.jpg)
Sainte Nino - fête
paroissiale ---2023 წ--
წმინდა ნინო- საეკლესიო დღესასწაული

Merci à tous
pour la réussite de la fête de la paroisse Ste Nino de Paris ,
dimanche dernier, tant sur le point humain que financier et
surtout artistique.
Un grand
merci à Lazi ,à marani (garçon et fille) et à tous les autres
anciens et modernes!
A bientôt
dans notre petite chapelle(6/8 rue de la Rosiére)
|
გოჩა ჯავახიშვილი
პარიზის წმინდა ნინოს სამრევლო
ტრადიციულად შეიკრიბა შვედურ ეკლესიაში (ტრადიციულად უთმობს ამ
დღეს დარბაზს ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოს). ჩვენი ფრანგი
ქართველები ამ ტრადიციას გულმოდგინედ ერთგულობენ. ერთმანეთს ახალ
წელს ულოცავენ, ისტორიულ, ემიგრაციულ ეკლესიას ეხმარებიან, ბავშვებისთვის
ტრადიციის გადაცემასთან ერთად ქართულ სადღეგრძელოს, ცეკვა-სიმღერას
აზიარებენ, ხალისობენ და სიხარულთან ერთად დარდ-ვარამსაც უზიარებენ
ერთმანეთს. ყველას სალაპარაკო, მთავარი თემა საქართველოა. მამა არჩილი
ყველას უყვარს. სიყვარულისა და ერთგულების მოძღვარი, თავმდაბლობისა
და მძიმე ჯვრის ღირსეულად ტარების დიდი მაგალითია. ამ ისტორიულ სამრევლოს
სახელოვანი მოძღვრები ყავდა მათ შორის წმინდანად შერაცხული გრიგოლ
ფერაძე, მამა მელიას სამაგალითოობასაც დღემდე იხსენებენ.
ძველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა
უმრავლესობას სტუდენტობის დროიდან ვიცნობ, მოდიან ტრადიციულად,
კოხტად გამოწყობილნი, მოიყოლებენ ნუგბარსა და საკუთარი ხელით მომზადებულ
ქართულ კერძებს, ერთად ჩამოჯდებიან სასაუბროდ. გაუნათდებათ ერთმანეთის
ნახვის სიხარულით თვალები და ქართულ-ფრანგულად ჭუკჭუკებენ, ახლებს
ძველების შესახებ მოუთხრობენ და ახალი ემიგრაციის, ახალი თაობის წარმატებებით
ხარობენ. იციან, ქართველი ახალგაზრდებიუს წარმატება და თავისუფლება
იყო მათი მშობლების სანუკვარი მიზანი და იმედი.
ამ ზეიმის ერთგული ბევრი მოგვაკლდა,
ზეციურ საქართველოში შეუერთდნენ საქართველოს მფარველ ანგელოზებს.
აქ დარჩენილები მათი ხსოვნის ვალდებულების განცდით, მადლიერი
სიტყვით მივაგებთ პატივს
|

VIDEO |

VIDEO |

VIDEO |
 VIDEO
|

VIDEO |
 VIDEO |
 VIDEO |
 VIDEO |

VIDEO
|
 VIDEO |

VIDEO
|

VIDEO |
 |
Atcharuli bavShvebi
https://www.facebook.com/100000447131103/videos/pcb.6199017763456400/1501864553629488
samchoblo.org remercie l'ensemble Lazi de Paris ainsi que les personnes qui
ont bien voulu cnvoyer
leurs photos et
vidéos à Nuka Tandilashvili
Vidéos
Photos de la
Fête Paroissiale de Sainte Nino


Vidéos de la fête
paroissiale de Sainte Nino

