დავიწყებული დიდი ისტორია, დავიწყებული დიდი ფიგურები

 

აფხაზი არზაყან ემუხვარი აფხაზი ნესტორ ლაკობას და ბოლშევიზმის წინააღმდეგ.

 

კავკასიის ოქროს ხანა იყო დავით IV აღმაშენებლის //დ. 1073, ქუთაისი . 24 იანვარი, 1125 საქართველოს მეფე 1089-1125// და თამარ მეფის(1184-1213) ხანა.

 

ამ ხანას კარგად ახასიათებს სახელგანთქმული ქართველი პოლიტიკური,საზოგადო და სამხედრო მოღვაწე დავით ვაჩნაძე(. 1884, დიდი ლილო, — . 23 იანვარი, 1962, მიუნხენი)

მან 1933 წლის 17 იანვარს პარიზში, «კავკასიური კვლევათა წრე »-ში »//Cercle des Etudes Caucasiennes // წაიკითხა მოხსენება «ერთაშორისი ერთიანობის ტრადიცია კავკასიის ისტორიაში » :

ამ მოხსენების საფუძველზე 1933 წელს პარიზში დ.ხელაძის გამომცემლობამ რუსულად გამოსცა დავით ვაჩნაძის წიგნაკი «კავკასიის პრობლემა »

 

აი  რას წერს დავით ვაჩნაძე კავკასიის ოქროს ხანის დამფუძნებელ პერიოდზე :

 

 

«... ყველაზე მეტის მთქმელია საქართველოს შემკრები და გამაერთიანებელი მეფე დავით აღმაშენებელის ხანა. ამ მეფემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანასა და მთელი კავკასიის თავისუფლებას. დავითი თავისუფლებისათვის ერთდროულად იბრძოდა სამ ფრონტზე: ის ებრძოდა თურქებს, რომლებიც ემუქრებოდნენ ამიერკავაკსიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილს; აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოთარეშე სპარსელებს და ჯერ კიდევ ტფილისისა და ანისის მპყრობელი არაბობის ნარჩენებს. დავითის მიერ არაერთხელ დამარცხებული თურქების ინიციატივით შეიქმნა სპარსულ-თურქულ-არაბული კოალიცია, რომლის ჯარიც, ისტორიკოსების მტკიცებით, ითვლიდა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს. ეს უზარმაზარიადამიანს. ეს უზარმაზარი მასა კავკასიას თავს დაესხა 1121 წელს. სამხრეთის კოალიციას დიდგორთან დახვდა კავკასიური ძალების კოალიცია 80 000 კაცის ოდენობით. ქართველები, აფხაზები, ჩერქეზები, ოსები, შირვანელები და სომხები დავითის სარდლობით საშინელ ხელჩართულ ბრძოლაში ამარცხებენ აქცევენ 6-ჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და, როგორც ყვებიან არაბი, სომეხი და სხვა ისტორიკოსები, 8 დღის მანძილზე სდევნიან დემორალიზებულ მოწინააღმდეგეს. მათ მტერი გააძევეს ქვეყნის ფარგლებიდან. ცოტა ხნის შემდეგ დავითის ჯარებმა კავკასიაში არაბული ბატონობის ნარჩენებისაგან გაანთავისუფლეს საქართველოს დედაქალაქი და კავკასიური სომხეთის ცენტრი ანისი. კავკასია საკუთარ ფეხებზე დადგა.

 

შემდეგში მთელი კავკასიას ედება გამაერთიანებელი მოძრაობა, რომლის დასრულებაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ  ქართულ-აფხაზურ-ჩერქეზული ხალხები. ეს მოძრაობა მე-12 საუკუნეში თამარ მეფით განსახიერებული ბაგრატიონების ძალაუფლების ქვეშ გარეშე გავლენებით დაქსაქსულ კავკასიას აქცევს ერთიან მონოლთად.

 

    ეს საინტერესო ხანა ჯერ კიდევ არაა სათანადოდ შესწავლილი, მაგრამ ზოგიერთი საბუთი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ რომ თამარის, ისტორიკოსების მტკიცებით შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმული,სამეფო იყო ცალკეული კავკასიური როგორც ქრისტიანული ისე მაჰმადიანური მიწების კავშირი. ამ მიწებს უნდა ჰყოლოდათ თავისი, როგორც შიგნით, ისე კავკასიურ ურთიერთობებში თავისუფალი ეროვნული მმართველები, რომელთად ბაგრატიონთა დინასტია აერთიანებდა არა იმდენად უნიტარულ სახელმწიფოდ, რამდენადაც დამოუკიდებელი კავკასიის ხალხთა კავშირად. »

 

მოკლედ, კავკასიის თავისუფლების და ოქროს ხანა იყო ქართველი ბაგრატიონების მეთაურობით კავკასიელი ხალხების მიერ შექმნილი კავკასიური თანამეგობრობა.

 

ასეთი ხანა არ ავიწყდებათ იოლად ხალხებს და ამ ხანის ექო ისმის მეოცე-ოცდამეერთე  საუკუნეებშიც, რევოლუციების,მსოფლიო ომების და პერესტროიკის ხანაშიც.

 

       ამის  უეჭველი დასტურია აფხაზი, დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდიას // რომანი  «მთვარის მოტაცების » გმირი თარაშ ემხვარის პროტოტიპი დიმიტრი//არზაყან// ემუხვარი.

 

ის დაიბადა 1880 წლის 26 ოქტომბერს სოფელ ჩხორთოლში.

მისი მშობლები იყვნენ სოფ.რეფის მცხოვრებნი,თავადი ბილბაქ მურზაკულის ძე ემხვარი და მისი კანონიერი მეუღლე სამსეტ ომარის ასული მარღანია. ორივე მართლმადიდებელი  ქრისტიანი.

ნათლია იყო თავადი ოთარ მურზაყანის ძე დადეშქელიანი.

 

 

58 წლის დიმიტრი// არზაყან// ბილბაქის ძე ემუხვარი გარდაიცვალა 1939 წლის 24 მარტს დილის 6 საათზე  პარიზის კლოდ ბერნარის საავადმყოფოში.

 

არზაყან ემუხვარის პარიზელ მეგობართა თქმით მას სისხლი აღმოაჩნდა  მოწამლული.

 

   არზაყან ემუხვარი უკანასკნელ გზაზე გააცილა მთელმა ქართულმა ემიგრაციამ.

 

ეს იყო ლენინური   ბოლშევიზმის და საქართველოს ბრძოლის ერთ-ერთი ტრაღიკული ეპიზოდი.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში ერთმანეთს დაუპირისპირდა ლენინელი ბოლშევიკი ნესტორ ლაკობას და სოციალ-დემოკრატი  არზაყან ემუხვარის პოზიციები.

 

ბოლშევიკური პარტიის წევრი 1912 წლიდან, კავკასიაში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებისთვის მებრძოლი ნესტორ ლაკობა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1922 წლიდან იყო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1930 წლიდან კი- აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ამავე დროს ის იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

 

ნესტორ ლაკობა იყო ბოლშევიზმის ბელადი ლენინის პირადი დავალებების შემსრულებელი.

 

    1920  წლის ნოემბერ-დეკემბერში ეფრემ ეშბა და ნესტორ ლაკობა დიდი დელეგაციის სათავეში ლენინის  პირადი დავალებით გაემგზავრნენ თურქეთში თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად საბჭოთა რუსეთისთვის მომგებიან პირობებზე.

 

ლაკობა და ეშბა თურქეთში ძირითადად ეყრდნობოდნენ აბხაზთა დიასპორას, 1866 და 1877 წლებში თურქეთში გადასახლებული მაჰაჯირების შთამომავლებს.

 

ამასთან ქემალ ათათურქის  გვერდით იდგა ზოგი გავლენიანი აფხაზი.

     ერთ-ერთი მათგანი, ჰუსეინ რაუფ ორბაი//აფხაზური გვარი აშხარუა// იყო მაღალი თანამდებობის პირი და შემდეგ გახდა თურქეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ათათურქის უახლოესი თანამებრძოლი.

 

ლენინი  დაპირდა ლაკობას წარმატების შემთხვევაში  აფხაზეთის საქართველოსგან დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადებას.

    ასეც მოხდა.

 

ამას გარდა ნესტორ ლაკობა იყო ის იშვიათი ადამიანი ვისაც სტალინი უძახოდა თავის მეგობარს.

 

სტალინი  იშვიათად ვინმეს თუ უძახდა თავის მეგობარს და ნესტორ ლაკობა  ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო.

 

         1935 წელს  ნესტორ ლაკობა  სამოქალაქო ომში გამოჩენილი გმირობისთვის დააჯილდოვეს ლენინის და წითელი დროშის ორდენებით.

დაჯილდოების დღეს სტალინი მრავალი საათი ესაუბრა ნესტორ ლაკობას. დამშვიდობებისას მან ლაკობას აჩუქა თავისი ფოტო წარწერით  «ამხანაგ და მეგობარ ლაკობას ი. სტალინისგან. »

 

აი სწორედ ლენინის მარჯვენა ხელს და სტალინის მეგობარ ნესტორ ლაკობას დაუპირისპირდა აფხაზი  არზაყან ემუხვარი.

 

დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო აფხაზეთის და საქართველოს საკითხი.

 

  აფხაზ ბოლშევიკ ნესტორ ლაკობას უნდოდა აფხაზეთის გამოყოფა საქართველოსგან.

 

აფხაზ სოციალ-დემოკრატ არზაყან ემუხვარს კი უნდოდა აფხაზეთის ყოფნა დემოკრატიული საქართველოს შემადგენლობაში.

 

საქართველოს დამფუძნებელი კრების აფხაზმა წევრმა არზაყან ემუხვარმა ხელი მოაწერა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

 

ამავე დროს აფხაზი დიმიტრი//არზაყან// ემუხვარი იყო აფხაზეთის პირველი სახალხო საბჭოს  თავმჯდომარე და დარჩა მის მიერ ხელმოწერილი ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. აი ისიც :

ტელეგრამა

1919 წლის 20 მარტი  სოხუმი

საქართველო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს

     აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ

 

    «აფხაზეთის პირველი სახალხო საბჭო,არჩეული საყოველთაო,პირდაპირი,თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე თავისი 1919 წლის  20 მარტის სხდომაზე  აფხაზეთის ხალხების სახელით ადგენს :

1.     აფხაზეთი  შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში  როგორც მისი ავტონომიური ერთეული,რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას.»

 

2.    ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შესადგენად და ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებას შორის დამოკიდებულების განსასაზღვრად აირჩეს შერეული კომისია საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა თანაბარი რაოდენობით და მის მიერ შემუშავებული წინადადებები,საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მისაღებად, უნდა შევიდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კნსტიტუციაში.

              

          აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე დ.ემუხვარი

   მდივანი კოროლიოვი

ესაა იურიდიული თვალსაზრისით დღესაც ვარგისი ერთადერთი სრულფასოვანი დოკუმენტი რომელიც აწესრიგებს აფხაზეთის და სრულიად საქართველოს ურთიერთობებს.

 

საქართველო დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა ინფორმაცია აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის თაობაზე და საგანგებომისალმება გაუგზავნა აფხაზეთის სახალხო საბჭოს.

აი ისიც

 

     

 

დეპეშა

 

1919 წლის 21 მარტი

 

სოხუმი-აფხაზეთის სახალხო საბჭოს

 

     საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის სხდომაზე 1919 წლის 21 მარტს განსაკუთრებული კმაყოფილების გრძნობით მოისმინა აქტი აფხაზეთის ავტონომიის თაობაზე. რომელიც აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო1919 წლის 20 მარტს.

 

დღეიდნ მყარი საფუძველი შეექმნა აფხაზი ხალხის თავისუფალ ცხოვრებას თავისუფალი საქართველოს შემადგენლობაში.

 

   ამიერიდან შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ მთელი სამყაროს წინაშე,რომ დემოკრატიული საქართველო განახორციელებს იმას,რისი განხორციელებაც აქამდე ვერ შესძლეს ზოგიერთმა ძლიერმა სახელმწიფოებმაც კი.

 

გაერთიანდა ისტორიული, ბუნებრივი ერთობა ორი დასაბამიდან მოძმე და მონათესავე ხალხისა,დემოკრატიის მტერთა სავალალოდ და მის მეგობართა სასიკეთოდ და საბედნიეროდ.

 

საქართველოს დამფუძნებელი კრება არ მოაკლებს თავის მზრუნველობასა და ხელმძღვანელობას აფხაზეთის ხალხებს განსაკუთრებით მძიმე ისტორიულ მომენტში და მასთან გაიყოფს ჭირსა და ლხინს.

 

საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი  ა. ლომთათიძე.

(ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეიძლება ქალბატონი ნატო მარშანიას დიდებულ წიგნში  «ქედუხრელი რაინდი» რომელიც თბილისში გამოიცა 2012 წელს).

 

 

,მსოფლიო ბოლშევიზმს და მის აგენტს კავკასიაში ნესტორ ლაკობას  კი რა თქმა უნდა არც დემოკრატიული საქართველო სჭირდებოდათ და არც ქართველ-აფხაზთა და საზოგადოდ კავკასიელთა ერთობა.

 

პირიქით, ისინი მიზნად ისახავდნენ ყველაფერი ამის ნგრევას.

 

ბოლშევიკებმა  არზაყან ემუხვარის ნაირი მოღვაწეები გამოაცხადეს ხალხის მტრებად და დაიწყეს მათზე ნადირობა.

 

ამიტომ ამ მოღვაწეებს მოუხდათ საქართველოს დატოვება.

 

მაგრამ არზაყან ემუხვარი არც ემიგრაციაში ყოფილა უქმად.

ის,მაგალითად, 1927-33 წლებში იყო ჩეხოსლოვაკიის  ქართული კოლონიის სათავეში.

 

ემიგრანტების ცხოვრება იმ გაბოროტებულ დროში არ ყოფილა ადვილი, რაზეც მოწმობს,მაგალითად,19331 წლის 3 იანვარს  ტრაღიკულად დაღუპული ნოე რამიშვილის ხსოვნის საღამოც.

  

როგორც ცნობილია დემოკრატიული საქართველოს ეს დიდი მოღვაწე,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი  ბოლშევიზმმა პარიზში მოიშორა ვინმე  ჭანუყვაძის ხელით.

 

ქართველ ემიგრანტთა საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი//არზაყან// ემუხვარმა  მოკლე შესავალი სიტყვის შემდეგ გამოხატა  ქართველ ემიგრანტთა და მთელი ქართველი ხალხის  გულისტკივილი  1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მოკლული ნოე რამიშვილის გამო.

 

სდევნიდნენ  არზაყან ემუხვარის საქართველოში დარჩენილ ახლობლებსაც.

 

საბჭოთა საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატთან არსებულმა სამეულმა 1938 წლის 22 თებერვალს   არზაყან ემუხვარის უფროს ვაჟ ვლადიმერ//კუჭიკო// ემუხვარს ბრალად დასდო  მამამისთან და ფაშისტურ ელემენტებთან კავშირი და ანტისაბჭოთა აგიტაცია.

 

არზაყან ემუხვარის ვაჟი ვლადიმერ//კუჭიკო// ემუხვარი დახვრიტეს 1938 წლის 7 მარტს.

 

მერე კი მის ოჯახს გაუგზავნეს წერილი მისი რეაბილიტაციის შესახებ.

 

 

1932 წლის 7 მაისს გარდაიცვალა ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრილი საფრანგეთის პრეზიდენტი პოლ დუმე,75 წლის კაცი  რომელსაც ფრანგები თვლიდნენ რესპუბლიკური და პატრიოტული ღირსებებისა და სათნოებების სიმბოლოდ. მან პირველ მსოფლიო ომში დაკარგა სამი ვაჟიშვილი და  პრეზიდენტად ერთი წელიც არ ყოფილამკვლელი იყო რუსი ემიგრანტი პაველ გორგულოვი. ლიტერატორი. მან ფსევდონიმით პაველ ბრედ პარიზში გამოსცა ლექსების კრებული "სკვითების ცხოვრების საიდუმლო".ის წერდა რომანებსაც კაზაკთა ცხოვრების შესახებ, მაგრამ მათ გამოქვეყნებაზე  უარი თქვა გამომცემელთა უმრავლესობამ.

 

ასე უსწორდებოდა ბოლშევიზმი თავის მოწინააღმდეგეებს და მისთვის არასასიამოვნო პირებს მთელ მსოფლიოში.

 

გორგულოვი გაასამართლეს 1932 წლის ივლისის ბოლოს. მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.

 

დემოკრატიული საქართველოს დიდი მღვაწე არზაყან ემუხვარი  1939 წელს მისმა მეგობრებმა  მიიწვიეს პარიზში რათა უშუალოდ გაცნობოდა ეროვნული მოძრაობის მიმდინარეობას და კიდევ უფრო აქტიურად ჩაბმულიყო მასში.

 

ქართული ემიგრაცია 1939 წლის 11 და 12 მარტს ატარებდა კონფერენციას და არზაყან ემუხვარი სწორედ ამ კონფერენციაზე მიიწვიეს.

აი არზაყან ემუხვარის  ერთი საინტერესო ბარათი :

 

საჭიროა და აუცილებელია საქართველო-აფხაზეთი შედუღება და ყოველნაირი მათი განცალკავების საბაბის ძირშივე მოსპობა...

    ამისთვის საქართველოს მოღვაწეები უნდა დიდი სიფრთხილით მოეპყრონ აფხაზეთს,რომელიც საქართველოს დასავლეთის მნიშვნელოვანი კარია....

   ყოველნაირ ცენტრალურ ემიგრანტთა გაერთიანებაში სამართლიანობა და მიზანშეწონილობა მოითხოვს აფხაზეთს შესაფერი წილი ჰქონდეს თანამშრომლობის და ერთად ცხოვრების ჭაპანის წევის....

 

     შენ იცი, აკაკი, ჩრდილო კავკასია რა თვალით უყურებს აფხაზეთს, საჭიროა სიფრთხილე და მიზანშეწონილიმოქმედება, რომ აფხაზეთის ცრუ პატრიოტებმა საბაბი არ იშოვონ, თითქოს საქართველო უყურადღებოდ ექცევა მას, ხოლო ჩრდილოკავკასია აფხაზეთის საიმედო დაშვებული მეგობარია.

 

შენ იცი ყველაფერი ეს და უნდა უყურადღებობა აფხაზეთისადმი მოისპოსს აწი მაინც, როგორც ამას მოითხოვს აფხაზეთ-საქართველოს ინტერესი...

 

                 არზაყან ემუხვარი

პრაღა, 1935 წელი // გამოქვეყნებულია ქალბატონი ნატო მარშანიას უკვე ნახსენებ წიგნში,გვ.12//.

 

 

ის პარიზში ჩავიდა 1939 ლის 8 მარტს.

 

18 მარტს საღამოს კი ისე ცუდად გახდა რომ საავადმყოფოში დააწვინეს. ვერ უშველეს პარიზის საუკეთესო ექიმებმა არზაყან ემუხვარს.5-6 დღის ავადმყოფობის შემდეგ ის გარდაიცვალა.

 

ნოე რამიშვილის და საფრანგეთის პრეზიდენტის მკვლელობა,არზაყან ემუხვარის მოულოდნელი გარდაცვალება რა თქმა უნდა იყო ბოლშევიკური კამპანია რომლის მიზანიც იყო მსოფლიოს დაშინება და რეალური თუ პოტენციური მოწინააღმდეგის დადამბლავება ან მოსპობა.

 

ონსტანტინე გამსახურდიას რომანი «მთვარის მოტაცების » გმირი თარაშ ემხვარის პროტოტიპი და დემოკრატიული საქართველოს გამოჩენილი მოღვაწე დიმიტრი//არზაყან// ემუხვარი იყო განათლებულ აფხაზთა,აფხაზური განათლებული ელიტის წარმომადგენელი.

 

ერთი სიტყვით ვახსენებ 1866 წელს რომანოვთა წინააღმდეგ აჯანყებული აფხაზების მიერ აფხაზეთის მთავრად არჩეულ აფხაზ გიორგი შარვაშიძეს, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც ქართველმა პოეტმა,დრამატურგმა,პუბლიცისტმა, საზოგადო მოღვაწემ.ის იცავდა რომანოვთა იმპერიაში ჩაგრული აფხაზების და ქართველების უფლებებს და თავისი სამშობლოს ოქროს ხანად თვლიდა  თამარის ხანას

იყვნენ აი ასეთი აფხაზი ანჩაბაძეებიც.

 

ტარასი (თარაშ) ანჩაბაძე (1859-1935) ,რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი,რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე,ქველმოქმედი,ბუნების ტრფიალი,მონადირე პოეზიის თაყვანისმცემელი, თვითონაც წერდა ლექსებს.

მისი მეუღლე იყო მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი (1870-1958,შალვა დადიანის ღვიძლი და) აფხაზეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი და არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების მოთავე.

მათი დიდი ოჯახის ტრადიციას აგრძელებდნენ შვილები. გამოვყოფთ მათ უფროს ვაჟ ვიანორ ტარასის ძე ანჩაბაძეს (1888-1937) ,რომელმაც თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში განაგრძო სწავლა. პირველი მსოფლიო ომის მონაწილეს, მას არაერთი საბრძოლო ჯილდო ჰქონდა მიღებული. 1918-1921 წლებში იგი აფხაზეთის ეროვნული და სახალხო საბჭოების წევრი იყო და ქართველ ესერთა პარტიას თანაუგრძნობდა. 1930-ან წლებში ვიანორ ანჩაბაძე აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი და საკურორტო მშენებლობის ერთ-ერთი მოთავე იყო. იგი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. რეპრესირებული იყო მისი მეუღლეც-ვერა ანდრიას ასული შენგელაია ( 1893-1956),რომელმაც «გულაგის» ბანაკებში შვიდი წელი გაატარა.

ვიანორ ანჩაბაძისა და ვერა შენგელაიას ქორწილში გაგრაში 1918 წელს იმჟამად ბზიფში მდგომი ქართული ცხენოსანი დივიზიის ოფიცრებიც იყვნენ დაპატიჟებულნი.

ვიანორ ანჩაბაძის მეჯვარე იყო მისი ყმაწვილობის დროინდელი მეგობარი ქაქუცა ჩოლოყაშვილი

 

ტარას ანჩაბაძის უმცროსი ვაჟიშვილები//ვარლამ,ვლადიმერ და ნიკოლოზ ანჩაბაძეები// ქართულ ჯარში მსახურობდნენ.

 

1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოჭრილ ბოლშევიკურ ჯარებს  ებრძოდა ტარას ანჩაბაძის 4 ვაჟი.

აფხაზეთში ქართული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე იყო ვალერიან ანჩაბაძე.

სოხუმის დასავლეთით არიეგარდულ ბრძოლებში მან შეაკავა ნესტორ ლაკობას თანაპარტიელთა სამხედრო ნაწილები  და ქართველთა ძირითად ძალებს მისცა აღმოსავლეთისკენ დახევის საშუალება.

ის გუმისთის ხიდთან ბრძოლაში დაიღუპა.

 

ასე იღუპებოდნენ  ნესტორ ლაკობას ბოლშევიზმთან ბრძოლაში განათლებული და საქართველოს ერთგული აფხაზები.

ვიანორ ანჩაბაძის ვაჟი, აკადემიკოსი ზურაბ ანჩაბაძე აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი იყო…»

 

ეხლა ვიხსენებთ დემოკრატიული საქართველოს დიდ მოღვაწეს, აფხაზ დიმიტრი//არზაყან// ემუხვარს და ამით ვიხსენებთ მის თანამოაზრეებს, განათლებულ და საქართველოს ერთგულ აფხაზებს.

 

ლენინის,მისი მარჯვენა ხელი ნესტორ ლაკობას, და სტალინის ბოლშევიზმმა მათი აფხაზეთი მოკლა.

ამ ბოლშევიზმის საქმეს განაგრძობს მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკა.  აკადემიკოსმა სახაროვმა 1988 წელს საქართველო გამოაცხადა სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად და გაჩაღდა ომი ამ ბოდიში იმპერიის წინააღმდეგ.

 

1998 წელს მოსკოვში გამოვიდა ვინმე ჩესლავ მლინიკის თხზულება «ჩვენ გვჭირდება სტალინი»

ეს ვინმე ჩესლავ მლინიკი დაკავშირებულია ჩვენს თემასთან.

 

წარმოშობით პოლონელი ჩესლავ გენადის ძე მლინიკი არის ლეგენდარული ფიგურა, მას უძახიან უკომპრომისო საბჭოთა პატრიოტს.

http://otvet.mail.ru/question/41228093

ჩესლავ გენადის ძე მლინიკი არის საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგის განსაკუთრებული დამიშნულეების რაზმის ყოფილი უფროსი, ტიუმენის ომონის ყოფილი უფროსი.

ლატვიაში დაპატიმრებული იყო და იჯდა 4 წელი, შემდეგ კი ომობდა დნესტრისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის შესაქმნელად.

 

1991 წლის 31 ივლისს რიგის ომონმა სროლა აუტეხა ლიტვის მესაზღვრეებს. მოკლეს ლიტვის 7 მესაზღვრე.

შემდეგ ამ შეჯახების მონაწილეები გაასამართლეს. დაიწყეს მლინიკის ძებნა.

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მლინიკი ისროდა ყველგან სადაც ისროდნენ.

    შემდეგ გადავიდა პეტერბურგში და მუშაობდა ალეკსანდრ ნევზოროვის ტელევიზიაში მე-5 არხზე.

 

მლინიკი არის ლენინის და სტალინის მიერ შექმნილი იმპერიის ერთ-ერთი უკანასკნელი ჯარისკაცი.

ის მონაწილეობდა რეგიონულ კონფლიქტებში, დღევანდელი აფხაზეთის და მისნაირი ფსევდორესპუბლიკების შექმნაში.

შამილ ბასაევმა ჩესლავ მლინიკს დაარქვა მხეცი.

აფხაზეთის ომის დამსახურებული მხეცი ჩესლავ მლინიკი აფხაზეთის ვითომრესპუბლიკის ხელმძღვანელებმა  დააჯილდოვეს ამ ვითომრესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი,ლეონის ორდენით.

შემდეგ ჩესლავ მლინიკი სისხლს ღვრიდა აზერბაიჯანში და იუგოსლავიაში.

 

რიგის ომონის წევრები,ჩესლავ მლინიკი და მისი ხელქვეითები ომობდნენ ყარაბაღში,დნესტრისპირეთში,აფხაზეთში,

იუგოსლავიაში,ჩეჩნეთში,ინგუშეთში,და ა.შ.

ასე მოხდა რომ გორბაჩოვის დემოკრატიის ხანაშიც გაიმარჯვა ლენინის მარჯვენა ხელი ნესტორ ლაკობას მხარემ.

გაიმარჯვა სტალინისტმა პოლონელმა ჩესლავ მლინიკმა  და მისმა ბანდამ.

ზოგი საბჭოთა ქურდ პროფესორ ჯაბა იოსელიანს კრძალავს პანთეონში და ზოგი ლეონის ორდენს აძლევს სტალინისტ მკვლელ ჩესლავ მლინიკს.

 

გიორგი შარვაშიძის და არზაყან ემუხვარის და მათი წრის აფხაზების საყვარელი აფხაზეთი და საქართველო კი ინგრევა და ისპობა.

ახალ თაობებსაც კი აღარ ახსოვთ ამ ადამიანების და მათი საყვარელი საქართველოს და აფხაზეთის არსებობა.

  სწორედ ამიტომაა აუცილებელი არზაყან ემუხვარის და გიორგი შარვაშიძის  გახსენება.

    იქნებ რამის  გადარჩენა მოხერხდეს.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

გიორგი მარჯანიშვილი

 

----------------------------------------------------------------------






 



Смотрите оригинал материала на сайте "Совершенно секретно" :
http://mail.sovsekretno.ru/articles/id/1306/

 

 (