პატარა ჩანართი უნდა გავაკეთო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანამდე, ანუ 2016 წლამდელევილისმამული საქართველოს იურიდიულად არ ეკუთვნოდა?..

.. – რა საკვირველია!.. მოდით, ამ ისტორიის მოყოლას შორიდან დავიწყებ. მოგეხსენებათ, რომ სამშობლოდანსაქართველოს პირველი  რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლები 1921 წლის მიწურულს საფრანგეთში ჩავიდნენ. ზოგიერთმა მათგანმა პარიზში ცხოვრება არჩია, ზოგიერთმამარსელში. მოკლედ, მაშინდელი ქართული ემიგრაცია მთელს საფრანგეთში მიმოიფანტა…  1922 წელს, ნოე ჟორდანიას დავალებით, იოსებ ელიგულაშვილმა პარიზიდან 35 კილომეტრის მოშორებით, „ლევილისმამული მოიძია, სადაც დევნილობაში მყოფმა მთავრობამ სამშობლოს გათავისუფლების მიზნით, მუშაობა განაგრძო, თუმცა ბოლშევიკების მიერ 1924 წლის ეროვნული აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, ახლო მომავალში დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი კიდევ უფრო მცირდებოდა და ამიტომაც საქართველოს ფულით შეძენილი ლევილის მამული 1926 წელს შექმნილ  კერძო ამხანაგობად დარეგისტრირდა იმ მოტივით, რომ საბჭოთა კავშირს, ლევილის ქართული მამულის სამართალმემკვიდრედ არ გამოეცხადებინა თავი და პრეტენზია არ გასჩენოდა საქართველოს კუთვნილ აქტივებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო, რუსეთის მიერ იყო ოკუპირებულისაფრანგეთში ნაყიდი მიწა კი, სწორედ, ქართული სახელმწიფოს ფულით იყო შეძენილი

 .. – როგორც თქვენ აღნიშნეთ, ლევილის მამული კერძო ამხანაგობაზე გადაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებად გამოცხადდავინ იყვნენლევილისმამულის მაშინდელი მფლობელები? არსებობს თუ არა ზუსტი ინფორმაცია?

.. – თავდაპირველად ამხანაგობა შვიდი ოჯახისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ფიგურანტი  ექვთიმე თაყაიშვილიც იყო. მოგვიანებით ამ სუბიექტებიდან დარჩა ხუთი, ვინაიდან, თაყაიშვილმა და კანდელაკმა, ამხანაგობა თავიანთი ნების საფუძველზე დატოვეს.

 .. – მოდით, ჩამოვთვალოთ იმ ამხანაგობაში შემავალი ხუთი ოჯახი, რომელიც საქართველოს ქონებას საფრანგეთში განკარგავდა

.. – ესენი იყვნენ: ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ევგენი გეგეჭკორის, აკაკი ჩხენკელის და  სამსონ ფირცხალავას ოჯახები. აქ მინდა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გავუსვა ხაზი. ამ ოჯახების მიერ შედგა .. მორალური ანდერძი, სადად დაფიქსირდა ერთ-ერთი განსაკუთრებული პუნქტი. იმ დღეს, როდესაც საქართველო  დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა და საფრანგეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენდაქონება ქართველ ერს უნდა გადაცემოდა! თუმცა, ამ ანდერძთან დაკავშირებით, არის ერთი პარადოქსი, მაგრამფაქტი! ქონების დაბრუნების დროს ჩვენ ამ  ანდერძის დედანი ვერ მოვიძიეთ…  ეს იყო ერთი ფარატინა ფურცელირომელსაც ნოტარიული ძალაუფლებაც არ გააჩნდავინაიდან ანდერძი არსად იყო დამოწმებულიიგი შედგებოდა მხოლოდ ტექსტისგან, რომელსაც ადამიანები აწერდნენ ხელს. სულ ეს იყორატომ მოხდა ასე, ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ვვარაუდობ, რომ იურიდიული ძალა, დოკუმენტს ისევ და ისევ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით არ მიენიჭა.

 .. – მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ გავაკეთებძალიან საინტერესოა, მაშინ როგორ და რის საფუძველზე დაიბრუნა საქართველომ საფრანგეთში არსებული ქართული მიწა?..

.. – ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა. ქონების მემკვიდრეებს ხუთ კონტინენტზე ვეძებდით, სათითაოდ გვიწევდა მათთან დაკავშირება და ნოტარიულად იმის დამოწმება, რომ მათ და მათ შთამომავლებსლევილისმამულზე რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონდათ.

 .. – ძალიან უცნაურია ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არაერთი მთავრობა შეიცვალა და მხოლოდ 2016 წელს გახდა შესაძლებელი საქართველოს, საფრანგეთში არსებული, ასე ვთქვათ, პატარა საქართველო დაებრუნებინაძნელად მინდა დავიჯერო, რომ მანამდე არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა, ან ტარდებოდა, მაგრამ ნაკლებ ეფექტურად

.. – “პატარა საქართველოზეერთ რეპლიკას გავაკეთებ. მომავალშილევილი მამულში   ქართული რესტორნის გახსნაა დაგეგმილი, ზუსტად ამ სახელწოდებით – „პატარა საქართველო“.

რაც შეეხება გასულ პერიოდს და ქონების დაბრუნების საკითხს, საქართველოსთვისლევილისმამულის დაბრუნების თემა ჯერ კიდევ 90-იან წლების დასაწყისში დადგა. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში კომისიაც კი შეიქმნა. მაშინ დაითვალეს, თუ რა ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებულილევილისმამულის დაბრუნება და ჩაითვალა, რომ საქართველოს ამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნდა

 .. – რა თანხაზე იყო საუბარი, დაახლოებით თუ მაინც არის ცნობილი?

..- ჩემთვის ახლა რთულია ზუსტი თანხის დასახელება, ეს იყო გაცილებით ადრე, ვიდრე ევროპაში ევრო შემოვიდოდა.

 .. – მაინც რა თანხაზეა საუბარი, თუნდაც მაშინდელი ფრანკების ევროში კონვერტაცია რომ გავაკეთოთ?

.. – დაახლოებით, ორ მილიონ ევრომდე დაუჯდებოდა საქართველოს.

 .. – და ეს ორი მილიონი ევრო იყო შემაფერხებელი, რომ საქართველოსლევილისმამული დაებრუნებინა?..

.. – ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. არც კომპეტენცია მყოფნის და არც ფაქტობრივი ცოდნა, რომ ამასთან დაკავშირებით, რაიმე დაბეჯითებით გითხრათ, თუმცა ჩემთვის ცნობილია, ორი გამოკვეთილი ფაქტორის შესახებ. გარკვეული წინააღმდეგობები არსებობდა თავად ემიგრანტთა ოჯახების წევრებს შორის, რასაც თან ერთვოდა შევარდნაძის პრეზიდენტობის ფაქტორიცმათთვის საქართველოს იმ დროინდელი პრეზიდენტი საბჭოთა ნომენკლატურად განიხილებოდაყოყმანობდნენ, უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ პირველი რესპუბლიკის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდობას მოხმარდებოდა.

 .. – გთხოვთ, მიპასუხოთ, იყო თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოსლევილისმამული დაეკარგა?..

..- დიახ, ამის რეალური საფრთხე არსებობდა!.. რადგან ყველაფერთან ერთად ლევილის მერიასაც ჰქონდა ქონებრივი პრეტენზიაადგილი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საოცარი სილამაზით გამოირჩევა და ბუნებრივია, იქაურ მუნიციპალიტეტს ამ ტერიტორიის დაკარგვა არ სურდა.

 .. – ჯამურად, რა ფართობზეა საუბარი?

.. – საქართველოს საკუთრებაში ამჟამად დაახლოებით 4 ჰექტარია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე საფრანგეთის კომერციულ რეესტრშიც ინახება.

 .. – ახლა კიდევ მეტად ვუფიქრდებილევილისბედის შესახებ თქვენ მიერ მოყოლილ ისტორიას და შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან გაგვიმართლაძალიან გაგვიმართლა ვინაიდან, თუნდაც ერთი ადამიანი, რომ ყოფილიყო და ამა თუ იმ მიზეზით უარი განეცხადებინა ქონების დაბრუნებაზეხომ დასრულებული იქნებოდა ყველაფერი?..

.. – რა საკვირველია!.. თქვენ კარგად ხვდებით ეს პროცესი რა რთული და შრომატევადი იყოსათითაოდ ვაწარმოებდით ადამიანებთან მოლაპარაკებებს. იყო შემთხვევები, როდესაც თავად ოჯახების წევრებს შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა და ამ განსხვავებულ მოსაზრებებს დიდი ჰარმონიულობა არ ახლდა თან

 .. – გისმენთ და ძალიან გაოცებული ვარ, იმდენი ახალი და მნიშვნელოვანი დეტალი გამიმხილეთ

..- მე ახლა პირველად ვსაუბრობ ამ ნიუანსებზე და მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ერთ მშვენიერ დღეს წიგნი დამეწერა, სადაც ამ ყველაფერს აღვწერდი

 .. – ვისარგებლებ თქვენი ინფორმაციული გულუხვობით და უფრო ჩავუღრმავდები საქართველოსთვისლევილისგადმოცემის საკითხსრამდენიმე წუთის წინ ეს სიტყვა გამოვიყენეგაგვიმართლა-თქოარის რაიმე ისეთი დეტალი, რომელმაც ეს გამართლება, თუნდაც ნაწილობრივ განაპირობა?..

.. – მაშინ, ცოტა შორიდან დავიწყებმოგეხსენებათ, რომ ნიკოლა სარკოზის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი მიღწევა 2008 წელს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის ეგიდით წარმოებული მედიაცია და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება იყო… 2011 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეორე ვადითაც ეყარა კენჭი და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა კვლავ წამოაყენა. მის ადმინისტრაციაში კარგად იცოდნენ, თუ რა დადებითი დატვირთვა ჰქონდა სარკოზის რეპუტაციისთვის საქართველოსთან არსებულ საკითხს. ერთხელაც ისე მოხდა, სარკოზის მრჩეველი დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრეზიდენტისთვის სიტყვის მომზადება ჰქონდა დავალებული. ამ ადამიანთან ვმეგობრობდი დალევილშიდავპატიჟე, ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუ სარკოზი ლევილის მამულს მის სიტყვაში, როგორც ორ ქვეყანას შორის მეგობრობის კონტექსტში ახსენებდა. ამ დიპლომატმალევილისშესახებ არაფერი იცოდა და მთხოვა პრეზიდენტის წინასაარჩევნო სიტყვის მომზადებაში მისთვის დახმარება გამეწია. ასე აღმოჩნდა ნიკოლა სარკოზის გამოსვლაში ჩემი დაწერილი ტექსტის ნაწილი, რომელიც საფრანგეთში, ქართულ მიწას უკავშირდებოდაგარდა ამისა, მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. საფრანგეთის კანონმდებლობით, გადასაცემი ქონების ღირებულების 60% ბიუჯეტს ბეგარის სახით მიაქვს. საქართველო ამ ფინანსურ გადასახადსაც ასცდა

 .. – გაოცებული ვარ, იმდენ ახალ დეტალს შეიტყობს ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს მკითხველითუმცა გაოცებასთან ერთად ვარ გაოგნებულიც, როდესაც კიდევ ერთხელ ვუფიქრდები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაკარგულიყოაქ არ არის საუბარი, მხოლოდ მატერიალურ ფასეულობაზე, აქ მოიაზრება სულიერი და ისტორიული კავშირები!..

.. – რა საკვირველიათუმცა, ასე მარტივად მაინც არ დათმობდა საქართველო, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო იყო გასაწევი, რომ ამ შედეგამდე მივსულიყავითკარგად მახსოვს, მოლაპარაკების პროცესში გარდაიცვალა ნათელა ჟორდანია, 97 წლის ასაკშიცოტა ხნის შემდეგ გივი ჩხენკელიც გარდაიცვალაგარდა ამისა, იყო კიდევ ერთი საფრთხეც. პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებსლევილისმამულში არსებული შენობის მოვლის საშუალება არ ჰქონდათ, რის გამოც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან შენობის სიძველისა და იქ მცხოვრებთა სიცოცხლისთვის საფრთხეების გათვალისწინებით მისი დაყადაღების ალბათობა იზრდებოდაიყო რისკი, რომ ლევილის მამული ყვითელი ლენტით შემოეღობათ, ავარიული მდგომარეობის გამო, შენობა საცხოვრისად უვარგისად გამოეცხადებინათ.

 .. – რა ვთქვა, არც კი ვიცითუმცა, უდიდესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო  საუბრისთვის. ძალიან დიდი დრო დაუთმეთ ჩვენს აუდიტორიას და ამისთვისაც მადლობას მოგახსენებთ.

.. – დიპლომატიური მისია ჩემი საქმიანობის ნაწილია. ეს არ ნიშნავს გოჩა ჯავახიშვილის განსაკუთრებულ ღვაწლს. ჩემი ქვეყანა იქ, პარიზში  ხელფასს მიხდის იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საკითხებზე ვიმუშაო. სულ იმას ვფიქრობ, რომ იმ გადახდილი ხელფასის საპირწონე რაიმე საქმე გავაკეთო და ფუჭად არ მოვცდე

 .. – საქმისადმი თქვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ნამდვილად ჩანს და ეს, უკვე ფაქტია. მჯერა, ამ ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გადაგიხდით მადლობას. თანამდებობაზე კეთილსინდისიერად მუშაობა, სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარეეს არის ღვაწლი!

.. – თუკი რაიმეს ვაკეთებ, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დღესაც ვუმტკიცებ, რომ საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ აღმოცენებულა! ყველას ვეუბნები, რომ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები და შესაბამისი სტანდარტები  საქართველოში ჯერ კიდევ 105 წლის წინ იყო მყარად დანერგილი.

 .. – ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ ევროპამ უნდა იცოდეს ან გაიხსენოს მაინც, რომ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესში, საქართველო მათზე, მართლაც გაცილებით ადრე მონაწილეობდა

.. – დიახ. საფრანგეთი დაელოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას, რომ ქალებს არჩევნებში ხმა მიეცათ, ეს იყო 1946 წელიშვეიცარიელმა ქალბატონებმა კი ხმის მიცემის უფლება 70 წლებიდან მოიპოვეს

 .ბატონო გოჩა, იმდენად საინტერესო მოულოდნელობით წარიმართა ჩვენი ინტერვიუ, რომ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი ობიექტურად დაყოვნდა. კიდევ ერთხელ გკითხავთლევილისმამულში არსებულ ბიბლიოთეკაზე და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ

 ..- კრიტიკა მნიშვნელოვანია, თუ ჯანსაღია და ობიექტური, მაგრამ ტენდენციურობაა საწყენი. ლევილის მამულში რომ შეხვალთ, აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას აღდგენილი გალავანი, ასევე ულამაზესი პარკი, რომელიც საქართველოსთვის გადმოცემამდე ნამდვილ ჯუნგლებს მოგაგონებდათ. უმძიმესი ვითარება იყომას შემდეგ რაცლევილისმამული საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა, ჩატარდა ბაღის ინვენტარიზაცია, განხორციელდა შენობა-ნაგებობების კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო ექსპერტიზები, კვლევები, რათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ყველა საჭირო ნებართვა მიგვეღო რეგიონალური თუ მუნიციპალური სამსახურებიდან და .. ის, რაც ადრე სოციალური ქსელით გავრცელდა, თითქოს ბიბლიოთეკა განადგურების პირას იყოეს არ იყო ბიბლიოთეკა! ეს იყო სხვენი. ვერსალის შატოს სხვენშიც, რომ ავიდეთ, აბლაბუდას იქაც ვნახავთროდესაც  ადამიანი ნეგატივის დანახვის განზრახვით მიდის სადმე, ის დადებითს ვერ დაინახავს. ამიტომ ეს .. მამხილებელი ფოტოები ძალიან ტენდენციურ და მიკერძოებულ ხასიათს ატარებდა. ის, რომ იქ ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცოდით. ადგილობრივი მერიაც კი გვახსენებდა ამას და მოგვიწოდებდა, რომ შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, იმ პერიოდშილევილისმამული წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და სიტუაციის გამოსწორების რაიმე ბერკეტი პრაქტიკულად არ გაგვაჩნდა

 .. – ფაქტობრივად გამოდის, რომ ლევილის მამული, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ბედის ანაბარად იყო მიტოვებული

..- დიახ, ასეაიმ რამდენიმე ოჯახის ანაბარა იყო, ვინც იქ ცხოვრობდა ან საზაფხულო აგარაკად იყენებდა. ასოციაციაქართული კერაშეძლებისდაგვარად უვლიდა, მაგრამ მათაც ძალიან მწირი შესაძლებლობები ჰქონდათ. არც ვიცი, ჩვენი ფორმატი ითხოვდა თუ არა ამ დეტალების გახსენებას, მაგრამ მოგახსენეთ, რადგან შეგატყვეთ, რომ თქვენგან დიდი ინტერესი იყო.

 .. – ორიოდე სიტყვით იმ .. ქართული სასაფლაოს შესახებაც, რომ გვიამბოთ, რომელიც ლევილში მდებარეობს

.. – ეს სასაფლაო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ფრანგული კანონმდებლობით, თუ ადამიანი იმავე მუნიციპალიტეტის მკვიდრი არ არის, იმ ტერიტორიაზე დაკრძალვის უფლება არ აქვს, თუმცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დაუწერელი კანონი მოქმედებს და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გრიგოლ რობაქიძე, თავის დროზე ლევილის პანთეონშია გადმოსვენებული და დაკრძალული, ასევე მიხაკო წერეთელი, ბევრი კიდევ სხვა ღვაწლმოსილი ადამიანია. თუნდაც ნოე ჟორდანიაძალიან ცოტამ თუ იცის, რომ იგი ჯერ . „ვანვისსასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კილევილისპანთეონში გადაასვენეს.

 .. – ცოტა ხატოვნად გამომივა, ახლა რასაც გავახმოვანებფრანგული წარმოშობის ქართულმა მიწამ თავისი შვილები მოიხმო მათივე გარდაცვალების შემდეგ

.. – აი, ზუსტად ასე გამოვიდაყველა ერთად შეიკრიბა

 .. – ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენ, ამ საინტერესო ინტერვიუსთვის! ჩვენი საუბარი დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა და თქვენ ხართ იმ დიდი ქართველის სულისკვეთების გამტარი, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაპარია და სამაგალითო ადამიანი!

.. – ჩემთვის ესეც დიდი პასუხისმგებლობაა. დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუს საინტერესოდ წარმართვისთვის.

სპეციალურადკვირასთვისმოამზადა შალვა ლონდარიძემ. სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

https://kvira.ge/849974